განაჩენი

სისხლის სამართლის 30.12.2019
საქმის ნომერი
330100119003019956
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

საქმე N1/2457-19

N0-----------

30 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - გ------------------ი, ვ-–-----------,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ------------ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. წა-–--, კ-–---------------------ში (პირადი №6----------)

 

ბრალდებული - თ---------------- დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ჩ-------------------------------–-------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–---------------------–--------–ი (პირადი №4----------)

 

ადვოკატი - ნ----–-------–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ აწილი:

 

სასამართლომ დადგინა:

 

2018 წლის 0--------------ს თ------------ე გამოიკითხა მოწმის სახით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, რომელზეც ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ მძიმე დანაშაულის ჩადენაში. თ------------ემ მიუთითა, რომ ხსენებულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, მ---------------- არის კრიმინალური ავტორიტეტი და ამ უკანასკნელმა მას განუცხადა, რომ ე.წ. „ქურდების“ გადაწყვეტილებით დაინიშნა წ--–-ის რაიონის ე.წ. „მაყურებლად“, საჭირო იყო „ქურდული“ ტრადიციების გაცოცხლება, რისთვისაც უნდა მომხდარიყო ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვება, რომელშიც თანხის შეტანა შესთავაზა მას, ასევე უთხრა, რომ მოეძებნა სხვა პირები, რომლებიც იგივეს გააკეთებდნენ. აღნიშნულის შესახებ უთხრა მეგობარს - თ----------------ს, რომელმაც გადასცა 30 ლარი, რასაც თავად დაამატა 20 ლარი. შემდგომში 50 ლარი ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ გადასცა მ----------------ს. მოწმის განმარტებით, მ----------------ს ფული გადასცა იმ მიზნით, რომ მას წა-–--ში ჰქონდა მაღაზია და შეეშინდა არაფერი დაეშავებინათ მისთვის ან არ მოეხდინათ მისი ქონების განადგურება. მოწმის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

2019 წლის 1--------ს, თ------------ემ, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმედ დაკითხვის დროს სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, კერძოდ, განაცხადა, რომ მ---------------- არ არის კრიმინალური ავტორიტეტი და მის „ქურდულ სამყაროსთან“ შემხებლობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. ასევე, განაცხადა, რომ მისთვის ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ თანხა არ გადაუცია.

იმავე, N0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, 2018 წლის 0--------------ს, მოწმის სახით გამოიკითხულმა თ----------------მ მიუთითა, რომ ხსენებულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, მ----------------, არის კრიმინალური ავტორიტეტი. მისმა თანამშრომელმა, თ------------ემ განუცხადა, რომ მ---------------- აგროვებდა ე.წ. „ქურდულ საერთოს“ და უთხრა, სურვილის შემთხვევაში, დაედო თანხა. ვინაიდან, თ----------------ს არ უნდოდა მ----------------სთან ჰქონოდა დაძაბული ურთიერთობა, ამ უკანასკნელისთვის გადასაცემად, ე.წ. „ქურდულ საერთოში“ დასადებად, თ------------ეს გადასცა 30 ლარი. თავის მხრივ, აღნიშნულ თანხას 20 ლარი დაამატა თ------------ემ, რომელმაც ჯამში 50 ლარი გადასცა მ----------------ს. მოწმის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

2019 წლის 1--------ს, თ----------------მ, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმედ დაკითხვის დროს სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, კერძოდ, განაცხადა, რომ თ------------ესთან ე.წ. „ქურდულ საერთოსთან“ დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ჰქონია, მისთვის ამ მიზნით თანხა არ გადაუცია და არაფერი იცოდა მა--------------ის კრიმინალური ავტორიტეტობისა და მის მიერ ე.წ. „ქურდული საერთოს“ აგროვების შესახებ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2018 წლის 0-------------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხულმა თ------------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს წა-–--ში ოჯახთან ერთად და იცნობს მ----------------ს, როგორც კრიმინალურ ავტორიტეტს. თავად მა--------------ისგან იცის, რომ იგი გადასული იყო თურქეთში კანონიერ ქურდებთან, რომლებმაც იგი წ--–-ის მაყურებლად დანიშნეს. მ----------------მვე უთხრა, რომ საჭიროდ მიიჩნევდა წა-–--სა და მის სოფლებში ქურდული ტრადიციების გაცოცხლებას, მათ შორის, - „ქურდული ობშიაკის“ შეგროვებას. მ. დ-------მ შესთავაზა, სურვილის შემთხვევაში, „ქურდულ ობშიაკში“ დაედო ფული და სხვა ადამიანებიც მოეძებნა, რომლებიც თანხებს შეიტანდნენ. მ----------------ს დასთანხმდა, რადგან შეეშინდა, უარის შემთხვევაში, კრიმინალური სამყაროს წევრებს მისი მაღაზია, რომელიც წა-–--ში ჰქონდა, არ დაეწვათ. თავის მხრივ, თ----------------ს უთხრა, რომ მ---------------- „ქურდულ ობშიაკს“ აგროვებდა და თუ სურდა, მასაც დაედო თანხა, რასაც თ---------------- დათანხმდა. „ქურდულ ობშიაკში“ ფულის დადების თაობაზე მა--------------ისთვის თანხმობის მიცემის შემდეგ ეს უკანასკნელი ტელეფონზე უკავშირდებოდა და ფულის შეტანას სთხოვდა. მ----------------ს დაპირდა, რომ თავის და მისი მეგობრის, თ---------------ის თანხას - 50 ლარს მიაწვდიდა. ხსენებული თანხიდან 20 ლარი მას ეკუთვნოდა, 30 ლარი კი - თ----------------ს. გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ თ------------ის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ოქმში ასახულია გამომძიებლის მიერ, თუმცა, ოქმზე არსებული მინაწერის თანახმად, მისი სისწორე წაკითხვის შემდგომ ხელმოწერით დადასტურებული აქვს თ------------ეს.

2018 წლის 08 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხულმა თ----------------მ განმარტა, რომ მისი თანამშრომლისგან, თ------------ისგან შეიტყო, რომ წა-–--ში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი, მ----------------, წ--–-ის რაიონში აგროვებდა „ქურდულ ობშიაკს“ და შესთავაზა, თუ ჰქონდა სურვილი, დაედო ფულადი თანხა. რადგან ოჯახთან ერთად წ--–-ის რაიონში ცხოვრობს, მ----------------სთან, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტია, ურთიერთობის დაძაბვას მოერიდა და თ------------ეს, „ქურდულ ობშიაკში“ დასადებად 30 ლარი გადასცა. თ------------ემ მის მიერ გადაცემულ თანხას თავისი 20 ლარი დაამატა და მ----------------ს 50 ლარი გადასცა. გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ თ---------------ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამოკითხვის ოქმში ასახულ იქნა გამომძიებლის მიერ, თუმცა, ოქმზე არსებული მინაწერის თანახმად, მისი სისწორე წაკითხვის შემდგომ ხელმოწერით დადასტურებული აქვს თ----------------ს.

ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1----- დასკნისა და მასზე დართული,სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერიდან ტექსტობრივად გაშიფრული ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 1--------ს თბილისის საქალაქო სასამართლოში მა--------------ის და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის სხდომაზე თ---------------- მოწმის სახით იქნა დაკითხული, რა დროსაც მან განმარტა, რომ იცნობდა მ----------------ს, თუმცა, ახლო ურთიერთობა მასთან არ ჰქონია. მანვე აღნიშნა, რომ რაიმე შემხებლობა აღნიშნულ საქმეთან არ ჰქონდა, 2018 წლის ივლისის თვეში „ქურდული ობშიაკისთვის“ ფულის აგროვებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და მა--------------ისთვის თანხა არ გადაუცია. კითხვაზე, თუ სმენია ქურდულ სამყაროსთან მა--------------ის შემხებლობის შესახებ, თ----------------მ განმარტა, რომ მსგავსი არაფერი გაუგონია. გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ თ----------------მ აღნიშნა, რომ გამომძიებლის მიერ შედგენილ დაკითხვის ოქმს ისე მოაწერა ხელი, რომ ორი ხაზის მეტი არ წაუკითხავს.

ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1----- დასკნის და მასზე დართული, სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერიდან ტექსტობრივად გაშიფრული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 1--------ს თბილისის საქალაქო სასამართლოში მა--------------ის და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის სხდომაზე თ------------ე მოწმის სახით იქნა დაკითხული, რა დროსაც მან განმარტა, რომ რაიმე ინფორმაციას ქურდულ სამყაროსთან მა--------------ის შემხებლობასა და წა-–--ში „ქურდული ობშიაკის“ შეგროვებასთან დაკავშირებით არ ფლობს. მა--------------ის ვალი ჰქონდა 50 ლარი და 2018 წლის ივლისის პერიოდში ამ უკანასკნელთან სწორედ ამ თემაზე ჰქონდა სატელეფონო საუბარი. გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემულ და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ჩვენებასთან დაკავშირებით მოწმემ აღნიშნა, რომ გამოკითხვისას არც იცოდა რა საქმეზე იკითხებოდა და გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი.

მოწმე გ---------------–-ამ, ს----------–----–---–--------–---------------–----------–-–----------------------------------------------–მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე გამოძიება დაიწყო ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2018 წლის 0--------------ს მოწმის სახით გამოკითხა თ------------ე, 2018 წლის 0--------------ს კი - თ----------------. გამოკითხვამდე მოწმეები გააფრთხილა ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. თ------------ის და თ---------------ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაბეჭდა გამოკითხვის ოქმებში, რომელთაც, ამობეჭდილი სახით, დეტალურად გაეცნენ გამოკითხული პირები, რის შემდგომაც მათი სისწორე საკუთარი ხელმოწერით დაადასტურეს. გამომძიებელმა გ---------------–-ამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ გამოკითხულმა პირებმა, თ------------ემ და თ----------------მ, ჩვენება ნებაყოფლობით მისცეს და მათ მიმართ რაიმე იძულებას ადგილი არ ჰქონია.

ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერი, რომელიც ასახავს 2018 წლის 19 ივლისს, 11:28-11:31 სთ. მ----------------სა და თ------------ეს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს: მ---------------- - „მე რომ გითხარი, იმ საქმეზე ყურებს არ აპარტყუნებ, ჰო?“ თ------------ე - „თემურას 30 ლარია ჩემთან, /.../ ერთი 30-იც მე უნდა დავამატო და მოგცემთ 60 ლარს.“ მ---------------- - „როდის უნდა დაამატო?“ თ------------ე - „ახლა იქეთ სახლთან /?/ ვარ, ვმუშაობ და საღამოზე გამოვალ, კი დაგირეკავ და“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18-------ს N1/5----18 განაჩენის 3.93 პუნქტის თანახმად, „სასამართლომ ყურადღება შეაჩერა მოწმეების თ------------ის, თ---------------ის და სხვათა ჩვენებების შინაარსზე და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში გამოქვეყნდა მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, რაც რადიკალურად განსხვავდება მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებისგან, რომლებიც თავის მხრივ აცდენილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს, ამასთან სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ დაკვირვებოდა მოწმეების მოქმედებებს სასამართლოში ჩვენების მიცემისას და მიაჩნია, რომ ყველა ზემოაღნიშნული გარემოება ერთობლიობაში უკარგავს ამ მოწმეების ჩვენებებს სანდოობას და ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების უტყუარობის სტანდარტს. შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს, მიიჩნევს, როგორც არა სანდო მტკიცებულებით ძალის მქონეს და ვერ იქნება გაზიარებული გადაწყვეტილების მიღებისას“.

ბრალდებულებმა - თ------------ემ და თ----------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს.

სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ თ------------ის და თ---------------ის მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენის, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი, დადასტურდა სრულად.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვეში, მა--------------ის და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე თ------------ემ და თ----------------მ განაცხადეს, რომ მ---------------- კრიმინალური ავტორიტეტია, რომლის წინადადებითაც „ქურდულ საერთოში“, საერთო ჯამში, 50 ლარი შეიტანეს, რადგან კრიმინალურ ავტორიტეტებთან უსიამოვნებას მოერიდნენ. 2019 წლის 1--------ს, იმავე საქმის არსებითი განხილვის დროს, მოწმეთა სახით დაკითხვისას კი თ------------ემ და თ----------------მ რადიკალურად განსხვავებული შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს, მათ უარყვეს საქმესთან დაკავშირებით მანამდე გაცხადებული ფაქტები და აღნიშნეს, რომ ქურდულ სამყაროსთან მა--------------ის კავშირებისა და მის მიერ ე.წ. „ქურდული საერთოს“ აგროვების შესახებ არაფერი იცოდნენ.

 

შესაბამისად, თ------------ემ და თ----------------მ ჯერ დაადასტურეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე კონკრეტული ფაქტები, შემდეგ კი ისინი კატეგორიულად უარყვეს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები და გაფრთხილებულნი იქნენ ცრუ ინფორმაციის/ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

 

გამოძიების და სასამართლო განხილვის ეტაპზე თ------------ის და თ---------------ის მიერ მიცემული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოში მათ მიერ მიცემული ჩვენებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის მათი გამოკითვის ოქმებში ასახულ ინფორმაციასთან, არის ცრუ და არ შეესაბამება რეალობას. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით თ------------ის და თ---------------ის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის გაცხადების ფაქტი დასტურდება მა--------------ის და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განმხილველი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18-------ს განაჩენით, რომლითაც, მართალია, ამ პირთა მიერ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მიცემული ინფორმაცია არ იქნა გაზიარებული, მისი წინააღმდეგობრივი შინაარსისა და არასანდოობის გამო, მაგრამ, სასამართლომ მიუთითა, რომ მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები, - რომლებიც რადიკალურად განსხვავდება გამოძიებისას მიცემული ინფორმაციისგან, - აცდენილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს“.

 

ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერით დგინდება 2018 წლის 19 ივლისს, მა--------------ის მიერ თ------------ისათვის ფულის მოთხოვნის ფაქტი, რა დროსაც ეს უკანასკნელი მ----------------ს თ---------------ის 30 ლარზე საკუთარი 30 ლარის დამატებას და თანხის იმავე დღეს, მოგვიანებით, გადაცემას ჰპირდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერი, რომელიც, მისი არსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სანდოობის მაღალი ხარისხის მტკიცებულებას, წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში თ------------ის და თ---------------ის ჩვენებებთან და თანხვედრაშია გამოძიების დროს მათ მიერ გაცხადებულ ფაქტებთან. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი აუდიოჩანაწერის თანახმად, თ------------ე მ----------------ს, - რომელმაც უსაყვედურა, რომ „იმ საქმეზე“, რომელზეც უთხრა, „ყურს არ იპარტყუნებდა“, - არა ვალის დაბრუნებას, არამედ, თ---------------ის („თემურას“) 30 ლარის და იმავე რაოდენობის საკუთარი თანხის გადაცემას დაჰპირდა, მაშინ, როცა თ----------------მ სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ მა--------------ის ვალი არ ემართა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არადამაჯერებლად მიიჩნევს დაცვის მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ თ------------ეს მა--------------ის ვალი ემართა და მის მიერ ამ უკანასკნელისთვის გადაცემული თანხაც სწორედ ამ ვალის გასტუმრებას ემსახურებოდა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვის სხდომაზე თ------------ის და თ---------------ის მიერ ცრუ ჩვენებები მიცემული იქნა შეგნებულად, დანაშაულებრივი, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის განზრახვით, რადგან ის ფაქტი, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით თ------------ემ და თ----------------მ გამოძიების დროს და სასამართლოში ჩვენებები/ინფორმაცია მისცეს მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის შედეგად, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგინდა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 05 და 08 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმების სისწორე ხელმოწერითა და შესაბამისი შინაარსის მქონე მინაწერით დადასტურებული აქვთ თავად ბრალდებულებს; ამასთან, დაცვის მხარის წარმომადგენელთა განმარტებითაც კი, სამართალდამცველთა მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური იძულების ფაქტებს ადგილი ჰქონდა არა 2018 წლის 05 და 08 ოქტომბრის გამოკითხვისას, არამედ, მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია უარყვეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ მა--------------ის და სხვათა ბრალდების (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით, 2232 მუხლით და სხვ. ) სისხლის სამართლის საქმის განხილვისას თ----------------მ და თ------------ემ შეგნებულად მისცეს ცრუ ჩვენება. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს არა მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ, - დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XLII თავი სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებად განსაზღვავს ისეთი ხასიათის დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილია მტკიცებულებათა მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XLII თავში არსებული 370-ე მუხლით კრიმინალიზებულია მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის, - მოწმის მიერ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ან მის მიერ სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემაში.

 

მოწმეს წარმოადგენს პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. მოწმის მოვალეობაა მართლმსაჯულების და საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდოს მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რათა არ მოხდეს გამოძიების ან სასამართლოს შეცდომაში შეყვანა და უდანაშაულო პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ან დანაშაულის ჩადენაში მხილებული პირის მართლმსაჯულების მიღმა დატოვება.

 

მართლმსაჯულების განხორციელების და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მოთხოვნას გამოძიებისას გამოსაკითხი და სასამართლოში მოწმედ მოწვეული პირის წერილობითი გაფრთხილების თაობაზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

 

ცრუდ ჩაითვლება ისეთი ჩვენება, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივაა დამახინჯებული ფაქტები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის ობიექტურად გადაწყვეტისთვის და შეიძლება ეხებოდეს ყველა მნიშვნელოვან გარემოებას.

 

სუბიექტური მხრივ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მხოლოდ პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ საგამოძიებო თუ სასამართლო ორგანოსთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებით იგი ართულებს სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, რითაც ზიანს აყენებს მართლმსაჯულებას და სურს ასეთი შედეგი, ან/და ითვალისწინებს ამ შედეგის დადგომის გარდუვალობას. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზანი პირს შეიძლება ჰქონდეს, როგორც გამოძიების, ისე, სასამართლო განხილვის ეტაპზე.

 

დანაშაულის ჩადენის მოტივი სხვადასხვაგვარია. იგი შეიძლება იყოს ბრალდებულისათვის მდგომარეობის შემსუბუქება ან პირიქით, მისთვის პასუხისმგებლობის აცილება, შურისძიების შიში, ანგარება და სხვა.

 

საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ჰყავს სპეციალური ამსრულებელი. თოთხმეტ წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწმის/გამოსაკითხი პირის სახით მონაწილეობს სისხლის სამართლის პროცესში.

 

საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ამ დანაშაულის ჩადენას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში (მე-3 ნაწილი).

 

მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ---------------ის და თ------------ის ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები - მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში (სისხლის სამართლის სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და 2232 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, რომლებიც ბრალად ედებოდა მ----------------ს, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას). შესაბამისად, თ------------ეს და თ----------------ს მსჯავრი უნდა დაედოთ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად უნდა განესაზღვროთ კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ------------ეს და თ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი (1-ლი ნაწილი). სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (მე-4 ნაწილი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს კი სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, ბრალდებულთა პიროვნებას (ხასიათდებიან დადებითად), მათ წარსულს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას, რაც დაკავშირებულია სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოების ეფექტურად ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლასთან, ასევე - ამ ტიპის დანაშაულთა კერძო და ზოგადი პრევენციის მწვავე საჭიროებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია თ---------------ის და თ------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის 03 (სამი) წლის ვადით გამოყენების პირობებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ თ------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 19 აპრილიდან.

 

თ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ თ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 19 აპრილიდან.

ნივთიერი მტკიცებულება:

კომპიუტერული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი