განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
040100120003473065
დავის ტიპი
303 1
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 040100120003473065

საქმე N (1/15–2---)

განაჩენი

საქართველოს სახელით

19 თებერვალი 2020 წელი ცაგერი

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - ბექა ვირსალაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ------ შ--–---------

დაცვის მხარე:

ბრალდებული– ა------ მ---------–-

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №------------

ბრალდებულ ა------ მ---------–-ს მიმართ

მამის სახელი: ი------;

დაბადებული: 1-.01.1--- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ა---------–- ს-–----–--;

პირადი ნომერი: 3----------;

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;

რეგისტრირებული: ქვეყანა-საქართველო; რაიო-- - ო--, სოფელი - უ–----

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო; რაიო-- - ო--, სოფელი - უ–----

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

1.2--- წლის 03 ნ--------- ო--ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ–----- მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიო--ს ნაპირზე, ე. წ „------------ ჭალაზე„ ა------ მ---------–-- უკანონოდ მოჭრა 10 ძირი თხმელის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიადგა 1--- ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, არაერთგზის

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ( 2020 წლის 06 თ-------–-- წინასასამართლო სხდომის ოქმი, (ს.ფ.94 – 100).

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

4. ა------ მ---------–-- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, გ-----------–----- ზ------------–----- დ--------------- მიერ, გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარისების უწყისით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თხმელის ჯიშის მცენარის უკანონო მოპოვებით გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1--- (ათას ორას სამოცი) ლარი (ს.ფ.25–26) .

 

6.დაზარალებულის, საქართველოს გ------------–---------------–----------------------------------------------–----- ზ------------–----- დ--------------- დ-----–---------------–--------------–--- წარმომადგენლის, გ--- რ---–---–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2--- წლის 03 ნ--------- სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა მის თანამშრომლებთან, ამავე განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტთან, გიგა ხონელიძესთან ერთად. პატრულირებდნენ ო--ს მუნიციპალიტეტში, ო---შ----- საავტომობილო გზაზე, დაახლოებით 16-17 საათზე ო-- შ----- ცენტრალური საავტომობილო გზიდან მდინარე რიო--ს მარჯვენა სანაპიროზე შენიშნეს შეშით დატვირთული ავტომანქანა გაზ-53, რა დროსაც სამსახურეობრივი ავტომანქანით ჩავიდნენ მდინარე რიო--ს ჭალაზე, სადაც გაჩერებული იდგა შეშით დატვირთული ავტომანქანა. მისვლისთანავე მათმა მოითხოვეს ხე-ტყის ჭრის კანო--ერების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ა------ მ---------–-- ვერ წარმოადგინა და განაცხადა რომ არ ქონდა არანაირი დოკუმენტი და ხე ტყეს ჭრიდა უკანონოდ. აღნიშნულის გამორკვევის შემდეგ მოხდა მონაცემების აღება, ხე ტყის აზომვა, ა------ მ---------–-სათვის ახსნა განმარტების ჩამორთმევა და შესაბამისი აქტის შედგენა (ს.ფ. 54 –56)

 

7.2--- წლის 26 დ--------- დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ა------ მ---------–-- დანაშაული ჩაიდინა 2--- წლის 03 ნ--------- (ს.ფ.67-69);

 

8. ა------ მ---------–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: ბრალდებულ ა------ მ---------–-ს გამოკითხვის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოცხრილით; ცნობით ა------ მ---------–-ს ნასამართლეობის შესახებ; ცნობით ა------ მ---------–-ს ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ა------ მ---------–-ს შესახებ; ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან; ინფორმაციით ბრალდებულ ა------ მ---------–-ს შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; მიმართვით ო--ს რაიონული სამმართველოსადმი; მიმართვით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურისადმი; ა------ მ---------–-ს ახსნა განმარტებით; მიღება ჩაბარების აქტით; მიმართვით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსადმი; მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი; დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ; დადგენილებით ბრალდების შესახებ; შუამდგომლობით აღკვეთის ღო--სძიების შეფარდების შესახებ და სხვა.

 

9.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ა------ მ---------–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, არაერთგზის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

10. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ მ---------–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

11. ა------ მეტრეველს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

12. ა------ მ---------–-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ოჯახური მდგომარეობა (არის ეკონომიურად უკიდურესად ხელმოკლე, დაოჯახებული), ხასიათდება დადებითად. რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და იღებს შესაბამის ფულად შემწეობას

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

1-. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა------ მ---------–- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი, რომელიც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა------ მ---------–-ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანო--ს წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.

 

ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანო--ს წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ხასიათდება დადებითად, არასდროს ყოფილა ნასამართლევი და არის სუფთა წარსულის მქონე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).

 

იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ა------ მ---------–-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 14-ე ნაწილით, 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ბრალდებული ა------ მ---------–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

2.გაუქმდეს ა------ მ---------–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთი ღო--სძიება -გირაო.

 

3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ა------ მ---------–-ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ამოღებული 2,5 კუბური მეტრი თხმელის ჯიშის ხე-მორი, რომელიც ინახება ო--ს რაიო--ს სოფელ უ–----ში და მიბარებული აქვს ა------ მ---------–-, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

 

5.განაჩენი კანო--ერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი