განაჩენი

სისხლის სამართლის 06.01.2020
საქმის ნომერი
330100119003163070
თარიღი
06.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3954-19

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

თბილისი 6 იანვარი, 2020 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - შ-------------ა, მ---------------–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ--–--------------ი (საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, დაბადებული: 1----–-–----------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ-------–---------------------------------ში).

 

ადვოკატები - გ----------–---–ი, ლ----–---–---ე, მ--------------ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი.

 

დისპოზიცია: განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქალაქ თბილისში, ზ------------–--–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე, დ--–--------------მა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით სცადა მ-------------–---–-ს მოკვლა. კერძოდ, მარჯვენა და მარცხენა მხრის, ასევე მუცლის არეში ამ უკანასკნელს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო შემავალი ნაკვეთი ჭრილობები.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა დ--–--------------ის მიერ, მ-------------–---–-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ა) ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:

 

3.1. დაზარალებულმა მ-------------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 26 აპრილს, დაახლოებით საღამოს ექვს შვიდ საათზე გამოვიდა სახლიდან. დაინახა, რომ მის სადარბაზოსთან იდგა უცხო პირი, რომელიც შარდავდა, მივიდა მასთან და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მასსა და ამ უცხო პირს შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც მუცლის არეში დაარტყა დანა. ცდილობდა დანის წართმევას, თუმცა დაეცა. ის უცხო პირი გაიქცა. ზ------------–--–---–-ს ქუჩისკენ წავიდა, რა დროსაც დ--–--------------ი შეხვდა, რომელსაც ჰკითხა ხომ არ დაუნახავს ის უცხო პირი. დ--–---ს და მას შელაპარაკება მოუვიდათ. დ--–--------------ისათვის არ უთქვამს დაჭრილი რომ იყო. დ--–---მა მას ალბათ ტელეფონი ჩაარტყა. ზუსტად არ დაუნახავს რა საგანი დაარტყა, თუმცა დაინახა, რომ დ--–---მა მობილურის მსგავსი საგანი ჯიბეში ჩაიდო და წავიდა. შემდეგ გ------- შეხვდა, რომლის გვარიც არ ახსოვს. გ-------ს უთხრა დაჭრილი რომ იყო და მან თავისი ავტომობილით საავადმყოფოში წაიყვანა. ოპერაციის შემდეგ პალატაში მის სანახავად ვინ მივიდა და რა ისაუბრა არ ახსოვს, რადგან წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო. დ--–--------------ს დიდი ხანია იცნობს, თუმცა ამ შემთხვევამდე დიდი ხნით ადრე ჰყავდა ნანახი. დაზარალებულის განმარტებით, დ--–--------------თან მისვლისას დაძაბული საუბრით თავად მივიდა და სწორედ ამიტომ მოუვიდათ შელაპარაკება. დაზარალებულმა განმარტა, რომ ის დ--–--------------თან შეხვედრამდე, მისთვის უცნობმა პიროვნებამ დაჭრა. დ--–--------------თან შეხვედრისას ის უკვე იყო დაჭრილი და მისთვის დაზიანებები ბრალდებულს არ მიუყენებია. დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღწერა მისთვის დაზიანების მიმყენებელი პირის გარეგნობა და განმარტა, რომ ამ პირს არ იცნობს. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ რ------–-------ი მისი მეგობარია. მასთან პალატაში მისული არ ყოფილა. მ--------------–-–---–საც იცნობს, მის სანახავად პალატაში მ---------ის მეუღლე იყო მისული. კრიმინალური მენტალობის მქონე პირებთან არ მეგობრობს. ბავშვი შეეძინა და მისი აღზრდითაა დაკავებული. დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ მოქმედებებში მონაწილეობა ნებაყოფლობით მიიღო და სრულად ადასტურებს მისი მონაწილეობით ჩატარებული მოქმედებების შესაბამისობას. დაცვის მხარეს დაეხმარა, იმიტომ რომ არ სურს უდანაშაულო ადამიანი იხდიდეს სასჯელს იმ დანაშაულისათვის რაც არ ჩაუდენია.

 

3.2. მოწმე ს--–--------------–---–მა განმარტა, რომ დ--–--------------ი არის მ--------------ის მეგობარი. 2019 წლის 26 აპრილს, მ--------------თან ერთად იყო ბ--–--–---–-ს ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანში, სადაც გაიცნო დ--–--------------ი. ის, დ--–--------------ი, მ--------------ი, მ-----------------–ი და მ-----------------–---–ი ერთი მანქანით მგზავრობდნენ. ფ--–--–---–ის კუთხეში გააჩერეს ავტომობილი, დ--–---ი გადავიდა ავტომობილიდან, თუმცა არ დაუნახავს საით წავიდა. დაახლოებით 3-5 წუთში დაბრუნდა და გზა განაგრძეს. შემდეგ წყნეთში ავიდნენ - ნ--------------ასთან. დ--–--------------ი წყნეთიდან დაახლოებით ერთ საათში წავიდა. პოლიციაში დაკითხვისას ვიდეო-ჩანაწერი აჩვენეს. ვიდეო-ჩანაწერის აღწერა მისი დაწერილი არ არის, თუმცა წაიკითხა და ისე მოაწერა ხელი ოქმს.

 

3.3. მოწმე მ-----------------–მა განმარტა, რომ 2019 წლის 26 აპრილს, ის და ს--–--------------–---–ი იყვნენ პანაშვიდზე. მ--------------ის ავტომობილით აპირებდნენ ნ-----–---------------ას სახლში, წყნეთში ასვლას. დ--–--------------იც მათთან ერთად იყო. ფ--–-–---–ისა და რ---- ქუჩის კვეთაზე ბრალდებულმა მ--------------ს ავტომობილი გააჩერებინა და ჩავიდა. დაახლოებით 2-3 წუთში დაბრუნდა და გზა განაგრძეს წყნეთისკენ. მისთვის რაიმე უჩვეულო არ შეუმჩნევია. პოლიციაში დაკითხვისას ვიდეო-ჩანაწერი აჩვენეს.

 

3.4. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მ-----------------–---–მა. დამატებით განმარტა, რომ მანქანაში დაბრუნების შემდგომ დ--–--------------ისათვის უჩვეულო არაფერი შეუმჩნევია და დ--–---იც ჩვეულებრივად იქცეოდა.

 

3.5. მოწმე გ-----------------ემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 26 აპრილს, ფ--–--–---–ის ქუჩაზე მოძრაობდა. ავტომობილის გასაჩერებელ ადგილს ეძებდა, დაინახა, რომ გზაზე მისი უბნელი მ-------------–---–- გადადიოდა. მ------მ უთხრა, რომ დაჭრილი იყო და სავადმყოფოში მიიყვანა. მ-------------–---–- სავადმყოფოში თავის ფეხით შევიდა. პოლიციელებმა და ექსპერტებმა მისი მანქანა დაათვალიერეს, შემდეგ კი, ის ადგილი აჩვენა სადაც მ-------------–---–- ჩაისვა ავტომანქანაში.

 

3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ-------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვა--------------–----------------–--- საგამოძიებო განყოფილებაში. 2019 წლის 26 აპრილს, გამოძიება დაიწყო მ-------------–---–-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება. მათ შორის, გამოკითხა გ-----------------ე და სხვა მოწმეები, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. მოწმე გ-------------–---–მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა მისი მონაწილეობით/მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.

 

3.7. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - ი-–---------მ, გ-------------–---–მა და თ-----------------ემ. მათ ჩვენების მიცემისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით/მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი------------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 26 აპრილს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ-------------–---–-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონოდა დ--–--------------ს, რომელიც წითელი ხიდის გავლით აპირებდა ქვეყნის დატოვებას. მან ჩვენების მიცემისას ასევე დაადასტურა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონთან შესაბამისობა.

 

3.9. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა შ---–----------------მ. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მან ბრალდებული დააკავა წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში. ჩვენების მიცემისას გამომძიებელმა ასევე დაადასტურა, მისი მონაწილეობით ჩატარებული ბრალდებულის დაკავების/პირადი ჩხრეკისა და მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.

 

3.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ--------------მ განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, რომლის თანახმად, მ-------------–---–-ს დაჭრის ფაქტი უნდა მომხდარიყო ფ--–--–---–--------------- კორპუსის წინ.

 

3.11. მოწმე ს--–--------–----------------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 27 აპრილს, სამსახურში გაიგო, ფ--–--–---–ის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი. ა-----------–ს დაურეკა და ჰკითხა ადგილი ხომ არ ჰქონდა შემაკავებელი ორდერის დარღვევას. მოწმის განმარტებით აღნიშნული ადგილი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არის მართლწესრიგის ოფიცერი) წარმოადგენს მის სამოქმედო ტერიტორიას და კარგად იცნობს იქ მაცხოვრებელთა დემოგრაფიულ მონაცემებს. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ბ----–---–--ი, რომელთა საცხოვრებელი სახლიც გადაჰყურებს ფ--–--–---–ის ქუჩას, შესაბამისად აჩვენა ბ----–---–--ის საცხოვრებელი სახლი. ასევე აჩვენა მ-------------–---–-ს სახლი. მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში.

 

3.12. მოწმე ლ-–-------–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მ-------------–---–ს საერთო სანაცნობო წრიდან იცნობს. დაჭრის შემდეგ მასთან პალატაში მივიდა, სადაც ბრალდებულმა უთხრა, რომ ,,დამნაშავე რომც ამოვიცნო მაინც არ ვიტყვიო’’. მოწმის განმარტებით, მ-------------–---–- ადეკვატურად საუბრობდა და მასთან კომუნიკაციაში შევიდა. დამატებით პრეპარატებს იღებდა თუ არა არ იცის. მ-------------–---–-ს ექიმთან არ უსაუბრია. დ--–--------------მა რომ დაჭრა, კითხვაზე, თავის დაქნევით უპასუხა.

 

3.13. მოწმე ლ--------------–-–---–მა განმარტა, რომ არის შპს ,----–---------- ადმინისტრატორი. მასთან მივიდნენ გამომძიებლები, რომლებმაც ვიდეო-ჩანაწერების გადახვევა მოსთხოვეს. ვიდეო-ჩანაწერს ერთად უყურეს და დაინახა, რომ ორი ადამიანი ჩხუბობდა. ერთ-ერთმა მეორე დაჭრა ცივი იარაღით. შემდგომ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები ამოიღეს გამომძიებლებმა.

 

3.14. მოწმე ზ----------–---მ განმარტა, რომ იგი არის ექიმი და 2019 წლის 26 აპრილს მ-------------–---–ს ჩაუტარა ოპერაცია. მოწმის განმარტებით, მ-------------–---–ს ჰქონდა შემავალი ჭრილობა, თუმცა დაზიანებული არ იყო შინაგანი ორგანოები. პაციენტი კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 3 დღის განმავლობაში. მ-------------–---–ს მკურნალობის პროცესში გაუკეთდა ნარკოტიკული და სანარკოზე საშუალებები. ნარკოტიკული საშუალების მოქმედების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. მოწმის განმარტებით მის მიერ გაცემულია ცნობები რა დროს იყო შესაძლებელი დაზარალებულის დაკითხვა.

 

3.15. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის(27.04.2019) მიხედვით, 2019 წლის 27 აპრილს 00:30 საათზე, მარნეულის რაიონში, წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დაკავებული იქნა დ--–--------------ი, რომელსაც 00:45-01:07 საათზე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. დ--–--------------ისგან ამოღებულ იქნა რუხი ფერის ნაჭრის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო დ--–--------------ის პირადი ნივთები.

 

3.16. ავტომანქანა ,,მერსედესის’’ მარკის სახელმწიფო ნომრით G-------- დათვალიერების ოქმის (26.04.2019) მიხედვით, 2019 წლის 26 აპრილს 20:15-20:50 საათზე, ქ. თბილისის ვ-–----–----–-----------------ში დათვალიერდა ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით- G--------, ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა ოთხ ცალ ჩხირზე მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, რომელიც დაილუქა კანონის შესაბამისად.

 

3.17. ამოღების ოქმის (26.04.2019) თანახმად, 2019 წლის 26 აპრილს, 21:33-21:57 საათზე, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------ში მდებარე ნ------–----------–----- კლინიკის მიმღები განყოფილების ექთან თ----------------სგან ამოღებულ იქნა მ-------------–---–-ს ტანსაცმელი. ამოღებული ტანსაცმელი მოთავსდა პოლიეთილენის პარკში, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

3.18. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (26.04.2019) მიხედვით, 2019 წლის 26 აპრილს, 23:25-23:45 საათზე, დათვალიერდა ქ. თბილისის, ფ--–--–---–------------ და N---ის მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილის ხელმარცხნივ, ფ--–--–---–-------------ში მდებარეობს ,----–---------- კუთვნილი ბარი, რომლის გარე პერიმეტრზეც არის ვიდეო-კამერა. ექსპერტების მიერ დასურათებულ იქნა შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე კვალი ნანახი ან ამოღებული არ ყოფილა.

 

3.19. ბინის ჩხრეკის ოქმის (27.04.2019) მიხედვით, 2019 წლის 27 აპრილს, 03:30-05:15 საათზე, ქ-------–--–---------------------ში მდებარე დ--–--------------ის საცხოვრებელ N---ე ბინიდან, კერძოდ დ--–----------------ს საძინებელ ოთახში არსებული ,,ტუმბოდან’’ ამოღებულ იქნა ორი იარაღი და ორი დასაკეცი დანა. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონის შესაბამისად.

 

3.20. ავტომანქანის დათვალიერების ოქმის (27.04.2019) მიხედვით, 2019 წლის 27 აპრილს 02:30-03:10 საათზე, ქ. თბილისის, ნი---------–---–-------------ში მდებარე ვ---------------–----------------–--------–-–----- განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე დათვალიერდა ,,ბმვ-ს’’ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - S--------, ავტომანქანიდან ოთხ ცალ ჩხირზე აღებული ანაწმენდები, რომელიც დაილუქა კანონის შესაბამისად.

 

3.21. ს----------–----–--------------------------–----------------------------- 2019 წლის 27 ივნისის ექსპერტის N-------- დასკვნის თანახმად:

· სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკზე არსებული ვიდეოგრამა, სახელწოდებით - ,,VID – 20190427-WA0001.mp4’’ მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში და არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები;

· გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკზე არსებული ვიდეოგრამა, სახელწოდებით - ,,VID – 20190427-WA0001.mp4’’ ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამუშავდა და გაიწმინდა, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის - ,,CVI-2011’’ (Cognitech Video Investigator-ის) საშუალებით, მასზე დაფიქსირებული მოქმედებების და შინაარსობრივი ხასიათის სახეცვლილების გარეშე;

· გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკზე არსებული ვიდეოგრამა, სახელწოდებით - ,,VID – 20190427-WA0001.mp4’’ ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N4-10; N12-15) დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირის იერსახის იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია და შესაძლებელია კონკრეტული პიროვნების ფოტოსურათთან შედარებით პიროვნების სავარაუდო დადგენა, ამოცნობა;

· გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკზე არსებული ვიდეოგრამა, სახელწოდებით - ,,VID – 20190427-WA0001.mp4’’ ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N4-10; N12-15) და ჩვენს ხელთ არსებულ ჰაბიტოსკოპიურ ერთიან მონაცემთა ბაზაში რიცხული 0--------- წელს დაბადებული დ--–----------------------------ს (პ--------------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე მოთავსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N16-17-18-19) გამოსახულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნება;

· გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან, ამოღებულ N7-8-9-10 ფოტოსურათებზე დაფიქსირებულ პიროვნებას მარჯვენა ხელში უჭირავს გაურკვეველი საგანი;

· ვიდეოგრამიდან ამოღებული ფოტოსურათები დამუშავდა გრაფიკულ რედაქტორ Adobe Photoshop CS6-ში, მათზე ასახული მოქმედებების, მათი თანმიმდევრობის და შინაარსობრივი ხასიათის სახეცვლილების გარეშე.

 

3.22. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.

 

3.23. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2019 წლის 10 ივნისის ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად: შ----------------–----------–----------------------------–------ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N---- და მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე მ-------------–---–- კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას 2019 წლის 26 აპრილიდან 2019 წლის 29 აპრილის ჩათვლით დიაგნოზით: მუცლის ნაკვეთი ჭრილობები შემავალი მუცლის ღრუში, ჰემოპერიტონეუმი, მარცხენა წინა მხრის და მარჯვენა მხრის სახსრის მიდამოს ჭრილობები. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან მოქალაქე მ-------------–---–-ს სტაციონარში მოთავსების თარიღს (2019 წლის 26 აპრილს). მუცლის ნაკვეთი ჭრილობები შემავალი მუცლის ღრუში, ჰემოპერიტონეუმი განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის მძიმე ხარისხს. მარცხენა წინა მხრის და მარჯვენა მხრის სახსრის მიდამოში მდებარე ჭრილობების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში მათი მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო. წინა მხრის მიდამოში მდებარე ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო მხრის სახსრის მიდამოში მდებარე ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

3.24. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.

 

3.25. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2019 წლის 10 ივნისის ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:

· პაკეტში, წარწერით: ,,....ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე ორ ნიმუშად სულ 4 ჩხირი ა/მანქანა ,,BMW-დან’’ სახელმწიფო ნომრით - S--------…’’ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N1,2) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

· პაკეტში, წარწერით: ,,...4 ც ჩხირზე მოწითალო ფერის ანაწმენდი (არ იკითხება)...’’ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N3,4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ-------------–---–ს (ობ N19; პაკეტი, წარწერით: ,,...თ----–---–-ს სისხლის ნიმუში....’’)’

· პაკეტში, წარწერით: ,,...201852473...მ----------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული დანა...’’ და ,,...201852473...მ----------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული დანა...’’ მოთავსებულ დანებზე (ობ N7,8) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

· პაკეტში, წარწერით: ,,... მ----------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ჩანთა მასში მოთავსებული ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ ერთ-ერთ ჯინსის შარვალზე (ობ N9) და მარჯვენა ფეხსაცმელზე (ობ N11) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევი წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ-------------–---–ს (ობ. N19), ამავე პაკეტში მოთავსებულ ქვედა საცვალზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N10) სისხლს არ წარმოადგენს, ხოლო ამავე ჩანთასა და ჩანთაში მოთავსებულ ტანსაცმელსა და ნივთებზე სისხლზე და სხვა ბიოლოგიურ მასალაზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა;

· პაკეტში, წარწერით: ,,...მ-------------–---–-ს ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ შარვალზე (ობ N12,19) მაისურზე (ობ. N14), ქვედა საცვალზე (ობ. N15) და ქურთუკზე (ობ. N16,17) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ-------------–---–ს (ობ. N19). ამავე პაკეტში მოთავსებულ წყვილ წინდასა და ფეხსაცმელზე სისხლზე და ბიოლოგიურ მასალაზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.

 

3.26. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ--------------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.

 

3.27. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ,----–------------- გამოთხოვილი დისკი, სადაც ჩანს ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი არის დ--–--------------ი (დადასტურებულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით). ვიდეო-ჩანაწერის მიმდინარეობისას, ჩანს დ--–--------------სა და მეორე მამაკაცს შორის არსებული მცირე კონფლიქტი და ხელის მოქნევა მეორე მამაკაცის მიმართ. ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერებისას დ--–--------------ის ხელში არსებული საგნის გარჩევა შეუძლებელია (ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებაა დადასტურებული ს----------–----–--------------------------–----------------------------- 2019 წლის 27 ივნისის ექსპერტის N-------- დასკვნით)

 

3.28. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დასტურდება, რომ მ-------------–---–- ზოგადად საუბრობს მასსა და ვიღაც პირს შორის არსებულ დაპირისპირებასა და დაჭრაზე. იგი კონკრეტულად არ ახსენებს იმ პირის ვინაობას ვინც მას მიაყენა დაზიანებები. საუბრობს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე, ასევე ახსენებს, რომ შემთხვევა მოხდა ფ--–--–---–ის ქუჩაზე. მ-------------–---–- არ საუბრობს მიზეზსა და მოტივზე. ასევე, განმარტავს, რომ იმ პირს ვინც დაზიანებები მიაყენა არ იცნობს. კრებსების თანახმად, უტყუარად დასტურდება მხოლოდ ერთი ფაქტი, რომ მ-------------–---–ს არ სურს ჩვენების მიცემა და არ ასახელებს იმ პირის ვინაობას, ვინც ის დაჭრა. პირები, ვინც ფიგურირებენ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაში, არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები, არცერთი მათგანი არ არის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული და აღნიშნული ჩანაწერებითაც ჩანს, რომ ისინი 2019 წლის 26 აპრილს შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან და უშუალოდ არ შესწრებიან ფაქტს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში მ-------------–---–ს ესაუბრება გამომძიებელი ლ-–-------–-–---–ი რომელიც თავად მოიხსენიებს დ--–--------------ს, როგორც პირს რომელმაც დაზიანებები მიაყენა დაზარალებულს. დ--–--------------ზე, როგორც მისთვის დაზიანებების მიმყენებელ პირზე არ საუბრობს მ-------------–---–-. ერთადერთი მოწმე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო არის მ-------------–---–-, რომელიც განმარტავს, რომ არ სურს ამ თემაზე საუბარი და თუ თავის თავზე აიღებს ეგ მისი გადასაწყვეტია და ის ჩვენებას არ მისცემს. ასევე ამბობს, რომ არ იცნობს იმ პირს ვინც ის დაჭრა.

 

3.29. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია თავდაპირველად შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტოს ადასტურებს თუ არა აღნიშნული მტკიცებულებები დ--–--------------ისათვის ბრალად წარდგენილ ქმედებას, კერძოდ:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა მ-------------–---–მა ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა, დ--–--------------ის მიერ მისი დაჭრის ფაქტი და განმარტა, რომ ცივი იარაღით დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენა მისთვის უცხო პიროვნებამ. დაზარალებულმა განმარტა, რომ 2019 წლის 26 აპრილს, უკვე დაჭრილი იყო, როდესაც შემთხვევით შეხვდა დ--–--------------ს. მასთან მცირე შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც რაღაც საგანი ჩაარტყა დ--–--------------მა (სავარაუდოდ ტელეფონი). განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი დ--–--------------ის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისას დაზარალებულს არ განუმარტავს და აღნიშნული საკითხი არც პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვისას ბრალდების ან/და დაცვის მხარეს არ დაუზუსტებიათ. დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ იგი დ--–--------------თან შელაპარაკებამდე უკვე დაჭრილი იყო. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2019 წლის 26 აპრილს, ფაქტის თვითმხილველი ერთადერთი მოწმე არის თავად დაზარალებული, რომელიც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიის საპირისპირო განმარტებებს აკეთებს. აღსანიშნავია ისიც, რომ დ--–--------------ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა მ-------------–---–-ს სისხლის ლაქები, თუმცა ეს გარემოება სულაც არ არის გასაკვირი, რადგან მ-------------–---–- არ უარყოფს დ--–--------------თან სიტყვიერ და მცირე ფიზიკურ დაპირისპირებას იმ მომენტში, როდესაც სხვა პირის მიერ უკვე იყო დაჭრილი, შესაბამისად, ამ განმარტების პირობებში გამორიცხული არ არის, რომ დ--–--------------ის ტანსაცმელზე და ფ--–--–---–ის ქუჩაზე მ-------------–---–-ს სისხლი სწორედ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც დაჭრილ მ-------------–---–სა და დ--–--------------ს შორის მოხდა მცირე დაპირისპირება. დ--–--------------ისა და მ-------------–---–ს შორის არსებულ შეხვედრასა და დაპირისპირებას ასევე, ადასტურებს შპს ,----–------------- გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს მათ შორის განვითარებული მოვლენები. აღსანიშნავია, რომ ს----------–----–--------------------------–----------------------------- 2019 წლის 27 ივნისის ექსპერტის N-------- დასკვნის თანახმად, იმის განსაზღვრა, თუ რა საგანი უჭირავს დ--–--------------ს ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია, შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ დაზარალებულს მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი აუცილებლად დ--–--------------მა ჩაარტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში ყოველგვარ აზრსაა მოკლებული და ობიექტურ კითხვებს აჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ რა საგანი უჭირავს დ--–--------------ს ხელში, მტკიცება, რომ 2019 წლის 26 აპრილს მ-------------–---–- დაჭრა დ--–--------------მა ეფუძნება, მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს და არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული განმარტავს, რომ ის მისთვის უცნობმა პიროვნებამ დაჭრა, რომელსაც არ იცნობს.

 

3.30. სასამართლოს სურს ასევე ყურადღება გაამახვილოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებზე. საუბრები მიმდინარეობს კლინიკაში, სადაც დაზარალებული გადიოდა მკურნალობის კურს, კერძოდ: მ-------------–---–-ს პალატაში. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ მ-------------–---–- მკურნალობისას იღებდა სანარკოზე და ნარკოტიკულ საშუალებებს, რის გამოც არაერთი ცნობაა გაცემული ექიმის მიერ, რომ მისი დაკითხვა ამ მდგომარეობაში მიზანშეუწონელია. სასამართლო განმარტავს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და დაზარალებულის ჩვენება რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მიმწოდებელი წყარო არის ერთიდაიგივე პირი. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ ერთადერთი ფაქტობრივი გარემოება, რომ მ-------------–---–მა არ იცის და არ იცნობს იმ პირს, რომელმაც მას სხეულის დაზიანებები მიაყენა. იგი საუბრობს ფ--–--–---–-------ში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა არ უთითებს დ--–--------------ზე, როგორც მისთვის დაზიანებების მიმყენებელ პირზე. ის გარემოება, რომ აღნიშნულ კრებსებში სხვადასხვა პირები არაფორმალურ გარემოში დ--–--------------ს, როგორც დამნაშავეს მოიხსენიებენ, უტყუარად არ ადასტურებს დ--–--------------ის მიერ მ-------------–---–-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და, შესაბამისად, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება/ვალდებულება შეაფასოს მოწმეთა სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები (და არა გამოძიების დროს შედგენილი მოწმეთა დაკითხვის ოქმები და არაფორმალურ გარემოებებში გაკეთებული განმარტებები), რაც მოცემულ შემთხვევაში სიღრმისეულად განხორციელდა. ამასთან, რომც მიენიჭოს განსაკუთრებული მტკიცებულების ძალის მნიშვნელობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს მიღებულ ინფორმაციას, აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო არ გაიზიარებს დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას, მხოლოდ აღნიშნული ჩანაწერები არ ქმნის შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მტკიცებულება წინააღმდეგობაშია, როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არაფორმალურ საუბრებში მ-------------–---–-ს მიერ გაკეთებული გაურკვეველი განმარტებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მან სასამართლოს მისცა ჩვენება და განმარტა, რომ 2019 წლის 26 აპრილს ის დაჭრა მისთვის უცნობმა პიროვნებამ, ხოლო დაჭრის შემდეგ შელაპარაკება მოუვიდა დ--–--------------თან. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე დაადგინოს დ--–--------------ის მიერ მ-------------–---–-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი.

 

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ სხვა მოწმეებს - ს--–--------------–---–ს, მ-----------------–---–ს, გ-----------------ეს, მ-----------------–ს, მათი ჩვენებებით ასევე არ დასტურდება დაზარალებულებისათვის ჭრილობის მიმყენებელი პირის ვინაობა. მოწმეები - ს--–--------------–---–ი, მ-----------------–---–ი, გ-----------------ე, მ-----------------–ი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ განმარტებები გააკეთეს 2019 წლის 26 აპრილს, დ--–--------------თან ერთად ყოფნის პერიოდზე, არცერთი მათგანი არ უთითებს დ--–--------------სა და სხვა პირს შორის არსებულ უთანხმოებაზე, რაიმე ფორმით. ასევე არ უთითებენ დ--–--------------ის უჩვეულო ქცევაზე, გ-----------------ემ დაჭრილი მ-------------–---–-ს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტი დაადასტურა, ხოლო პოლიციელები ადასტურებენ მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მართებულობას, შესაბამისად, უშუალოდ დაზარალებულისათვის ჭრილობების მიყენების ვითარების აღდგენისა და მათი მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით, მათი ჩვენებები არ შეიცავს ინფორმაციას და არ იძლევა ამ ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას.

 

ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - ს--–--------------–---–ი, მ-----------------–---–ი, გ-----------------ე, მ-----------------–ი, გ-----------------ე, ი------------–---–ი, გ-------------–---–ი, შ---–----------------, ი-–---------, გ--------------, ზ----------–---, ლ-–-------–-–---–ი, ს--–--------–----------------, ლ--------------–-–---–ი, გ-------------–---–ი და თ-----------------ე არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ ჩვენებებში მითითებული ინფორმაცია (უშუალოდ ჩხუბის თაობაზე) ეფუძნება სხვა პირების მონათხრობსა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მათი გამოკითხვის ოქმებით დაადგინოს ფაქტები უშუალოდ დანის დარტყმის მომენტში, ჭრილობის მიმყენებელი პირის ვინაობა და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ბ) დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:

 

3.31. დაცვის მხარის მოწმემ ა-–-----------–----------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 26 აპრილს, დ--–--------------თან და მეგობრებთან ერთად ბ--–--–---–-ს ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანში იყვნენ. მათ შეუერთდნენ მ--------------ი და მისი მეგობრები. ის და მისი მეგობარი გ------------–--ე წავიდნენ მამამისის სასაფლაოზე, შემდეგ, კი ნ--------------ასთან აპირებდნენ წყნეთში ასვლას. წყნეთში ვერ ავიდა. დაურეკა დ--–---ს და ისე დაემშვიდობა. იცოდა, რომ დ--–--------------ი მეორე დღეს აზერბაიჯანში მიდიოდა. დილით გაიგო, რომ დ--–---ი დააკავეს და დედამისთან მივიდა. 2019 წლის 26 აპრილს, დ--–---ს იმ დღეს ტელეფონი, საფულე და ,,სელფის ჯოხი’’ ჰქონდა თან.

 

3.32. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გ------------–--ემ. მან დამატებით განმარტა, რომ დ--–--------------ს ,,სელფის ჯოხი’’ კარებში მოჰყვა და დაუზიანდა. გარდა ,,სელფის ჯოხისა’’ ტელეფონიც გაუტყდა.

 

3.33. მოწმე ნ--------------ამ განმარტა, რომ 2019 წლის 26 აპრილს, დ--–--------------ი გოგოებთან ერთად მასთან ავიდა წყნეთში. უთხრა, რომ ,,სელფის ჯოხი’’ გაუტყდა და გაკეთება უნდოდა. დ--–--------------ი მეორე დღეს აზერბაიჯანში მიდიოდა, ესპანეთის საელჩოში შეხვედრა ჰქონდა დანიშნული ვიზასთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით დ--–--------------ს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა დანების მიმართ.

 

3.34. დაცვის მხარის მოწმე ი-----–-----------–---მ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ფ--–--–---–--------------ში. არის მ-------------–---–-ს მეზობელი. 2019 წლის 26 აპრილს, მასთან მივიდა ბიძაშვილი - თ---------------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ ეზოში მოშარდვის გამო კონფლიქტიაო. მეორე დღეს გაიგო, რომ მ-------------–---–- დაჭრეს.

 

3.35. დაცვის მხარის მოწმე თ---------------–--ემ განმარტა, რომ 2019 წლის 26 აპრილს, სტუმრად მიდიოდა ი-----–-----------–---სთან, ქ. თბილისში, ფ--–--–---–--------------ში. დაინახა, რომ ორი პიროვნება ერთმანეთში კამათობდა, ეზოში მოშარდვის გამო. ამ პირების აღწერა არ შეუძლია. 2019 წლის 26 აპრილი იმიტომ ახსოვს, რომ ,,წითელი პარასკევი’’ იყო. დ--–--------------ს არ იცნობს, ერთხელ ჰყავს ნანახი.

 

3.36. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2019 წლის 10 ივლისის ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად:

 

· კადრში ასახულ კეპიან მამაკაცს უჭირავს, თუ არა ხელში დანა, წარმოდგენილი ჩანაწერის გამოკვლევის გზით - დადგენა შეუძლებელია.

· გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში ასახული კეპიანი მამაკაცის მარჯვენა ხელში ფიქსირდება მოგრძო ფორმის ღია შეფერილობის საგანს, რომელიც ჩატარებული ექსპერიმენტალური გადაღების შედეგებზე დაყრდნობით, ვიზუალური მონაცემებითა და პარამეტრებით სრულად შეესაბამება გამოსაკვლევად წარმოდგენილ ე.წ. ,,სელფის ჯოხს’’.

· გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე ასახული ფიზიკური დაპირისპირების პროცესში კეპიანი მამაკაცის მარჯვენა ხელის და ხელში არსებული საგნის მოქნევა მის წინ მდგომი მამაკაცის მუცლის შუა ნაწილის მიმართულებით არ ფიქსირდება.

· გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე, კადრში აღბეჭდილია, თუ როგორ იღებს კეპიანი მამაკაცი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან საგანს, რომლის გახსნის ან გაშლის მომენტი არ ფიქსირდება.

 

3.37. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–----------–---მ. მან დამატებით განმარტა, რომ დ--–--------------ის მარჯვენა ხელში არსებული საგანი შესაძლოა იყოს ე.წ. ,,სელფის ჯოხი’’.

 

3.38. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2019 წლის 18 ივნისის ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად: გამოსაკვლევ ობიექტზე ე.წ. ,,სელფის ჯოხზე’’ არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ--–--------------ს (ობ. N2).

 

3.39. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2019 წლის 25 ივნისის ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად: ქ. თბილისის, ფ--–--–---–--------------ში მდებარე ბეტონის ბოძიდან აღებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ-------------–---–ს.

 

3.40. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------–-----მ.

 

3.41. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2019 წლის 11 ივლისის ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად:

 

1) მ-------------–---–-ს მუცლის მიდამოში არსებული ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით და ექსპერტიზა გამორიცხავს აღნიშნული ჭრილობების, წარმოდგენილი ,,სელფის ჯოხით’’ (მისი თვისებების გათვალისწინებით), განვითარების შესაძლებლობას; ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული მოქალაქე მ-------------–---–-ს სხეულზე, მარცხენა წინა მხრის და მარჯვენა მხრის სახსრის მიდამოში არსებული ჭრილობების მორფოლოგიური სურათი - მათი მიმყენებელი საგნის (საგნების) განსაზღვრა და შესაბამისად, მათი განვითარების მექანიზმზე მსჯელობა შეუძლებელია;

 

2)ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილი დაზიანებებით, ნორმალური ჰემოდინამიკური მონაცემებით, ადამიანი, დაზიანების მიღებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში შესძლებდა გადაადგილებას და ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებას.

 

3.41. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ზ---------------–-–---–მა, გ--------–--–--ემ და ტ------–---------–--ემ. ექსპერტმა ტ------–---------–--ემ დამატებით განმარტა, რომ მ-------------–---–-ს მიერ ფიზიკური გადაადგილების აქტივობა ასევე, დადასტურებულია სავადმყოფოში ყოფნის მონაცემებით, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ შემთხვევის ადგილზე ბევრად უკეთ იქნებოდა.

 

3.42. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, დასტურდება, რომ 2019 წლის 31 მაისს, 14:05-15:20 საათზე, მ-------------–---–-ს მონაწილეობით დათვალიერდა ქ. თბილისი, ფ--–--–---–------------, N-- და N--ა. დათვალიერებისას დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა ის ადგილი, სადაც ის მისთვის უცხო პიროვნებამ დაჭრა.

 

3.43. ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედების კანონთან შესაბამისობა დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა მ----------–--–---–მა.

 

3.44. დამოუკიდებელი საექსპერტო კრიმინალისტიკური ბიუროს ექსპერტ გ---------ს 2019 წლის 24 დეკემბრის დასკვნის თანახმად, 1) მ-------------–---–-ს ქურთუკზე დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილ ლოკალურ მიდამოში არსებული დაზიანებები განვითარებულია მექანიკური ზემოქმედების შედეგად, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივ ლესილი პირის მქონე საგნის ან საგნების ზემოქმედებით; 2) მ-------------–---–-ს ქურთუკზე დაზიანებები ძირითადად განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივ ლესილი პირის მქონე საგნის ან საგნების ზემოქმედების შედეგად, ასევე შესაძლებელია განვითარებულიყო ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ე.წ. ,,სელფის ჯოხის’’ გამოწეული წვეროთი.

 

3.45. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---------მ.

 

3.46. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2019 წლის 6 სექტემბრის ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად: მ-------------–---–ს მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე 2019 წლის 27 აპრილიდან - 29 აპრილის ჩათვლით შესაძლოა არ შეეძლო პერიოდულად სწორად აღექვა მოვლენები, ყოფილიყო ადეკვატური, გაეხსენებინა ფაქტები და მოვლენები, სწორი ფორმით მოეხდინა (მოვლენების რეალურად აღქმით) ინფორმაციის გაცემა სხვა პირებისათვის ვერბალურად.

 

3.47. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ---------------–---მ.

 

3.48. სასამართლო აფასებს დაცვის მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, რომ სხდომაზე დაკითხული მოწმე თ---------------–--ე ადასტურებს, 2019 წლის 26 აპრილს, ქ. თბილისში, ფ--–--–---–--------------ში ორ პირს შორის არსებულ კონფლიქტს, მოშარდვის გამო. ი-----–-----------–--ის ჩვენება, კი ეფუძნება თ---------------–--ის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას (ირიბი ჩვენება). დ--–--------------ის მეგობრები- ა-–-----------–----------–---–ი, გ------------–--ე და ნ--------------ა ადასტურებენ 2019 წლის 26 აპრილს დ--–--------------ის მიერ ე.წ. ,,სელფის ჯოხის’’ თან ქონის ფაქტს. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით შეუძლებელია იმის დადასტურება ეჭირა თუ არა რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი დ--–--------------ს შპს ,----–------------- გამოთხოვილ ვიდეო-ჩანაწერში. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნები იყო თუ არა ეს ე.წ. ,,სელფის ჯოხი’’ არის სავარაუდო და არა კატეგორიული. ამდენად, ის გარემოება, რომ დ--–--------------ს ვიდეო-ჩანაწერში უჭირავს მჩხვლეტავ -მჭრელი საგანი, რომლითაც მ-------------–---–ს აყენებს დაზიანებას მუცლის არეში არის მხოლოდ ვარაუდი და არ ეფუძნება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული მ-------------–---–- დ--–--------------ზე, როგორც დაზიანების მიმყენებელ პირზე არ საუბრობს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაზარალებული აქტიურად იყო ჩართული დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში და ეხმარებოდა მათ (მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში). რაც შეეხება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს, მ-------------–---–-ს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნასა და მ-------------–---–-ს სისხლის არსებობას ქ. თბილისი, ფ--–--–---–-------------ში არსებულ ბოძთან, აღნიშნული სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე მსჯელობისას, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

 

3.49.ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დაზარალებულისათვის უშუალოდ ჭრილობების მიყენების ვითარების აღდგენისა და მათი მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავს უტყუარ ინფორმაციას, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და არ იძლევა ამ ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას.

 

3.50. სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 26 აპრილს, ქ. თბილისში, ფ--–--–---–-------------ის მიმდებარედ ერთმანეთს შეხვდნენ დ--–--------------ი და მ-------------–---–-, თუმცა ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (არა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა), რომელიც დაადასტურებდა დ--–--------------ის მიერ მ-------------–---–-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს.

 

4.4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

4.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).

 

4.7. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.8. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ--–--------------ის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

5.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. მ-------------–---–-ს ტანსაცმელი, დ--–--------------ის რუხი ფერი ჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს. ორი დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. ანაწმენდები, ნერწყვის, სისხლის და ხელის კვალის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ--–--------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. დ--–--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, დ--–--------------ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

· დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

· მ-------------–---–-ს ტანსაცმელი, დ--–--------------ის რუხი ფერი ჩანთა მასში მოთავსებული ნივთებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

· ორი დანა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

· ანაწმენდები, ნერწყვის, სისხლის და ხელის კვალის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ------- არევაძე