გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.03.2020
საქმის ნომერი
010310117001812409
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/97-17(010310117001812409)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

04.03.2020 წ. ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე

 

მოსარჩელე - დ-------------------

წარმომადგენელი (ადვოკატი) - ლ-----------–---

 

მოპასუხე - 1.ქ.ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხის განმხილველი კომისია. 2. ქ.ბათუმის მერია.

 

წარმომადგენელი - ნ--------------–---

 

მესამე პირები - ლ---–----–-------------------------–---–-

წარმომადგენელი - მ---------–--–-–---–-

 

მესამე პირი - ი-–----------–----

წარმომადგენელი - ლ-----------–---

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ბათილად იქნეს ცნობილი:

 

1.1. ქ.ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის განმხილველი კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის სხდომის N20 ოქმი (რიგითი N50), მოპასუხეების – ლ---–----–----------------------------–---–------- ქ.ბათუმში, ერას ქ. N35–ში მდებარე 17,65 კვ.მ.ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისა და საკუთრების მოწმობის გაცემის ნაწილში.

 

1.2. ბათუმის მერის მიერ 2007 წლის 21 დეკემბერს გამოცემული ბრძანება N1370. (რიგითი N42).

 

1.3. 2007 წლის 21 დეკემბერს, ლ---–----–----------------------------–---–ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა N655.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ლ---–----–---------------------------–---–-ს სახელზე 1992 წელს გაცემული სააღრიცხვო ბარათი #208-ე გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

1.5. დავალდებულდეს ქალაქ ბათუმის მერია, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, ბათუმის მშრომელთა დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 14 სექტემბრის N824 გადაწყვეტილებით და----–--------------- ოჯახისთვის გადაცემული და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1989 წლის 7 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დ-------------------- და მისი არასრულწლოვანი შვილისათვის სარგებლობაში გადაცემული, ქალაქ ბათუმში, ზ.გორგილაძის ქუჩის N35–ში მდებარე 17,86 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის მოსარჩელე დ------------------- საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა სარჩელის 16.09.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

დავის მოკლე შინაარსი; ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 14 სექტემბრის N824 გადაწყვეტილებით, ქ.ბათუმში, ერას ქ.N35–ში, 18 კვ.მ ფართის ერთ ოთახიან ბინაში მცხოვრები და----–--------------- 5 წევრიანი ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მოსარჩელე დ------------------ მცირეწლოვან შვილთან ერთად, საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილზე იქნა გაფართოებული მეორე საცხოვრებელი ოთახით და მას სარგებლობაში გადაეცა მოქ.მ------–-–---–-- 18 კვ.მ. ფართის ოთახი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დ--------------------------------------------- შორის შეწყდა ქორწინება და იმავე სასამართლოს 1989 წლის 7 სექტემბრის კაანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დ------------------ არასრულწლოვან შვილთან ერთად შესახლებული იქნა და----–--------------- სახელზე რიცხული კომუნალურ ბინის იმ ოთახში, რომელიც ოჯახს გაფართოების მიზნით გადასცეს და რომელსაც გააჩნდა დამოუკიდებელი შესასვლელი, მდებარე ქ.ბათუმი, გორკის ქუჩა N35, ბინა 8–ში. მათვე, გადაეცათ დამხმარე ფართობზე საერთო სარგებლობის უფლება. აღნიშნული ბინაში შესახლებიდან დღემდე დ------------------ ჩაწერილია ამ ბინაში და შვილთან ერთად უწყვეტად ფლობს და ცხოვრობს მასში. მ/წლის იანვრის თვეში, მოსარჩელის ყოფილ მეუღლეს დ------------------- ჩაბარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გზავნილი, საიდნაც ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეები ლ---–----–--------------------------–---–- სარჩელით ითხოვდნენ დ-------------------ს უკანონო მფლობელობიდან მათ საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, გორგილაძის ქ.N35–ში 17,65 კვ.მ. იმ ფართის გამოთხოვას, რომელშიც სასამართლომ მოსარჩელე შეასახლა. ვითარების გარკვევის მიზნით, საჯარო რეესტრიდან და მერიიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელთა საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ სადავო ოთახი, 2007 წლის დეკემბრის თვეში საკუთრებაში დარეგისტრირებული ჰქონიათ მოპასუხეებს – ლ---–----–----------------------------–---–ს. კერძოდ: ქ.ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის განმხილველი კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის სხდომის N20 ოქმში (რიგითი N50) მითითებულია შემდეგი: "1.ლ---–----–----------------------------–---–-- მოთხოვნა არის დასაბუთებული, განმცხადებლები უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემას მოთხოვნილ ფართს სარგებლობენ კანონიერად, რის გამოც მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად. 2. ლ---–----–---------------------------–---–ს უსასყიდლოთ საკუთრების უფლებით გადაეცეთ ქ.ბათუმში, ერას ქ. N35–ში მდებარე 17,65 კვ.მ.ფართი და გაიცეს მათზე საკუთრების მოწმობა და აზომვითი ნახაზი". ამ გადაწყვეტილებით კომისიას, სადავო ფართი საკუთრებაში გადაუცია იმ პირებისთვის, რომლებიც არასოდეს ყოფილან ამ ფართის კანონიერი მოსარგებლეები. კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, ბათუმის მერს 2007 წლის 21 დეკემბერს გამოუცია ბრძანება N1370, რომლის თანახმად მოპასუხეებს ლ-–----–-------------------–---–ს უსასყიდლოდ საკუთრებაში უკანონოდ გადასცემიათ ქ.ბათუმში, ერას ქ.N35–ში მდებარე 17,65 კვ.მ. ფართი. მერის ბრძანების საფუძველზე, 2007 წლის 21 დეკემბერს, ლ---–----–----------------------------–---–ის სახელზე ასევე უკანონოდ გაუციათ საკუთრების მოწმობა იმ ფართზე, რომელიც მოსარჩელე დ------------------- კანონიერ სარგებლობაში იმყოფებოდა. აღნიშნული გარემოებების გამო, დ-------------- იძულებულია სასამართლოს მეშვეობით დაიცვას კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული საკუთრების ულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ქ.ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხის განმხილველი კომისიის და ქ.ბათუმის მერიის წარმოადგენელი სარჩელს არ ცნობს ეთანხმება საქმეში წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. (იხ. შესაგებელი)

 

3. მესამე პირის პოზიცია;

 

3.1. მესამე პირების ლ---–----–---------------------------–---–-ს წამომადგენელი საქმეში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. (იხ. შესაგებელი)

 

3.2. მესამე პირის - ი-–----------–----ს წამომადგენელი ლ-----------–--- მხარს უჭერს სარჩელს ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 14 სექტემბრის #824 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მამამთილის – და----–--------------- 5 წევრიანი ოჯახი, რომელიც ცხოვრობდა ქ.ბათუმში, ერას ქუჩის N35–ში არსებულ 18 კვ.მ ფართის ერთ ოთახიან ბინაში და რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მოსარჩელე დ------------------ მცირეწლოვან შვილთან ერთად, საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილზე იქნა გაფართოებული მისი ბინის მომიჯნავედ გამონთავისუფლებული მოქალაქე მ-------–-–---–----ოფილი 18 კვ.მ. ფართის ოთახით, რის სანაცვლოდ გ--------------- ოჯახი ამორიცხული იქნა ბინის მიმღებთა რიგიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

(იხ.ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 14 სექტემბრის N824 გადაწყვეტილება).

 

4.2. 1989 წელს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დ------------------ განქორწინდა მეუღლესთან – დ---------------------ნ, ხოლო ამავე სასამართლოს 1989 წლის 7 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ------------------- სარჩელი და არასრულწლოვან შვილთან ერთად შესახლებული იქნა და----–--------------- საცხოვრებელ კომუნალურ ბინაში, მდებარე ქ.ბათუმი, გორკის (ამჟამად ზ.გორგილაძის) ქუჩა #35, ბინა 8–ში და მას სარგებლობის უფლებით გამოეყო 17,86 კვ.მ ფართობის ის ოთახი, რომელიც გ--------------- ოჯახს გაფართოების მიზნით გადაეცა ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 14 სექტემბრის N824 გადაწყვეტილებით და რომელსაც გააჩნდა დამოუკიდებელი შესასვლელი. აღნიშნული ბინაში შესახლებიდან დღემდე დ------------------ ჩაწერილია ამ ბინაში და თავის შვილთან ი-–--------------------ნ ერთად უწყვეტად ფლობს და ცხოვრობს მასში, ხოლო დამხმარე ფართი–სამზარეულო და აბანო–ტუალეტი, (რომელიც და----–--------------- ბინას გააჩნდა) სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დარჩა საერთო სარგებლობაში და მოსარჩელე დღესაც სარგებლობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

(იხ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1989 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება. მოწმეთა განმარტებები).

 

4.3. 2017 წლის იანვრის თვეში, მოსარჩელის ყოფილ მეუღლეს დ------------------- ჩაბარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გზავნილი, საიდნაც ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეები ლ---–----–--------------------------–---–- სარჩელით ითხოვდნენ დ-------------------ს უკანონო მფლობელობიდან მათ საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, გორგილაძის ქ.N35–ში 17,65 კვ.მ ფართის იმ ოთახის გამოთხოვას, რომელი ოთახიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარგებლობაში აქვს გამოყოფილი მოსარჩელე დ-----------------------ქ. მ------–-–---–-- ყოფილ ოთახი)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

(იხ.ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლ-–----–---სა და ს---------–---–-- მიერ დ-------------------ს წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი.)

 

4.4. მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურიდან და ქ.ბათუმის მერიიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელთა საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ სადავო ოთახი, 2007 წლის დეკემბრის თვეში უკანონოდ საკუთრებაში დაურეგისტრირებიათ მოპასუხეებს – ლ---–----–----------------------------–---–ს. კერძოდ: ქ.ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის განმხილველი კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის სხდომის #20 ოქმში (რიგითი #50) მითითებულია შემდეგი: "1.ლ---–----–----------------------------–---–-- მოთხოვნა არის დასაბუთებული, განმცხადებლები უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემას მოთხოვნილ ფართს სარგებლობენ კანონიერად, რის გამოც მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად. 2. ლ---–----–---------------------------–---–ს უსასყიდლოთ საკუთრების უფლებით გადაეცეთ ქ.ბათუმში, ერას ქ. #35–ში მდებარე 17,65 კვ.მ.ფართი და გაიცეს მათზე საკუთრების მოწმობა და აზომვითი ნახაზი".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

(იხ.ბათუმის მერიიდან და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტები).

 

4.5. კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, ბათუმის მერს 2007 წლის 21 დეკემბერს გამოუცია ბრძანება #1370, (რიგითი #42) რომლის თანახმად მოპასუხეებს ლ---–----–---------------------------–---–ს, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ ქ.ბათუმში, ერას ქ.#35–ში მდებარე 17,65 კვ.მ. ფართი. მერის ბრძანების საფუძველზე, 2007 წლის 21 დეკემბერს, ლ---–----–----------------------------–---–ის სახელზე გაცემულია საკუთრების მოწმობა #655.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

(იხ.2007 წლის 21 დეკემბერს ბრძანება #1370, (რიგითი #42). 2007 წლის 21 დეკემბრის #655 საკუთრების მოწმობა.)

 

5. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, ასაბუთს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. საქრთველოს სამოქალაქო კოდექსი. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დამტკიცებული "კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი"

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობას. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

 

სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

8.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

 

8.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

8.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

8.5. სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული "კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის" შესაბამისად “კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 73-ე ბრძანებულების პირველი მუხლის თანახმად, ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

 

კანონმდებელი კანონიერ სარგებლობაში გულისხმობს საცხოვრებელ ფართზე სარგებლობის დოკუმენტის არსებობას, ხოლო რაც შეეხება სარგებლობას, კანონიერი სარგებლობის დოკუმენტის არსებობა თავის მხრივ მოიცავს სარგებლობის ფაქტს, ანუ იმისათვის რომ პირი მიჩნეულ იქნეს კანონიერ მოსარგებლედ, მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული რაიმე სახის იურიდიული დოკუმენტი იმისა, რომ იგი მართლზომიერად ფლობს ფართს და წარმოადგენს კანონიერ მოსარგებლეს. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი შეიცავდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფართის კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად აუცილებელი იყო ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარდგენა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითია შეფასდეს წარმოადგენდა თუ მესამე პირები სადავო ბინის კანონიერ მოსარგებლეებს ანუ უნდა განიმარტოს, მითითებული წესის მიზნებისათვის, იმ პირობებში როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის სუბიექტებს პრივატიზაციამდე ფართი გადაცემული ჰქონდათ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე მხოლოდ სარგებლობის უფლებით, ზემოთ აღნიშნული წესის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის დეფინიციის შესაბამისად, პრივატიზაციისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა თუ არა სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობასთან ერთად უძრავი ქონებით რეალურად სარგებლობის ფაქტი.

 

8.6. განსახილველ შემთხვევში სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებით დადგენილია შემდეგი;

 

ქ.ბათუმში, ერას ქუჩის N35 საცხოვრებელ სახლში მდებარე სადავო ოთახი ირიცხებოდა მოქალაქე მ----–-–---–-- სარგებლობაში, რომელიც, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 14 სექტემბრის N824 გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სარგებლობაში გადაეცა და----–--------------- ოჯახს, რის შედეგადაც, გ--------------- ოჯახის სარგებლობაში არსებული ერთ ოთახიანი ბინა, აღნიშნული ოთახის მიერთების ხარჯზე გადაიქცა ოროთახიან ბინად, ანუ აღმასკომის გადაწყვეტილებით გადაცემული ყოფილი მ----–-–---–-- ოთახი და----–--------------- ოჯახის ბინის ფართის ნაწილი გახდა, ხოლო ბათუმის სახალხო სასამართლოს 1989 წლის 7 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და----–--------------- საცხოვრებელი ბინაზე მიერთებული ოთახი (მ----–-–---–-- ყოფილი ოთახი) საცხოვრებლად გამოეყო და შესახლებული იქნა და----–--------------- ყოფილი რძალი დ------------------ მცირეწლოვან შვილთან – ი-–--------------------ნ (ამჟამად გვარად გ----–----- ერთად. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მისი აღსრულების მიზნით ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა 1990 წლის 21 მარტს გამოსცა N 205 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ხსენებული ოთახი სარგებლობაში გადაეცა დ-----------------ს და მისი მცირეწლოვან შვილს. ამავე გადაწყვეტილებით და----–--------------- ბინის სამზარეულოს და საპირფარეშოს ოთახები დარჩა საერთო სარგებლობაში, ხოლო საბინაო–საექსპლოატაციო ორგანიზაციას დაევალა ბინის სააღრიცხვო ბარათში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რაც განახორციელა კიდევაც და დ------------------- სახელზე შეადგინა ბინის პირადი ბარათი, სადაც მოსარგებლეებად მითითებული იქნენ დ------------------ და მისი შვილი - ი-–------------------- მოგვიანებით კი ბინის ბარათში რეგისტრირებული იქნა დ------------------- მეორე შვილიც - ნ--------------. ამდენად, სასამართლოსა და აღმასკომის დასახელებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოსარჩელე დ------------------ შვილთან – დ-----------------თან ერთად შესახლდა და----–--------------- საცხოვრებელი ბინის ერთ–ერთ ოთახში და დღემდე უწყვეტად აგრძელებს მასში ცხოვრებას. გარდა ამისა, ვინაიდან სამზარეულო და საპირფარეშო ოთახები საერთო სარგებლობაში დარჩა, ოჯახის წევრების შეთანხმებით, დ-----------------ზე და მის მცირეწლოვან შვილზე გამოყოფილ ოთახს გაუკეთდა დამატებითი შესასვლელი კარი, რომლის მეშვეობით, დერეფანში გაუსვლელად შესაძლებელი გახდა და----–--------------- ბინაში არსებული სამზარეულოსა და სხვა დამხმარე ფართში მოხვედრა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სადავო ოთახი წარმოადგენს და----–--------------- საცხოვრებელ ბინას თან გაერთიანებულ და ამ ბინის შემადგენელ ოთახს, რომელსაც ცალკე არ გააჩნია საპირფარეშო და არც სამზარეულო ოთახები, სწორედ ამიტომაც, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დ-----------------სა და მის მცირეწლოვან შვილზე ამ ოთახის სარგებლობაში გამოყოფისას და----–--------------- ბინის სამზარეულო და საპირფარეშო ოთახები საერთო სარგებლობაში დატოვა. ამ გარემოებას იმიტომ უნდა მიექცეს ყურადღება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დ-----------–-------------------ი დაკარგავდნენ მათთვის გამოყოფილ ოთახზე უფლებას (რაც იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის მიხედვით შესაძლებელი იყო მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით), იგი მართლზომიერი მფლობელობში კვლავ გ--------------- ოჯახს რჩებოდა ვინაიდან იგი დ-------------------- და მისი მცირეწლოვანი შვილისათვის გადაცემამდე წარმოადგენდა მათი ოჯახის ბინის შემადგენელ ფართს და სხვა, გარეშე პირები ამ ოთახის კანონიერი მფლობელები ვერანაირად ვერ გახდებოდნენ რადგანაც, ეს ბინა აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაცემული იყო და----–--------------- ოჯახზე და მათი ბინის შემადგენელი ფართი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ფართზე დამქირავებლისა და კანონიერი მოსარგებლის უფლება მოსარჩელე დ-----------------ს და მისი შვილს – ი-–------------------------–---- მოპოვებული და აღიარებული აქვთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1989 წლის 7 სექტემბრის კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 21 მარტის N 205 გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დ-----------–-------------------ის სახელზე გაცემულია სააღრიცხვო ბარათი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან და იქედან გამომდინარე, რომ დ-----------–-------------------ი, იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 69–ე მუხლის მიხედვით სასამართლოს მიერვე არყოფილან ცნობილი საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულებად, შესაბამისად ამისა, უდავო ფაქტია, რომ სახეზე გვაქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ემუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული შემთხვევა, ანუ იმგვარი ფაქტი, რომელიც დამტკიცებას არ საჭიროებს. ანუ დამტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ დ------------------ და ი-–----------–---- წარმოადგენენ სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლეებს და ამავე ფართის კანონიერ მოსარგებლეებად სხვა გარეშე პირების ცნობასა და მათ საკუთრებაში ამ ფართის გადაცემაზე გამოცემული ყველა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

ადმინისტრაციულ ორგანო სადაო გასაჩივრებულ ოქმში მიუთითებს შემდეგს: „ქ.ბათუმში, ერას ქუჩა N35–ში მდებარე ფართის კანონიერ მოსარგებლეებს წარმოადგენენ ლ---–----–--------------------------–---–-, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი პირადი სააღრიცხვო ბარათით, რომლის საფუძველზეც მათ მიეცათ ბინის დაკავების უფლება; ესე იგი, .ქ.ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის საკითხის განმხილველი კომისიის მიერ სადავო ოთახზე ჟ----–------------------–---–-- უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნეულია ბინის „პირადი აღრიცხვის ბარათი“, რომლითაც თითქოს და ჟ----–-----------------–---–ს მიეცათ სადავო ბინის დაკავების უფლება.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა საბინაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსმა ჯ--------------–---- განმარტა, რომ პირადი სააღრიცხვო ბარათის გამოსაცემად სავალდებულო იყო აღმასკომის გადაწყვეტილების არსებობა. ამასთან მან ის დაადასტურა, რომ სააღრიცხვო ბარათი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი და ყოველ კონკრეტულ ფართზე გაიცემოდა შესაბამისის ერთი სააღრიცხვო ბარათი. მოცემულ კონკრეტულ საქმეზე კი სპეციალისტის სახით დაკითხულმა ჯ--------------–---- სასამართლოს ვერ მისცა დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება იმასთან მიმართებაში საქმეზე სასამართლოს ინიციატივით გამოთხოვილი და დედნის სახით წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათები გაცემული იყო თუ არა ერთი და იმავე სადაო ფართზე. (იხ 18.12.19 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სწორედ იმ გარემოების გათვალიწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილ მესამე პირებზე სადავო ოთახის საკუთრებაში აღიარებას კომისიამ საფუძვლად დაუდო პირადი აღრიცხვის ბარათი, სასამართლოს მიერ მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გამოკვლეული იქნა მესამე პირებზე ე.წ. პირადი სააღრიცხვო ბარათის გამოცემის კანონიერება. ამ მიზნით სასამართლოს წინაშე მოსარჩელე მხარემ დააყენა შუამდგომლობა არქივიდან გამოთხოვილიყო ლ---–----–---- სახელზე არსებულ პირადი აღრიცხვის ბარათში მითითებული აღმასკომის გადაწყვეტილება N 208, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა ამ გადაწყვეტილების არქივიდან გამოთხოვა ვერ მოხერხდა. ვინაიდან საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო აღნიშნული საკითხის გარკვევა, 2019 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელემ განცხადებით მივმართა აჭარის საარქივო სამმართველოს თხოვნით - მიეცათ ქ.ბათუმის აღმასკომის 23.04.1984 წლის და 23.04.1994 წლის N 208 გადაწყვეტილებები (მოთხოვნილ დოკუმენტში გამოცემის წელი გარკვევით არ იკითხებოდა).

 

საარქივო სამმართველომ მათ განცხადებაზე 2019 წლის 21 აგვისტოს გასცა წერილობითი ცნობა, რომლის თანახმად, „საარქივო სამმართველოს ცენტრალურ არქივში დაცულ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1984 წლის 23 აპრილის N 208 გადაწყვეტილებაში ლ-------------–--------–--–----–--- არ ფიქსირდება, ხოლო 1994 წლის მასალებში N 208 გადაწყვეტილება 23 აპრილით არ ფიქსირდება“.

 

რაც შეეხება სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელსა და მესამე პირების წარმომადგენელის განმარტავს, იმის თაობზე, რომ - დ-----------------ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სადავო ფართის ფლობის ფაქტის ისეთი დამადასტურებელი მტკიცებულება როგორიცაა ბინის პირადი ბარათი. მოსარჩელემ 2019 წლის 27 ივლისს განცხადებით მიმართა ბათუმის მერიას ეცნობებინათ განახორციელა თუ არა N2 სსუ-მ აღმასკომის 1990 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული მოვალეობა პირად ბარათში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ. მათ განცხადებაზე ბათუმის მერიამ 2019 წლის 11 სექტემბრის წერილით აცნობა, რომ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ცვლილება თავის დროზე განხორციელდა, რის დამადასტურებლად გადასცა მათ დ----------------- სახელზე გაცემული სააღრიცხვო პირადი ბარათის დამოწმებული ასლი, სადაც მითითებულია, რომ ქ.ბათუმში, გორკის (ამჟამად გორგილაძის) ქუჩა N 35 - ში დ-----------------ს და მის შვილს - ი-–------------------ სარგებლობაში გადაეცათ 17,86 კვ.მ. ფართი, თანახმად აღმასკომის 21.03 90 წლის N 205-ე გადაწყვეტილებისა.

