განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2020
საქმის ნომერი
150100118002775166
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 , 120 , 118 1
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1501-01-8002775166

საქმე #1/1-4-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 მარტი, 2020 წელი ქ.ა---–---–---

 

ა---–---–---ს რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - ტარიელ მურმანიშვილი; კახა ცნობილაძე,- ბრალდებულ ა----------------–----ს (დაბადებული: 1-.0-.1--- წ. საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ნ----–-----ა, ე---------ის ქუჩა, ბინა # 4-, პ/ნ 3----------); მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 1-8-ე მუხლის პირველი ნაწილით;

- ბრალდებულ ა-------------------ს (დაბადებული: 2-.1-.1--- წ. საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ნ----–-----ა, ს------------ს ქუჩა #1-, პ/ნ 3----------); მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2 ეპიზოდი);

- ბრალდებულ ე-----------------ის (დაბადებული: 1-.0-.1--- წ. საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ა---–---–---, ძ---–--ის ქუჩა, კორპუსი #3-, ბინა #2, პ/ნ 0----------); მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 12--ე მუხლის 1- -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

- ბრალდებულ კ-----------------ს (დაბადებული: 2-.0-.1--- წ. საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე , დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ა---–---–---, ბ--------–------ის ქუჩა, ბინა # 7--, პ/ნ 0----------); მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ( 3 ეპიზოდი);

- ბრალდებულ მ----------------ის (დაბადებული: 1-.0-.1-6- წ. საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ა---–---–---, ერევნის ქუჩა, ბინა #4-, პ/ნ 0----------). მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით;

თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი

 

სხდომის სახე: ღია;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.ა----------------–---მა -2018 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.ა---–---–--ში, თ-----------ს ქუჩა#5--ში განთავსებული პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ ოფისის წინ, პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ აქტივისტებსა და პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტებს შორის, ამ უკანასკნელთა მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ.ა---–---–--ში მდებარე სხვადასხვა ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაკრული დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის ს--–--------------–---–ის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით მომხდარი ჩხუბისას პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ მხარდამჭერმა და აქტივისტმა ა----------------–---მა მის თანმხლებ კ----------------თან, მ----------------თან, ა------------------თან და სხვა პირებთან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გაერთიანება, „---------------–- ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს - ა–-------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

მანვე ჩაიდინა 2018 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.ა---–---–--ში, თ-----------ს ქუჩა#5--ში განთავსებული პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ ოფისის წინ, პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ აქტივისტებსა და პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტებს შორის, ამ უკანასკნელთა მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ.ა---–---–--ში მდებარე სხვადასხვა ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაკრული დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის ს--–--------------–---–ის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით მომხდარი ჩხუბისას, პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ მხარდამჭერმა აქტივისტმა ა----------------–---მა თავის არეში მუხლის რამოდენიმეჯერ დარტყმით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა ა-----------------ს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 1-8-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

2.ა------------------მა - 2018 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.ა---–---–--ში, თ-----------ს ქუჩა#5--ში განთავსებული პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ ოფისის წინ, პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ აქტივისტებსა და პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტებს შორის, ამ უკანასკნელთა მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ.ა---–---–--ში მდებარე სხვადასხვა ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაკრული დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის ს--–--------------–---–ის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით მომხდარი ჩხუბისას პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ მხარდამჭერმა და აქტივისტმა ა------------------მა მის თანმხლებ კ----------------თან, მ----------------თან, ა----------------–---თან და სხვა პირებთან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გაერთიანება, „---------------–- ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს - ა–-------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

მანვე 2018 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.ა---–---–--ში, თ-----------ს ქუჩა#5--ში განთავსებული პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ ოფისის წინ, პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ აქტივისტებსა და პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტებს შორის, ამ უკანასკნელთა მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ.ა---–---–--ში მდებარე სხვადასხვა ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაკრული დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის ს--–--------------–---–ის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით მომხდარი ჩხუბისას პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ მხარდამჭერმა და აქტივისტმა ა------------------მა მის თანმხლებ კ----------------თან, მ----------------თან, ა----------------–---თან და სხვა პირებთან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტ----------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2 ეპიზოდი);

 

3. ე-----------------მა - 2018 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ა---–---–---ს რაიონის სოფელ ხ-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ აქტივისტებსა და პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტს მ-----–----------ს შორის, ამ უკანასკნელის მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ.ა---–---–--ში მდებარე სხვადასხვა ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაკრული დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის ს--–--------------–---–ის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით მომხდარი ჩხუბისას პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ მხარდამჭერმა და აქტივისტმა ე-----------------მა მის თანმხლებ კ-----------------სა და სხვა პირებთან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გაერთიანება, „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტს - მ-----–----------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

მანვე 2018 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.ა---–---–--ში, თ-----------ს ქუჩა#5--ში განთავსებული პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ ოფისის წინ, პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ აქტივისტებსა და პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტებს შორის, ამ უკანასკნელთა მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ.ა---–---–--ში მდებარე სხვადასხვა ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაკრული დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის ს--–--------------–---–ის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით მომხდარი ჩხუბისას პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ მხარდამჭერმა და აქტივისტმა ე-----------------მა თანმხლებ პირებთან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გაერთიანება, „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტს - ა-----------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 12--ე მუხლის 1- -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

4. კ----------------მა - 2018 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ა---–---–---ს რაიონის სოფელ ხ-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ აქტივისტებსა და პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტს მ-----–----------ს შორის, ამ უკანასკნელის მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ.ა---–---–--ში მდებარე სხვადასხვა ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაკრული დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის ს--–--------------–---–ის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით მომხდარი ჩხუბისას პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ მხარდამჭერმა და აქტივისტმა კ----------------მა მის თანმხლებ ე-----------------ისა და სხვა პირებთან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გაერთიანება, „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტს - მ-----–----------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

მანვე 2018 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.ა---–---–--ში, თ-----------ს ქუჩა#5--ში განთავსებული პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ ოფისის წინ, პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ აქტივისტებსა და პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტებს შორის, ამ უკანასკნელთა მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ.ა---–---–--ში მდებარე სხვადასხვა ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაკრული დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის ს--–--------------–---–ის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით მომხდარი ჩხუბისას კ----------------მა თანმხლებ ა------------------თან და სხვა პირებთან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტ----------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

მანვე 2018 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.ა---–---–--ში, თ-----------ს ქუჩა#5--ში განთავსებული პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ ოფისის წინ, პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ აქტივისტებსა და პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტებს შორის, ამ უკანასკნელთა მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ.ა---–---–--ში მდებარე სხვადასხვა ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაკრული დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის ს--–--------------–---–ის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით მომხდარი ჩხუბისას კ----------------მა, ა------------------მა, ა----------------–---მა და მ----------------მა სხვა პირებთან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს - ა–-------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ( 3 ეპიზოდი);

 

5. მ----------------მა - 2018 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ.ა---–---–--ში, თ-----------ს ქუჩა#5--ში განთავსებული პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ ოფისის წინ, პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ აქტივისტებსა და პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტებს შორის, ამ უკანასკნელთა მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ.ა---–---–--ში მდებარე სხვადასხვა ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაკრული დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის ს--–--------------–---–ის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით მომხდარი ჩხუბისას მ----------------მა, ა------------------მა, ა----------------–---მა და კ----------------მა მათ თანმხლებ პირებთან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს - ა–-------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით;

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 30 ოქტომბერს დაახლოებით 13:00 საათზე ქ.ა---–---–--ში, თ-----------ს ქუჩა#5--ში განთავსებული პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ ოფისის წინ, პოლიტიკური პარტია „ქ--------–ი ო–---ის“ აქტივისტებსა და პოლიტიკური გაერთიანება „---------------–- ოპოზიციის“ აქტივისტებს შორის, ამ უკანასკნელთა მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ქ.ა---–---–--ში მდებარე სხვადასხვა ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაკრული დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის ს--–--------------–---–ის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, პოლიტიკური პარტია ,,ქ--------–ი ო–---ის’’ მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა მ----------------მა, ა------------------მა, ა----------------–---მა, ე-----------------მა და კ----------------მა სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პოლიტიკური გაერთიანება ,,გაერთიანებული ოპოზიციის’’ აქტივისტებს, ა–-------------ს, ტ----------------ს, ა-----------------ს და მ-----–----------ს, კერძოდ:

 

1. ა----------------–---მა, კ----------------მა, მ----------------მა, ა------------------მა და სხვა დაუდგენელმა პირებმა სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ა–-------------ს, რის შედეგადაც ა–-------------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლობბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, ა----------------–----ს მიერ, ა-----------------ისათვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი.

 

2. ა------------------მა, კ----------------მა, მ----------------მა, ა----------------–---მა და სხვა დაუდგენელმა პირებმა სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ა–-------------ს, რის შედეგადაც ა–-------------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, მანვე ზემო აღნიშნულ და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტ----------------ს, რის შედეგადაც ტ----------------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით,3. ე-----------------მა, კ----------------მა და დაუდგენელმა სხვა პირებმა სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მ-----–----------ს, რის შედეგადაც მ-----–----------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ასევე ე-----------------მა სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ა-----------------ს, რის შედეგადაც ა-----------------მა მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. კ-----------------მა, ე-----------------მა და სხვა დაუდგენელმა პირებმა სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მ-----–----------ს, რის შედეგადაც მ-----–----------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, მანვე ა------------------თან და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტ----------------ს, რის შედეგადაც ტ----------------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ასევე კ----------------მა, ა------------------მა, ა----------------–---მა და მ----------------მა, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ა–-------------ს, რის შედეგადაც ა–-------------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

5. მ----------------მა, ა------------------მა, ა----------------–---მა, კ----------------მა და სხვა დაუდგენელმა პირებმა, სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ა–-------------ს, რის შედეგადაც ა–-------------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლი

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ -ა-----------------ის ჩვენებით დასტურდება რომ ცხოვრობს ქ.ა---–---–--ში, ვ------------- ქ. #2--ში. 2018 წლის 30 ოქტომბერს 13:00 საათზე იგი თავის ძმასთან ტ----------------თან და გ-------------------თან იმყოფებოდა ქ. ა---–---–--ში მდებარე, „ოპოზიციური გაერთიანების -#5“, შტაბთან. რა დროსაც მათ მიუახლოვდა ა/მანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ ა-------------------ი და გ-----–----------ი. იმ დროს ძალიან ბევრი ხალხი მოგროვდა. ა------------------მა მის ძმას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხის ხელკეტი დაარტყა. მანვე უჩვენა, რომ ბრალდებულ ა----------------–---ს მისთვის არანაირი დაზიანება არ მიუყენებია და კონფლიქტის დროს 2018 წლის 30 ოქტომბერს, ა----------------–---- მას შემთხვევის ადგილზრ არ დაუნახია, მან ა----------------–---- გაიცნო მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ. ასევე ა-------------------მა აჩვენა, რომ გამოკითხვის დროს მას გამომძიებელმა აუხსნა რომ დაზიანებები მას მაღალი პიროვნება მიაყენა . თუმცა შემდგომ დარწმუნდა რომ ეს არ იყო ა----------------–----.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე ჰ------–---------------ის ჩვენებით დასტურდება რომ ცხოვრობს ქ.ა---–---–--- მ-–----–ის ქ.81-ში, ქ.ა---–---–--ში თ-----------ს ქუჩაზე მდებარეობს მისი მაღაზია ,,ლ----ის, სას“. მაღაზიაში დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები, თუმცა 2018 წლის 30 ოქტომბერს გარეთა ვიდეოსათვალთვალო კამერები არ ფუნქციონირებდა (არ მუშაობდა) .

 

სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის დანარჩენი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სხდომის ოქმი).

 

უდავო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების ა----------------–----ს, ა-------------------ს, ე------------------ის, კ-----------------ს და მ----------------ის მიერ, დანაშაულის ჩადენის ფაქტებს - მოწმეების: ს-------------------ს, მ-----–--------------ის, ს---------------ის, ნ------------–--ს, ა--------------------ის, ნ----------------ს, კ--------–---------ის, ა----------------ის, ა----------–----ს, ს---------------ს, ვ---------------------ს, ამ----–---------------ის, ა------------–-----ს, მ------------------ს, ს---–-------------ს, შ-------–---------ს, ს-–-----------–---–-ს, გ---------------------ის, გ-------–------–----ს, ო----------------ს, მ--------------------ს, ა---------------ს, კ--------------ს, ს--------–----ს, ე---------------–----ს, კ--------------ს, პ-----------------ს, ვ-----------------ის, ტ----------------ის, ა---------------ის, ხ-------------------ის, ხ------------------–---ის, ს----------–-–---ის, გ---------------------ს, ჯ---–--------------ის, ა---------------ს, ვ-------------ს, ლ-----------------ის, გ-------------ის, ზ------------------ს, ვ--–--------–----ს, დ--------------ს, ნ----------–---ის, ს-------–------------ს, ა--------------ის, ს---------------–---ის, ვ------------------------, გ-------–---------------ის, ს------------------ის და ლ-----------------ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულების: მ-----–----------ის, ტ----------------ის, ა-----------------ის და ა–-------------ის მოწმის და დაზარალებულის სახით გამოკითვის ოქმები, ბრალდებულების: ა----------------–----ს, მ----------------ის, კ-----------------ს, ე-----------------ის და ა-------------------ს მოწმის და ბრალდებულის სახით გამოკითვის ოქმები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ტანსაცმლის ამოღების ოქმები, ავტოგასამართ სადგურ „შ----------ან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ავტოგასამართ სადგურ „კ-------–---ან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ა---------------ის, ა–-------------ის, მ-----–----------ის და ტ----------------ის მიმართ, ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები; ტრასოლოგიურ-ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, კომპლექსური-ტრასოლოგიურ საქონელმცოდნეობის ექსპერტიზის დასკვნა, საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა სადავოდ გახადეს მხოლოდ მოწმე ჰ------–---------------ის და დაზარალებულ ა-----------------ის გამოკითხვის ოქმები და ისინი დაკითხული იქნენ სასამართლო სხდომაზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეებმა სადავოდ არ გახადეს, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ ძალადობის და განზრახ მსუბუქი დაზიანებების, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა. ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ----------------მა, ა----------------–---მა, ა------------------მა, მ----------------მა და ე-----------------მა ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ასევე ე------------------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ხოლო ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, 2018 წლის 30 ოქტომბერს, ქ.ა---–---–--ში თ-----------ს ქუჩაზე მდებარე, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისის წინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა----------------–----ს მიერ ა-------------------სათვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში - მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ბრალდებულებმა კ----------------მა, ა------------------მა, მ----------------მა და ე-----------------მა თავი სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ა----------------–---მა ნაწილობრივ თავი სცნო დამნაშავედ, კერძოდ თავი დამნაშავედ სცნო საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ სს-იკ 120-ე მუხლით და 12--ე მუხლის 1- ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ბრალდებულების ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

ვინაიდან ან----------------–---ის მიმართ , სსკ-ის 1-8-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილი ბრალდების ნაწილში, სასამართლოს შეფასებით არ არის წარმოდგენილი ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ა----------------–----ს ბრალეულობას აღნიშნული ბრალდების ნაწილში, განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ მოწმე ა–-------------ის ჩვენება, რომელიც უდაოდ იქნა მხარეების მიერ მიჩნეული, საფუძვლად ვერ დაედება გამამატყუნებელ განაჩენს და არ არის საკმარისი ბრალის ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, რის გამოც სსკ-ის 1-8-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში ა----------------–---- უნდა გამართლდეს.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY),განაცხადი no. 30685/0- განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ქმედებაში (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში); ბ) შედეგში (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლაში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ კ----------------მა, ა----------------–---მა, ა------------------მა, მ----------------მა და ე-----------------მა - მ-----–----------ს, ტ----------------ს, ა–-------------ს მიაყენეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებები, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით რისთვისაც კ----------------- (3 ეპიზოდი) , ა----------------–----, ა------------------- (2 ეპიზოდი), მ----------------ი და ე-----------------ი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.

 

ასევე სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. აღნიშნული მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ქმედების ჩადენა ჯგუფურად . დანაშაულის შემადგენლობა - ტკივილის განცდა დადასტურდა დაზარალებულის ა-------------------ს გამოკითხვის ოქმებით, რომ ფიზიკური შურაცხყოფის შედეგად ტკივილი განიცადა. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ე-----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 1- ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად).

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 200- წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ცემის ნაწილში ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 1-862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--- წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

 

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10-88/83, 10-89/83, 10-90/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1--- წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68). ამდენად:

- ა----------------–---- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის , ხოლო სსკ-ის 1-8-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

-ა------------------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2 ეპიზოდი).

 

- ე-----------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სსკ-ის 12--ე მუხლის 1- -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

- კ-----------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (3 ეპიზოდი).

 

- მ------------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

კ-----------------ს, ა----------------–----ს, ა-------------------ს მ----------------ის და ე-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულების ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, კ-----------------ს, ა----------------–----ს, ა-------------------ს, მ----------------ის და ე-----------------ის შემთხვევაში სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, სასამართლოს შეფასებით არის ადეკვატური და უზრუნველყოფს სასჯელის გამოყენების მიზნებს, რის გამოც, ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მათ უნდა დაენიშნოთ სასჯელი ჯარიმის სახით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქების ანაწმენდები დალუქული პაკეტში FCI4340-3 და FI 396637,-ერთი ცალი მოლურჯო ფერი კეპი და ნაჭერი, დალუქული პაკეტში FCI996638,-ერთი ცალი მოშავო ფერის ქურთუკი, დალუქული პაკეტში FCI4340-9

-ერთი ცალი ჭიქა, დალუქული პაკეტში F--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- N-----ის მარკის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები ანაწმენდები, დალუქული პაკეტში FCI39663-, ერთი ცალი მაისური და ორი ცალი კეპი, დალუქული პაკეტში FCI4341-2, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- ნ------------–--საგან ამოღებული ერთი ცალი მოშავო ფერის საფულე, მ----------------ის პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, ერთი ცალი ქვითარი, ერთი ცალი ქაღალდის ნაჭერი, სამი ცალი პლასტიკური ბარათი, დალუქული პაკეტში FCD 741824, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

 

-კ-----------------საგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული პაკეტში FCI43932-,-ე-----------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული პაკეტში FCI439325,-ა------------–-----საგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული პაკეტში FCI439324,-მ------------------საგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული პაკეტში FCI439321,-მ----------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული პაკეტში FCI439322,- ს---–-------------საგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული პაკეტში FCI439272, -

-კ--------------საგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული პაკეტში FCI439347, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

 

-ა–-------------ის სისხლის ნიმუში დალუქული პაკეტში, ლუქით 27/12/9,-ტ----------------ის სისხლის ნიმუში, დალუქული პაკეტში, ლუქით 27/12/9,- ა-----------------ის სისხლის ნიმუში, დალუქული პაკეტში, ლუქით 27/12/9,-მ-----–----------ის სისხლის ნიმუში, დალუქული პაკეტში, ლუქით 27/12/9, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

-ს---------------ისაგან ამოღებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობა, დალუქული პაკეტში FCD864-86, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის #0----------- საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

 

51 - ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის #0----------- საქმეს, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 273-ე 258-2-0-ე, 2-9-ე, 271-274-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 2-2-2-3-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ა----------------–---- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1-8-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა----------------–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ა----------------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

2.ა------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა–-------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი)ლარის ოდენობით.

 

ა------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ტ----------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 2-ე ნაწილის საფუძველზე, ა–-------------ის ეპიზოდში დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ტ----------------ის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------------------ს სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ა-------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3. ე-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 1- -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 1- -ლი „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 120-ე მუხლით დანიშნული სასჯელი შთანთქოს 12--ე მუხლის 1- -ლი „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ე-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 3 000 ( სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ე-----------------ი მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

4. კ----------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ-----–----------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 3 000 ( სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

კ----------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ტ----------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

კ----------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა–-------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 2-ე ნაწილის საფუძველზე, მ-----–----------ის და ტ----------------ის ეპიზოდებში დანიშნული სასჯელები შთანთქოს ა–-------------ის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

კ-----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

5. მ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 3 000 (საამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

6.მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.

 

7 ნივთიერი მტკიცებულებები -შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქების ანაწმენდები დალუქული პაკეტში FCI4340-3 და FI 396637, ერთი ცალი მოლურჯო ფერი კეპი და ნაჭერი, დალუქული პაკეტში FCI996638, ერთი ცალი მოშავო ფერის ქურთუკი, დალუქული პაკეტში FCI4340-9 და ერთი ცალი ჭიქა, დალუქული პაკეტში F--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ავტომანქანა ნისანის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები ანაწმენდები, დალუქული პაკეტში FCI39663-, ერთი ცალი მაისური და ორი ცალი კეპი, დალუქული პაკეტში FCI4341-2, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნ------------–--საგან ამოღებული ერთი ცალი მოშავო ფერის საფულე, მ----------------ის პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, ერთი ცალი ქვითარი, ერთი ცალი ქაღალდის ნაჭერი, სამი ცალი პლასტიკური ბარათი, დალუქული პაკეტში FCD 741824, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

 

კ-----------------საგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული პაკეტში FCI43932-, ე-----------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული პაკეტში FCI439325, ა------------–-----საგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული პაკეტში FCI439324, მ------------------საგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული პაკეტში FCI439321, მ----------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული პაკეტში FCI439322, ს---–-------------საგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული პაკეტში FCI439272, კ--------------საგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული პაკეტში FCI439347, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

 

ა–-------------ის სისხლის ნიმუში დალუქული პაკეტში, ლუქით 27/12/9, ტ----------------ის სისხლის ნიმუში, დალუქული პაკეტში, ლუქით 27/12/9, ა-----------------ის სისხლის ნიმუში, დალუქული პაკეტში, ლუქით 27/12/9, მ-----–----------ის სისხლის ნიმუში, დალუქული პაკეტში, ლუქით 27/12/9 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს---------------ისაგან ამოღებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობა, დალუქული პაკეტში FCD864-86, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის #0----------- საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

 

51 - ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის #0----------- საქმეს, დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე : ანაიტ ოგანესიან