გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2020
საქმის ნომერი
120210119003284615
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/743-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 თებერვალი, 2020 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ფ-----------------------–ო’’;

წარმომადგენელი - გ---------------–---–ი;

მოპასუხე - ზ------ი ზ--------ე;

წარმომადგენელი - გ----------------ე

მოპასუხეები - ხ------- ზ--------ე; დ-------ი დ-------ე; თ----- ზ--------ე;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს ზ------ი ზ--------ეს, ხ------- ზ--------ესა და დ-------ი დ-------ეს N2-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დააკისროთ დავალიანების 8328.68 ლარის გადახდა ს/ს " ფ-----------------------–ოს" სასარგებლოდ, აღნიშნულიდან სესხის ძირი თანახა 4414.08 ლარი, სარგებელი 3763,52 ლარი, საურავი 130.08 ლარი და სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფასური 21.00 ლარი.

1.2. მოპასუხეებს ზ------ი ზ--------ეს, თ-----ი ზ--------ესა და დ-------ი დ-------ეს N2-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დააკისროთ დავალიანების 13,968.15 ლარის გადახდა ს/ს "ფ-----------------------–ოს" სასარგებლოდ, აღნიშულიდან სესხის ძირი თანხაა 6578.98 ლარი, სარგებელი 7079.83 ლარი, საურავი 284.66 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა 24.68 ლარი.

1.3. მოპასუხეს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 668.92 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის საფასური 50 ლარი.

1.4. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2017 წლის 18 ივლისს N2-------------- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა ზ------ი ზ--------ემ ს.ს ,,ფ----------------------–--სგან სესხად მიიღო 8000.00 (რვა ათასი) ლარი 1098 დღის ვადით, 18.07.2017 წლიდან 20.07.2020 წლამდე. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 27.00% წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

სესხს ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ხ------- ზ--------ესთან და დ-------ი დ-------ესთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 11,900.00 (თერთმეტი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით.

2019 წლის 17 მაისს სესხის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება, რომლის დროსაც განისაზღვრა არსებული დროისთვის მიმდინარე დავალიანება 4119.09 ლარის ოდენობით და შედგა ახალი გადახდის გრაფიკი. ასევე 2019 წლის 28 ივნისს აღნიშნულ სესხის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით განისაზღვრა არსებული დორისთვის მიმდინარე დავალიანება 4414.08 ლარის ოდენობით და შედგა ახალი გადახდის გრაფიკი.

2018 წლის 18 სექტემბრის N2-------------- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა ზ------ი ზ--------ემ სს ,,ფ----------------------–--სგან" სესხად მიიღო 7000.00 (შვიდი ათასი) ლარი 1098 დღის ვადით, 18.09.2018 წლიდან 20.09.2021 წლამდე. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 33.00% წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

სესხს ხელშეკრულება უზრუნვეყოფილია თ-----ი ზ--------ესთან და დ-------ი დიასამიმესთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 11,200.00 (თერთმეტი ათას ორასი) ლარის ოდენობით.

2019 წლის 17 მაისს სესხის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება, რომლის დროსაც განისაზღვრა არსებული დროისთვის მიმდინარე დავალიანება 6109.85 ლარის ოდენობით და შედგა ახალი გადახდის გრაფიკი. ასევე 2019 წლის 28 ივნისს აღნიშნულ სესხის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით განისაზღვრა არსებული დორისთვის მიმდინარე დავალიანება 6578,98 ლარის ოდენობით და შედგა ახლი გადახდის გრაფიკი.

სესხის ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი, მზღვეველი: სს „სადაზღვევო კომპანია ჯ----------–-----ი, დამზღვევი ზ------ი ზ--------ე, ხოლო მოსარგებლე სს „ფ----------------------–--.’’ საწყისი სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 7,000.00 (შვიდი ათასი) ლარით, ხოლო სადაზღვევო პრემიის ოდენობა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%, რომლის ყოველთვიური გადახდის ოდენობა მოცემულია სესხის დაფარვის გრაფიკში სადაზღვევო პოლისის დანართის 3.1 პუნქტის თანახმად დამზღვევის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევიდან 93 დღის შემდგომ, დაზღვევა ავტომატურად ითვლება გაუქმებულად. შესაბამისად, 93 დღის შემდგომ წყდება დაზღვევის ღირებულების თანხის დარიცხვაც.

მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების დასაფარად.

მოპასუხეებს ზ------ი ზ--------ეს, ხ------- ზ--------ესა და დ-------ი დ-------ეს N2-------------- სესხის ხელშეკრულების მიხედვით ს.ს "ფ----------------------–--ს" მიმართ გადასახდელი აქვთ: 8328.68 ლარი. აღნიშნულიდან სესხის ძირი თანახა 4414.08 ლარი, სარგებელი 3763.52 ლარი, საურავი 130.08 ლარი და სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფსური 21.00 ლარი.

მოპასუხეებს ზ------ი ზ--------ეს, დ-------ი ზ--------ესა და თ-----ი ზ--------ეს N2-------------- სესხის ხელშეკრულების მიხედვით ს.ს "ფ----------------------–--ს" მიმართ გადასახდელი აქვთ: 13.968.15 ლარი. აღნიშულიდან სესხის ძირი თანხაა 6578.98 ლარი, სარგებელი 7079.83 ლარი, საურავი 284.66 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა 24.68 ლარი.

ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა: ყადაღა დაედოს დ-------ი დ-------ის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებას, კერძოდ: ავტოსატრანსპორტო საშუალება მოდელი ფ--------------------------–-–------------------------------–------–--–------.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა ზ------ი ზ--------ემ, ხ------- ზ--------ემ, დ-------ი დ-------ემ და თ----- ზ--------ემ დაადასტურეს ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტი ძირი თანხის ნაწილში, თუმცა დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ სცნეს.

მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ თანახმა არიან ბანკის სასარგებლოდ დაეკისროთ 4414,08 ლარი ძირი თანხის სახით და სხვა დანარჩენ ნაწილში სარჩელს არ ცნობენ.

ასევე თანახმა არიან ბანკის სასარგებლოდ დაეკისროთ 6578,98 ლარი ძირი თანხის სახით, სხვა დანარჩენ ნაწილში სარჩელს არ ცნობენ.

ვინაიდან შესაგებელით ცნობენ სარჩელს ნაწილობრივ, ამიტომ სარჩელის ცნობის ნაწილში სასამართლოს ხარჯები არ უნდა დაეკისროთ, ასევე არ უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის საფასური.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 18 ივლისს N2-------------- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა ზ------ი ზ--------ემ სს ,,ფ----------------------–--“-სგან სესხად მიიღო 8000.00 (რვა ათასი) ლარი 1098 დღის ვადით, 18.07.2017 წლიდან 20.07.2020 წლამდე. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 27.00% წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის ხელშეკრულების ასლი;

სესხის გადახდის გრაფიკის ასლი;

 

3.1.2. სესხს ხელშეკრულება უზრუნვეყოფილია ხ------- ზ--------ესთან და დ-------ი დ-------ესთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 11,900.00 (თერთმეტი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თავდებობის წერილის ასლი;

 

3.1.3. 2019 წლის 17 მაისს სესხის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება, რომლის დროსაც განისაზღვრა არსებული დროისთვის მიმდინარე დავალიანება 4119.09 ლარის ოდენობით და შედგა ახალი გადახდის გრაფიკი. ასევე 2019 წლის 28 ივნისს აღნიშნულ სესხის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით განისაზღვრა არსებული დროისთვის მიმდინარე დავალიანება 4414.08 ლარის ოდენობით და შედგა ახალი გადახდის გრაფიკი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ცვლილების ხელშეკრულების ასლი;

 

3.1.4. 2018 წლის 18 სექტემბრის N2-------------- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა ზ------ი ზ--------ემ სს ,,ფ----------------------–--“-სგან სესხად მიიღო 7000.00 (შვიდი ათასი) ლარი 1098 დღის ვადით, 18.09.2018 წლიდან 20.09.2021 წლამდე. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 33.00% წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის ხელშეკრულების ასლი;

 

3.1.5. სესხს ხელშეკრულება უზრუნვეყოფილია თ-----ი ზ--------ესთან და დ-------ი დ-------ესთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 11,200.00 (თერთმეტი ათას ორასი) ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თავდებობის წერილის ასლი;

 

3.1.6. 2019 წლის 17 მაისს სესხის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება, რომლის დროსაც განისაზღვრა არსებული დროისთვის მიმდინარე დავალიანება 6109.85 ლარის ოდენობით და შედგა ახალი გადახდის გრაფიკი. ასევე 2019 წლის 28 ივნისს აღნიშნულ სესხის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით განისაზღვრა არსებული დროისთვის მიმდინარე დავალიანება 6578,98 ლარის ოდენობით და შედგა ახლი გადახდის გრაფიკი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ცვლილების ხელშეკრულების ასლი;

 

3.1.7. სესხის ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი, მზღვეველი: სს „სადაზღვევო კომპანია ჯ----------–-----ი , დამზღვევი ზ------ი ზ--------ე, ხოლო მოსარგებლე სს „ფ----------------------–--.’’ საწყისი სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 7,000.00 (შვიდი ათასი) ლარით, ხოლო სადაზღვევო პრემიის ოდენობა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%, რომლის ყოველთვიური გადახდის ოდენობა მოცემულია სესხის დაფარვის გრაფიკში სადაზღვევო პოლისის დანართის 3.1. პუნქტის თანახმად დამზღვევის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევიდან 93 დღის შემდგომ, დაზღვევა ავტომატურად ითვლება გაუქმებულად. შესაბამისად, 93 დღის შემდგომ წყდება დაზღვევის ღირებულების თანხის დარიცხვაც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სიცოცხლის დაზღვევის პოლისი;

 

3.1.8. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების დასაფარად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გაფრთხილების წერილების ასლები;

უკუგზავნილი საქართველოს ფოსტიდან;

 

3.1.9. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასღულებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის ხელშეკრულების 4.9. პუნქტი;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხეებს ზ------ი ზ--------ეს, ხ------- ზ--------ესა და დ-------ი დ-------ეს N2-------------- სესხის ხელშეკრულების მიხედვით ს.ს "ფ----------------------–--ს" მიმართ გადასახდელი აქვთ: 8328.68 ლარი. აღნიშნულიდან სესხის ძირი თანახა 4414.08 ლარი, სარგებელი 3763.52 ლარი, საურავი 130.08 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის გადახდის ისტორია;

 

3.2.2. მოპასუხეებს ზ------ი ზ--------ეს, დ-------ი ზ--------ესა და თ-----ი ზ--------ეს N2-------------- სესხის ხელშეკრულების მიხედვით ს.ს "ფ----------------------–--ს" მიმართ გადასახდელი აქვთ: 13.968.15 ლარი. აღნიშულიდან სესხის ძირი თანხაა 6578.98 ლარი, სარგებელი 7079.83 ლარი, საურავი 284.66 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა 24.68 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სესხის გადახდის ისტორია;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,ფ----------------------–--ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56, 316-317-ე, 361-ე, 416-417-ე, 420-ე, 463-ე, 524-ე, 623-625-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებლებზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ზ------ი ზ--------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მოპასუხე ზ------ი ზ--------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელეს გადახდა.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 4414,08 ლარი ხოლო 2018 წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 6578,98 ლარი რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ ცნო სარჩელი მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3763,52 ლარის ხოლო 2018 წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 7079,83 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეთა მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ფ----------------------–--ს'' და ზ------ი ზ--------ეს შორის 2017 წლის 18 ივლისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ფ----------------------–--ს'' და მეორეს მხრივ ხ------- ზ--------ესთან და დ-------ი დ-------ესთან სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა ხ------- ზ--------ემ და დ-------ი დ-------ემ - იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 11900 ლარით.

ასევე სს ''ფ----------------------–--ს'' და ზ------ი ზ--------ეს შორის 2018 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ფ----------------------–--ს'' და მეორეს მხრივ თ-----ი ზ--------ესთან და დ-------ი დ-------ესთან სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა თ-----ი ზ--------ემ და დ-------ი დ-------ემ - იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 11200 ლარით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2017 წლის 18 ივლისის და 2018 წლის 18 სექტემბრის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 18.07.2017 წლის ხელშეკრულებით 130.08 ლარი და 18.09.2018 წლის ხელშეკრულებით 284,66 ლარი რაიმე გარემოება, იმისა, რომ მოპასუხე მხარეს გააჩნია სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი, არ დასტურდება შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების 4.9 პუნქტით განსაზღვრულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. შესაბამისად, გადაწყვეტილება ფულადი ვალდებულების შესრულების მოპასუხე დალი ნებაძისათვის დაკისრების მოთხოვნით უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. რაც შეეხება მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნას ამ ნაწილში მოსარჩელის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. შუამდგომლობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამ გარემოების მომწესრიგებელ ნორმათა იმპერატიული მოთხოვნებიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაბამისად, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს" სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად და სარჩელის ცნობის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს ზ------ი ზ--------ეს, ხ------- ზ--------ეს და დ-------ი დ-------ეს 2017 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით (გადახდილი ბაჟი 249,86 ლარი), სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 117,44 ლარის გადახდა, ხოლო 132,42 დაუბრუნდეს მოსარჩელეს ხაზინიდან. ასევე მოპასუხე მხარეს ზ------ი ზ--------ეს, თ-----ი ზ--------ეს და დ-------ი დ-------ეს 2018 წლის 18 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით (გადახდილი ბაჟი 419 ლარი), სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 221,63 ლარის გადახდა, ხოლო 197,36 დაუბრუნდეს მოსარჩელეს ხაზინიდან. ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 50 ლარის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ბაჟის და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის 21 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედო დ-------ი დ-------ის (პ/ნ0----------) საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებას, კერძოდ: ავტოსატრანსპორტო საშუალება მოდელი ფ--------------------------–-–------------------------------–------–--–------. საქმის შედეგის მიხედვით უნდა დარჩეს უცვლელი.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,, ფ----------------------–--ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე მხარეს ზ------ი ზ--------ეს (პ/ნ 0----------), ხ------- ზ--------ეს (პ/ნ0----------) და დ-------ი დ-------ეს (პ/ნ 0----------) სს ,,ფ----------------------–--ს’’ (ს/კ2--------) სასარგებლოდ 2017 წლის 18 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 8328,68 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4414,08 ლარი, პროცენტი – 3763,52 ლარი, პირგასამტეხლო - 130,08 ლარი.

1.2. მოპასუხე მხარეს ზ------ი ზ--------ეს (პ/ნ 0----------), თ-----ი ზ--------ეს (პ/ნ1----------) და დ-------ი დ-------ეს (პ/ნ 0----------) სს ,,ფ----------------------–--ს’’ (ს/კ2--------) სასარგებლოდ 2018 წლის 18 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 13968,15 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6578,98 ლარი, პროცენტი – 7079,83 ლარი, პირგასამტეხლო - 284,66 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 24,68 ლარი.

2. მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს" სასარგებლოდ მოპასუხე ზ------ი ზ--------ეს, ხ------- ზ--------ეს და დ-------ი დ-------ეს სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 117,44 ლარის გადახდა.

ასევე მოპასუხე ზ------ი ზ--------ეს, თ-----ი ზ--------ეს და დ-------ი დ-------ეს სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 221,63 ლარის გადახდა.

- სს ,,ფ----------------------–--ს’’ (ს/კ2--------) ხაზინიდან დაუბრუნდეს 11.11.2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 329,78 ლარი.

ასევე, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 50 ლარის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ბაჟის და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის 21 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი