განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2338-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 24 დეკემბერი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ვ----–----------ე, ა----------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ-----------------------------–--ა - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–------------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული ო---------------------------–-----–------ში; მცხოვრები ქ----------------------------------------------------ში.
ბრალდებული - გ---–----------------–----ა - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–--------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ო---------------------------–-----–------ში (გ-–-----ს მონაწილეობის გარეშე);
ბრალდებული - ჩ---------------–----- - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ----––--------–--------------ში (ჩ-–-----ს მონაწილეობის გარეშე).
ადვოკატები - მ-----–-------–---–ი, მ------------ა, რ---–----------–---–ი
კვალიფიკაცია:
ჯ---------------–---ს მიმართ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილი (ქურდული სამყაროს წევრობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლი (ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა);
ჩ------–-----ს მიმართ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილი (კანონიერი ქურდობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლი (ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა).
გ---–--–-----ს მიმართ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილი (ქურდული სამყაროს წევრობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლი (ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ჯ---------------–---ს, გ---–--–-----სა და ჩ------–-----ს მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ე-–--------–-----მა რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მ------------------საგან გარკვეული საპროცენტო განაკვეთით ისესხა 60 000 აშშ დოლარი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეტაპობრივად საერთო ჯამში ე-–--------–-----მა მ-----------------ს გადაუხადა 88 000 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა მ-----------------ი კვლავ მოითხოვდა ე-–--------–-----ისაგან დამატებით, 60 000 აშშ დოლარის გადახდას, რამაც მათ შორის წარმოშვა კონფლიქტი.
ზემოაღნიშნული კონფლიქტის და ფინანსური დავის მოგვარების მიზნით ე-–--------–-----ს დაუკავშირდა ნაცნობი ჯ---------------–---, რომელმაც შეიტყო მასსა და მ-----------------ს შორის არსებული უთანხმოების შესახებ და ,,კანონიერი ქურდის’’ ჩ------–-----ს დახმარებით საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.
2019 წლის თებერვლის თვეში ე-–--------–-----ს დამატებით დაუკავშირდა ჯ---------------–--- და უთხრა, რომ ე-–---ს ,,კანონიერ ქურდთან’’ ჩ------–-----სთან გადასახდელი ჰქონდა 60 000 აშშ დოლარი, რის გამოც ჯ---------------–---სთვის და გ---–--–-----სთვის უნდა გადაეხადა მოცემული თანხა, რის შემდეგაც მას მ-----------------თან არსებული დავა აღმოიფხვრებოდა.
ვინაიდან ე-–--------–-----ი იმყოფებოდა გერმანიაში, მოცემული საკითხის მოგვარებაში დახმარება, კერძოდ: ჯ---------------–---სთან და გ---–--–-----სთან კომუნიკაციის დამყარება სთხოვა მეგობარს ფ----------------ს.
2019 წლის მარტი-აპრილის თვეში ,,კანონიერმა ქურდმა’’ ჩ------–-----მ და ამ უკანასკნელის დავალებით ,,ქურდული სამყაროს წევრებმა’’ ჯ---------------–---მ, გ---–--–-----მ, ე-–--------–-----თან და ფ----------------თან არაერთხელ მოახდინეს ,,ქურდული შეკრება’’ რა დროსაც, ქურდული გარჩევით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, თავისისთვის ფინანსური უპირატესობის მიღების მიზნით, ე-–--------–-----ს მოსთხოვეს და აიძულებდნენ 60 000 აშშ დოლარის გადახდას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. დაზარალებულმა ე-–--------–-----მა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ის და ჯ---------------–--- ერთ უბანში ცხოვრობდნენ. ჯ---------------–---სგან გაიცნო გ---–--–----- და ჩ------–-----. მას მ------------------სგან სესხის სახით აღებული ჰქონდა 60 000 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ვალი დაბრუნებული ჰქონდა, მ------------------ კვლავ ითხოვდა თანხის დაბრუნებას. მას დაუკავშირდა ჯ---------------–--- და მ-----------------თან არსებული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა - ,,ამ საქმეს, რომ მოვაგვარებთ იმასთან არაფერი გექნება გადასახდელიო’’. ჯ---------------–---მ, გ---–--–-----მ და ჩ------–-----მ საქმის მოგვარების სანაცვლოდ მას 60 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. 2014 წელს ჯ---------------–--- პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა. უთხრეს, რომ მ-----------------თან საქმე მოგვარებული იყო, თუმცა 2015 წელს ის თანხის დაბრუნებას კვლავ ითხოვდა მისგან. 2016 წელს ჯ---------------–--- დაუკავშირდა და ჩ------–-----ს აფხაზეთიდან ჩამოსვლასთან დაკავშირებით 2 000 დოლარი მოსთხოვა, 1000 დოლარი ჩ------–-----სათვის გადასაცემად, ხოლო 1000 დოლარი სუფრის გასაშლელად. გ---–--–----- და ჯ---------------–--- მისგან 60 000 აშშ დოლარის გადაცემას ითხოვდნენ და უთხრეს, რომ ეს თანხა ჩ------–-----სთან მიდიოდა. ჩ------–-----ს არ იცნობდა ინტერნეტში გადაამოწმა და ნახა, რომ ,,კანონიერი ქურდი’’ იყო. მანამდე პოლიციას არ მიმართა, რადგან ქვეყნის დატოვებას აპირებდა. 2019 წლის 28 თებერვალს გ---–--–----- გერმანიაში ს---------------სთან ჩაფრინდა, რომლის მეზობლებიც მისი მშობლები იყვნენ. გ---–--–----- კვლავ დაუკავშირდა და 60 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა და დაემუქრა. გ---–--–-----ს გერმანიაში არ შეხვედრია. გ---–--–-----ს დარეკვის შემდეგ მშობლები საცხოვრებლად თავისთან გადაიყვანა. ,,კანონიერ ქურდს’’ ჩ------–-----ს ერთხელ ესაუბრა ,,სკაიპის’’ მეშვეობით, რომელმაც უთხრა, რომ ამ საქმის თავში თვითონ იდგა. ჯ---------------–--- გერმანიაში იმიტომ ვერ ჩაფრინდა, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში იყო. ფ----------------ი მისი მამიდაშვილია, რომელსაც პოლიციაში განცხადების დაწერა და დახმარება სთხოვა. ჯ---------------–---ს და გ---–--–-----ს ის მ-----------------თან არ დაუკავშირებიათ.
2.2. მოწმე ფ----------------მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ პოლიციაში თავისი მამიდაშვილის - ე-–--------–-----ის თხოვნით მივიდა. დაწერა განცხადება და მიუთითა ყველა ის გარემოება, რაც ე-–--------–-----მა უთხრა. სამართალდამცველებმა კამერა დაამაგრეს და ისე შეხვდა ჯ---------------–---ს, რომელმაც საუბრისას 60 000 აშშ დოლარი მოითხოვა ე-–--------–-----ისაგან. პირველ შეხვედრაზე ჯ---------------–---მ უთხრა, რომ აღნიშნულ საქმეში ,,კანონიერი ქურდები’’ იყვნენ ჩართულები. ჯ---------------–---მ თავდაპირველად 20 000 აშშ დოლარის გადაცემა მოითხოვა, ის დათანხმდა და დრო ითხოვა თანხის მისაცემად. მეორე შეხვედრაზე ისევ ფულზე ისაუბრეს და ფულის დროულად მიცემა მოითხოვა, რადგან ჩინეთში ჰქონდა გასაგზავნი. შეხვედრებისას სატელეფონო საუბრები ჰქონდათ მას, ე-–--------–-----სა და ჩ------–-----ს. ტელეფონის მეშვეობით ჯ---------------–---, ასევე რამდენჯერმე ესაუბრა გ---–--–-----ს. მეორე შეხვედრისას ჯ---------------–--- ვიღაც ახალგაზრდას ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ სხვა პირები აფხაზეთში იყვნენ. მოწმის განმარტებით, ჯ---------------–---მ უთხრა, რომ ამ ფულს ელოდებოდა ,,კანონიერი ქურდი’’ ჩ------–-----.
2.3. გამომძიებელმა ზ-------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ფ----------------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე. გამოკითხა მოწმეები, ბრალი წაუყენა ბრალდებულებს და აიღო ფოტო ნიმუში. ჯ---------------–--- თბილისში დააკავეს. მოწმის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩ------–----- არის „კანონიერი ქურდი“ და იძებნება, როგორც საქართველოს, ასევე შვეიცარიის ინტერპოლის მიერ.
2.4. გამომძიებელმა გ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე.
2.5. დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 22 მარტს, საქართველოს შს სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ს-------------------------–-------- განყოფილების - გამომძიებელ ა----–--–---–---–-ს მიერ დათვალიერებულ იქნა ვებ გვერდი ----------------, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ე.წ. ,,კანონიერი ქურდების’’ შესახებ. აღნიშნულ ვებ გვერდზე ,,კანონიერ ქურდად’’ მოხსენიებულია ჩ------–-----.
2.6. ს----------–----–--------------------------–----------------------------ს ექსპერტის №---------- დასკვნის (6.09.2019) თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილ N3 დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: „20190319_112529“ და „20190319_114635“ ამოღებულ N7 და N8 ფოტოსურათებზე და N6 დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: „2c0404ad-38a3-417c-b11f b3b06965ad41“, „7f00c534-ebe9-4fa3fb6a5-733668b93acd“, „84cc3dff-865a-417c-aacc 70439cf4f839“, „88dd0748-a4f0-4b83-b799-7cc046ad9155“, „392c2c8ef88e3-4958-bd86 0914f4e1967“, „602079af-1242–4908-b573-989380471897“, „bd1fdba9-7d50-4247-90f6 9d69d9b723e1“, „404706d5-01c3-4e68-9b30-37b73168d282“, „e2150531-fc4c-40e9-9696 185a0f730859“ და „IMG_0449“ ამოღებულ N11; N14; N15; N17; N19; N21; N23; N27; N28; N30 ფოტოსურათებზე და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ 2--------- წელს დაბადებული ე-–----------------------–-----ის (პ--------------) ფოტოსურათზე (ფოტო N31) (დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. გამოკვლევაზე წარმოდგენილ N6 დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: ,,7f00534-cbe9-4fa3fb6a5-733668b93acd“, „392c2c8ef88e3-4958-bd86-0c914f4ea967“ და ba1fb39-745()-4247-90f6-9d69d9b723e1“ ამოღებულ N13; N20; N24 ფოტოსურათებზე და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ 0--------- წელს დაბადებული გ---–----------------–----ას (პ--------------) ფოტოსურათზე (ფოტო 32) დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
გამოკვლევაზე წარმოდგენილ N6 დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „bd1fdb19-7450-4247-90f6-9d69d9b723e“ ამოღებულ ფოტოსურათზე (ფოტო N25) და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ 2--------- წელს დაბადებული ჩ---------------–-----ს (პ--------------) ფოტოსურათზე (ფოტო N33) დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
გამოკვლევაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს სახელწოდებით: ,,REC1_0001“, „Rec1_0002“, „20190319_112529“, „20190319_114635“, ,,2019-04-03_161026_003544_P’’ „Rec1_0001“, „2c0404ad-38a3-417c-b11f-b3b06965ad41“, „7f00c534-ebe9 4fa3-b6a5-733668b93acd“, „84cc3dff-865a-417c-aacc-70439cf4f839“, „88dd0748-440-4b83-b7997-046a40155“, „392c2c8e-88e3-4958-bd86-0c914f4ea967“, „6020f9af-1242-4908-b573 989380471897“, „bd1fdba9-7d50-4247-90f6-9d69d9b723e1“, „d04706d5-01c3-4e68-9b30 37b73168d282“, „e2150531-fc4c-40e9-9696-185a0f730859“ და „IMG_0449“ არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
2.7. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ--–------------ა.
2.8. ს----------–----–--------------------------–----------------------------ს ექსპერტის №------ დასკვნის (20.09.2019) თანახმად,· ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.
· ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ფონოგრამებში Rec1_0001.avi; Rec1_0002.avi; 2013-04-03_161026_003544_n.avi; Rec1_0001.avi; 1413575961.wav; 1413747541.wav; 1413784686.wav; 1413877851.wav; 0de02010-dd19-4791 bda0-23a7add7677f.opus; 63e2669d-c3c3-49c8-8904-723124276eb7.m4a; 67210c98-c8ed-4830 b9fa-71d2abe2c760.m4a; 44227581-9722-42fd-bf75-54c12ea9172b.opus; 2c0404ad-38a3-417c b11f-b3b06965ad41.mp4; 84cc3dff-865a-417c-aacc-70439cf4f839.mp4; 88dd0748-440-4b83 b799-7cc046ad0155.mp4; 602019af-1242-4908-b573-989380471897.mp4; 404706d5-01c3-4e68 9b30-37b73168d282.mp4; e2150531-fc4c-40e9-9696-185a0f730859.mp4; Rec1_0001.avi; Rec1_0002.avi; Rec1_0001.avi; 0002.avi) მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში(სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი) მოსაუბრე ჯ---------------–---ს ხმა ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის იდენტურია.
2.9. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------–---–მა.
2.10. ს----------–----–--------------------------–----------------------------ს ექსპერტის №------- დასკვნის (15.11.2019) თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი ,,SAMSUNG-ის’’ ფირმის ,,Galaxy 5 Duos-ს’’ მოდელის მობილური ტელეფონის IMEI ნომრებია 3---------------- და 3----------------, ხოლო მასში მოთავსებული სიმ ბარათის სააბონენტო ნომერია +------------. ,,SAMSUNG-ის’’ ფირმის ,,Galaxy 5 Duos-ს’’ მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებულ იქნა ვიდეო, აუდიო ფაილები (მათ შორის აუდიო შეტყობინებები); კონტაქტები, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება ,,WhatsApp-ის’’ საშუალებით განხორციელებული მიმოწერა დასურათებული იქნა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება ,,Viber-ის’’ საშუალებით განხორციელებული მიმოწერა.
2.11. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–---–მა.
2.12. ჯ---------------–---სა და ფ----------------ს შორის 2019 წლის 3 აპრილს განხორციელებული ვიდეო-ჩანაწერითა და კრებსითი ჩანაწერებით ირკვევა, რომ ჯ---------------–--- ფ----------------ისაგან ითხოვს ე-–--------–-----ის მიერ გადასახდელი თანხის ჩარიცხვას. ვიდეო-ჩანაწერის და კრებსის თანახმად, ასევე დასტურდება, რომ ჯ---------------–--- სატელეფონო ზარს ახორციელებს გ---–--–-----სთან, რომელიც ასევე აქტიურადაა ჩართული თანხის მოთხოვნაში. ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან გ---–--–-----ს, რომელიც საუბრისას ე-–--------–-----ისაგან მისატან თანხას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრება დაზარალებულის მიმართ ,,მერე გაჩვენებთ როგორ უნდა შეხვედრა და თავის ჩამარხვა, იმას მერე ვუჩვენებ მერე ე-–----ს’’. ფ----------------ი და ჯ---------------–--- ასევე უკავშირდებიან ე-–--------–-----სა და დაზარალებულის მამას გადასაცემი თანხის საკითხების დასაზუსტებლად. (ტ.2; ს.ფ.77-89).
2.13. ჯ---------------–---სა და ფ----------------ს შორის 2019 წლის 26 მარტს განხორციელებული სატელეფონო საუბრით ირკვევა, რომ გეგმავენ შეხვდნენ ერთმანეთს, დაილაპარაკონ და შეთანხმდნენ ფულის გადაცემის საკითხზე. აღნიშნული ჩანაწერით ასევე დასტურდება, რომ ჯ---------------–---ს ე-–--------–-----ისაგან აღებული აქვს 2 000 აშშ დოლარი. (ტ.2; ს.ფ.134-135).
2.14. ჯ---------------–---სა და ფ----------------ს შორის 2019 წლის 2 აპრილს განხორციელებული სატელეფონო საუბრით ირკვევა, რომ ჯ---------------–--- და გ--- (გ---–--–-----) გეგმავენ შეხვდნენ ფ----------------ს, დაილაპარაკონ, და შეთანხმდნენ ფულის გადაცემის საკითხზე. (ტ.2; ს.ფ.153-154).
2.15. ჯ---------------–---სა და ე-–--------–-----ს შორის 2019 წლის 2 აპრილს განხორციელებული სატელეფონო საუბრით ირკვევა, რომ ჯ---------------–--- და გ--- გეგმავენ შეხვდნენ ფ----------------ს. ეკითხებიან რამდენად სანდო პირია ,,ვ--–-----ი’’ (ფ----------------ი) და ახსენებენ, რომ აფხაზეთში ამ თანხას მესამე ელოდება (ტ.2; ს.ფ.155-156).
2.16. ჯ---------------–---სა და ფ----------------ს შორის განხორციელებული ვიდეო-ჩანაწერითა და ჯ---------------–---სა და ე-–--------–-----ს შორის სატელეფონო საუბრებით ირკვევა, რომ ჯ---------------–--- ფ----------------ის მეშვეობით ითხოვს ე-–--------–-----ის მიერ მისთვის და გ---–-სთვის გადასაცემ თანხას 60 000 აშშ დოლარს, რომელიც უნდა გაიგზავნოს ,,კანონიერ ქურდთან’’ ჩ------–-----სთან. ჩანაწერის მიმდინარეობისას ჩანს, რომ ჯ---------------–--- საკუთარ თავზე იღებს პასუხიმგებლობას, რომ გადაცემული 60 000 აშშ დოლარი ადრესატამდე მივა და ე-–--------–-----ს მევალეები აღარ შეაწუხებენ (ტ.2; ს.ფ.208-222).
2.17. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად დართული დისკები. აღნიშნულ დისკებში ასახული ინფორმაცია შეიცავს ფ----------------ისა და ჯ---------------–---ს სატელეფონო საუბრებსა და შეხვედრებს. ფ----------------ისა და ჯ---------------–---ს შორის საუბრებისას სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით დროის სხვადასხვა მონაკვეთებში ასევე ერთვებიან გ---–--–----- და ჩ------–-----. ამავე ჩანაწერებით დასტურდება, რომ ფ----------------ს, ე-–--------–-----სა და გ---–--–-----ს შორის არსებული შეხვედრისას ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ჩაერთო ჩ------–-----, რომელიც ე-–--------–-----ს ეუბნება, რომ ამ საქმის თავში თავად დგას და ყველაფერს მოაგვარებს. ის გარემოება, რომ სატელეფონო საუბრებისას - ვიდეო ზარით ნამდვილად საუბრობენ - გ---–--–-----, ჩ------–----- და ე-–--------–-----ი დადასტურებულია ს----------–----–--------------------------–----------------------------ს ექსპერტის №---------- დასკვნით. ხოლო ის გარემოება, რომ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ,,Viber-ის’’ და ,,WhatsApp-ის’’ მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს აღნიშნული პირები დადასტურებულია ს----------–----–--------------------------–----------------------------ს ექსპერტის №------- დასკვნით, რომელიც ასახავს ფ----------------ის ტელეფონზე შემავალ/გამავალ ზარებსა და შეტყობინებებს.
2.18. სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს ვიდეო და აუდიო ჩანაწერებსა და მათ გაშიფრულ ტექსტებს, საიდანაც ნათლად ირკვევა თუ რა საუბრები წარიმართა ჯ---------------–---ს, გ---–--–-----ს, ე-–--------–-----სა და ფ----------------ს შორის, როგორ და რა მიზნით ითხოვდნენ ე-–--------–-----ისაგან თანხას ეს უკანასკნელები და რა სახის ზეწოლას ახორციელებდნენ მასზე.
2.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულისა და ფ----------------ის ჩვენება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისობაშია ფარული ვიდეო-აუდიო და სატელეფონო საუბრების მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასთან. აღნიშნული მასალები შინაარსობრივად შეიცავს ვრცელ ინფორმაციას, რომელიც სრულ სურათს ქმნის ბრალდებულებსა და დაზარალებულს შორის არსებული ურთიერთობის თაობაზე. იმ პირობებში თუ სასამართლოში არ იქნებოდა წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა, შესაძლოა გაჩენილიყო კითხვები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით და დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას მეტი დამაჯერებლობა შეეძინა, თუმცა მათ მიერ დასახელებული გარემოებები ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს წონად არგუმენტს და ვერ გააქარწყლებს უტყუარი მტკიცებულებებით - ფარული ვიდეო, აუდიო და სატელეფონო საუბრების მიყურადების შედეგად მოპოვებული მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ცალსახად ბრალდებულების დანაშაულებრივ ქმედებებზე მიუთითებს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების დიდი მოცულობიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს მხოლოდ რამდენიმე ძირითად მომენტზე, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საუბრების ძირითადი ნაწილი შეეხება სწორედ ჯ---------------–---სა და გ---–--–-----ს მიერ ე-–--------–-----ისათვის თანხის მოთხოვნას ე.წ. ,,კანონიერი ქურდის“ სახელით, სადაც კონკრეტულ ადამიანს - ჩ------–-----ს, მოიხსენიებენ, როგორც ,,კანონიერ ქურდს“ და მის სასარგებლოდ ითხოვენ თანხის გადახდას დაზარალებულის ნათესავს - ფ----------------ს გადასცემენ ,,კანონიერი ქურდისა“ და გ---–--–-----ს დანაბარებს თანხის გადახდასთან დაკავშირებით, ისმის ,,რჩევები“ ჯ---------------–---ს მიმართ იმის თაობაზე, რომ ფრთხილად იყოს, ვინმე არ ,,ეჯდეს კუდზე’’, ასევე თანხის გადაუხდელობის შეთხვევაში ისმის არაერთი მუქარა ე-–--------–-----ის მიმართ.
2.20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; №37801/97; §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, 19/04/1994; 16034/90; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93; /29/05/1997; §43).
2.21. სასამართლომ მიმოიხილა და ყურადღება გაამახვილა დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებზე. კერძოდ, დაცვის მხარის პოზიციით, როდესაც ბრალის ფორმულირებაში მითითებულია, რომ ბრალდებულები აღიარებენ ქურდულ სამყაროს და მოქმედებენ ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესებით, ბრალდების მხარე ვერ უთითებს რომელია ეს წესი, რომელიც ქურდულმა სამყარომ დაადგინა, თანაც აღნიშნავს, რომ ეს არის სპეციალური წესი, თუმცა ვერ ადასტურებს რომელ მტკიცებულებას ეყრდნობა. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომ ეს დანაშაულებრივი ფენომენი იმდენად ღრმად იყო საზოგადოებაში გამჯდარი და „კანონიერი ქურდების“ სოციალური ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრებისთვის ცნებები - „ქურდული სამყარო“, „კანონიერი ქურდი“, „დავების გადაწყვეტა კანონიერი ქურდის ავტორიტეტის გამოყენებით“, „ობშიაკი“ და ა.შ. იყო საყოველთაოდ ცნობილი და გაგებული (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ashlarba v Georgia № 45554/08, 15/07/2014, § 37). ამდენად, წესები, რომელიც მოქმედებს კრიმინალურ სამყაროში, პირობითად იწოდება ,,კანონად”, თუმცა კანონთან, სახელმწიფოებრივი გაგებით, მათ არაფერი აქვს საერთო. „ქურდული სამყარო“ მიიჩნევა თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემლად. ამ სამყაროს ყავს თავისი ცნობადი ლიდერები, წინასწარ შემუშავებული ინიცირების რიტუალები და ქცევის წესები, რომლის მკაცრი მორჩილება სავალდებულოა. ამ ერთობას აქვს კარგად ორგანიზებული მართვის სტრუქტურა, სუბორდინაციისა და მისი წევრების კონტროლის მკაცრი სისტემა, ასევე, გავლენა ვრცელდება საზოგადოების სხვადასხვა სექტორებზე. დაცვის მხარე ასევე აპელირებდა იმ საკითხზე, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია განაჩენი, რითაც უტყუარად დაადასტურებდა რომ ბრალდებულები არ ესაუბრებოდნენ კანონიერ ქურდს - ჩ------–-----ს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩ------–-----ს ავტორიტეტი და გავლენა კარგად ჩანს სატელეფონო საუბრებში, რაც გაიმართა თავად ბრალდებულებს და ბრალდებულებსა და ამ უკანასკნელს შორის, ასევე კარგად ჩანს ის იერარქიული დამოკიდებულება, რომლის ძალითაც უფრო მკაცრი ზომების მიღებაზე საუბრობს ჯ---------------–---. აღსანიშნავია, რომ ჯ---------------–--- ე-–--------–-----თან გამართულ სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ აღნიშნული თანხა ეკუთვნის ,,კანონიერ ქურდს’’ ჩ------–-----ს და თანხა მან და გ---–--–-----მ უნდა მიიტანონ მასთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „ქურდების“ ძალაუფლების ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მახასიათებელი იყო მათი, რეპუტაციაზე დაფუძნებული ავტორიტეტი დანაშაულებრივ წრეებში, რაც გულისხმობდა იმას, რომ მაშინაც კი, როდესაც ისინი ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში, მაინც შეეძლოთ საფრთხე შეექმნათ საჯარო წესრიგისთვის ერთგული კრიმინალების ქსელის დახმარებით. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ashlarba v Georgia № 45554/08, 15/07/2014, § 29).
2.22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).
2.23. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, რომელიც განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსის 223(1)-ე მუხლით, მჭიდროდ არის დაკავშირებული „კანონიერ ქურდად“ ყოფნის დანაშაულთან. ეს უკანასკნელი სისხლისსამართლებრივად იდევნება იმავე მუხლის მე-2 პარაგრაფით. ორივე ასახავს კარგად ცნობილ ორგანიზებულ დანაშაულს, რომლის მიმართაც საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წლის 20 დეკემბერს, მიღებულ იქნა ფართო საკანონმდებლო პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო ბრძოლა ამგვარი დანაშაულებრივი სინდიკატების წინააღმდეგ. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ashlarba v Georgia № 45554/08, 15/07/2014, § 29).
3.3. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდული სამყაროს წევრობისთვის. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. ქურდული სამყაროს ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, ანუ იგი არ ადგენს ქცევის წესს იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში. კერძოდ, `ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ~ 2005 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ,,ქურდული სამყაროს წევრის” სამართლებრივ დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ ქურდული სამყაროს წევრი არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ამდენად, ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის დროს, აუცილებელია 1) პირი აღიარებდეს ქურდულ სამყაროს და 2) აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ქურდული სამყაროს აღიარებისთვის აუცილებელია ამ სამყაროს მიერ დადგენილი სპეციალური წესებითა და მიზნებით ცხოვრება, ხოლო ქურდული სამყაროს მიზნებისთვის აქტიური მოქმედება შეიძლება გამოიხატოს ამ სამყაროს სასარგებლოდ პირთა დაშინებაში, მუქარაში, იძულებაში, ქურდულ გარჩევაში, დანაშაულის ჩადენაში და ა.შ. ქურდული სამყაროს წევრობა დამთავრებულია ქურდული სამყაროს აღიარებასთან ერთად ერთ-ერთი ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენისთანავე. სუბიექტურად განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ჯ---------------–--- და გ---–--–----- მათი ცხოვრების წესით აღიარებდნენ ქურდულ სამყაროს, ამაყობდნენ ამ სტატუსით. ამასთან, უტყუარად არის დადასტურებული, რომ ბრალდებულები, რომლებიც კრიმინალური სამყაროს განუყოფელ ნაწილს და აქტიურ საყრდენს წარმოადგენდნენ, მოქმედებდნენ სწორედ ამ კრიმინალური ერთობის სასარგებლოდ, როდესაც დაზარალებულს ,,ქურდული გარჩევის’’ გზით სძალავდნენ 60 000 აშშ დოლარს, კრიმინალური ავტორიტეტების (ქურდის) სასარგებლოდ.
3.4.სასამართლო განმარტავს, რომ ჩ------–-----სათვის საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების - კანონიერი ქურდობის განმარტება მოცემულია ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ‘‘ საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონში. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს. ამავე კანონის თანახმად, ქურდული სამყარო არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ქურდული სამყაროს წევრი არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ქურდული გარჩევა არის ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება.
3.5. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ქურდული სამყაროს წევრები ჯ---------------–--- და გ---–--–----- მოქმედებდნენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევაში, რომლის თანახმადაც, ე-–--------–-----ს მათთვის ,,კანონიერ ქურდზე’’ ჩ------–-----ზე გადასაცემად უნდა მიეცა 60 000 აშშ დოლარი. ის გარემოება, რომ ჩ------–----- სარგებლობს ავტორიტეტით და დავალებებს აძლევს ჯ---------------–---სა და გ---–--–-----ს დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით. ასევე, ს----------–----–--------------------------–----------------------------ს ექსპერტის №------ (20.09.2019) დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ჯ---------------–---სა და ფ----------------ის შეხვედრისას ე-–--------–-----თან სატელეფონო საუბრისას ვიდეოთვალის მეშვეობით ასევე ჩაერთო ,,კანონიერი ქურდი’’ ჩ------–-----, რომელიც უდასტურებს, რომ ამ საქმის თავში თავად დგას და ყველაფრის საქმის კურსშია . ის გარემოება, რომ ჩ------–----- არის ე.წ. ,,კანონიერი ქურდი’’ ასევე დასტურდება ჯ---------------–---სა და ფ----------------ს შორის არსებული ჩანაწერებით (კრებსითი ამონაწერით), კერძოდ: ....,,მ1 - ჩ----- გალელია’’, ,,მ-გალელი ქურდია?’’, ,,მ1-გალელი, გალელი, აფხაზკია’’, ,,მ -ჩ----- ჰქვია?’’, ,,მ1-ჰო შ-----’’. ჩ------–-----ს ავტორიტეტი და სტატუსი ქურდული სამყაროს წევრებში, გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა, ასევე დასტურდება ვებ-გვერდიდან ----------------, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ე.წ. ,,კანონიერი ქურდების’’ შესახებ. აღნიშნულ ვებგვერდზე ,,კანონიერ ქურდად’’ მოხსენიებულია ჩ------–-----. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, კერძოდ ჯ---------------–---სა, ჩ------–-----სა და ფ----------------ს შორის არსებული სატელეფონო საუბრისას უტყუარად დასტურდება, რომ აღნიშნულ საქმეს სათავეში უდგას ჩ------–-----, რომელიც საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჯ---------------–---სთვის და გ---–--–-----სთვის გადაცემული თანხა 60 000 აშშ დოლარი ნამდვილად მასთან მივა.
3.6. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეზე შეკრებილია გონივრულ ეჭვს მიღმა საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ცალსახად და დამაჯერებლად ადასტურებს, რომ:
ჯ---------------–---მ ჩაიდინა ქურდული სამყაროს წევრობა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2232 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
ჩ------–----- არის ,,კანონიერი ქურდი’’ და ჩაიდინა ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილითა და სსკ-ის 2232 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
გ---–--–-----მ ჩაიდინა ქურდული სამყაროს წევრობა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2232 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 ჯ---------------–---ს, გ---–--–-----სა და ჩ------–-----ს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებები სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა, ხოლო ჯ---------------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიუთითებს მის წარსულ ცხოვრებას.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. სასამართლო ჯ---------------–---ს, გ---–--–-----სა და ჩ------–-----ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს - კრიმინალური სამყაროს გაძლიერებას, რაც კონფლიქტშია საზოგადოების ჯანსაღ ინტერესებთან, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - ქურდული სამყარო არის ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემალი და ხელს უწყობს დანაშაულებრივი სინდიკატის გაძლიერებას, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - რაც გამოიხატა გამოძალვაში, დაზარალებულისა და მისი ოჯახის დაშინებაში, ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ჯ---------------–---ს პიროვნებას, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, ასევე ბრალდებულების - გ---–--–-----სა და ჩ------–-----ს პიროვნებებს. ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს ჯ---------------–---ს, გ---–--–-----სა და ჩ------–-----ს საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება, გამოიტანონ სათანადო დასკვნები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ---------------–---ს, გ---–--–-----სა და ჩ------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ---------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით განსაზღვრული სასჯელი და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
2. ჯ---------------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 15 აპრილიდან.
3. ჩ------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
4. ჩ------–-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს სასჯელის მოხდის მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
5. გ---–--–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
6. გ---–--–-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს სასჯელის მოხდის მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები - 11 (თერთმეტი) ცალი ელექტრონული დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. მსჯავრდებულებს - ჩ------–-----ს და გ---–--–-----ს უფლება აქვთ, განაჩენი გაასაჩივრონ 1 თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებულები მოითხოვენ სააპელაციო საჩივრის განხილვას მათი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე