განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
330100120003451203
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/426-20 (#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - ა-----------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ს---------------------------------------------- - დაბადებული 1----–-–---------–---, ი----------–-----------------–---- მოქალაქე, რეგისტრირებული: ი----------–-----------------–------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ი----------–-----------------–--------------–-

 

ადვოკატი - თ--------------–---–-

 

თარჯიმანი - ს---------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 26 დეკემბერს, 19:30 საათზე, თბილისში, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებული იქნა ი----------–-----------------–---- მოქალაქე ჰ------------------------ (-------------------, რომელმაც ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტები: ორმაგი მოქალაქის - ფ-----------–--- (--------------), პირადი ნომრით 0----------, სახელზე შევსებული: საქართველოს მოქალაქის N--------- პასპორტი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა N--------- .

 

1.2. 2019 წლის 26 დეკემბერს, 19:30 საათზე, თბილისში, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებული იქნა ი----------–-----------------–---- მოქალაქე ჰ------------------------ (-------------------, რომელმაც გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა, ორმაგი მოქალაქის - ფ-----------–--- (--------------), პირადი ნომრით 0----------, სახელზე გაცემულ, საქართველოს მოქალაქის N--------- პასპორტს, რომლის 48-ე გვერდზე დატანილია საქართველოდან გასვლის აღმნიშვნელი თარით-დამღა მაშინ, როცა ფ-----------–--- 2019 წლის 26 დეკემბერს არ დაუტოვებია საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №------დასკვნა, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N-----დტ და N----/დტ დასკვნა, ამოღების ოქმები, ნივთმტკიცებები და სხვ.) ერთობლიობა ს------------------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს------------------------მ ჩაიდინა:

2.1. დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, ჩადენილი ანგარებით და სხვა პირადი მოტივით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით;

2.2. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. ს-----------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.

3.2. ს-----------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ს------------------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა - 7000-7000 ლარის ოდენობით, საბოლოოდ, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით უნდა შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს------------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს------------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 26 დეკემბრიდან 2020 წლის 25 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, ს------------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ს------------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ორმაგი მოქალაქის ფ-----------–--- (--------------), პირადი ნომრით 0----------, სახელზე შევსებული საქართველოს მოქალაქის N--------- პასპორტი, ს-----------------------ს სახელზე გაცემული ჩასხდომის ბარათი და ელექტრონული ბილეთი (ინახება ს----------–-------–-–-----------------------------–-------------------------------–------------------------------–-----------------–----–-–------–-) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ორმაგი მოქალაქის ფ-----------–--- (--------------), პირადი ნომრით 0----------, სახელზე შევსებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა N---------; გ------------------–---–-ს კუთვნილი საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი; ს------------------------ს (------------------- სახელზე შევსებული ი----------–-----------------–---- მოქალაქის NI-------- პასპორტი; ს------------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი (ინახება ს----------–-------–-–-----------------------------–-------------------------------–------------------------------–-----------------–----–-–------–-) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია