განაჩენი

სისხლის სამართლის 14.01.2020
საქმის ნომერი
330100119003263086
თარიღი
14.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/5160-19

(0------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 იანვარი 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ მ-------–---–---ის,ადვოკატ ც-----------------ას,ბრალდებულ გ-------–-–---–ის

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------–---------–-–---–ის (--------------- - დაბადებულის 2----–-–-------------- რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ------–-------------------------–----------–-------------------------------–--–- მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ და „ა“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

გ-------–-–---–ს ბრალად ედება ქურდობა, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 05 ოქტომბერს, დაახლოებით 02:40 საათზე გ-------–-–---–მა წინასწარი შეთანხმებით გ--–--–------–---თან ერთად ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია თბილისში, ორხევის დასახლება, კ----------------–--–------------–- მდებარე ა---------–------------ საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ერთ ცალ „Acer“-ის ფირმის ლეპტოპს - ღირებული 3000 (სამი ათასი) ლარად, ერთ ცალ „Transcend“-ფირმის მეხსიერების ბარათს - ღირებული 250 (ორას ორმოცდაათი) ლარად, ერთ ცალ „HTC_M8“ ფირმის მობილურ ტელეფონს, თავისივე ჩასადებით - ღირებული 800 (რვაასი) ლარად, ერთ ცალ ტყავის საფულეს - ღირებული 100 (ასი)

ლარად და მასში მოთავსებულ თანხას 3 (სამი) ლარს, ერთ ცალ ე.წ. „სამურაის“ ხმალს თავისივე ქარქაშით - ღირებული 500 (ხუთასი) ლარად და სამ ცალ მედალიონს, აღნიშნულის შედეგად ა---------–----------ეს ჯამში მიადგა 4653 (ოთხიათას ექვსას ორმოცდაცამეტი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. | ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ-------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ და „ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. | სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ლ-–----------–--–-ს, ი-----------ნის, ა---------–------------, გ---------------–---–ის, გ-------–-–---–ის, ლ--–-------–--ის გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ბინის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივმტკიცებები, გ--–--–------–---ის დაკავების ოქმი, გ--–--–------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, გ-------–-–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, ამოღების ოქმი და ამორებული ნივთმტკიცებები,საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ვიდეოჩანაწერი, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა გ-------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. | სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

| სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. გასათვალისწინებელია ასევე, ისიც, რომ ამოღებული ნივთები დაუბრუნდება დაზარალებულს, რითაც ფაქტობრივად ანაზღაურდება მიყენებული ზიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლითა და 08 (რვა) თვით - განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლითა და 4

(ოთხი) თვით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი. გაუქმდეს გ-------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

გ-------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 09 ოქტომბრიდან;

პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში გ-------–-–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე. | განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი