განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
330100119003148308
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3831-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – მ------ ბ-------–---–ის

ბრალდებულ – მ-–--– შ----ის

ადვოკატ – ხ----- ყ-------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– მ-–--– ვ-–------–---ს ასულ შ----ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებულის), საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის: ქ------–--–-------–-------–---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–----------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-–--– შ----ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

მ-–--– შ----ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ--–--------–--–---–----------------–--–----- კორპუსის სადარბაზოს პირველ სართულზე, მ-–--– შ----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზურგისა და მუცლის არეში, მის ხელთ არსებული საგნის რამდენჯერმე დარტყმით, ი---–-- კ-–----------ას მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ე.ი. მ-–--– შ----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ-–--– შ----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ 2019 წლის 26 ივნისს, ი---–-- კ-–----------ას დაზიანებები მიაყენა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ლ---- კ-----------ს საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ი---–-- კ-–----------ასთან წარმოშობილი სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ისინი უკან გამოვიდნენ ლიფტიდან და ჩხუბით გადაინაცვლეს კიბეებზე. რამდენადაც ი---–-- კ-–----------ა ფიზიკურად იყო მასზე ბევრად ძლიერი და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და უპირისპირდებოდა ფიზიკურად, თვითონ აღმოჩნდა თავდაცვით მდგომარეობაში, რის გამოც, თავისი ხელჩანთიდან ამოიღო თანნაქონი დასაკეცი დანა და დაკეცილ მდგომარეობაში გამოიყენა ი---–-- კ-–----------ას მოსაგერიებლად. ბრალდებულის განმარტებით, მას დანა არ გაუხსნია და ი---–-- კ-–----------ას ჭრილობები მიაყენა დანის სახელურით და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. წასვლის მიზეზი იყო არა მიმალვა, არამედ კონფლიქტის გაგრძელების თავიდან არიდება.

 

მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის შესახებ, მ-–--– შ----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

სასამართლო სხდომაზე დისტანციური წესით დაკითხვისას დაზარალებულმა ი---–-- კ-–----------ამ განმარტა, რომ 2019 წლის 25 ივნისს, გვიან ღამით, მეგობარ ო----- ფ-----------სთან და მის დასთან - მ-–--– შ----ესთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, რ---------–-----------ზე მდებარე ხ----–-------–ში, სადაც მათთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მისი და ო-----ს მცირეწლოვანი შვილები. ხ----–-------–ში ყოფნისას მან და ო----- ფ-----------მ მიიღეს დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი, ხოლო მ-–--– შ----ე სვამდა, თუმცა მცირე რაოდენობით. შემდეგ, გვიან ღამით, უკვე 26 ივნისის დაახლოებით 02:00-03:00 საათზე, მ-–--– შ----ე დაუკავშირდა მეგობარ ლ---- კ-----------ს, რომელიც მივიდა მათთან ხ----–-------–ში და გადაწყვიტეს დროსტარების გაგრძელება ლ----ის სახლში. ყველანი ერთად წავიდნენ ტაქსით, თვითონ ბავშვები დატოვა დედამისთან, რის შემდეგაც იმავე ტაქსით წავიდნენ ლ---- კ-----------ს სახლის მიმართულებით. გზად შეჩერდნენ პროდუქტების საყიდლად. მაღაზიაში გადავიდნენ თვითონ და ლ----ი, ხოლო უკან დაბრუნებულმა, ავტომანქანაში დატოვებულ თავის ხელჩანთაში, ვეღარ ნახა ფული - 100 ლარი. მან ეჭვი მიიტანა მ-–--– შ----ეზე და მგზავრობისას არაერთხელ უთხრა: „შენ აიღეო“. აღნიშნულზე მ-–--– შ----ე გაღიზიანდა და მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გაგრძელდა ასევე ლ---- კ-----------ს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოშიც. ამის შემდეგ, ისინი შევიდნენ ლიფტში, რა დროსაც ლ---- კ----------- და ო----- ფ----------- მათ ამშვიდებდნენ, თუმცა შემდეგ რა მოხდა და როდის მიაყენა მ-–--– შ----ემ ჭრილობები - არ ახსოვს, რომ გამოფხიზლდა უკვე სადარბაზოს გარეთ სისხლიანი იყო. ამასთან, მართალია, მას არ ახსოვს ჭრილობების მიყენების მომენტი, თუმცა დარწმუნებულია, რომ ჭრილობები მიაყენა მ-–--– შ----ემ და გამორიცხავს ლ---- კ-----------ს და ო----- ფ-----------ს მხრიდან დაზიანებების მიყენებას, იქიდან გამომდინარე, რომ იმ დღით მხოლოდ მ-–--– შ----ესთან ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, ასევე ლ---- კ----------- და ო----- ფ----------- იმყოფებოდნენ მათგან ოდნავ მოშორებით და მათთან ფიზიკური შემხებლობა არ ჰქონია. დაზარალებულის განმარტებით, მას მ-–--– შ----ის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მის მიმართ გავრცელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ი---–-- კ-–----------ას მიმართ მიყენებული ჭრილობების რაოდენობაზე, ადგილმდებარეობაზე და ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სამედიცინო დოკუმენტაცია და 2019 წლის 8 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, როგორც შპს „რ---------–------------–ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----დან ირკვევა, მოქალაქე ი---–-- კ-–----------ა მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 26.06.2019 წელს, სადაც დაესვა დიაგნოზი: თავის სხვა ნაწილების, ღია ჭრილობა, გულმკერდის კედლის მრავლობითი ღია ჭრილობები, მუცლის კედლის ღია ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: “..გულმკერდის უკანა ზედაპირზე აღენიშნება 5 ნაკვეთი ჭრილობა ზომიერად სისხლმდენი, მათ შორის ყველაზე დიდი ზომის 1X7სმ. გულმკერდის მე-4 მალის დონეზე, კისრის მე-7 მალასთან ზომით 0,5X0,1სმ., მარცხენა ბეჭის კუთხესთან მცირე ზომის და მარცხნივ მე-6-7 ნეკნის დონეზე იღლიის წინა ხაზზე 2 მცირე ზომის ჭრილობა. აქვს ექსკორიაცია მარჯვნივ შუბლის მიდამოში, მუცელზე მარჯვნივ ფერდქვეშა არეში 2 მცირე ზომის ჭრილობა...“ დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობის სახით განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით ზომით 1X7სმ. - მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. გულმკერდის მე-4 მალის დონეზე, კისრის მე-7 მალასთან ზომით - 0,5X0,1სმ. ნაკვეთი ჭრილობა, ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მარცხენა ბეჭის კუთხესთან მცირე ზომის და მარცხნივ მე-6-7 ნეკნის დონეზე იღლიის წინა ხაზზე 2 მცირე ზომის ჭრილობა, მუცელზე მარჯვნივ ფერდქვეშა არეში 2 მცირე ზომის ჭრილობა. დაზიანებების განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ექსკორიაცია მარჯვნივ შუბლის მიდამოში განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მოწმე ლ---- კ-----------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 26 ივნისს, ღამით, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა შარდენზე, საიდანაც წამოვიდა დაახლოებით 03:00 საათზე. ამის შემდეგ, იგი სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა მ-–--– შ----ეს, რომელმაც უთხრა, რომ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რ---------–-----------ზე მდებარე ხ----–-------–ში. მან ტაქსით მიაკითხა მ-–--– შ----ეს, სადაც მ-–--–ის გარდა იმყოფებოდნენ ასევე ი---–-- კ-–----------ა და ო----- ფ----------- მცირეწლოვან შვილებთან ერთად. მათ გადაწყვიტეს დროსტარების გაგრძელება ლ---- კ-----------ს სახლში, რის გამოც ჯერ ბავშვები დატოვეს ი---–--ს დედასთან, ხოლო შემდეგ წავიდნენ მისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. გზად პროდუქტებისა და სასმელის შესაძენად შეჩერდნენ მაღაზიასთან, სადაც გადავიდნენ თავად და ი---–-- კ-–----------ა, ხოლო ტაქსში დაბრუნების შემდეგ, ი---–-- კ-–----------ასა და მ-–--– შ----ეს შორის დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება თანხის მოპარვასთან დაკავშირებით, რაც გაგრძელდა მისი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოშიც, ხოლო მ-–--– შ----ისა და ი---–-- კ-–----------ას ლიფტში შესვლისთანავე აღნიშნული სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ამის შემდეგ მ-–--– შ----ე და ი---–-- კ-–----------ა უკან გამოვიდნენ ლიფტიდან და ძიძგილაობით გადაინაცვლეს კიბის საფეხურებზე, სადაც დაეცნენ, დაგორდნენ და თან ერთმანეთს ურტყამდნენ. მოწმის განმარტებით, იგი იმყოფებოდა დაახლოებით ხუთ მეტრში, სადარბაზოში მუდმივად ენთო სინათლე და იქ განვითარებული მოვლენები ხდებოდა მისი თვალთახედვის არეში. იგი მაშინვე გაემართა მათ გასაშველებლად, რა დროსაც დაინახა, რომ მ-–--– შ----ე ზემოდან იყო მოქცეული ი---–-- კ-–----------ას და გამეტებით ურტყამდა ხელს, ხოლო როდესაც ახლოს მივიდა, დაინახა, რომ მ-–--– შ----ეს იმ ხელში, რომლითაც ი---–-- კ-–----------ას ურტყმადა, ეჭირა დიდი ზომის დანა, რაც მაშინვე წაართვა და როგორც ახსოვს, იქვე სადარბაზოში დააგდო. იმავდროულად, მან ნახა, რომ ი---–-- კ-–----------ას მაისური ჰქონდა დახეული, ჭრილობები ჰქონდა მუცლისა და ზურგის არეში და მოსდიოდა სისხლი. მან ი---–-- სასწრაფოდ გამოიყვანა სადარბაზოს კართან და დასახმარებლად გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მოწმის განმარტებით, გაშველების დროს მან მხოლოდ ი---–-- კ-–----------ას სხეულზე შენიშნა დახეული მაისური, ჭრილობები და სისხლი, ხოლო მ-–--– შ----ის სხეულზე რაიმე დაზიანება არ შეუნიშნავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ო----- ფ-----------მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (დის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...ერთი ცალი დასაკეცი დანა, ამოღებული მისაღებ ოთახში კარადის თავიდან...“ მოთავსებულ დანის პირზე არსებულ ორ ცალ წერტილოვან მოწითალო-მოყავისფრო ლაქაზე (ობ.#1) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.#2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის მ-–--– შ----ეს (ობ.#14; პაკეტი, წარწერით: „მ-–--– შ----ის სისხლის ნიმუში...“), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ი---–-- კ-–----------ას (ობ.#15; პაკეტი, წარწერით: „ი---–-- კ-–----------ას სისხლის ნიმუშები...“); - პაკეტში, წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქები სამ ცალ სტერილურ ჩხირზე...“ მოთავსებულ ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.#3,4,5) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი---–-- კ-–----------ას (ობ.#15); - პაკეტში, წარწერით: „..ი---–-- კ-–----------ას ხელჩანთა, მასში არსებულ ნივთებთან ერთად...“ მოთავსებულ ხელჩანთაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.#6,7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი---–-- კ-–----------ას (ობ.#15); - პაკეტში, წარწერით: „.ი---–-- კ-–----------ას ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე (ობ.#8,9), უსახელოებო მაისურზე (ობ.#10), აზღუდზე (ობ.#11) და წყვილ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე (ობ.#12,13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი---–-- კ-–----------ას (ობ.#15).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ასევე საქართველოს შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–ი განყოფილების თანამშრომლები - ლ-------------–ი, ი-–--------ე, ლ---- თ-----–---–ი და ი-----–- ზ--------, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იზოლატორში მოთავსებული პირის იზოლატორში შემოყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ფორმა #----------ის თანახმად, მ-–--– შ----ეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა 2019 წლის 30 ივნისს, 03:27 საათზე, დროებითი მოთავსების იზოლატორში, რა დროსაც მის სხეულზე ნანახი იქნა შემდეგი დაზიანებები: ორივე ზედა და ქვედა კიდურებზე (წინა, უკანა, გარეთა, შიგნითა ზედაპირებზე), მარჯვენა ბეჭზე მრავლობითი ხაზოვანი ნაკაწრები ფუფხით, რაც მისივე განმარტებით, მიიღო დაკავებამდე სამი დღით ადრე, მეგობრის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დის მეგობარ გოგონასთან ჩხუბის დროს, ფრჩხილებით დაკაწვრის შედეგად; ორივე მხარზე - მომწვანო-მოყავისფრო სისხლნაჟღენთები, რაც ასევე მიიღო ზემოაღნიშნულ ჩხუბში, დის მეგობარი ძლიერ უჭერდა ხელებს მხრებში. მუცელზე ნაწიბური, რაც მიიღო წლების წინ თიაქრის კვეთის შედეგად. აღნიშნული სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მ-–--– შ----ეს ჰქონდა 16 სახის დაზიანება, რომელთაგან 13 არის ნაკაწრი, ორი სისხლნაჟღენთი და ერთიც - წლების წინანდელი ნაწიბური.

 

სხვა მტკიცებულებები - მოწმეების: ბ--------- ნ-----–-–---–ის, ნ----- ა------ის და ზ---- თ----–---–ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 26 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 26 ივნისის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, 2019 წლის 26 ივნისის ო----- ფ-----------საგან ხელჩანთის ამოღების ოქმი, 2019 წლის 27 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 29 ივნისის მ-–--– შ----ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, 2019 წლის 30 ივნისის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა და სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მაისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნა მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 9 ივლისის წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, 1----–-–------------ს დაბადებულმა დ---- რ------ (პ/ნ 0----------) სახელის/გვარის შეცვლის აქტის საფუძველზე შეიცვალა სახელი „დ----“ სახელზე „მ-–--–“, ხოლო ქორწინების აქტის საფუძველზე გვარი „რ-----“ შეიცვალა გვარზე „შ----ე“;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ადგენს - არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ მ-–--– შ----ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ბრალდებული ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რამდენადაც მოცემულ საქმეზე დაიკითხა თვითმხილველი მოწმე ლ---- კ-----------, რომელმაც დაადასტურა, რომ მ-–--– შ----ე იყო რა გაღიზიანებული იმ ფაქტით, რომ ი---–-- კ-–----------ამ მას უსაფუძვლოდ დააბრალა ფულის მოპარვა, მ-–--– შ----ესა და ი---–-- კ-–----------ას შორის ადგილი ჰქონდა ჯერ სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც შემდეგ, გადაიზარდა ორმხრივ ფიზიკურ დაპირისპირებაში. აღსანიშნავია, რომ ეს დაპირისპირება არ ატარებდა ისეთ ხასიათს, რაც მ-–--– შ----ეს ჩააყენებდა თავდაცვით მდგომარეობაში. მართალია, ისინი შეკამათდნენ და ფიზიკურადაც შეეხნენ ერთმანეთს, თუმცა მათ შორის არსებულ დაპირისპირებას რაიმე სერიოზული ხასიათი არ მიუღია, რასაც ადასტურებს ადგილზე მყოფი სხვა პირების (ლ---- კ-----------ს და ო----- ფ-----------ს) ქცევაც, რომლებიც კამათისა და ძიძგილაობის არასერიოზულობიდან გამომდინარე, საწყის ეტაპზე არც კი შეეცადნენ მათ გაშველებას, თუმცა ვინაიდან ამის შემდეგ შეჭიდებამ უფრო მძაფრი ხასიათი მიიღო, დაეცნენ კიბის საფეხურებზე და განაგრძეს ერთმანეთის ცემა, ლ---- კ----------- მაშინვე შეეცადა მათ გაშველებას. როგორც დაცვის მხარე აღნიშნავს, მ-–--– შ----ე ამ დროს აღმოჩნდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, რამდენადაც როგორც თვითმხილველმა მოწმე ლ---- კ-----------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, მას შემდეგ, რაც ი---–-- კ-–----------ა და მ-–--– შ----ე კიბეებზე დაეცნენ, დაგორდნენ და ერთმანეთს ურტყამდნენ, იგი დაუყოვნებლივ გაემართა მათ გასაშველებლად, რა დროსაც დაინახა, რომ მ-–--– შ----ე ზემოდან იყო მოქცეული ი---–-- კ-–----------ას და გამეტებით ურტყამდა ხელს, ხოლო როდესაც ახლოს მივიდა, დაინახა, რომ მ-–--– შ----ეს იმ ხელში, რომლითაც ი---–-- კ-–----------ას ურტყამდა, ეჭირა დიდი ზომის დანა. იმავდროულად, მან შენიშნა, რომ ი---–-- კ-–----------ას მაისური ჰქონდა დახეული, ჭრილობები ჰქონდა მუცლისა და ზურგის არეში და მოსდიოდა სისხლი, ხოლო მ-–--– შ----ის სხეულზე რაიმე დაზიანება არ შეუნიშნავს.

 

ამდენად, ლ---- კ-----------, რომელიც არის თვითმხილველი მოწმე, გარკვევით უთითებს, რომ კიბეებზე დაცემის დროს მ-–--– შ----ე იყო უპირატეს მდგომარეობაში, რამდენადაც სწორედ ის იყო ზემოდან მოქცეული ი---–-- კ-–----------ას და ის ურტყამდა გამეტებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მ-–--– შ----ე იყო არა თავდაცვით, არამედ თავდასხმის მდგომარეობაში. სასამართლოს ლ---- კ-----------ს ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, რამდენადაც იგი არის მ-–--– შ----ის მეგობარი, რომელმაც დაზარალებული მხოლოდ იმ დღეს გაიცნო და ამდენად, მას არავითარი დაინტერესება არა აქვს ყალბად ამხილოს ბრალდებული.

 

დაცვის მხარე ბრალდებულის სხეულზე არსებული 16 დაზიანების არგუმენტით მიუთითებს ბრალდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნაზე, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის სხეულზე არსებული 16 დაზიანებიდან არცერთი არ არის ჭრილობა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მ-–--– შ----ეს დანით არავინ აყენებდა დაზიანებას, შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან დანის გამოყენების აუცილებლობაც არ არსებობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დაზიანებების უმეტესობა არის ნაკაწრების სახით, ხოლო ორი არის სისხლნაჟღენთი, რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ორმხრივი შეჭიდების, კიბეებზე დაცემისა და თავდაცვით მდგომარეობაში მყოფი ი---–-- კ-–----------ას მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის პროცესში შესაძლო ხელის დარტყმის შედეგად და არა ი---–-- კ-–----------ას თავდასხმის შედეგად.

 

დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება მ-–--– შ----ის მხრიდან დანის დარტყმის ფაქტის დასადასტურებლად, რასაც სასამართლო არ იზიარებს, რამდენადაც გარდა თვითმხილველი მოწმის - ლ---- კ-----------ს ჩვენებისა, რომელმაც დეტალურად აღწერა მ-–--– შ----ის მიერ ი---–-- კ-–----------ას მიმართ დანის გამოყენების გარემოებები, აღნიშნული ასევე დადასტურებულია ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანით, რომელზეც ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩენილია როგორც მ-–--– შ----ის (მაჟორული წილი), ასევე ი---–-- კ-–----------ას გენეტიკური პროფილები; ასევე თავად ბრალდებულის განმარტებით, რომელმაც დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას დაადასტურა ი---–-- კ-–----------ასთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი (დანის ტარით).

 

რაც შეეხება ბრალდებულის განმარტებას, რომ ი---–-- კ-–----------ას მოსაგერიებლად გამოიყენა დანა დაკეცილ მდგომარეობაში, სასამართლო ამ ვერსიას არ იზიარებს, რამდენადაც შეუძლებელია დაკეცილ მდგომარეობაში მყოფი დანით ამ რაოდენობის ჭრილობების მიყენება, მით უფრო, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ დასაკეცი დანის პირზე არსებობდა ორი ცალი წერტილოვანი მოწითალო-მოყავისფრო ლაქა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას ბრალდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ და მიაჩნია, რომ ი---–-- კ-–----------ას მიმართ ბრალდებული მოქმედებდა მიზანმიმართულად, რამდენადაც იგი იყო განაწყენებული და გაღიზიანებული დაზარალებულის საქციელის გამო, რომელმაც დააბრალა მას ფულის მოპარვა. ამის გამო მიაყენა მას რამდენიმე ჭრილობა, ხოლო შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადისა და საპატრულო პოლიციის მისვლამდე დატოვა შემთხვევის ადგილი, რადგან თავადვე აცნობიერებდა, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხს მოსთხოვდნენ. საყურადღებოა აგრეთვე ის გარემოება, რომ ბრალდებულის დამ - ო----- ფ-----------მ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება დის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ბრალდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ბრალდებულის და უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, როგორც თვითმხილველი მოწმე, რომ აღეწერა ის ვითარება, რა ვითარებაშიც აღმოჩნდა მისი და, რომელიც იძულებული გახდა თავდაცვის მიზნით გამოეყენებინა დანა.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებულ მ-–--– შ----ის მიერ ი---–-- კ-–----------ასთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, შესაბამისად, მან წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა აგოს პასუხი.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ, ბრალდებულს პასუხისმგებლობის რაიმე შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩასადენად იარაღის გამოყენება, კერძოდ, დადგენილია, რომ მ-–--– შ----ემ დანის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დის ბავშვობის მეგობარს - ი---–-- კ-–----------ას. საყურადღებოა აგრეთვე ის გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა უმნიშვნელო საბაბით და იგი არავითარ სინანულს არ გამოთქვამს მომხდარის გამო. მოცემულ შემთხვევაში, ერთის მხრივ, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ მ-–--– შ----ე დღეის მდგომარეობით არ არის ნასამართლევი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, თუმცა მეორეს მხრივ, სასამართლო ასევე ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს, დაზიანებების რაოდენობას, ადგილმდებარეობას და დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ საშუალებას,სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

მართალია, მ-–--– შ----ის მიერ ჩადენილი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთის გარდა სასჯელის სახედ ითვალისწინებს აგრეთვე ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს და შინაპატიმრობას, თუმცა სასამართლო არ მსჯელობს არასაპატიმრო სასჯელის ან პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობაზე, ვინაიდან ძალადობრივი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათსა და ბრალდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული არ ავლენს რაიმე სინანულს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, რაც მისი რესოციალიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი და ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა იქნებოდა. იგი ცდილობს არ გამოვლინდეს მის მიერ დანაშაულის ჩადენა და ამით თავი აარიდოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. ამასთან, სასამართლო არ მსჯელობს პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის (ნაწილობრივ ან სრულად) პირობითად ჩათვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. მოცემულ შემთხვევაში კი მ-–--– შ----ე არ აღიარებს დანაშაულს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ მ-–--– შ----ის მიერ დანაშაული ჩადენილია დანის - ცივი იარაღის გამოყენებით, რაც როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. შესაბამისად, მ-–--– შ----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესი, რომლის თანახმადაც, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-–--– შ----ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-–--– შ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. მსჯავრდებულ მ-–--– შ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 ივნისიდან.

 

3. ი---–-- კ-–----------ას ტანსაცმელი და ი---–-- კ-–----------ას კუთვნილი ხელჩანთა, მასში არსებულ საფულესთან და ნივთებთან ერთად (ინახება საქართველოს შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------– განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ი---–-- კ-–----------ას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

– ი---–-- კ-–----------ასაგან აღებული სისხლის ნიმუში, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული დანა, მ-–--– შ----ის სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღებული მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები სამ ცალ სტერილურ ჩხირზე (ინახება საქართველოს შსს ქ------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------– განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი