განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/32-2020
(130100120003498162)
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27.02. 2020 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ანნა მოსიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - როზა სამუშია
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კუ------ ალექსის ძე მ---------–---–ი, დაბადებული 17.08.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------- საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქალაქ ხაშურში, ლ----------- N1.
ადვოკატი - თ-------–----ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ კუ------ მ---------–---–ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
კუ------ მ---------–---–მა, მართავდა რა სატრანსპორტო საშუალებას, ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 08 იანვარს ქალაქ ხაშურში, სააკაძის ქუჩაზე უკუსვლით მოძრაობის დროს „ოპელ ვექტრას“ მარკის ა/მანქანით სახ.NZLZ-017 მოძრაობის დროს, კუ------ მ---------–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ეთ-----–-----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
ე.ი. კუ------ მ---------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
კუ------ მ---------–---–ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა დასტურდება მოწმეების: გიორგი პოპოვის, ხათუნა თათარიშვილის, ლერი მეხრიშვილის, გელა შუბითიძის, ჯემალ ტუსიაშვილის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ეთ-----–-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტოტექნიკური, ქიმიური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ როზა სამუშიასა და ბრალდებულ კუ------ მ---------–---–ს შორის ადვოკატ თ-------–----ძის მონაწილეობით.
პროკურორმა როზა სამუშიამ 2020 წლის 26 თებერვალს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ კუ------ მ---------–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
პროკურორმა იშუამდგომლა: კუ------ მ---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01(ერთი) წელი.
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული კუ------ მ---------–---–ი და მისი ადვოკატი თ-------–----ძე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული კუ------ მ---------–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ. რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც პროკურორ როზა სამუშიას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ როზა სამუშიასა და ბრალდებულ კუ------ მ---------–---–ს შორის 2020 წლის 26 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება:
3. კუ------ მ---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
4. კონტროლი და დახმარება ბრალდებულ კუ------ მ---------–---–ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიიჩნევს, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი