განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2020
საქმის ნომერი
120100120003441803
დავის ტიპი
151
თარიღი
20.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№1/019-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

14 თებერვალი 2020 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - გ-------–----------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული - ზ--------------- (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 5----------- მცხოვრები ქ----–--------------------------------–--------------------)

 

ადვოკატი - ნ------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 06 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქალაქ ბ---------–-, თ------------------ში მდებარე ი-----------–-–---–-- საცხოვრებელ სახლში, მისივე ყოფილი მეუღლე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზ--------------- ურთიერთშელაპარაკებისას დანის გამოყენებით დაემუქრა ყელის გამოჭრით, ასევე ბენზინის მეშვეობით საცხოვრებელ სახლში გამოწვით, რის შედეგადაც ი-----------–-–---–- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ე.ი. ზ---------------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ზ---------------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: ბრალდებულ ზ---------------- გამოკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მოწმეთა ი-----------–-–---–--, ნ------------------------------------------------------–----------------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები ქარქაშიანი დანა და ერთი ბოთლი ბენზინი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ზ---------------- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ქმედების მონანიება.

 

4.2. ზ---------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ზ--------------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, მის მიმართ არ ყოფილა ადმინისტრაციული სახდელი გამოყენებული, სასამართლოს აუცილებლად არ მიაჩნია ისეთი სასჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების რეალურ აღკვეთასთან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ზ---------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით. სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამცირებს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ქარქაშიანი დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს ი-----------–-–---–-;

- ერთი ბოთლი ბენზინი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ--------------- (პ/ნ 5----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.

 

ზ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 07 დეკემბრიდან 2019 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.

 

2. ზ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ყადაღა მოეხსნას ბრალდებულ ზ---------------- (პ/ნ 5----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების , გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 10 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ დ--------------------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქალაქი ხ-–---------------------–---------- სართული 3, ბინა 9, ფართი - 73.80 კვ.მ. საკადასტრო კოდი - 6------------------ (2019 წლის 16 დეკემბრის N12/029-19 განჩინება).

 

3. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ქარქაშიანი დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს ი-----------–-–---–-;

- ერთი ბოთლი ბენზინი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: ლუიზა თოდუა