განაჩენი

სისხლის სამართლის 13.01.2020
საქმის ნომერი
330100119003339197
თარიღი
13.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/6005-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13იანვარი,2020წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა----------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ჯ---- ვ-–---------- ძე ლ----------,- საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1--- წლის 1----------, რეგისტრირებული: ქ--–----------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–-------.

 

ადვოკატი - გ---------------

 

კვალიფიკაცია:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ)

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ)

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ)

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ---–--–-- ხ-------–-- ქ.#3--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ---- ლ----------მ ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლე - მ-----------–--ე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, დააგდო იატაკზე და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე ძლიერად მოუჭირა ხელები ყელის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მ------------–---- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. თანაცხოვრების პერიოდში, კერძოდ, ბოლო ორი წლის მანძილზე, ჯ---- ლ---------- მეუღლეს - მ-----------–--ეს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, ასევე, 2019 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ---–--–-- ხ-------–-- ქუჩა #3--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ---- ლ----------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ-----------–--ეს, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა მ-----------–--ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. 2018 წლის აგვისტოს თვეში, თ---–--–-- ხ-------–-- ქუჩა #3--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ---- ლ----------მ ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლეს - მ-----------–--ეს, რომელიც იმყოფებოდა ორსულად, მუცელში და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი, აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მ-----------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.4. 2018 წლის გაზაფხულზე, თ---–--–-- ხ-------–-- ქუჩა #3--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ---- ლ----------მ ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლე მ-----------–--ე, ძლიერად მიანარცხა კედელზე, რა დროსაც მ-----------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.

 

2.2. სასამართლოს დასკვნა ჯ---- ლ----------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მ-----------–--ის და მოწმეების - დ-------------–--------–---–---------–------------------–-------–-–-----–-----------------------–------------–---------- გამოკითხვის ოქმებს, ვიზუალური დათვალიერების შესახებ ოქმს და ფოტოსურათებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ჯ---- ლ----------ს მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაულის დამამძიმებელ მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე ქმედების ჩადენა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ, უდავო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 31 ოქტომბერს მეუღლეს - მ-----------–--ეს მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან ,,...ჯ---- ლ---------- იყო ნასვამ მდგომარეობაში, მე მას მშვიდად ვესაუბრებოდი, რომ ნუ მაგინებდა, ნუღარ მომაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ბავშვები ისმენდნენ ბილწსიტყვაობას და ვთხოვე თავი შეეკავებინა, ამის თქმა და, მომვარდა ჯ----, დამაგდო იატაკზე და შემდგა წიხლებით, ფეხებს მირტყამდა ძირითადად ხელებისა და ფეხების არეში, სახეშიც მომხვდა ერთხელ, ხელებს ვიფარებდი, შემდეგ მეცა ყელის არეში, მომიჭირა ხელი, აქვე დაგახრჩობო..., ...ყველა დარტყმისგან განვიცადე ფიზიკური ტკივილი, ყელი მტკივა ხორხის ნაწილში, მიჭირს ყლაპვა, დაზიანებები მაქვს ორივე ხელის, ორივე ფეხის არეში, მაქვს სილურჯეები და მიჭირს სიარული..., ...ბავშვი რომ დავინახე შეშინებული და ატირებული, მივვარდი და გამოვგლიჯე ბავშვი ხელიდან“. მ-----------–--ის ვიზუალური დათვალიერების ოქმით და ფოტომასალით, მკაფიოდ ჩანს დაზარალებულის სხეულზე დაზიანებები: სილურჯეების და ექსკორიაციების სახით. 2019 წლის 31 ოქტომბრის ძალადობა არ იყო პირველი შემთხვევა, ჯ.ლ----------მ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე 2018 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან 2018 წლის გაზაფხულის ეპიზოდზე ,,ჯ---- ლ---------- მომვარდა, კედელზე მიმანარცხა ძლიერად, შემდეგ მაგიდასა და კედელს შორის შემაგდო მთელი სხეულით, რა დროსაც განვიცადე ფიზიკური ტკივილი“. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან 2018 წლის ზაფხულის ეპიზოდზე ,,ჯ---- ლ----------მ ორსული მცემა, მუცელში მირტყა წიხლები, მან კარგად იცოდა, რომ ვიყავი ორსულად, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და მცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რა დროსაც ყოველი დარტყმისას განვიცადე ფიზიკური ტკივილი“.

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. შესაბამისად, მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა.

3.4.სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით. მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. ამასთან კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებების შინაარსის შეფასების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ჯ---- ლ----------ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ფიზიკური ძალადობის შემდეგ, მუქარის აღსრულების ხერხით - ,,მეცა ყელის არეში, მომიჭირა ხელი“ და თანხლები სიტყვებით - ,,აქვე დაგახრჩობო“, ,,კიდევ ვერ მოგახრჩვე’’, ,,აქვე მოგკლავო“, დაზარალებულში ბუნებრივად აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი (,,ისეთი თვალები ჰქონდა, მეგონა მომკლავდა“), რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში.

 

3.5. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, მათ შორის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ჯ---- ლ---------- და მ-----------–--ე არიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები, ამდენად, სახეზეა ოჯახური დანაშაული.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.7. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ჯ---- ლ----------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ჯ---- ლ----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება.

 

4.2. ჯ---- ლ----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: მუქარის ჩადენა არასრულწლოვნების თანდასწრებით, დანაშაულის მასშტაბი: ჩადენილია დანაშაულის 4 ეპიზოდი, რამდენიმე დამამძიმებელი გარემოებით, ფიზიკური ძალადობის ხერხი - ინტენსიური დარტყმები სხეულის სხვადასხვა ადგილზე. დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რა დროსაც ბრალდებული კონტროლს კარგავდა საკუთარ ქცევებზე და ძალადობდა მსხვერპლზე.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:

 

5.3.1. მუქარა ჩადენილი იქნა ორი არასრულწლოვნის თანდასწრებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნების თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

5.3.2. დანაშაულის სიმრავლე - ჩადენილია დანაშაულის 4 ეპიზოდი დროის მცირე მონაკვეთში.

 

5.3.3. ფიზიკური ძალადობის ხერხი - ინტენსიური, მრავალჯერადი დარტყმა სხეულის სხვადასხვა არეში.

 

5.3.4. ძალადობის ჩადენა რამდენიმე დამამძიმებელი გარემოებით: 1. არასრულწლოვანი ბავშვების (შვილების) თანდასწრებით; 2. ორსული მეუღლის მიმართ. პირველმა შემთხვევამ შესაძლოა არასრულწლოვნთა ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე სავალალო ზემოქმედება იქონიოს. დაზარალებული გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, რომ მამის ძალადობრივი ქმედების გამო ბავშვების ემოციური ფონი იყო არასახარბიელო, ტიროდნენ. მეორე შემთხვევამ, როდესაც მოძალადე შეგნებულად, წინასწარი განზრახვით ძალადობს 3 თვის ორსულ მეუღლეზე, იაზრებს საფრთხეს, რისკის ქვეშ დააყენოს მუცლად მყოფი ბავშვის სიცოცხლე და შემდგომი განვითარება.

 

5.3.5. ძალადობის ჩადენა ხშირ შემთხვევაში ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. ბრალდებული ალკოჰოლზე დამოკიდებული პირია, რა დროსაც ხდება უკიდურესად აგრესიული და ძალადობს მეუღლეზე (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი).

 

5.3.6. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბრალდებული მსხვერპლს სოციალური იერარქიით თავისზე დაბლა მდგომ, უუფლებო სუბიექტად განიხილავდა და მოიხსენებდა დამამცირებელი, ღირსების შემლახველი სიტყვებით. ამონარიდი დაზარალებულ მ-----------–--ის გამოკითხვის ოქმიდან ,,... სისტემატურად მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებდა, ბოზს მეძახდა, როდესაც, თანხის კრიზისი იყო ხოლმე ოჯახში, მომაძახებდა ,,ხიდზე დადექი და ტრაკი გააქირავე, ფული მოიტანეო’’, ...ჯ---- ლ---------- არის უაზროდ ეჭვიანი, მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს საბაბი არ მიმიცია, 9 თვის ორსულს, სახლში ვიჯექი და მეუბნეოდა ,,ბოზი ხარო’’ ,,ყველა სახლში მჯდომი ოჯახის ქალი ბოზია და შენც ბოზი ხარო..’’. ბრალდებულის მცდარი სტერეოტიპული განწყობები წარმოადგენს სამომავლო საფრთხეებს ოჯახში ძალადობის გაგრძელების კუთხით, ამდენად, სამომავლო რისკების და ჩადენილი დანაშაულის მოტივის საპასუხოდ მოძალადეს უნდა განესაზღვროს ადეკვატური და კერძო პრევენციის მატარებელი სანქცია.

 

5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია:

ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;

ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;

გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;

დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;

ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;

ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;

ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;

თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;

ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ოჯახში ძალადობა ჩადენილია მეუღლის მიმართ, არაერთხელ, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, მსხვერპლის მიმართ მუქარას წინ უსწრებდა უკიდურესად მაღალი დონის ფიზიკური ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, 2018 წლის აგვისტოს თვეში ფიზიკური ძალადობა ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია - მსხვერპლი იყო ორსულად.

 

5.5. ის, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენისათვის არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: უდავო მტკიცებულებით - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ უკანასკნელი ეპიზოდის ჩადენამდე ბრალდებული არაერთხელ ძალადობდა მსხვერპლზე, ამცირებდა, თუმცა ყველა ეს დანაშაულებრივი ფაქტი რჩებოდა ლატენტური, რაც იწვევდა დამნაშავე პირის დაუსჯელობის განცდას და დროის მცირე პერიოდში ახალი განზრახი ეპიზოდების ჩადენას. ადვოკატის არგუმენტი: - სასამართლომ სავალდებულო წესით სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღოს დაზარალებულის ნოტარიალური წესით დამოწმებული ხელწერილი და აქედან გამომდინარე ჯ---- ლ----------ს განუსაზღვროს პირობითი მსჯავრი, გაზიარებული არ იქნა: დაზარალებულის ხელწერილი დამნაშავის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევის მოთხოვნაზე, არ წარმოადგენს უარგუმენტოდ გასათვალისწინებელ გარემოებას, - სასამართლო ვალდებულია დაზარალებულის პოზიციასთან ერთად შეაფასოს პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიც და ერთობლიობაში განსაზღვროს სამართლიანი სასჯელი, გარდა ამისა, ბრალდების მხარის ზეპირი განმარტებით, ნოტარიალური წესით დამოწმებული განცხადების მიუხედავად, დაზარალებულს გააჩნია პრეტენზია, იგი ითხოვს ჯ---- ლ----------მ გაწყვიტოს მასთან ყოველგვარი კავშირი. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მასშტაბიდან გამომდინარე. არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს ოჯახში იგივე, ან სხვა სახის დანაშაულის ჩადენა. ის, რომ ბრალდებულს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი ვერ გახდება მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი, პირიქით დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანთა თანდასწრებით პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს და ასეთ შემთხვევებში აუცილებელია შეფასდეს მოძალადის და დანაშაულის თვითმხილველი ბავშვების თანაცხოვრების საკითხი. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე. ადვოკატის აპელირება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადეს ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი, არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შეზღუდულ შესაძლებლობას ხელი არ შეუშლია დანაშაულის 4 ეპიზოდის ჩადენაში), ვერ გადაწონის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს. სასამართლოს შეფასებით, რომელიც ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის აუცილებელია მოძალადის დროებითი იზოლაცია და განრიდება ბავშვებისგან.

 

5.6. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია ითხოვს, მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით.

 

5.7. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ჯ---- ლ----------ს სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება. ჯ---- ლ----------ს, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული პირია და ამის გამო ძალადობს ოჯახში, საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა 116 ცალი ვაზნა და 6 ცალი მჭიდი, სასამართლოს შეფასებით, კერძო პრევენციის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, დამნაშავე პირს 2(ორი) წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას აუცილებელი არ არის, იარაღი დანაშაულის საგანი იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული.

 

6.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ---- ლ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. ჯ---- ლ----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.

 

2. ჯ---- ლ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. ჯ---- ლ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4. ჯ---- ლ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჯ---- ლ----------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება,6.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ჯ---- ლ----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 2 ნოემბრიდან.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა