განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/5456-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - გ------- დ---–----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ი---- ყ----–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: წ--------------–-------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ-----------------------------------------.
კვალიფიკაცია:
ი---- ყ----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. ი---- ყ----–---–ი ი----- ღ------–-----ის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, შევიდა ი----- ღ------–-----თან ნდობაში და შესთავაზა ა-------------------------–--------------ს ქალაქ დ-------ან ,,ტოიოტა სექუოიას“ მოდელის ავტომობილის სხვადასხვა ნაწილების ჩამოტანა. ი----- ღ------–-----მა 2018 წლის 12 ოქტომბერს მისივე კუთვნილი კომპანიის შპს ,,კ-------–ის“ საბანკო ანგარიშიდან G--------------------- ავტონაწილების შეძენის მიზნით გადარიცხა ფულადი თანხა 4218 (ოთხიათას ორას თვრამეტი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით, ი---- ყ----–---–ის მეუღლის ნ--- მ------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულ შპს ,,დ-–------“ (ს/ნ 4--------) სს ,,ს----------–---------ში“ გახსნილ ანგარიშზე C---------------------, აღნიშნული ფულადი თანხა ი---- ყ----–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რის შემდეგაც შეწყვიტა ი----- ღ------–-----თან კომუნიკაცია და მიიმალა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
2.1. ბრალდებულმა ი---- ყ----–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ ი---- ყ----–---–ი ი----- ღ------–-----ის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, შევიდა ი----- ღ------–-----თან ნდობაში და შესთავაზა ა-------------------------–--------------ს ქალაქ დ-------ან ,,ტოიოტა სექუოიას“ მოდელის ავტომობილის სხვადასხვა ნაწილების ჩამოტანა. ი----- ღ------–-----მა 2018 წლის 12 ოქტომბერს მისივე კუთვნილი კომპანიის შპს ,,კ-------–ის“ საბანკო ანგარიშიდან ავტონაწილების შეძენის მიზნით გადარიცხა ფულადი თანხა 4218 ლარის და 50 თეთრის ოდენობით ი---- ყ----–---–ის მეუღლის ნ--- მ------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულ სს ,,ს----------–---------ში“ გახსნილ ანგარიშზე, რაც ი---- ყ----–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი---- ყ----–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი---- ყ----–---–ის ქმედების შედეგად ი----- ღ------–-----ს მიადგა 4218 (ოთხიათას ორას თვრამეტი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობის ზიანი.
2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.
2.6. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი---- ყ----–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ი---- ყ----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: ი----- ღ------–-----ის განცხადება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, მოწმეების ი---- ყ----–---–ის, ი----- ღ------–-----ის, ნ--- მ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, ს----------–---------დან გამოთხოვილი ინფორმაცია, სსიპ შ--------–----------------------–-------------------დან გამოთხოვილი ინფორმაცია და საქმეში არსებულ მასალათა ერთობლიობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი----- ყ----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი---- ყ----–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ი---- ყ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. ი---- ყ----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. ი---- ყ----–---–ი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არის--- წლის, ნასამართლობის არ მქონეა, საქმის განხილვის პერიოდში გარდაეცვალა შვილი და აქვს მძიმე ოჯახური ტრამვა.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ი---- ყ----–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, ი---- ყ----–---–ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმა გადახდისუნარიანობის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 255-ე, 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---- ყ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ი---- ყ----–---–ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ი---- ყ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/