განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2020
საქმის ნომერი
820100118002718472
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002718472/ №1-300/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე

 

პროკურორი - რა-----–----ე

 

ბრალდებული: მე------------–--ე

ადვოკატი - ირ---–-----–--ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის №173090918002 საქმე

 

ბრალდებული: მე------------–--ე

მამის სახლი: ოთ----

დაბადებული: 2--------0 წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

პირადი ნომერი: 61---------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ფაქტობრივად მცხოვრები: ბათუმი, იო-----–---ის ქ. №4

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2016 წლის 29 აგვისტოდან, 2018 წლის 08 სექტემბრამდე დროის პერიოდში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მე------------–--ე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს თავის მეუღლეს ვი-------------------ას აყენებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა ვი-------------------ას ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

2. 2016 წლის 29 აგვისტოდან, 2018 წლის 08 სექტემბრამდე დროის პერიოდში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მე------------–--ე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს თავის მეუღლეს ვი-------------------ას აყენებდა სისტემატიურ ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ 2016 წლის 29 აგვისტოს ქ. ბათუმი, ლე-----------ის ქუჩა №105-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მე------------–--ემ თავის მეუღლეს, ვი-------------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალადობის შედეგად ვიქტორიამ ასკეროვამ გაიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის იანვრის თვეში, ქ. ბათუმში, გონიოს დასახლება, იო-----–---ის ქუჩა №4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მე------------–--ემ თავის მძინარე მეუღლეს, ვი-------------------ას სახეში ორჯერ ჩაარტყა ხელი, ფიზიკური ძალადობის შედეგად ვი-------------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 08 სექტემბერს, ქ. ბათუმში, გონიოს დასახლება, იო-----–---ის ქუჩა №4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მე------------–--ემ თავის მეუღლეს, ვი-------------------ას სახეში დაარტყა ხელი, ფიზიკური ძალადობის შედეგად ვი-------------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია.

 

4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

5. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6. დაზარალებულ ვი-------------------ას ჩვენების თანახმად მეუღლე მე------------–--ე მას სისტემატიურად სცემდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამჟამად კი აპატია ბრალდებულს და შეურიგდა.

 

7. ბრალდებულმა მე------------–--ემ განმარტა რომ მეუღლეს, ვი-------------------ას ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 სექტემბრის №006808618 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით ვი-------------------ას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. პირველი შეურაცხყოფისაგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა. შ.

 

10.მე------------–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მოწმეების და--------------–--ე, ვე---–---------–--ე, ელ----------------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სხეულის დათვალიერების ოქმი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ მე------------–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 126-ე მუხლის 12 ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

12. მე------------–--ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

13. მე------------–--ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

14. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მე------------–--ეს, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებული შეურიგდა მას და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს და მის პიროვნებას, რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო და სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას. აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

 

პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

15. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად მე------------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, შეამცირებს მე------------–--ის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული მე------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად მე------------–--ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.გაუქმდეს მსჯავრდებულ მე------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

3.განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე