გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2019
საქმის ნომერი
330210119002973573
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
31.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9497-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამ---თლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამ---თლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ა-- მეშველიანი

 

მოსარჩელე - სს „თ----ი ბ---ი”

წარმომადგენელი - გ---–ა ტ-----–---–ი

 

მოპასუხეები - ჯ---ი გ----–---ი, ტ------– ლ-----ე

წარმომადგენელი - მ---ი ბ----–---–ი, ა-- რ-------–---–ი

 

დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. მოპასუხეებს ჯ---ი გ----–---სა და ტ------– ლ-----ეს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 790.59 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 236.86 აშშ დოლარისა და დაზღვევის თანხის - 3.92 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. ჯ---ი გ----–---სა და ტ------– ლ-----ეს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირ თანხაზე - 790.59 აშშ დოლარზე წლიური 32% სარგებლის გადახდა, 2016 წლის 5 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 21.08 აშშ დოლარს;

 

1.3. მოპასუხეებს ჯ---ი გ----–---სა და ტ------– ლ-----ეს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირ თანხაზე - 790.59 აშშ დოლარზე 2016 წლის 5 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემცირებული - 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდ შეადგენს - 0.39 აშშ დოლარს;

 

1.4. თავდების ტ------– ლ-----ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 3900 აშშ დოლარით.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2014 წლის 05 სექტემბერს სს „ბ--- კ----------ასა“ და ჯ---ი გ----–---ს შორის გაფორმებულ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებაზე, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 3 000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო გა--კვეთი განისაზღვრა - 32%-ით, კრედიტის ვადა - 24 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - პირველი 10 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში 3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 10 დღის შემდეგ - გადასახდელი თანხის 1 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში გადასახდელი თანხის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ---ის სასარგებლოდ.

 

2014 წლის 5 სექტემბრის საბ---ო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებლის დარიცხვის წესი: საპროცენტო სარგებელი დაერიცხებოდა მსესხებლის ფაქტობრივ დავალიანებას სესხით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გადაანგარიშებით,ზემოაღნიშნული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს “ბ--- კ----------ასა” და ტ------– ლ-----ეს შორის 2014 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ტ------– ლ-----ემ ძირითად მსესხებელთან, ჯ---ი გ----–---თან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შესრულება საბ---ო კრედიტის №-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 3 900 აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 5 სექტემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის სრულად დაბრუნების ვადა ამოიწურა 2016 წლის 2 სექტემბერს, სესხი არ დაფარულა. 2019 წლის აპრილის მდგომ---ეობით 2014 წლის 5 სექტემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება შეადგენს - 2 128,93 აშშ დოლარს, საიდა--ც ძირი თანხაა - 1 554,99 აშშ დოლარი, პროცენტი - 333,16 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 236.86 აშშ დოლარი და დაზღვევის თანხა - 3.92 აშშ დოლარი.

 

2019 წლის 3 ივნისს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მომ---თა სასამ---თლოს და მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია ნაწილობრივ. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელია. მსესხებელს თანხა უნდა დაეფარა 2014 წლის 6 ოქტომბრიდან 2016 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით. შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული გადახდისათვის დამოუკიდებლად აითვლება. სს „თ----ი ბ---მა” ჯ---ი გ----–---ისა და ტ------– ლ-----ის მიმ---თ სარჩელი შეიტა-- სასამ---თლოში შეიტა-- 2019 წლის 1-ლ მაისს. სარჩელის შეტანიდან უკუსვლით 3 წელზე დაანგარიშებით, 2016 წლის 5 მაისიდან 2016 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით გადასახდელი თანხის მოთხოვნაზე - ძირი თანხა - 790.59 აშშ დოლარი ვერ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა.

 

2017 წლის 20 იანვარს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ----ი ბ---ი” წარმოადგენს სს „ბ---ი კ----------ას” უფლებამონაცვლეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელის მოთხოვნა და არ დაეთანხმნენ სარჩელის ფაქტობრივ და სამ---თლებრივ საფუძვლებს.

 

შესაგებელში განმ---ტებულია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მსესხებლის მიერ განხორციელებული ბოლო გადახდიდან - 2015 წლის 05 ნოემბრიდან გასულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 05 სექტემბერს სს „ბ--- კ----------ასა“ და ჯ---ი გ----–---ს შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 3 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

წლიური საპროცენტო გა--კვეთი განისაზღვრა - 32%-ით, კრედიტის ვადა - 24 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად თანხის გადახდით.

 

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - პირველი 10 დღის ვადაგადაცილების შემთხვევაში 3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 10 დღის შემდეგ - გადასახდელი თანხის 1 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში გადასახდელი თანხის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბ---ის სასარგებლოდ.

 

სასამ---თლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 5 სექტემბრის საბ---ო კრედიტის №--------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-30).

 

3.1.2. 2014 წლის 5 სექტემბრის საბ---ო კრედიტის №--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს “ბ--- კ----------ასა” და ტ------– ლ-----ეს შორის 2014 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ტ------– ლ-----ემ ძირითად მსესხებელთან, ჯ---ი გ----–---თან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბ---ო კრედიტის №--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 3 900 აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.

 

სასამ---თლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 5 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულება, თავდების განცხადება (ს.ფ. 31-35).

 

3.1.3. 2019 წლის აპრილის მდგომ---ეობით 2014 წლის 5 სექტემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება შეადგენს - 2 128,93 აშშ დოლარს, საიდა--ც ძირი თანხაა - 1 554,99 აშშ დოლარი, პროცენტი - 333,16 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 236.86 აშშ დოლარი და დაზღვევის თანხა - 3.92 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა სესხის ძირი თანხის - 790.59 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 236.86 აშშ დოლარისა და დაზღვევის თანხის - 3.92 აშშ დოლარის გადახდა;

 

სასამ---თლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

გადახდების ისტორია (ს.ფ. 36).

დავალიანების შესახებ ცნობა; (ს.ფ. 37).

დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 107-121).

 

3.1.4. 2017 წლის 20 იანვარს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ----ი ბ---ი” წარმოადგენს სს „ბ---ი კ----------ას” უფლებამონაცვლეს.

 

სასამ---თლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 41-42).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „თ----ი ბ---ის“ მოთხოვნა 2014 წლის 5 სექტემბრის საბ---ო კრედიტის №--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 790.59 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე არ არის ხანდაზმული.

 

სს „თ----ი ბ---ის“ წარმომადგენლის მიერ 2019 წლის 30 აპრილს გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით, 2014 წლის 5 სექტემბრის საბ---ო კრედიტის №--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს - 1554,99 აშშ დოლარს.

 

აღნიშნული ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, თანხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, 2014 წლის 06 ოქტომბრიდან 2016 წლის 02 სექტემბრის ჩათვლით.

 

მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამ---თლო განმ---ტავს, შემდეგს:

 

სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს უფლების დაცვა სასამ---თლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს სამოქალაქო ურთიერთობების სტაბილურობას, ამავდროულად ეხმ---ება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად -ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

იმისათვის, რომ დავადგინოთ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია თუ არა, პირველ რიგში საჭიროა განისაზღვროს ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმ---თ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომ---ეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

სასამ---თლო განმ---ტავს, რომ სს „თ----ი ბ---ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ კრედიტის დაბრუნების ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის 02 სექტემბრის ჩათვლით.

 

მოსარჩელემ სარჩელი სასამ---თლოში წარადგინა 2019 წლის 01 მაისს. შესაბამისად, სარჩელის შეტა--მდე 3 წლის გათვალისწინებით - 2016 წლის 01 მაისამდე არსებულ დავალიანებაზე მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც შეეხება 2016 წლის 01 მაისიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე შესასრულებელ ვალდებულებაზე - 790,59 აშშ დოლარის გადახდაზე ვერ გავრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მოსარჩელემ სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით შეამცირა მოთხოვნა და 1 554.99 აშშ დოლარის ნაცვლად მოითხოვა - 790,59 აშშ დოლარის დაკისრება.

 

შესაბამისად, სს „თ----ი ბ---ის“ მოთხოვნა 2014 წლის 5 სექტემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხიდან - 790,59 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე არ არის ხანდაზმულია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამ---თლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამ---თლებრივი შეფასების შედეგად, სასამ---თლოს მიაჩნია, რომ სს „თ----ი ბ---ის” სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამ---თლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამ---თლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს „თ----ი ბ---სა” (სს „ბ---ი კ----------ას” უფლებამონაცვლე) და ჯ---ი გ----–---ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 3 000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა ჯ---ი გ----–---მა აითვისა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომ---ეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად -ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სესხის ძირითადი თანხიდან - 750,59 აშშ დოლარის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რაც, თავის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია (იხ. 3.2.1. პუნქტი).

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო გა--კვეთი.

 

მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება - წლიური 32%.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ა--ზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი და--კლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ნებისმიერ მსესხებელთან ხდება იმ მოლოდინით, რომ ბ---ი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო გა--კვეთი საბ---ო კრედიტისთვის არის კრედიტის ფასი. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ბ---ს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ასევე მიუღებელი შემოსავლის ა--ზღაურება.

 

ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმ---თ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

რაც შეეხება მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით აღსრულებამდე 32%-ის დაკისრების ნაწილში, სასამ---თლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულებას და მიუღებელი შემოსავლის სახით მას ადგება ზიანი, სადავოობის შემთხვევაში ზიანის ოდენობა უნდა იყოს დასაბუთებული და სათა--დო მტკიცებულებებით გამყარებული.

 

საქართველოს უზენაესი სასამ---თლო საქმეზე №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი განმ---ტავს - სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თა--ხმად, ზიანი უნდა ა--ზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი და--კლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ა--ზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი და--კლისისათვის, არამედ იმ ა--ცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამ---თლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. საკასაციო პალატა განმ---ტავს, რომ ზოგადი პრინციპის თა--ხმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამ---თლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ა--ზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმ---ტება. სასამ---თლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თა--ხმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ა--ცდური მოგება, რომლის ა--ზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმ---თული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.

 

მ---თალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, როგორც არაერთხელ აღინიშნა, მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სადავო პერიოდში მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების საკითხს, რამაც მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოუშვა. (იხ.სუსგ №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).

 

სასამ---თლო განმ---ტავს, რომ სრული ა--ზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ა--ზღაურებადია. ა--ზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ა--ზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

უზენაესი სასამ---თლოს განმ---ტებით - მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ და--კარგს’’ (pure economicloss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, მ---თალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, რადგა--ც მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სადავო პერიოდში მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების საკითხს, მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოეშვა. სასამ---თლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას ზიანის მიყენების ფაქტზე, თუმცა ზიანის ოდენობა - აღსრულებამდე 32%, არ არის დასაბუთებული. სამოქალაქო ბრუნვის პირობებში, ასევე საკრედიტო დაწესებულების საკრედიტო პოლიტიკისა და ეროვნული ბ---ის რეგულაციების გათვალისწინებით ყოველწლიურად საპროცენტო გა--კვეთები განიცდის ცვლილებებს. შესაბამისად, წლების მანძილზე (აღსრულებამდე) ფიქსირებულად ისეთი მაღალი საპროცენტო გა--კვეთით სარგებლის მიღება, როგორსაც ითხოვს მოსარჩელე უნდა იყოს დასაბუთებული და ამავდროულად დადასტურებული მოსარჩელის მიერ.

მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება რომელიც მოსარჩელის შემოსავლის (რასაც წინასწარ ივარაუდებდა ვალდებული პირი) რეალურად მიღების შესაძლებლობას დაადასტურებდა, არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამ---თლო ასკვნის, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაძლია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ოდენობის (წლიური 32%) მტკიცების ტვირთი.

 

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება. საკრედიტო ხელშეკრულებების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობების გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხის შესაბამისი წლიური 32%-ის ოდენობით. სს ”თ----ი ბ---მა” კრედიტით გაცემული ძირითადი თანხებიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულებების მოქმედების ვადაში, შესაბამისად, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 2016 წლის 05 სექტემბრიდან აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა - 790,59 აშშ დოლარზე წლიური 32% სარგებლის გადახდა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თა--ხმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თა--ხმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ ჯ---ი გ----–---მა ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა 2016 წლის 05 მაისს გადასახდელი 790,59 აშშ დოლარი შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თა--ხმად, სასამ---თლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ა--ზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მ---თალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამ---თლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თა--ფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამ---თლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თა--ზომიერი და გონივრული.

 

სასამ---თლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღამდე 236,86 აშშ დოლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი ძირითად ვალდებულებასთან (790,59 აშშ დოლარი) მიმართებაში და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმ---თებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამ---თლოს გონივრულად მიაჩნია პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობის შემცირება - 70,00 აშშ დოლარამდე.

 

ამასთან, სასამ---თლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 05 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 0,05% (სესხის ძირი თანხისა - 790,59 აშშ დოლარისა) არ წარმოადგენს შეუსაბამო ოდენობას სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკა--სკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თა--ბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თ----ი ბ---სა“ (სს „ბ---ი კ----------ას” უფლებამონაცვლე) და ტ------– ლ-----ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებმა კრედიტორის წინაშე იკისრა მსესხებლის ჯ---ი გ----–---ის მიერ №--------------- საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თავდების თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 3 900,00 აშშ დოლარით.

დადგენილია, რომ მსესხებელს ჯ---ი გ----–---ს ერიცხება დავალიანება, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას (790,59 აშშ დოლარი), პირგასამტეხლოსა (70,00 აშშ დოლარი და 2016 წლის 05 მაისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,05%, მაგრამ არაუმეტეს 100 აშშ დოლარი) და მიუღებელი შემოსავლის სახით სარგებლის არაუმეტეს 2 წლით გადახდის ვალდებულებას. შესაბამისად, სს „თ----ი ბ---ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის - 3 900,00 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამ---თლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამ---თლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამ---თლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მოპასუხეებს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 166,3 ლარის ა--ზღაურება, ასევე ბ---ის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გაწეული - 50 ლარისა და უძრავ ქონებაზე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 40 ლარის ა--ზღაურება. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს - 235,46 ლარი (სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გამო), ხოლო - 13,51 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ იურიდიული მომსახურების მიზნით გაწეულ ხარჯი 165 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თა--ხმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამ---თლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამ---თლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამ---თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „თ----ი ბ---ი”-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ჯ---ი გ----–---სა და ტ------– ლ-----ეს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხისა - 790,59 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, პირგასამტეხლოს - 70 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და დაზღვევის თანხის - 3,92 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს ჯ---ი გ----–---სა და ტ------– ლ-----ეს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ სესხის ძირ თანხაზე - 790,59 აშშ დოლარზე წლიური 32% სარგებლის გადახდა 2016 წლის 5 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა.

 

4. მოპასუხეებს ჯ---ი გ----–---სა და ტ------– ლ-----ეს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ სესხის ძირ თანხაზე - 790,59 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს სახით 0,05%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 5 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა.

 

5. თავდების ტ------– ლ-----ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს - 3 900 აშშ დოლარით.

 

6. დაეკისროთ მოპასუხეებს ჯ---ი გ----–---სა და ტ------– ლ-----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 166,3 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარის ა--ზღაურება, ასევე, სასამ---თლოს გარეშე ხარჯის - 40 ლარის გადახდა.

 

7. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ იურიდიული მომსახურების ხარჯის - 165 ლარის ა--ზღაურება.

 

8. სს „თ----ი ბ---ს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 3--------- წელს საგადახდო დავალება #---- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 419.01 ლარიდან - 235,46 ლარი.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამ---თლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამ---თლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამ---თლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამ---თლე: ლილი ტყემალაძე