გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.03.2020
საქმის ნომერი
080210017002223554
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/3934-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 თებერვალი, 2020 წელი ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი ანა რობაქიძე

 

მოსარჩელე – ს-------------------

წარმომადგენელი - შ-------–------

მოპასუხე - ა-–------------------–---–-

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა-–------------------–---–ს სს „ზ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 712,09 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 212.09 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, სს ,,ზ------------სა“ და ა-–------------------–---–ს შორის 2016 წლის 11 ოქტომბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით, 3 თვის ვადით, ყოველთვიურად გადასახდელი საპროცენტო სარგებლის და ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 237.36 ლარს. ხელშეკრულების 2.2.9.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია დაფაროს სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი ყოველთვიურად ანუიტეტური გრაფიკის შესაბამისად, ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის გადახდის გრაფიკი 11.11.2016 წელს და აღნიშნული თარიღის შემდგომ მოპასუხის მხრიდან დავალიანების დაფარვა აღარ მომხდარა. გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის გადაცილების და დამატებითი ორკვირიანი ვადის უშედეგოდ გაშვების შედეგად, მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყოვნებლივ გადახდის ვალდებულება. 2017 წლის 01 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხის ჯამური დავალიანება წარმოადგენს 712,09 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500 ლარი, სარგებელი - 212.09 ლარი.

 

მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა-–------------------–---–მა მოსამზადებელ სასამართლოს სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო და არც ერთი ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდია.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 11 ოქტომბერს სს ,,ზ------------სა“ და ა-–------------------–---–ს შორის გაფორმდა N21336601 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით, 3 თვის ვადით, ყოველთვიურად გადასახდელი საპროცენტო სარგებლის და ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 237.36 ლარს. ხელშეკრულების 2.2.7.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია დაფაროს სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი ყოველთვიურად ანუიტეტური გრაფიკის შესაბამისად, ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 11 ოქტომბრის N21336601 სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-20);

 

3.1.2. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის გადახდის გრაფიკი 11.11.2016 წელს და აღნიშნული თარიღის შემდგომ მოპასუხის მხრიდან დავალიანების დაფარვა აღარ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

- სესხის ამონაწერი (ს.ფ. 22);

 

3.1.3. მოპასუხე ა-–------------------–---–ს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი დავალიანების გადახდის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილი (ს.ფ. 23);

 

3.1.4. 2017 წლის 01 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხის ჯამური დავალიანება წარმოადგენს 712,09 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 212.09 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 21);

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიერ მითითებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდია და მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, 2016 წლის 11 ოქტომბერს სს ,,ზ------------სა“ და ა-–------------------–---–ს შორის გაფორმდა N21336601 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით, 3 თვის ვადით, ყოველთვიურად გადასახდელი საპროცენტო სარგებლის და ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 237.36 ლარს. ხელშეკრულების 2.2.7.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია დაფაროს სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი ყოველთვიურად ანუიტეტური გრაფიკის შესაბამისად, ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.

 

ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე ა-–------------------–---–მა მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ოქტომბერს სს „ზ------------სა“ და ა-–------------------–---–ს შორის გაფორმდა N21336601 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით, 3 თვის ვადით, ყოველთვიურად გადასახდელი საპროცენტო სარგებლის და ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 237.36 ლარს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებული იქნა სახელშეკრულებო ვალდებულება და მან თანხა გადასცა მსესხებელ ა-–------------------–---–ს, ხოლო მოპასუხის მხრიდან სრულად არ შესრულებულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასესხო ურთიერთობის მიმდინარეობისას, მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ხოლო ვალდებულებათა ჯეროვანი შესრულების მოთხოვნით წერილობით იქნა გაფრთხილებული მსესხებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მხარეებს წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები, რომლებიც მოპასუხის მიერ დღემდე არ შესრულებულა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ა-–------------------–---–მა სარჩელი ცნო მთლიანად და ის თანახმაა აუნაზღაუროს მოსარჩელეს დავალიანება, რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს 712,09 ლარს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „ზ------------ს“ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე 243-244, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს „ზ------------ის“ წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ა-–------------------–---–ს მოსარჩელე სს „ზ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 712,09 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 212.09 ლარი.

 

3. მოსარჩელე სს „ზ------------ის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღები: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში; ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (50.00 ლარი, საგადახდო დავალება №884, თარიღი: 08.12.2017წ, გადამხდელი: სს „ზ------------“, გადამხდელის ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი“).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე