განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2019
საქმის ნომერი
330100119003198902
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/4400-19

(0------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ნ-----–------–ის,ადვოკატ თ------------ის,ბრალდებულ გ----------------ის

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გო--------------------------------------------------------------–--------–-–------------------- რეგისტრირებულის თ---–---------------------------–------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თ---–------–--–-----------–-------------------–--------------------------ში მიმართ, საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

გ----------------ს ბრალად ედება ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გ----------------ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

გ----------------მა პირობით გამოსაცდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ:

2019 წლის 21 აგვისტოს დაახლოებით 00:30 საათზე გ----------------მა თბილისში ლილო, მე-2 კვარტალი მე-8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ--------–---–ს ფიზიკური ძალადობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად გასტაცა ფულადი თანხა 20 ლარის ოდენობით.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ----------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 178ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ( მოწმეების: ი--------------–ის, ბ-----------------–ის და ვ------------–---ის გამოკითხვის ოქმები, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, დაზარალებული გამოკითხვის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შეთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ნივთის ამოცნობის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა გ----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. გასათვალისწინებელია ასევე, ისიც, რომ ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ხასიათდება დადებითად, ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, ასევე მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა (მიღებული აქვს თავის ქალის ტრავმა).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლით.

საქართველოს სსკ 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, გ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლით.

გაუქმდეს გ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

გ----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 21 აგვიტოდან.

ნივთიერი მტკიცებულები:

1. საფულე, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

2. შემთხვერვის ადგილიდან ამოღებული საფულეში არსებული 5 ლარიანი კუპიურა და 40 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

3. გ----------------ის პირადი ჩრეკისას ამოღებული ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა და გ----------------ის პირადი ნივთები, რომელიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი