განაჩენი

სისხლის სამართლის 24.02.2020
საქმის ნომერი
120100119003231150
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/270-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

14 თებერვალი 2020 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---------–---–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა---------–--------–----, დაბადებული 0---------წ., პ/ნ 4----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ----–---------–-–---–--------

 

ადვოკატი - ი--------------–---–-

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პ-ით - ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის,,ე“ ქ/პ-ით წარდგენილი ბრალდება

 

სასამართლომ დაადგინა:

ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის ნასამართლევმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა---------–--------–----- 2019 წლის 18 სექტემბერს ღამით დაახლოებით 22:00 საათზე ქ.ვ--–-–-, მ-----–-–---–---------ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ასასვლელ კიბეებზე ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს მ--------------–---- რამოდენიმეჯერ დაარტყა ფეხი ტანისა და თავის არეში, რის შედეგადაც მ--------- ხ---–--- დაგორდა კიბეებზე, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა ა---------–--------–----ს ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ა---------–--------–----ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ა---------–--------–---- დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის,,ე“ ქ/პ-ით წარდგენილ ბრალდებაში.

დაზარალებულ მ--------- ხ---–--ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, იყო მეზობლის სახლში პურის საჭმელად. ახალი დამსხდრები იყვნენ, როცა მათთან მივიდა მისი მეუღლე ა---------–--------–----. როცა შემოვიდა ოთახში მ---------ს სთხოვა, რომ მასპინძლებს ერთი ჭიქა არაყი დაელევინებინათ მისთვის. ა---------–მა სუფრასთან დალია დაახლოებით 7 ან 8 ჭიქა არაყი. გარკვეული დროის შემდეგ ა---------–მა სთხოვა მეუღლეს, რომ სახლში წასულიყვნენ, იგი მთვრალი იყო. როდესაც გავიდნენ გარეთ ა---------–ი რაღაცაზე უმიზეზოდ აუშარდა. სახლის ეზოში როცა შევიდნენ და კიბეზე ადიოდნენ ა---------–მა დაუწყო ჩხუბი მ---------ს, ეუბნებოდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. კიბეებზე წინ ა---------–ი მიდოდა, მ---------ი კი მას უკნიდან მისდევდა. ა---------–ი კიბის მე-8 საფეხურზე იქნებოდა, როცა ფეხი მოიქნია და წელში ჩაარტყა ცოლს, რომელიც ჩაიკეცა, მერე მეორედ ფეხი თავში ჩაარტყა, რაზეც მ---------ი დაგორდა კიბიდან და ბეტონზე დაარტყა თავი და სისხლი წამოუვიდა. მ---------მა კივილი ატეხა, ტკივილისგან ძირს გორაობდა, ვეღარ ჩერდებოდა, მერე რაღაცა მომენტში გონებაც დაკარგა. ამაზე ბავშვი გამოვიდა გარეთ და მეზობლის ქალები მიცვივდნენ.

 

მოწმე დ----------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის სექტემბრის თვეში შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობაზე, გამოცხადდნენ მისამართზე, სადაც დახვდათ დაზარალებული, რომელმაც განმარტა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, ა---------–--------–---- დააკავეს სახლის მიმდებარედ ყოველგვარი წინაღმდეგობის გაწევის გარეშე. დაზარალებულიც და ბრალდებულიც შეამოწმეს, ბრალდებულს დაუდგინდა სიმთვრალე, ხოლო დაზარალებული აღმოჩნდა ფხიზელი.

 

გ------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ტ------–--------–-------ან შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობაზე, ა---------–--------–----- იძალადა მეუღლეზე, გამოცხადდნენ მისამართზე, დაზარალებულმა განმარტა, რომ მეუღლემ კიბეებზე დააგორა. გარეგნული დათვალიერებით დაზარალებულს დაზიანებები ეტყობოდა.

გამომძიებელ თ------------–-–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მას სოციალური მუშაკის მონაწილეობით გამოკითხული ჰყავს არასრულწლოვანი ტ------–--------–----, რომელმაც განუმარტა მამის მხრიდან დედაზე ძალადობის ფაქტის შესახებ.

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ა---------–--------–----- აღიარა მის მიმართ ბრალად შესაცხული ქმედება. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი დანარჩენი მტკიცებულებები არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ გადახადა უდავოდ. ორივე მხარე სრულად ეთანხმება უდავო სახის მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

2019 წლის 19 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ვ--–-–-, მ-----–-–---–---------ში, შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის მეორე სართულზე ასასვლელი არის ბეტონის კიბე, კიბის დასაწყისში არის დასხმული ბეტონი, რომელზეც ამჩნევია სისხლისმაგვარი ლაქების კვალი. ადგილიდან აღებული იქნა ნიმუშები. ექსპერტმა ფ------------------- დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.

2019 წლის 19 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე შემოწმდა დაზარალებულ მ--------- ხ---–--ის ჩვენება, მ--------- ხ---–---მ მიუთითა ქ.ვ--–-–-, მ-----–-–---–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე, სადაც მიაყენა შეურაცხყოფა მეუღლემ ა---------–--------–-----, კერძოდ ტანის და თავის არეში, რის შედეგადაც დაგორდა კიბეზე, აღნიშნულის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გაიტეხა თავი.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 6--------- დასკვნით დადგენილია, რომ მ--------- ხ---–--ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრვი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

ექსპერტმა დ-------------–---–-- დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმების ოქმის თანახმად ა---------– გ------–---- დაუდგინდა სიმთვრალე- 0,783% პრომილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენით ა---------–--------–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე ვადით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის ნასამართლევმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა---------–--------–----- 2019 წლის 18 სექტემბერს ღამით დაახლოებით 22:00 საათზე ქ.ვ--–-–-, მ-----–-–---–---------ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ასასვლელ კიბეებზე ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს მ--------------–---- რამოდენიმეჯერ დაარტყა ფეხი ტანისა და თავის არეში, რის შედეგადაც მ--------- ხ---–--- დაგორდა კიბეებზე, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. აქვე საგულისხმოა, რომ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის არ არის სავალდებულო, ფიზიკურმა შეურაცხყოფამ გამოიწვიოს განსაკუთრებული ხარისხის ტკივილი. ძალადობის შედეგად ნებისმიერი მასშტაბის ფიზიკური ტკივილის განცდა, საკმარისია ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის. საქმის გამოკვლევით დადგენილია, რომ დაზარალებულმა განიცადა ტკივილი, რაც უკავშირებდა მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას.

 

რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა---------–--------–---- და მ--------- ხ---–--- არიან მეუღლეები.

 

ზემოთ განხილული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 18 სექტემბერს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ა---------–--------–----- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს - მეუღლეს მ--------------–----.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მ--------- ხ---–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულ მ--------- ხ---–--ის თავზე არსებული დაზიანებები, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნით. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია დაზიანებების ლოკაციას და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომ მდგომარეობას, შესაბამისად სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ--------- ხ---–--ისათვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა---------– გ------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებად სასამართლო მიიჩნევს დანაშაულის ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ე“ ქ/პ-ის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სასჯელის მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს ა---------–--------–----ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის 1 წლის ვადით შეფარდება, რაც, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენს საკმარის ღონისძიებას მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერებისა და მომავალში ახალი დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა---------–--------–---- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ა---------– გ------–---- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

ა---------– გ------–---- სასჯელი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 19 სექტემბრიდან.

 

4. ა---------–--------–----ს მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდეს;

 

5. ნივთიერი მტკიცებულებები: მ--------- ხ---–--ისაგან აღებული სისხლის ნიმუში და შემთხვევის ადგილიდან აღებული სისხლისმაგვარი ლაქების ნიმუშების ანაწმენდები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

6. განაჩენი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლუიზა თოდუა