განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2020
საქმის ნომერი
330100119003277668
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/5363-19

№0-----------

20 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - შ------------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს--------------------ი, დაბადებული 2----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–--------–--------------------------------------------ში (პირადი №0----------)

 

ადვოკატი - შ--–---------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პროკურორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2019 წლის 4------------ს, დაახლოებით 15:15 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს N14 სხდომის დარბაზში, ბრალდებულების მ-----–------–---–ის და ს--------------------ის ბრალდების საქმეზე, მოსამართლის მიერ ბრალდებულ მ-----–------–---–ის და ს--------------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, ს--------------------მა საქმის პროკურორ ნ------------–---–-- მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ, დაემუქრა მოკვლით, რითაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2. 2019 წლის 4------------ს, დაახლოებით 15:15 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს N14 სხდომის დარბაზში, ბრალდებულების: მ-----–------–---–ის და ს--------------------ის ბრალდების საქმეზე, მოსამართლის მიერ ბრალდებულების მ-----–------–---–ის და ს--------------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, ს--------------------მა საქმის პროკურორს ნ------------–---–ს შეაგინა დედის მისამართით და მიაყენა სხვა სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე. ამასთან, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებისათვის სამართლებრივად სწორი შეფასების მიცემა.

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ს--------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ს--------------------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ------------–---–-- გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, მოწმეების: ბ-----------------ს, ლ-–-------–--–---ს, დ-----------–---ს, ნ--------–------ს, ლ----------ს, მ--–------–------ს, ლ-----–---ს, ვ--–------------–---–-ს, რ---------------ს, კ----–---–---ს, ზ------------–---ს, ი-----–---------–----ს, ო---------------ს, მ--------------–---ს, დ--------------–--–---ს, კ-------------------------ს, ა-----------------ს, მ-------------–---ს გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, ჩანაწერების დათვალიერების ოქმს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4-----------ის სასამართლო სხდომის ოქმს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4-----------ის განაჩენს.

 

2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. -1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ს--------------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ს--------------------მა ჩაიდინა პროკურორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით და სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით.

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა პროკურორის, გამომძიებლის, ადვოკატის, ექსპერტის, აღმასრულებლის, სამართალწარმოების სხვა მონაწილის ან მათი ახლო ნათესავის მიმართ, გამოძიებასთან, დაცვის განხორციელებასთან, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან ან/და განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ამასთან, გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა ფორმალურია (შედეგგარეშე დანაშაული) და იგი დამთავრებულად ითვლება მსხვერპლის მიმართ უშუალოდ მუქარის წარმოთქმის მომენტიდან. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მოახდინა თუ არა მან ზეგავლენა ნორმით გათვალისწინებულ პირთა მოქმედებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. მუქარა შესაძლებელია გამოიხატოს, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი ფორმით, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით. მუქარა შეიძლება საჯაროდ გაცხადდეს (სასამართლო სხდომის დარბაზში), ასევე სხვა პირთა დაუსწრებლად. საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მუქარა დაკავშირებული უნდა იყოს პირის მიერ პროცესუალური მოვალეობის შესრულებასთან. დამნაშავეს გააჩნია სპეციალური მიზანი, იგი მიისწრაფვის, მუქარის მეშვეობით ზეგავლენა მოახდინოს გამოძიების მსვლელობაზე ან სასამართლოში საქმის განხილვაზე.

 

3.4. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში. დანაშაულის ობიექტია მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს - სასამართლოს ნორმალური საქმიანობა და სასამართლოს ავტორიტეტი, ხოლო დამატებითი ობიექტია პროცესის მონაწილის პატივი და ღირსება. შეურაცხყოფა გულისხმობს პირის პატივისა და ღირსების უარყოფით შეფასებას, გამოხატული უწესო ფორმით, რაც ცალსახად უნდა სცდებოდეს დასაშვები კრიტიკის ფარგლებს და წარმოადგენდეს პროცესის მონაწილის უპატივცემულობას.

 

3.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.8. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომელიც მხარებს სადავოდ არ გაუხდია სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ს---------------------მა ჩაიდინა პროკურორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით; მანვე, ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ს---------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.4. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

5.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ს--------------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სანქციათა ფარგლებში.

 

5.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ს--------------------ანს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები.

 

5.7. მოცემულ შემთხვევაში ს--------------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს---------------------ს საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა.

 

5.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04-----------ის განაჩენით ს--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით. მსჯავრდებულ ს--------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 10 დეკემბრიდან.

 

5.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ს--------------------ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, კერძოდ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

5.10. სასამართლო დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმადაც დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

 

5.11. სასამართლო უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04-----------ის განაჩენი ს--------------------ის მიმართ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში და შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ს--------------------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან.

 

ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი