განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 200100119003324981
საქმე N 1/317-19 (092080719003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 თებერვალი, 2020 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - თამარ კაპანაძე
სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თე--------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლა–--------–--------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–----------–-სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი - ა----------–---------------------------) - აღკვეთის ღონისძიების სახით - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - შეფარდებული
ადვოკატები - ბა------------–--–---–ი, ბო---------–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის შემოდგომის პერიოდში, ა-------------–----–----------------–---------–აში, ლ-–-----------–---–მა მამამისის მი----–---------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ, მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამამუშავებელ სახერხ საამქროში, რომელსაც თავად ამუშავებდა და უწევდა ზედამხედველობას, რეგისტრაციის გარეშე დაამონტაჟა მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ერთი ცალი ე.წ "ლენტური ხერხი"-ს დანადგარი მოწყობილობა, რაც აღმოჩენილი იქნა 2019 წლის 03 ივლისს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ლ-–----------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობით - მიმართვის წერილები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან თანდართული დოკუმენტებით, მოწმეების: ფრ-------–------–---–ის, გი-------------–-–---–ის, ლ-–----------–---–ის, მი----–---------–---–ის, გი-----------------–ის გამოკითხვის ოქმები, დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ, დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, დისკების დათვალიერების ოქმი და დოკუმენტები, შუამდგომლობა და განჩინება ამოღების ჩატარების შესახებ, ლ-–----------–---–ის ხელწერილი, დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ოქმით ლუქის ახსნისა და დალუქვის თაობაზე, საინჟინრო- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა N0--------, "napr.gov.ge"-ის და " oracle" -ის დათვალიერების ოქმები და დოკუმენტები, ამოღების ოქმი და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე, იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლ-–----------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვისას სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ 2018 წლის 11 მაისიდან საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებული და დასჯადია სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.
აღნიშნული ქმედება მიმართულია გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ და მისი ოქბიეტური შემადგენლობა გამოიხატება კანონმდებლობით დადგენილი წესის დაუცველად - რეგისტრაციის გარეშე მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟში მისი გამოყენების მიზნით. ქმედების საგანია სახერხი დანადგარი (ტექნიკა) და მოწყობილობა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესების და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის" მე-2 მუხლის მე-20 პუნქტი განმარტავს აღნიშნული დანაშაულის საგანს - სახერხი დანადგარი არის მრგვალის ხე-ტყის (მორის), ასევე, ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების ტექნოლოგიური საშუალებები ( დაზგა-დანადგარები და მოწყობილობები, მათ შორის, მათი სამაგრი მოწყობილობები.
ამავე რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟის დაწყებამდე დაარეგისტრიროს სახერხი საამქრო ელექტრონულ სისტემაში, ვებპორტალზე (https://emoe.gov.ge).
ქმედება სუბიექტური შემადგენლობის მხრივ განზრახია და გულისხმობს პირის ცოდნას და ნებელობას იმის შესახებ, რომ ქმედებით იგი არღვევს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ წესით დაკისრებულ ვალდებულებას სახერხი დანადაგარის მონტაჟის სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე.
3.2. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით - მიმართვის წერილები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან თანდართული დოკუმენტებით, მოწმეების: ფრ-------–------–---–ის, გი-------------–-–---–ის, ლ-–----------–---–ის, მი----–---------–---–ის, გი-----------------–ის გამოკითხვის ოქმები, დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ, დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, დისკების დათვალიერების ოქმი და დოკუმენტები, შუამდგომლობა და განჩინება ამოღების ჩატარების შესახებ, ლ-–----------–---–ის ხელწერილი, დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ოქმით ლუქის ახსნისა და დალუქვის თაობაზე, საინჟინრო- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა N0--------, "napr.gov.ge"-ის და " oracle" -ის დათვალიერების ოქმები და დოკუმენტები, ამოღების ოქმი და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით - უტყუარად დასტურდება განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-–----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო სხვა, ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.
სასჯელის სამართლიანობა, ერთი მხრივ, აკმაყოფილებს საზოგადოებრივ გრძნობას, მართლშეგნებას, რომ დანაშაულის ჩადენით ხელყოფილი სამართლიანობა აღდგენილი იქნა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ხელს უწყობს მსჯავრდებულის მხრივ სასჯელისადმი სწორი დამოკიდებულების შემუშავებას და შესაბამისად, სასჯელში გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა არ შეიძლება დაყვანილ იქნას მკაცრ სუბიექტურ შურისგებაზე.
ჰუმანიზმის პრინციპი ერთერთი განმსაზღვრელი პრინციპია სასჯელის დანიშვნისას და ამიტომ, აუცილებელია, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას დაცული იქნას ჰუმანიზმის პრინციპის ისეთი არსებითი ასპექტი, როგორიცაა ბრალეული პირისადმი დამოკიდებულება. ამის გამო საქართველოს სსკ 39-ე მუხლი მსჯავრდებულში პოზიტიური პასუხისმგებლობის აღდგენას ითვალისწინებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი თავისი არსით, დამნაშავის მორალურ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს, შესაბამისად, სასჯელის მიზანი არაა ფიზიკური ტანჯვისა ანდა ფსიქოლოგიურ-მორალური ტანჯვის იმაზე მეტად მიყენება დამნაშავისათის, ვიდრე მის მიერ ჩადენილი ქმედება და ქმედების ჩამდენი პიროვნებაა. გამომდინარე აქედან, ჰუმანიზმის პრინციპი გულისხმობს სამართლიანი სასჯელის ჰუმანურობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ასევე, სასამართლო განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა , არაადამიანური ან დამაცირებელი სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი). ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013, საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ-–----------–---–ისათვის სასჯელის დანიშვნისას, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, საზოგადოებრივ საშიშროების ხარისხს. სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, ითვალისწინებს და ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბრალდებული თავიდანვე აღიარებდა დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან), არ არის ნასამართლევი, გარდა ამისა, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე, ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, მის პირად და ეკონოკურ პირობებს, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულს აქვს შემოსავალი, იმ გარემოებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, აღნიშნავს, იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარეს არ ჰქონია მოთხოვნა სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, ბრალდებულს არ გააჩნია. ეს გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ არსებობს სასჯელის სახედ მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, მაგრამ, სასამართლოს აზრით, ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იქნება ზედმეტად მკაცრი. ხოლო არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი კი მიიღებს მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს, იქნება სასჯელის მიზნების მიღმა და ობიექტურად ვერ იქნება მიმართული ვერც დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნების მიღწევისაკენ, ხელს ვერ შეუწყობს ვერც დანაშაულის შემცირებას, ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, და, მით უმეტეს, ვერც ბრალდებულის რესოციალიზაციას, რადგან გამოიწვევს ბრალდებულის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისაგან დისტანცირებას, ვერ განმსჭვალავს ბრალდებულს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით და ვერ გახდება ბრალდებულის შემდგომი მართლზომიერი ქცევის გარანტი. ლ-–----------–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი არამართლზომიერი ქმედების ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედების სიმძიმის, მისი ჩამდენი პირის პიროვნების, ქმედების შემდეგ ბრალდებულის ქცევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად ობიექტურად საკმარისია სასჯელის - ჯარიმის გამოყენება, რაც არის ადეკვატური, პროპორციული, კონკრეტულ შემთხვევაში, ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნებისა, და რითაც მოცემულ შემთხვევაში დაცული იქნება ერთის მხრივ სამართლიანობის აღდგენა და მეორეს მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია და მიიღწევა სასჯელის მიზნები.
სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–----------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
უნდა მოხდეს დანაშაულის საგნის - ერთი ცალი მრგვალი ხე-ტყის (მორის) ლენტური ხერხის, ე.წ. ,,ველოსიპედი"-ს ტიპის სახერხი დანადგარის (დალუქული ლუქით NGEOIS 3055, ინახება ახ----ის მუ--–----–----------------–----------–აში მდებარე მი----–---------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ სახერხ საამქროში) საპროცესო კონფისკაცია;
ორი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
3 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფრიზა და სახერხი დანადგარი (დალუქული NGEOIS 3093, 3060 ლუქებით, ინახება ახ----ის მუ--–----–----------------–----------–აში მდებარე მი----–---------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ სახერხ საამქროში, ბეტონის სათავსოში), რომლებიც არ წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის საგნებს, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–----------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.
ლ-–----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები -
მოხდეს ერთი ცალი მრგვალი ხე-ტყის (მორის) ლენტური ხერხის, ე.წ. ,,ველოსიპედი"-ს ტიპის სახერხი დანადგარის (დალუქული ლუქით NGEOIS 3055, ინახება ახ----ის მუ--–----–----------------–----------–აში მდებარე მი----–---------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ სახერხ საამქროში) საპროცესო კონფისკაცია;
ორი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;
3 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფრიზა და სახერხი დანადგარი (დალუქული NGEOIS 3093, 3060 ლუქებით, ინახება ახ----ის მუ--–----–----------------–----------–აში მდებარე მი----–---------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ სახერხ საამქროში, ბეტონის სათავსოში), დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მფლობელს;
- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ კაპანაძე