განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/323-20
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ვ------- ხ------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
გ------- მ-------–--ე - დაბადებული 1--- წლის 1--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ვ-------–-------------------------------------
ადვოკატები - გ---–--– ძ---------ი
კვალიფიკაცია:
გ------- მ-------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 11 დეკემბერს, საღამოს საათებში, გ------- მ-------–--ემ, ქ. თბილისი, ზ--------------------------------ში მდებარე შპს ,,ფ--------–-------–------ში“ ყოფნისას სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ამავე მაღაზიის კუთვნილ 138 ლარად ღირებულ ალკოჰოლურ სასმელს - ,,O-----------------------------“ ფირმის ბრენდის.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- მ-------–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისი, ზ--------------------------------ში მდებარე შპს ,,ფ--------–-------–------ში“ ყოფნისას სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ამავე მაღაზიის კუთვნილ 138 ლარად ღირებულ ,,O-----------------------------“ ფირმის ბრენდის.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- მ-------–--ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. გ------- მ-------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - შ--–-- ც---–---ის, ს--–---- ფ------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, მომართვის წერილი შპს ,,ფ--------–-------–------იდან“, სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- მ-------–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობის მცდელობით, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების მცდელობით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------- მ-------–--ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. გ------- მ-------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. გ------- მ-------–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. გ------- მ-------–--ეს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის მცდელობაში, რომელსაც აღიარებს და ინანიებს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდაოდ, ნასამართლობის არ მქონე პირია, არის დაოჯახებული, ყავს მცირეწლოვანი შვილი.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, გ------- მ-------–--ეს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, გ------- მ-------–--ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმა გადახდისუნარიანობის ფარგლებში.
6.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გ------- მ-------–--ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
7. ნივთმტკიცება:
7.1. ს--–---- ფ------–---–ისაგან ამოღებული ერთი ცალი ალკოჰოლური სასმელი ,,O----------’“, ინახება ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, ვ-–----–----–----------------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- მ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. გ------- მ-------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მსჯავრდებულ გ------- მ-------–--ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. მსჯავრდებულ გ------- მ-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
5.ნივთმტკიცება:
5.1. ს--–---- ფ------–---–ისაგან ამოღებული ერთი ცალი ალკოჰოლური სასმელი ,,O----------’“, ინახება ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, ვ-–----–----–----------------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/