 

საქმეში წარმოდგენილი ლ---–----–----ა და დ------------------- სახელზე გაცემული ბინის პირად სააღრიცხვო ბარათებით დგინდება, რომ ორივე ბარათი გაცემულია ერთსა და იმავე საცხოვრებელ ფართზე. განსხვავება კი იმაშია, რომ ლ---–----–---- სახელზე ბარათის გაცემის საფუძვლად მითითებულ აღმასკომის 23.04.84 წლის გადაწყვეტილებაში ლ---–----–---- გვარი არ ფიქსირდება, ხოლო დ------------------- სახელზე ბარათის გაცემის საფუძვლად მითითებული აღმასკომის 21.03.90 წლის გადაწყვეტილება არსებობს, იგი წარმოდგენილია საქმეში და მასში მითითებულია დ-------------------- და მისი შვილის - ი-–------------------------- სწორედ აღნიშნული საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გამოყოფის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ლ---–----–---- სახელზე გაცემულ ბინის პირადი აღრიცხვის ბარათის თანახმად, ლ---–----–--ე სადავო ფართში რეგისტრირებულია 1990 წლის 16 მარტს არა როგორც ბინის დამქირავებელი, არამედ როგორც დამქირავებლის (ანუ ბინის ყოფილი მოსარგებლის მ----–-–---–--) რძალი.

 

საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 14 სექტემბრის N824 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გ--------------- ბინის მეზობლად მცხოვრები მ----–-–---–-- ახალი ბინის მიღებასთან დაკავშირებით ამოეწერა ბინიდან და გამონთავისუფლებული 18 კვ.მ.ფართის ოთახი, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სარგებლობაში გადაეცა და----–--------------- ოჯახს, რის სანაცვლოდაც გ--------------- ოჯახს ბინის მიღების რიგითი N975 მოეხსნა. ანუ აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე, მ----–-–---–-- ყოფილი ოთახი 1988 წლიდან და----–--------------- ოჯახის ბინის შემადგენელ ერთ–ერთ ოთახად გადაიქცა.

 

აღნიშნული დოკუმენტების გამოკვლევით და ურთიერშეჯერებით დგინდება, რომ ვიდრე ლ---–----–--ე ჩაეწერებოდა ქ.ბათუმში, ერას ქუჩა N35 საცხოვრებელ სახლში, სადავო ოთახი აღარ იყო მისი ნათესავის – მ----–-–---–-- სარგებლობაში და იგი, წელიწად ნახევრის წინ, აღმასკომის გადაწყვეტილებით უკვე გადაცემული იყო და----–--------------- ოჯახზე. ანუ სადავო ოთახის გ--------------- ოჯახზე გადაცემა დროში (წელიწადნახევრით) წინ უსწრებს ლ-–----–---ს აღნიშნულ მისამართზე ჩაწერას, რაც უდავოვოდ ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ ლ-–----–--- სადავო ოთახში ვერ ჩაეწერებოდა, ვინაიდან იგი უკვე გაერთიანებული იყო გ--------------- სარგებლობაში არსებულ N8 საცხოვრებელ ბინასთან და ამ ბინის შემადგენელ ოთახს წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ლ---–----–---- მიერ სადავო ოთახის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს.

 

საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, ქ.ბათუმში, ზ.გორგილაძის ქუჩა N35 სახლში სადავო ფართის მეზობლებლად მცხოვრები: ჯ---–------------------------------------------–-----------------------------–------------- ნოტარიულად დამოწმებული ერთობლივი განცხადებითა და მოწმეების ა------–-------------------------–------------------ მიერ სასამართლოში მიცემული განმარტებებით დადგენილია, რომ სადავო ოთახში 1988 წლიდან მოყოლებული დღემდე ცხოვრობენ და----–--------------- შვილისშვილი ი-–---- დედასთან – დ-----------------თან ერთად, ხოლო რაც შეეხება ლ---–----–---------------------------–---–ს აღნიშნულ ოთახში არასოდეს არ უცხოვრიათ და პიროვნულადაც არასოდეს უნახავთ ისინი. ის ფაქტი, რომ სადავო ოთახში ლ---–----–---------------------------–---–ს არასოდეს უცხოვრიათ და რომ ისინი არც სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემამდე და არც მას შემდეგ არ ყოფილან ამ ფართის კანონიერი მოსარგებლეები, გარდა ჩამოთვლილი მტკიცებულებებისა, დასტურდება აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით:

 

შესაბამის დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ელექტროენერგიის, წყლისა და სანდასუფთავების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით დადგენილია, რომ სადავო ოთახის კომუნალური გადასახადების გადამხდელად რეგისტრირებულია და გადასახადები გადახდილია და----–--------------- სახელით, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სადავო ოთახის კანონიერ მოსარგებლეებს წარმოადგენენ და----–--------------- ოჯახის წევრები – შვილისშვილი ი-–---- გ------------------–---ი და დ------------------- ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან გამოთხოვილი საინფორმაციო ბარათით დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, ზ.გორგილაძის ქუჩა N35–შიმდებარე N9 ოთახში 1998 წლიდან დღემდე ჩაწერილია დ-------------------

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით და ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით დადგენილია, რომ ჟ----–-----------------–---–----ადავო ფართზე საკუთრება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს 2007 წელს, ხოლო ამ ფართიდან გ--------------- გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2017 წელს, ანუ ათი წლის შემდეგ, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ისინი არც საკუთრებაში დამტკიცებამდე და არც მას შემდეგ არ ფლობდნენ სადავო ოთახს და რომ სადავო ფართს ნამდვილად ფლობდა და ამჟამადაც ფლობს გ--------------- ოჯახი და სწორედ ამიტომაც მოითხოვეს მათი გამოსახლება. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების თანახმად, იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ, ერთდროულად უნდა არსებობდეს ორი პირობა, კერძოდ, პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და სახეზე უნდა იყოს ამ დოკუმენტის საფუძველზე ფართით კანონიერი სარგებლობის ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცებისშესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტს, ასევე მე-4 მუხლის პირველ პუნქტს.

 

სასამართლოს სხდომაზე მესამე პირებმა განმარტეს, რომ გ--------------- ოჯახს ბინის ორდერის მიხედვით სარგებლობაში ჰქონდათ 18 კვ.მ.ფართის ერთ ოთახიანი საცხოვრებელი ბინა, ხოლო პრივატიზაციის ხელშეკრულებით მათ საკუთრებაში გადაეცა 41,50 კვ.მ ფართი, რაც მათი აზრით ნიშნავს, რომ აღნიშნულ პრივატიზირებულ ფართში შედის დ-----------–-------------------ისათვის გამოყოფილი 17.86 კვ.მ. ფართის ოთახიც, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან გ--------------- ოჯახს ბინის ორდერი 18 კვ,მ.საცხოვრებელ ფართზე გაცემული აქვს 1969 წელს, ხოლო ბინის პრივატიზაცია განხორციელებული აქვს 1995 წელს, ანუ 26 წლის შემდეგ. პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გ--------------- ოჯახს პრივატიზებული აქვს 27,50 კვ.მ.ფართის ერთი საცხოვრებელი ოთახი, დანარჩენი 13,50 კვ.მ. ფართი კი წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს. პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე დართული ნახაზიდან ნათლად ჩანს, რომ გ--------------- საცხოვრებელი ფართი 27.50 კვ.მ.ფართამდე გაზრდილია 10,50 კვ.მ. ფართის სამზარეულო ოთახის საცხოვრებელ ფართთან გაერთიანების ხარჯზე. გ--------------- ოჯახს 1969 წელს ბინის ორდერის მიღების შემდეგ 1995 წლამდე, ანუ პრივატიზაციის განხორციელებამდე ბინაზე მიშენებული აქვთ აივანი, სადაც გადატანილი აქვთ სამზარეულო, ხოლო ყოფილი სამზარეულო ოთახი 10,50 კვ.მ ფართის მქონე გაერთიანდა 17,50 კვ.მ.საცხოვრებელ ფართთან და სწორედ მის ხარჯზეა გაზრდილი საცხოვრებელი ფართის ოდენობა 27.50 კვ.მ.ფართამდე და მას დ-----------–-------------------ზე გადაცემულ 17.86 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ ოთახთან რაიმე კავშირი არ აქვს. გ--------------- პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე დართული ნახაზიდან ნათლად ჩანს, რომ დ-----------–-------------------ისათვის გამოყოფილი ოთახი არ შედის პრივატიზებულ ფართში. ბათუმის მერიის არქივიდან და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ცნობებით დგინდება, რომ სწორედ სადავო ოთახი აქვთ პრივატიზებული მესამე პირებს. ვინაიდან არქივის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ ლ---–----–---- სახელზე გაცემულ პირადი აღრიცხვის ბარათის გამოცემის საფუძვლად მითითებულ აღმასკომის გადაწყვეტილებაში ჟ----–---- გვარი არ ფიქსირდება, შესაბამისად, არ არსებობდა სადავო სააღრიცხვო ბარათის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი და როგორც სააღრიცხვო ბარათი.

 

გარდა ზემოთ ხსენებულისა საქმეში წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათების დათვალიერებით დგინდება, რომ ლ---–----–---- მიერ კომისიაში წარდგენილი სააღრიცხვო ბარათი არსებითად განსხვავდება მერიის არქივში დაცული სააღრიცხვო ბართისაგან კერძოდ მერიის არქივიდან წარმოდგენილ სააღრიცხვო ბარათში არ არის შევსებული სააღრიცხვო ბარათის რეკვიზიტები და იგი წარმოადგენს ლა--------------–---–----------------იქელაშვილის სახელზე გაცემული სააღრიცხვო ბარათის შემადგენელ ფურცელს, რომელ სააღრიცხვო ბარათში ჩაწერილია რომ ;ოთახი შეურთდა გ------------; გადაწყვეტილება #824 14/9.-88წ; ხოლო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი დ-------------------ს სახელზე გაცემულ სააღრიცხვო ბარათზე, ასევე გაკეთებულია წარწერა, რომ თანახმად აღმასკომის 14.09.88 წლის #824 გადაწყვეტილებისა გ--------------- ფართს დაემატა 18.კვ.მ ფართობის ერთეული.

 

8.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

8.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კონკრეტული გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და დადგენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება მესამე პირების ლ---–----–---------------------------–---–-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მაშინ როდესაც მოპასუხეს ევალებოდა უფლებამოსილების მხრივ ამ საკითხის გამოკვლევა და ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაკვლევად განხორციელებული მოქმედებები არ წარმოადგენდა ამის საკმარის საფუძველს. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია. შესაბამისად, მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაჯერა და არ შეაფასა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად რაც სასამართლოს მიერ იქნა გამოკველეული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ ლ---–----–---------------------------–---–-ს მიერ წარდგენილი განცხადება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, გადაწყვეტილების მიღებისას, მას ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. აღნიშნული შესაძლებელი იყო საარქივო ცნობის მეშვეობით, ადგილის დათვალიერებით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებული ინფორმაციების შესწავლით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რამეთუ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.

 

8.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით მე-4 მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

8.10. სასამართლო აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიას და კომისიას გარდა იმისა, რომ მათ უფლებამოსილებას წარმოადგენს ამის გარკვევა, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ შეკრიბოს საჭირო მტკიცებულებები, გავიდნენ ადგილზე, დაათვალიერონ ტერიტორია და მოიძიონ შესაბამისი საარქივო დოკუმენტაცია და ა.შ.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის განმხილველი კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის სხდომის N20 ოქმი (რიგითი N50), მოპასუხეების – ლ---–----–----------------------------–---–------- ქ.ბათუმში, ერას ქ. N35–ში მდებარე 17,65 კვ.მ.ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისა და საკუთრების მოწმობის გაცემის ნაწილში. ბათუმის მერის მიერ 2007 წლის 21 დეკემბერს გამოცემული ბრძანება N1370. (რიგითი N42). და 2007 წლის 21 დეკემბერს, ლ---–----–----------------------------–---–ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა N655. და ქ. ბათუმის მერიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ---–----–----------------------------–---–------- ქ.ბათუმში, ერას ქ. N35–ში მდებარე 17,65 კვ.მ.ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ- სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს- ქ. ბათუმის მერიას მოსარჩელე - დ-----------------------ასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე მოსარჩელის განცხადების საფუძველზე საქმე (#45/17) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება, რითაც ლ---–----–--ეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული ოთახის ფართით 17.65 კვ.მ. მდებარე ქ. ბათუმი გორგილაძის ქუჩა #35 (ს/კ. 05.23.17.021.01.502) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევსლამდე დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32.4-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა;

 

1. დ------------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ.ბათუმში მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის განმხილველი კომისიის 2007 წლის 30 ნოემბრის სხდომის N20 ოქმი (რიგითი N50), მოპასუხეების – ლ---–----–----------------------------–---–------- ქ.ბათუმში, ერას ქ. N35–ში მდებარე 17,65 კვ.მ.ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისა და საკუთრების მოწმობის გაცემის ნაწილში. ბათუმის მერის მიერ 2007 წლის 21 დეკემბერს გამოცემული ბრძანება N1370. (რიგითი N42). და 2007 წლის 21 დეკემბერს, ლ---–----–----------------------------–---–ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა N655. და ქ. ბათუმის მერიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ---–----–----------------------------–---–------- ქ.ბათუმში, ერას ქ. N35–ში მდებარე 17,65 კვ.მ.ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხეს- ქ. ბათუმის მერიას მოსარჩელე - დ------------------- სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 1---------------------- ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე