გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 411310020003436414
საქმე №3/2-20
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 თებერვალი, 2020 წელი ქ. კასპი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი
მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი: ლ--–- მ-----–-–---–-
მოპასუხე: ლ--–- გ--------
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საარსებო შემწეობის - 100 (ასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნების) ვალდებულების დაკისრება.
სარჩელის თანახმად, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონულ განყოფილებაში დაფიქსირდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლ--–- გ--------მ (პირ. № 2----------) 2018 წლის სექტემბერში უკანონოდ აიღო საარსებო შემწეობის თანხა. მას და მისი ოჯახის წევრებს - ნ---- (პირ. № 2----------), თ------ (პირ. № 2----------) და გ------- პ-------–---–ებს (პირ. № 2----------) დაუფიქსირდათ გარკვეული შემოსავალი.
მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც 2018 წლის სექტემბრის თვეში მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 250 (ორასორმოცდაათი) ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში.
ვინაიდან მოპასუხის მიერ უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობის თანხის ნაწილი ჯერ 60 (სამოცი) ლარი, ხოლო სარჩელის სასამართლოში აღძვრის შემდეგ 90 (ოთხმოცდაათი) ლარი ოჯახის მიერ გადახდილია, მოსარჩელემ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას მოითხოვა დარჩენილი 100 (ასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლ--–- გ--------ს ოჯახს 2016 წლის 29 დეკემბრიდან დაენიშნა სოციალური დახმარება; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 31760-ს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ კასპის სოციალური მომსახურების განყოფილებას განცხადებით მიმართა მოპასუხე ლ--–- გ--------მ, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.3. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ლ--–- გ--------ს და მისი ოჯახის წევრებს - ნ---- (პირ. №2----------), თ------ (პირ. №2----------) და გ------- პ-------–---–ებს (პირ. №2----------) დაუფიქსირდათ გარკვეული შემოსავალი.
მტკიცებულება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ 2018 წლის 4 ოქტომბრის № 04/52800; 2018 წლის 19 დეკემბრის № 04-13-04/2959 და № 04-13-04/2959 წერილი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ოჯახის დეკლარაცია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მოსარჩელე მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მოპასუხემ მიიღო საარსებო შემწეობის თანხა, რაც მას არ ეკუთვნოდა.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები", საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.
,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ლ--–- გ--------ს ოჯახს 2016 წლის 29 დეკემბრიდან დაენიშნა სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა 50 ლარის ოდენობით ოჯახის 5 წევრზე; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 31760-ს;
იმავე ,,წესის” მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი არის ამ წესის მიზნებისათვის, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება;
მითითებული დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
დადგენილია, რომ ლ--–- გ-------- მუშაობდა სსიპ კ-----------–----–----------------–--------------------------–-ში, მისი ოჯახის წევრები - ნ---- პ-------–---–ი მუშაობდა შპს ,,ჩ------------------------ი"-ში, თ------ პ-------–---–ი - შპს ,,რ---------"-ში, ხოლო გ------- პ-------–---–ი კი - შპს ,,ო--------–-"-ში, რის შესახებ მოპასუხეს შესაბამისი ორგანოსათვის არაფერი უცნობებია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 250 (ორასორმოცდაათი) ლარი, თუმცა მოპასუხის მიერ ბიუჯეტში დაბრუნებულია 150 (ასორმოცდაათი) ლარი. გადასახდელად დარჩენილია 100 (ასი) ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობამ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილების სარჩელი ლ--–- გ--------ს მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. ლ--–- გ--------ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის სექტემბერში ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების - 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. კასპი, გ. სააკაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი