განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/5038-19
(0------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ო--------------ის,ბრალდებულ თ----------–---–---–ის,ადვოკატ მ-------------–-–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ--------------------–---–---–------------------- - დაბადებულის 19---–-–---------–-სს; რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების გ-----------------------------------–---- მიმართ, საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
თ----------–---–---–ს ბრალად ედება ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 ივლისს დაახლოებით 04:30 საათზე, ქ.თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში, ინდოეთის მოქალაქეს დ------------------------------------------ს, სიგარეტის თხოვნისას წარმოშობილი უთანხმოების გამო, დაუწყო ცემა ხელებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რა დროსაც დ------------------------------------------მა განიცადა ძლიერი ტკივილი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ თ----------–---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
თ-------–---–---–---–ს ბრალად ედება ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 ივლისს დაახლოებით 04:30 საათზე, ქ. თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში, ინდოეთის მოქალაქეს დინუ დას ქრიტუდას პარასანნა კუმარს მისაკუთრების მიზნით გასტაცა 100 ლარად ღირებული „ოპპო“-ს ფირმის მობილური ტელეფონი.
ამდენად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თ----------–---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ; ინფორმაციული პატაკი; მოწმეების: დავით ნატროშვილის, დ------------------------------------------ის, თ----------–---–---–ის, ა-----–----------–---–ის და ვ---------–---–---–ის გამოკითხვის ოქმები; პირის ამოცნობის ოქმები; ამოღების ოქმი და ნივთმტკიცებები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა თ----------–---–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულს არ გააჩნია, ამასთან, მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდება დაზარალებულს, რითაც ფაქტობრივად ანაზღაურდება მიყენებული ზიანი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს სასჯელის დანიშვნას სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ----------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც 1(ერთი) წელი და 06(ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი) წელი და 06(ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით.
თ----------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.
სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ----------–---–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც 1(ერთი) წელი და 06(ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი) წელი და 06(ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
თ----------–---–---–ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 02 აგვისტოდან.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კონტროლი თ----------–---–---–ის ყოფა-ქცევაზე, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს თ----------–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
1. ა-----–----------–---–ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში დალუქული სახით 01(ერთ)პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
2. ერთი ცალი ლაზერული დისკი საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი სურათებით, რომელიც ერთვის საქმეს- შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი