განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3170-19 (№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - შ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ------------------------------ - დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------–---–-----------------------------------–-
ადვოკატები - თ------------------–---------------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თ---–----------–----------------–---------–-–---------------–-- განაჩენით თ-------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
ნასამართლობის მოხსნამდე, 2----–-–----------, ქ------–--–---------------–---–---------------------------------------------–-, თ--------------მ 200 ლარის სანაცვლოდ ლ-------------ე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ-ს“ (α-PVP)-ს შემცველი ოთხი შეკვრა ნივთიერება. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“-ს ( α-PVP)-ს შემცველი ნივთიერებები იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–----------------------------–------–---- მიერ.
ნასამართლობის მოხსნამდე, 2----–-–-----------, ქ. თბილისში, ქ-----------–---–---------------------------------------------ში, თ--------------მ 200 ლარის სანაცვლოდ ლ-------------ე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“-ს (α-PVP)-ს შემცველი ოთხი შეკვრა ნივთიერება. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ-ს“ ( α-PVP)-ს შემცველი ნივთიერებები იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–----------------------------–------–---- მიერ.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შ---–--------–---------------–----------–-–--------------------ს გამომძიებლებმა: ნ---------------–---–--, გ-------------–---–--, კ-----------------------მ, ი-----–-------------მ და ლ------------მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, აგრეთვე შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო დოკუმენტების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, კერძოდ:
Ø 9.0--2---– ოქმი ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ, რომლის თანახმად, გამომძიებელმა ნ---------------–---–-- თ-------------ისაგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, ფულადი თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით გადასცა ლ----------ეს. ოქმი ხელმოწერილია მასში მითითებული პირების მიერ და თან ერთვის ზ/აღნიშნული კუპიურების ქსეროასლი (ნ-----------–---–-, ლ-------ი, ლ--------ე).
Ø 9.0--2---– დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ (გამომძიებელი გ------–---–-, ლ--------ე)
Ø ამოღების ოქმი, რომლის თანახმად, 2----–-–----------, ქ------–--–-, ქ-----------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომძიებელმა გ-------------–---–--, გამომძიებელ კ----------------------ის მონაწილეობით, ლ----------ისაგან ამოიღო მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი, ქაღალდის ოთხ ცალ ნაჭერში დაფასოებული გაურკვეველი ნივთიერება, რაც დაილუქა სათანადო წესით და ხელი მოეწერა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ (გ------–---–-, კ---------ე, ლ--------ე).
Ø 21.0--2---– ოქმი ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ, რომლის თანახმად, გამომძიებელმა ნ---------------–---–-- თ-------------ისაგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით ფულადი თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით გადასცა ლ----------ეს. ოქმი ხელმოწერილია მასში მითითებული პირების მიერ და თან ერთვის ზ/აღნიშნული კუპიურების ქსეროასლი (ნ-----------–---–-, ლ-------ი, ლ--------ე).
Ø 21.0--2---– დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ (გამომძიებელი ლ--------, ლ--------ე)
Ø ამოღების ოქმი, რომლის თანახმად, 2----–-–-----------, ქ------–--–-, ქ-----------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომძიებელმა ლ------------მ, გამომძიებელ ი-----–------------ის მონაწილეობით, ლ----------ისაგან ამოიღო მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი, მოცისფრო ქაღალდის ოთხ ცალ ნაჭერში დაფასოებული გაურკვეველი ნივთიერება, რაც დაილუქა სათანადო წესით და ხელი მოეწერა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ (ლ--------, ი-----------ე, ლ--------ე).
მოწმეებმა: კ---------ემ და გ------–---–-ა დამატებით განმარტეს, რომ მოქ. ლ----------ემ განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოს თ-------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტთან დაკავშირებით. ლ--------ემ თანხმობა გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, მას გამომძიებლის მიერ ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადაეცა 200 ლარი, ე.წ. „მოდულის“ შენობაში აღიჭურვა ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით და განემარტა მოხმარების წესი, რის შემდეგაც 2----–-–----------, ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე - თ---–--–---------------–-------------ში, კორპუსის სადარბაზოში განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც მოწმე ქალბატონს პოლიციის თანამშრომლები ელოდებოდნენ ქ-----------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორც სადარბაზოში შესვლისას, ისე გამოსვლიდან მათთან მიახლოვებამდე (დროის ხსენებულ მონაკვეთში მოწმეს არავისთან კომუნიკაცია არ ჰქონია) ლ--------ეზე ახორციელებდნენ ვიზუალურ მეთვალყურეობას. თ---------სთან შეხვედრის შემდეგ, სადარბაზოდან დაახლოებით 10-15 წუთში გამოსულ ლ--------ეს ხელის გულში ჰქონდა მცირე ზომის, ქაღალდის (გ------–---–-ს განმარტებით, ცისფერი ქაღალდის) 4 პაკეტში დაფასოვებული გაურკვეველი ნივთიერება (გ------–---–-ს ჩვენებით, პაკეტები არ გაუხსნიათ, თუმცა ხელის შეხებით აღიქვა, რომ ნივთიერება იყო ფხვნილისებრი). გ------–---–-ა გააცნო ლ--------ეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების თაობაზე, რის შემდეგაც უშუალოდ კ---------ის მიერ ლ--------ისაგან ამოღებული იქნა ზ/აღნიშნული ქაღალდის პაკეტები, რაც მოწმის განმარტებით, მან შეიძინა თ--------ისაგან. ამოღების ოქმის შედგა ადგილზე გ------–---–-ს მიერ, ამოღებული ნივთიერებებიც ადგილზევე დაილუქა სათანადო წესით პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში ე.წ. ფაილში და ლუქზე გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერა (აღნიშნული გარემოება სრულად დადასტურდა ნივთმტკიცების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის ეტაპზე). ამოღების დასრულების შემდეგ, მოწმე ჯერ ე.წ. „მოდულის“ შენობაში წაიყვანეს სპეციალური აპარატურის მოხსნის მიზნით, შემდეგ კი - ქალაქის სამმართველოში.
მოწმეებმა: ი-----------ემ და ლ--------მ დამატებით განმარტეს, რომ 2----–-–----------- მიიყვანეს ლ--------ე ე.წ. „მოდულის“ შენობაში, სადაც მოწმე აღიჭურვა ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით და განემარტა მოხმარების წესი, რის შემდეგაც იმავე დღეს, მივიდნენ ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე - თ---–--–---------------–-------------ში, კორპუსის სადარბაზოში განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც მოწმე ქალბატონს პოლიციის თანამშრომლები ელოდებოდნენ ქ-----------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორც სადარბაზოში შესვლისას, ისე გამოსვლიდან მათთან მიახლოვებამდე (დროის ხსენებულ მონაკვეთში მოწმეს არავისთან კომუნიკაცია არ ჰქონია) ლ--------ეზე ახორციელებდნენ ვიზუალურ მეთვალყურეობას. თ---------სთან შეხვედრის შემდეგ, სადარბაზოდან დაახლოებით 20-25 წუთში გამოსულ ლ--------ეს ხელის გულში ჰქონდა მცირე ზომის, ქაღალდის (ორივე მოწმის განმარტებით, მოცისფრო ქაღალდის) 4 პაკეტში დაფასოვებული გაურკვეველი ნივთიერება (ი-----------ის ჩვენებით, პაკეტები არ გაუხსნიათ, თუმცა ხელის შეხებით აღიქვა, რომ ნივთიერება იყო ფხვნილისებრი, ლ--------ს კი არ ახსოვს). ლ--------მ გააცნო ლ--------ეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების თაობაზე, რის შემდეგაც უშუალოდ ი-----------ის მიერ ლ--------ისაგან ამოღებული იქნა ზ/აღნიშნული ქაღალდის პაკეტები, რაც მოწმის განმარტებით, მან შეიძინა თ--------ისაგან. ამოღების ოქმის შედგა ადგილზე ლ--------ს მიერ, ამოღებული ნივთიერებებიც ადგილზევე დაილუქა სათანადო წესით პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში ე.წ. ფაილში და ლუქზე გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერა (აღნიშნული გარემოება სრულად დადასტურდა ნივთმტკიცების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის ეტაპზე). ამოღების დასრულების შემდეგ, მოწმე ჯერ ე.წ. „მოდულის“ შენობაში წაიყვანეს სპეციალური აპარატურის მოხსნის მიზნით, შემდეგ კი - ქალაქის სამმართველოში.
მოწმე ნ.ზ--------–---–-- დამატებით განმარტა, რომ მოცემულ სს საქმეზე დაიწყო გამოძიება მოქ. ლ----------ის განცხადების საფუძველზე, გამოკითხა მოწმეები, პირის ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო თ---------ს, აღებული აქვს ხმისა და ნერწყვის ნიმუშები, დანიშნა ექსპერტიზები და ა.შ. მოწმის განმარტებით, ლ--------ე განცხადებაში უთითებდა, რომ თ-------------- ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებას და მან ნებაყოფლობით გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი, რის შემდეგაც ორჯერ - 2----–-–----------ა და 2------ს, ლ--------ე ე.წ. „მოდულის“ შენობაში აღიჭურვა ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით და მის მიერ გადაცემული 200-200 ლარით განახორციელა ორი საკონტროლო შესყიდვა თ---------სთან, რა დროსაც ლ--------ის მიერ თ--------ისაგან ორივე შემთხვევაში შეძენილი იქნა 4-4 პაკეტი ნარკოტიკული საშუალება (1 პაკეტი 50 ლარად), რაც ამოღებული და დალუქ---–- იქნა სათანადო წესით. ნ-----------–---–-ს ჩვენებით, ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილების შემდეგ, ლ--------ემ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის სისწორე დაადასტურა ოქმზე ხელის მოწერით და არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამს, გამოკითხვის ოქმში გვარის - ნ--------ს მოხსენიება კი წარმოადგენს ბეჭდვისას დაშვებულ მექანიკურ შეცდომას.
დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 27 მაისს 12:46 საათზე, ქ------–-------------–------------------------------------------------------, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა თ-------------- (გამომძიებელი გ--------–---–-, მონაწილე პირები: შ----–-–---–- და ლ--------).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შ---–--------–---------------–----------–-–----------–------–----: გ-------–--------–---–მა, ლ------------მ და შ---------–-–---–მა დაადასტურეს როგორც ზ/აღნიშნული ოქმის, ისე თ--------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმების სისწორე (რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა) და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------------ს თანახმად, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს და შ---–--------–---------------–----------–-–----------–------–--ს ნება დაერთოთ განეხორციელებინათ ფარული საგამოძიებო მოქმედება - ლ----------ისა და თ-------------ის შეხვედრებისა და საუბრების „ფარული ვიდეოჩაწერა და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება“ 2----–-–--------------------–-–-----------მდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------------ს თანახმად, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ნება დაერთო განეხორციელებინა თ-------------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5----------, 2----–-–--------------------–-–-----------მდე ფარული საგამოძიებო მოქმედება - „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა.“
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N----- (ექსპერტი დ---------–---–-) და ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N----------- (ექსპერტი ვ------) დასკვნებით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებსა და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, ამასთან მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე თ-------------ის ხმა ტექნიკური თვალსაზრისით იდენტურია, ვიდეოგრამებში ასახული პირი კი არის თ--------------.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------------ს საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის (ვიდეო ჩანაწერი) და ე.წ. კრებსებით დგინდება 2----–-–----------, 17:49:49სთ-დან 17:56:42სთ-მდე დროის პერიოდში, ქ------–--–-, ქ-----------–---–--------------ე კორპუსის მ-----------------ში ლ----------ისა და თ-------------ის შეხვედრისა და საუბრის ფაქტი, კერძოდ:
ლ----------ე გადასცემს თ--------------ს თანხას 200 ლარის (თანხის ოდენობას აფიქსირებს ლ--------ე „ორასი ხო“) ოდენობით, რაზეც ბრალდებული პასუხობს, „მაგდენი არა აქვს...კაროჩე სამი ცალი...ერთი ცალი მე მაქვს აგერ, მე, ჩემი ნაყიდი...მე დაგითმობ და მე გამოვართმევ“ და თ--------- ლ--------ეს აწვდის მცირე ზომის, 4 ცალ მოცისფრო ქაღალდის პაკეტს, რაც ნათლად ჩანს ლ--------ის ხელის გულზე და სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულების - ნარკოტიკული საშუალების გარეგნულ აღწერილობასთან (ზომა, ფორმა, რაოდენობა, ფერი, ქაღალდის დაკეცვის სტილი). ამავე ვიდეოჩანაწერით უტყუარად დგინდება, რომ საუბარია ნარკოტიკულ საშუალებაზე, კერძოდ, თ--------- ლ--------ეს ეუბნება, „მიეცი ეს ვისიცაა, ხოდა მერე შენ მოგიტან და ვიკაიფოთ ერთად რა“, რაზეც ქალბატონი პასუხობს, „ორი ჩემია უეჭველი“. ბრალდებული და მოწმე თანხმდებიან 8 საათისათვის დარეკვასა და შეხვედრაზეც - თ--------- პირდება ლ--------ეს „მერე შეგხვდები მე შენ და მოგცემ“ და იმავდროულად აფრთხილებს „არავის არაფერი არ უთხრა“, რაზეც ლ--------ე პასუხობს, „ვის უნდა ვუთხრა? შენც არ უთხრა, არავინ დამახვედრო.“
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------------ს საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის (ვიდეო ჩანაწერი) და ე.წ. კრებსებით დგინდება 2----–-–-----------, 14:36:22სთ-დან 14:50:23სთ-მდე დროის პერიოდში, ქ------–--–-, ქ-----------–---–--------------ე კორპუსის მ-----------------ში ლ----------ისა და თ-------------ის შეხვედრისა და საუბრის ფაქტი, კერძოდ:
ლ----------ე გადასცემს თ--------------ს თანხას (სხვადასხვა კუპიურებს), სანაცვლოდ კი თ--------- გადასცემს მცირე ზომის, 4 ცალ ღია ფერის პაკეტს, რაც ნათლად ჩანს ლ--------ის ხელის გულზე და სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულების - ნარკოტიკული საშუალების გარეგნულ აღწერილობასთან (ზომა, ფორმა, რაოდენობა, ქაღალდის დაკეცვის სტილი, ფერი - 2----–-–----------ს ვიდეოჩანაწერისაგან განსხვავებით, მოცემული ჩანაწერი არის შავთეთრი, თუმცა ნათლად ჩანს, რომ შესაფუთი ქაღალდი არის ღია ფერის). ყურადსაღებია, რომ ლ--------ის ჩვენების შესაბამისად, მას ხელჩანთა არ აქვს და პირადი ნივთები: მობილური ტელეფონი, საფულე, სიგარეტი და სანთებელა უჭირავს ხელში. ამავე ვიდეოჩანაწერით უტყუარად დგინდება, რომ საუბარია ნარკოტიკულ საშუალებაზე, ვინაიდან ბრალდებული ფრთხილობს და ეჭვობს, პოლიციის მიერ ხომ არაა მიგზავნილი ლ--------ე, თავის მხრივ კი, ლ--------ე უკმაყოფილებას გამოთქვამს ნივთიერების ოდენობის შემცირებაზე: „ძაან აცოტავებენ, გეფიცები...აუ ძაან ცოტაა... ჯერ ბევრი იყო და მერე დააკლეს და ვინ დააკლო?“
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, თ-------------ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის 5---------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის (მათ შორის, ლ--------ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე) ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალებით ირკვევა შემდეგი მნიშვნელოვანი დეტალები - საუბრები სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებების თაობაზე, თანხის ოდენობასა და შეხვედრის ადგილზე, მაგალითად:
Ø 16.0--2---– კრებსი N4---
- არის რამის ვარიანტი რო დავითრიოთ?
- დავითრიოთ რა... (თ---------)
- მისმინე, „ზამასკაში“ დავრჩი, ფულიც მაქვს. რამე ძმურად გამიკეთე, მოვალ
- მომისმინე, ეხლა ერთს ველოდები, ჩემს მეგობარს ველოდები და კაკრას რამდენი ექნება იმას და იმას ვიზამ რა, დაგირეკავ შენ (თ---------)
Ø 16.0--2---– კრებსი N4---
- არა ვერ შეიკრა დიდი პაკეტის, პატარა არ აქვს და დაიშალა (სმს შეტყობინება, თ---------)
- თ----- ბრატ დღეს პატივი მეცი ძმურათ 2 კაცზე და ხვალ მე ვიცი ბრატ, გთხოვ ძმურად უარი არ მითხრა (თ---------სთან შემომავალი სმს შეტყობინება)
- რა მომწერა იცი? ის გვინდაო რა, ფაქტიო, ორ კაცზეო, მითხრა...ფაქტი მინდაო და ძმურადო რა პატივი უნდა მცეო რა „იტოგში“ ორ კაცზეო თან (თ---------)
- ტელეფონში მაინც არ გინდა, რა
- არ გინდა რა ბიჭო, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მორფინისტი ვარ და (თ---------).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ------–---–-----მა და პ-------–--–---–---მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული:
Ø ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
მოცისფრო ქაღალდის ნაჭრებში გახვეული, 4 (ოთხი) ცალად დაფასოებული, თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,192 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP).
ამავე დასკვნისა და მასზე თანდართული ფოტოცხრილის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პოლიეთილენის პაკეტი იყო დალუქ---–-, შავ ძაფზე დამაგრებული ქაღალდის ლუქით N2 N19, ლუქზე აღინიშნებოდა გაურკვეველი ხელმოწერები და ხელნაწერი წარწერა 09.0--2---–.
Ø ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
მოცისფრო ქაღალდის ნაჭრებში გახვეული, 4 (ოთხი) ცალად დაფასოებული, თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,1187 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP).
ამავე დასკვნისა და მასზე თანდართული ფოტოცხრილის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პოლიეთილენის პაკეტი ე.წ. „ფაილი“ იყო დალუქ---–-, თეთრ ძაფზე დამაგრებული ქაღალდის ლუქით N2 N19, ლუქზე აღინიშნებოდა გაურკვეველი ხელმოწერები და ხელნაწერი წარწერა 21.0--2---–.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–-----------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ნარკოლოგიური გამოკვლევის N------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, 2019 წლის 27 მაისს, თ--------------ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება მეტადონის მოხმარების ფაქტი.
თ---–----------–----------------–---------–-–---------------–-- განაჩენით, თ-------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ალფა-პვპ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი; მასვე 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით (რაც სრულად მოხდილია). თ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 21 თებერვლიდან 2019 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ ზ/აღნიშნულ მტკიცებულებებთან - მოწმეთა ჩვენებებთან, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებთან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალასთან (ვიდეო ჩანაწერები) და ე.წ. კრებსებთან, სრულ შესაბამისობაშია მოწმე ლ----------ის ჩვენება, რომლის თანახმად:
თ--------------სთან აკავშირებს მცირეხნიანი პირადი ნაცნობობა და მისთვის ცნობილია, რომ ბრალდებული ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების - ამფეტამინის, ალფა-პვპ-ს გასაღებას (1 პაკეტი 50 ლარად), რაც მასაც შესთავაზა რამდენჯერმე. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ მიმართ შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ს განცხადებით, რის შემდეგაც გამოკითხა გამომძიებელმა ნ---------------–---–--, წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და მასში დაფიქსირებული ინფორმაციის სისწორე დაადასტურა ხელის მოწერით. მოწმის განმარტებით, ნებაყოფლობით გამოთქვა თანხმობა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, ე.წ. „მოდულის“ შენობაში ორჯერ აღიჭურვა ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით (განემარტა მოხმარების წესი) და ორჯერ - 2019 წლის 9 და 2------ს განახორციელა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც გამომძიებელ ნ-----------–---–-ს მიერ გადაცემული 200-200 ლარით (მოწმის მიერ დასახელებული კუპიურები სრულ თანხვედრაშია ფულადი თანხის გადაცემის ოქმში დაფიქსირებულ მონაცემებთან) თ-------------ისაგან მისსავე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, მდებარე: თ---–-----------------–-------ში შეიძინა 4-4 მოცისფრო ქაღალდში, მცირე ზომის პაკეტებად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ. მოწმემ დაადასტურა, რომ 9 მაისს მას საკონტროლო შესყიდვისას თან ახლდნენ პოლიციის თანამშრომლები: კ------------- და გ-------, 2------ს - ლ----- და ი-----–-, რომლებიც მას ელოდებოდნენ ქ-----------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ორივე შემთხვევაში, თ--------ისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალების პაკეტები, რომელიც მოთავსებული ჰქონდა ხელში, მისგან ამოიღეს შესაბამისი დადგენილების გაცნობის შემდეგ, ადგილზე შედგა ამოღების ოქმი, ნივთმტკიცებები დაილუქა N2 N19 ლუქით ე.წ. ფაილში ძაფით და ლუქზე ხელი მოაწერა ყველა მონაწილე პირმა. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, 9 და 2------ს იგი კვლავ მიიყვანეს ე.წ. „მოდულის“ შენობაში აპარატურის მოსახსნელად. მოწმემ დაადასტურა, რომ საკონტროლო შესყიდვების დროს თანხმლები პოლიციის თანამშრომლები მასზე ახორციელებდნენ მეთვალყურეობას და თ--------ის გარდა, სხვა პირთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მანვე დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს გაეცნო და არანაირი შენიშვნა-პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ლ--------ის განმარტებით, თ--------ისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალების პაკეტები არ გაუხსნია, თუმცა მსუბუქი და მცირე ზომის იყო, ოთხივე ხელის გულზე ეტეოდა, ჯიბეში არ ჩაუდია, ჩანთა კი თან არ ჰქონდა, მობილური ტელეფონი, საფულე, სიგარეტი და სანთებელა ხელში ეჭირა. მოწმისათვის ცნობილია, რომ თ--------- ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტით ყიდულობდა და თვითონ აფასოვებდა, თუმცა სხვადასხვა გამოგონილი პირების დასახელებით (ვინმე მ-–-, ქ---–-) ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ უშუალოდ თვითონ არ იყო გამსაღებელი, ეუბნებოდა „მე ამღები არ გეგონო, უბრალოდ გეხმარებიო.“ მოწმის ჩვენებით, თ--------- ფრთხილობდა მასთან შეხვედრისას და ეჭვიც გამოთქვა, ხომ არ იყო მიგზავნილი პოლიციის მიერ, თუმცა ლ--------ეს არასდროს უთქვამს მისთვის, რომ გამყიდველი თავად ბრალდებული იყო, „არ ვეუბნებოდი, ვიცი რომ შენ ხარ გამყიდველი, ეგ რომ მეთქვა, აღარ მომცემდა, ამიტომ ვუქნევდი თავს გამოგონილ პირებზე, თორემ ხომ ვიცოდი რომ უშუალოდ თვითონ იყო.“ მოწმის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალებების შესაძენად შეხვედრის შეთანხმებას ახორციელებდა იმ დროისათვის მის სარგებლობაში არსებული ნომრიდან 5-------- თ--------ის სარგებლობაში არსებულ ნომერზე სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამავე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ე.ი. გადაცემა სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.) როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სს საქმეზე ყველა საგამოძიებო (მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებები) მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ლ----------ის მიერ თ-------------ისაგან ორჯერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები დალუქ---–-ა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქ---–- და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების, მათ შორის, ლ----------ის თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად თ--------------მ 2019 წლის 9 და 2------ს, უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ ლ-------------ე 200-200 ლარის ოდენობით თანხის სანაცვლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა მოწმეთა ჩვენებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ოქმებისა, თ-------------ის მიერ ლ-------------ე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს ცალსახად ადასტურებს ლ--------ის მონაწილეობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია თუ როგორ გადასცემს თ-------------- 200-200 ლარის სანაცვლოდ ლ----------ეს 2019 წლის 9 და 2------ს, ქაღალდის მცირე ზომის 4-4 ცალ პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, ამასთან შესაბამისი დასკვნებით უტყუარად დადგენილია, რომ ვიდეო ჩანაწერების მთლიანობა დარღვეული არაა და მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება, მათში ასახული პიროვნება კი არის თ--------------, რაც არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავო.
იმის გათვალისწინებით, რომ თ-------------- ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისათვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს) და ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ-ს (α-PVP) ოდენობის განსაზღვრა არ ხდება, თ-------------ის ქმედების სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), სწორია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თ-------------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერსია (ნივთიერების შეცვლაზე აპელირებით) მოგონილია ბრალდებულის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით და არსებითად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: ბრალდებულმა დაადასტურა, რომ 2019 წლის 9 და 2------ის საკონტროლო შესყიდვის ამსახველ ვიდეოჩანაწერებში ასახული პირი თავადაა და 200-200 ლარის სანაცვლოდ ლ--------ეს გადასცა გარკვეული ნივთიერება, თუმცა ორივე შემთხვევაში ეს იყო მედიკამენტი „ციტრამონი“ (მონაცრისფრო ფხვნილი) და მოთავსებული იყო მოვარდისფრო ქაღალდის პაკეტებში.
ამოღების ოქმითა და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ლ--------ის მიერ თ--------ისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება - თეთრი ფერის ფხვნილი მოთავსებული იყო მოცისფრო ქაღალდის მცირე ზომის პაკეტებში, რაც ასევე დადასტურებულია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებში ზ/აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების აღწერილობითა და სასამართლო სხდომაზე მათი გამოკვლევის შედეგებით, უფრო მეტიც, სრულ შესაბამისობაშია ობიექტური რეალობის ამსახველ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ვიდეოჩანაწერთან (09.0--2---–), სადაც ნათლად ჩანს ლ--------ის ხელის გულზე თ--------ის მიერ გადაცემული მოცისფრო ქაღალდის პაკეტები, რაც თავის მხრივ, ასევე შესაბამისობაშია 21.0--2---– ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პაკეტების ვიზუალურ მახასიათებლებთან. რაც შეეხება ბრალდებულის აპელირებას ლ--------ისათვის „ციტრამონის“ გადაცემასთან დაკავშირებით, სასამართლოს ალოგიკურად მიაჩნია ეს ვერსია ხსენებული სამედიცინო პრეპარატის საყოველთაოდ ცნობილი მცირე ღირებულების (რომელიც ბევრად ნაკლებია 200 ლარზე) და ფარმაკოლოგიური თვისებების (არ გამოიყენება იმ დანიშნულებით, რის თაობაზეც თ--------- საუბრობს საკონტროლო შესყიდვის დროს - „მიეცი ეს ვისიცაა, ხოდა მერე შენ მოგიტან და ვიკაიფოთ ერთად რა“) მხედველობაში მიღებით. შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის ან მისი ნიშან-თვისებების შეცვლის თაობაზე ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებსა და შესაფუთ მასალაზე არ დგინდება ბრალდებულის გენეტიკური პროფილის არსებობის ფაქტი და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სს საქმეზე ამოღებულ ნივთმტკიცებებზე გამოძიების ეტაპზევე დანიშნული იქნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა, თუმცა შესაბამისი კვლევის ჩატარება და დასკვნის გაცემა სს საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე ვერ მოესწრო და შესაბამისად, ბრალდების მხარისაგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზით ვერ იქნა წარმოდგენილი.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. თ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. თ-------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ახალი განზრახი დანაშაულების ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, უკანონოდ შეძენილი, შენახული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება თ-------------ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, თ--------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ-------------ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, თ---–----------–----------------–---------–-–---------------–-- განაჩენი, შესაბამისად, მის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2----–-–----------ს ეპიზოდი) – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2----–-–----------ს ეპიზოდი) – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2------ის ეპიზოდი) – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2------ის ეპიზოდი) – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თ-------------ის მიმართ თ---–----------–----------------–---------–-–---------------–-- განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თ---–----------–----------------–---------–-–---------------–-- განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ თ--------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მაისიდან.
თ--------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
თ--------------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 5 (ხუთი) ცალი ლაზერული დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- ნარკოტიკული საშუალებები, შესაფუთი მასალა და თ--------ის ნერწყვის ნიმუში (ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია