განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119002804900
N1/10-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
02 მარტი 2020 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ლ--–-------–-–---–ი
ბრალდებული: ზ----------------ე
მამის სახელი: ნ--------
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: თ--–---------------------–---------------–---
მცხოვრები: თ--–---------------------–---------------–---
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თელავის რაიონის, სოფელ ქვემო ხოდაშენში ს------------------ეს თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან ზ----------------ესთან, რა დროისაც ზ------მა განზრახ ჯანმრთელბის დაზიანების მიზნით ს------------------ეს ესროლა სამზარეულოს დანა და მარცხენა მხრის არეში მიაყენა ჭრილობა. ზ----------------ის ქმედების შედეგად ს------------------ემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 111 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამარლომ დაადგინა:
ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართვეოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპულიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის
შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ
ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალდებულ - ზ----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3. ზ----------------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მას დანა არ უსვრია.
4. ბრალდებულის მეუღლემ დაზარალებულმა ს------------------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
5. ბრალდებულის დედამ მოწმე ი--------–--ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ზ------–-–--–--ემ აჩვენა, რომ იცნობს ზ----------------ეს, მეგობრობს, ნათელმირონი და მისი თანასოფლელია. 2018 წლის 16 ნოემბერს საქეიფოთ მივიდა ზ----------------ესთან. სტუმრად მისვლისას, ზ----------------ის მეუღლემ ს------------------ემ ბავშვის ავადმყოფობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რის გამოც იგი ეზოდან გარეთ გამოვიდა. ცოტახნის შემდეგ გაიგო ყვირილის ხმა. მას ესმოდა მხოლოდ ხმა, თუმცა ვერ ხედავდა რა ხდებოდა ეზოში. ყვირილზე შევიდა ზ-----სთან. დაინახა, რომ ს-------- იწვა ხის ტახტზე. მან იფიქრა, რომ ს--------ს გული გაუხდა ცუდად. არ დაუნახავს დაჭრილი იყო თუ არა ზ-----ს მეუღლე და მოსდიოდა თუ არა სისხლი. შესვლისთანავე ზ-----მ უთხრა, რომ დაერეკა სასწრაფოში. მან დარეკა სასწრაფოში და თან მეზობლებს სთხოვა და მეზობლის მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს ს------------------ე.
მანვე განმარტა, რომ ზ-----ს მიერ ს------სთვის დანის სროლის შესახებ, გაიგო პოლიციაში.
ბრალდების მხარემ გამოუქვეყნა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, თუმცა ზ------–-–--–--ემ არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, განმარტა, რომ სისხლი არ დაუნახავს, დანის სროლის ფაქტი გაიგო პოლიციაში, მას დაკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი.
6. მოწმე ბ----–-–--–--ემ აჩვენა, რომ ზ----------------ე ცხოვრობს მის მეზობლად 150 მეტრში. იმ დღეს ბიძასთან, ზ------–-–--–--ესთან სახლში იმყოფებოდა. ბიძამისი სტუმრად წავიდა მეზობელთან, ზ----------------ესთან. რამდენიმე ხანში თვითონაც გავიდა სახლიდან სიგარეტის საყიდლად. მ--------ის სახლთან რომ ჩაიარა, დაინახა, რომ ბიძამისი იდგა ზ----------------ის სახლის ეზოს გარეთ, გზაზე. სახლიდან კი ხმამაღალი საუბარი ისმოდა, თუმცა სიტყვებს ვერ არჩევდა. მან გაიგო კივილის ხმა, თუმცა რა მოხდა ზუსტად არ იცის. ამ ხმაზე ბიძამისი შევიდა ეზოში და ს------ გამოიყვანა გარეთ, დარეკა სასწრაფოში და უთხრა, რომ ს------ იყო ავად. ამის შემდეგ ბიძამისმა დაურეკა მეზობელს გ----------–---–ს და მისი მანქანით წაიყვანეს ს------ საავადმყოფოში. ს------ რატომ იყო ცუდად არ იცის. ს------სთან ახლოს არ მისულა, რა ჭირდა ს------ს არ იცის. ასევე უცნოვბია მისთვის რა მოხდა შიგნით. მოგვიანებით პოლიციაში გაიგო, რომ ზ----------------ეს დანა უსვრია ს------სთვის.
7. დაცვის მხარემ არასადავოდ გახადა სხვა დანარჩენი მტკიცებულები და სისხლის სამართლის საქმეში არსებული დოკუმენტაცია, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
8. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
10. ზ----------------ის მიერ მეუღლისათვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარეს გამოძიების დროს გააჩნდა ოთხი მოწმის ჩვენება. სასამართლოს წარმოუდგინა იგივე მტკიცებულებები, ბრალდებულის მეუღლის ს------- მ--------ის, დედის ი--------–--ის, მოწმეების ზ------–-–--–--ისა და ბ-----–-–--–--ის ჩვენებები.
11. ბრალდებულის მეუღლემ ს------- მ--------ემ და დედამ ი--------–--ემ უარი განაცხადეს ოჯახის წევრის ზ----------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე და შესაბამისად, არ დაადასტურეს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება.
12. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 111 მუხლი თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
13. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.
14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს, მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05, 45553/05, 35680/05, 36085/05, 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10, 31/).
16. საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება და არა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ დაზარალებულთა მხრიდან კონსტიტუციური უფლების გამოყენება, ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა უნდა იქნას გაგებული ისე, რომ ის არ უარყოფს გამოძიების დროს ნაჩვენებ ფაქტებს და გარემოებებს. არსებული მოცემულობით ეს მოსაზრება დაუსაბუთებელია, წარმოადგენს მხოლოდ ეჭვს და არ ეყრდნობა რაიმე მტკიცებულებას. ასეთი მტკიცებულება კი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის გამტყუნებას.
17. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს მათ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების ზ------–-–--–--ისა და ბ----–-–--–--ის ჩვენებებით დასტურდება, მხოლოდ ის, რომ ისინი იმყოფებოდნენ ზ----------------ის საცხოვრებელი სახლის წინ, გზაზე და ესმოდათ ხმა. ხმაურზე ზ------–-–--–--ე შევიდა შიგნით და დაინახა, რომ ზ----------------ის მეუღლე, ს--------, იწვა ხის ტახტზე. მან იფიქრა, რომ ს--------ს გული გაუხდა ცუდად. არ დაუნახავს დაჭრილი იყო თუ არა ზ-----ს მეუღლე და მოსდიოდა თუ არა სისხლი. შესვლისთანავე ზ-----მ უთხრა, რომ დაერეკა სასწრაფოში. მან დარეკა სასწრაფოში და თან მეზობლებს სთხოვა და მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს ს------------------ე.
18. ამავე გარემოებებს ადასტურებს ბ----–-–--–--ეც და ორივე მოწმე მიუთითებს, რომ დანით დაჭრის ფაქტი პოლიციაში მიყვანის შემდეგ გაიგეს.
19. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების არსს.
20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლში (??????????? 2015 ???? 18 ????????? ?????? ¹4677 - ?????????, 29.12.2015?. ) ცვლილებით განისაზღვრა ჩვენების გამოქვეყნების ორი წესი, პირველი როდესაც არ ცხადდება მოწმე, მეორე კი მოწმის გამოცხადების შემთხვევაში. მოწმის გამოცხადების დროს კანონმდებელი განმარტავს, რომ „თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.“ (18.12.2015. N4677 ამოქმედდა 2016 წლის 20 თებერვლიდან)
21. ამ კუთხით საინტერესოა ცვლილების შეტანის მიზეზი და ის განმარტებითი ბარათი, რაც ერთვის კანონპროექტს. კერძოდ, „შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებით, მხარეებს ეძლევათ მეტი შესაძლებლობა მოსამართლის წინაშე წინააღმდეგობრივი ჩვენებების მიმცემი მოწმის არასანდოობის წარმოსაჩენად. კერძოდ, თუ მოწმე გამოცხადდება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მოწმის მხრიდან წინააღმდეგობრივი ჩვენებების არსებობის დასადასტურებლად მხარეს უჩნდება შესაძლებლობა მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან გამოძიებისას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). ამდენად, კოდექსის მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებით, რომელიც ასეთ შესაძლებლობას მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებს, თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს და მიცემულ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, ცვლილების შესაბამისად, მხარეს ამგვარი მოთხოვნის უფლება ყველა შემთხვევაში გააჩნია, ხოლო მოსამართლე, თავის მხრივ, ვალდებულია დააკმაყოფილოს მხარის მიერ დაყენებული აღნიშნული მოთხოვნა.“
22. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული 243-ემუხლის მე-2 ნაწილის რედაქცია პირდაპირ პასუხობს ეუთო-ს „სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშის“ (2014 წ.) მე-17 რეკომენდაციას (გვ. 12), აგრეთვე 206-ე - 208-ე (გვ. 82) პუნქტებში მოყვანილ მსჯელობას, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის რედაქცია უნდა შეიცვალოს იმგვარად, რათა მხარეს, მოწმის ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობის სადემონსტრაციოდ, არ დასჭირდეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იმის მტკიცება, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს. იმავე პუნქტებში, ეუთო-მ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან შეუსაბამოდ მიიჩნია სასამართლოებში დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, სასამართლოები მოწმის თანხმობას ითხოვდნენ იმისათვის, რომ მხარისათვის მიეცათ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის უწინდელი ჩვენების საჯაროდ წაკითხვის ნებართვა. როგორც სამართლიანად არის აღნიშნული ეუთოს-ს ანგარიშის მითითებულ პუნქტებში, ასეთი პრაქტიკა თვით მოწმის იმპიჩმენტის იდეას ეწინააღმდეგება. კანონპროექტის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემოთავაზებული რედაქცია არა მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზს გამოასწორებს, არამედ წერტილს დაუსვამს ამგვარ მანკიერ პრაქტიკასაც.
23. აღნიშნული ცვლილებით უარყოფილი იქნა მანამდე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ჩვენების გამოქვეყნების დროს მოწმის სავალდებულო თანხმობის წესი, ვინაიდან ასეთი პრაქტიკა თვით მოწმის იმპიჩმენტის იდეას ეწინააღმდეგებოდა და კანონმდებელმა მოსამართლე დაავალდებულა, რომ ყოველგვარი თანხმობის გარეშე გამოაქვეყნოს გამოცხადებული მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რათა გადაწყდეს იმპიჩმენტის, ნდობის ხარისხი.
24. მოცემულ შემთხვევაში, მოწმე ზ------–-–--–--ემ არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, განმარტა, რომ მან ს------ მ--------ის დაჭრის ფაქტი პოლიციაში გაიგო და ჩვენებას ხელი ისე მოაწერა, რომ არ წაუკითხავს. დაჭრის ფაქტის პოლიციაში გაგება ასევე დაადასტურა მოწმე ბ----–-–--–--ემაც.
25. ვინაიდან მოწმე არ ადასტურებს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, სასამართლო ბრალდებულისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტს სხენებულ საკითხს და გაიზიარებს სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. მითუმეტეს, რომ ორივე მოწმე ზ------–-–--–--ე და ბ----–-–--–--ე მიუთითებენ, რომ დაჭრის ფაქტი პოლიციაში გაიგეს. სხვა მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა მათ ჩვენებებს სასამართლოში არ გამოკვლეულა.
26. არასადავო მტკიცებულებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ 93-96) დადგენილია, რომ ს------------------ეს გულმკერდის არეში მარცხნივ მეხუთე ნეკნთაშუა არეში, უკანა აქსილალური და ბეჭის ხაზებს შორის აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი გულმკერდის ღრუში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია, რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს.
27. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს ადასტურებს და განსაზღვრავს მის ხარისხს. ექსპერტიზის დასკვნა ვერ ადასტურებს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობას, ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ასევე ვერ იქნება ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულება.
28. ზ----------------ის ბრალდებას ასევე არ ადასტურებენ არასადავო ის მტკიცებულებები, რომელთა თაობაზეც უნდა დაკითხულიყვნენ გამომძიებლები და ექსპერტები. ვინაიდან, მათი ჩვენებები უკავშირდება მომხდარი ფაქტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და მოპოვებას.
29. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არ გვაქვს საქმე.
30. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
33. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
34. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
35. საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ----------------ე მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
37. გამართლებულ ზ----------------ეს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
38. ზ----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
39. ზ----------------ეს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
40. ზ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ზ----------------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ ზ------ მოდებძის (პირადი N2----------) , ი--------–--ის (პირადი N2----------), და ნოდარ მ--------ის (პირადი N2---------- გარდაცვლილია) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
41. ნივთიერი მტკიცებულებები: ორი ცალი დანა და ს------- მ--------ის ტანსაცმელი; საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დაუბრუდნეს კანონიერ მფლობელებს.
42. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
43. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური