განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3134-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----–------ა,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ხ----------–-–---–ი, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ქვრივი, რეგისტრირებული: ქ. რ-------------------------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------–------------------------------------------------;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - 2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - 2019 წლის 31 მაისის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 18 მაისს შსს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ხ----------–-–---–ის მიმართ 30 დღის ვადით გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №------, რომლითაც ხ----------–-–---–ს აეკრძალა, მეუღლესთან - მ--------–-–---–თან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ხ----------–-–---–ი მივიდა ქ. თ---–--–-----–--------------------------–------------------ში მდებარე მ--------–-–---–ის საცხოვრებელ ბინა №---ში, სადაც იმყოფებოდა მ--------–-–---–ი.
ე.ი. ხ----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
1.2. 2019 წლის 18 მაისს შსს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ხ----------–-–---–ის მიმართ 30 დღის ვადით გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №------, რომლითაც ხ----------–-–---–ს აეკრძალა, მეუღლესთან - მ--------–-–---–თან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 31 მაისს, დაახლოებით 19:15 საათზე, ხ----------–-–---–ი მივიდა ქ. თ---–--–-, გ-–--------------------------–--------ე კორპუსში მდებარე მ--------–-–---–ის საცხოვრებელ ბინა №---ში და ძლიერად აბრახუნებდა კარებზე, რის შემდეგაც იმავე დღეს, 20:35 საათზე, ქ. თ---–--–-----–--------------------------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ.
ე.ი. ხ----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. დაზარალებულმა მ--------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ხ----------–-–---–ი მისი მეუღლეა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ. თ---–--–-, გ-–--------------------------–--------ე კორპუსში. მას და ხ----------–-–---–ს ჰქონდათ ოჯახური პრობლემები, კერძოდ ხ----------–-–---–ი მასზე ხშირად ეჭვიანობდა, ხოლო თავად მთელ შემოსავალს აზარტულ თამაშებში ხარჯავდა. 2019 წლის მაისის თვეში მან თავის დას მოუყვა, რომ ხ----------–-–---–ი მას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და გადაწყვიტა მასთან დაშორება. სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, 2019 წლის 18 მაისს ხ----------–-–---–ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც მას აეკრძალა მ--------–-–---–თან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია.
მიუხედავად ამისა, 2019 წლის 26 მაისს, ხ----------–-–---–ი მივიდა მასთან, რა დროსაც აკაკუნებდა კარზე და ითხოვდა ბავშვის ნახვას. იგი ხ----------–-–---–ს ეუბნებოდა, რომ მის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი და არ შეიძლებოდა მისი იქ მისვლა. ამავე დროს მ--------–-–---–ს დაურეკა მისმა მაზლმა - გ----------–-–---–მა, რომელმაც უთხრა, რომ დიდი ხნით მიდიოდნენ ყ------ში და ხ---- ბავშვს ვეღარ ნახავდა, ასევე ხ----ს სურდა საკუთარი ნივთების წაღება. მან გაუღო კარი ხ----------–-–---–ს, რომელმაც ნახა ბავშვი, აიღო საკუთარი ნივთები და გასვლისას მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ასევე 2019 წლის 31 მაისს, ხ----------–-–---–ი კვლავ მივიდა მის ბინასთან, რა დროსაც იგი კარზე აბრახუნებდა და ითხოვდა კარის გაღებას. ამ დროს მას დამ - რ--------------–-–---–მა დაურეკა მოსაკითხად, რომელსაც მან უთხრა, რომ ხ----------–-–---–ი იყო მასთან მისული, რომელიც კარზე აბრახუნებდა და ითხოვდა ბავშვის ნახვას. შემდეგ მან რ---------ს გაუთიშა ტელეფონი, რადგან აღარ ისმოდა ხმა. როდესაც კარზე ბრახუნი შეწყდა, იგი წავიდა საბავშვო ბაღში ბავშვის გამოსაყვანად. საბავშვო ბაღთან მისულმა დაიანხა, რომ ბავშვი ხ----------–-–---–მა გამოიყვანა და სახლში მოყავდა. იგი მანთ გამოჰყვა უკან ბავშვის ეტლით. როდესაც საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ, დაინახეს, რომ პოლიცია იყო მისული, რომელიც რ--------------–-–---–ს გამოუძახებია ხ----------–-–---–ის მისვლის ამო. პოლიციელებმა ხ----------–-–---–ი ადგილზე დააკავეს და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
2.2. უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–--------ამ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა, რომ 2019 წლის 18 მაისს, მას მიმართა ქ. თ---–--–-----–----------------------------------ე კორპუსში, ბინა №---ში მცხოვრებმა მოქალაქე მ--------–-–---–მა და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა მისი მეუღლის - ხ----------–-–---–ის მიმართ. იგი გაესაუბრა მ--------–-–---–ს, რომელმაც დააფიქსირა, რომ ხ----------–-–---–ი მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა მასზე. ამასთან დაკავშირებით მ--------–-–---–ს სურდა, შემაკავებელი ორდერის გაცემა ხ----------–-–---–ის მიმართ, რომლითაც ბ----–-–---–ს ერთი თვით აეკრძალებოდა მასთან მიახლოება. მ--------–-–---–ის განცხადების საფუძველზე, ხ----------–-–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მოხდა ყველა აკრძალვის მონიშვნა, რაც მოითხოვა ქალბატონმა, მათ შორის მსხვერპლთან მიახლოება, სატელეფონო და სოციალური ქსელებით კავშირი და იმ სამსახურთან და ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, იმავე დღეს, იგი დაუკავშირდა ხ----------–-–---–ს და შეატყობინა მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემისა და ამ ორდერის საფუძველზე მ--------–-–---–თან კომუნიკაციის აკრძალვის თაობაზე. ასევე ბ----–-–---–ს განემარტა, რომ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და აუცილებლად უნდა მისულიყო განყოფილებაში ორდერის ასლის ჩაბარებისთვის. მან ბ----–-–---–ს ისიც აუხსნა, რომ ორდერი ჩაბარებულად ითვლებოდა სატელეფონო შეტყობინების ფორმითაც, რაზეც შედგებოდა გასაუბრების ოქმი. ხ----------–-–---–მა უპასუხა, რომ იმჟამად იმყოფებოდა ყ------ში, რის გამოც ვერ მოახერხებდა პოლიციის განყოფილებაში მისვლას და შეპირდა, რომ ერთ კვირაში მივიდოდა. ერთი კვირის განმავლობაში ხ----------–-–---–ი არ მივიდა განყოფილებაში. ერთი კვირის შემდეგ იგი კვლავ დაუკავშირდა ბრალდებულს, რომელიც სულ რაღაცას იმიზეზებდა და განყოფილებაში მისვლას თავს არიდებდა. შემდეგ მას შეატყობინეს, რომ ხ----------–-–---–ი ნასვამ მდგომარეობაში მისული იყო საბავშვო ბაღში, შვილის გამოსაყვანად, რა დროსაც მან დურეკა ბ----–-–---–ს და უთხრა, მისულიყო განყოფილებაში, თუმცა ბ----–-–---–მა უპასუხა, რომ ცუდად იყო და ვერ მივიდოდა, არადა დაახლოებით ხუთი წუთი უნდოდა იქიდან განყოფილებაში მისვლას.
2.3. პატრულ-ინსპექტორმა ლ--------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 31 მაისს, ის და მისი მეწყვილე ხ-------–--–---–ი იყვნენ მორიგე ჯგუფსი და სამსახურებრივი მანქანით მოძრაობდნენ სამოქმედო ტერიტორიაზე, რა დროსაც საღამოს საათებში, 112-დან მიიღეს შეტყობინება ქ. თ---–--–-----–-----------------------------------------ში მდებარე ბინა №---ში შემაკავებელი ორდერის დარღვევისა და მოძალადის მიერ ბინაზე მისვლისა და კარზე კაკუნის შესახებ. ისინი დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე. მისამართზე მისვლისას კორპუსის ეზოში დახვდათ შუახნის ქალბატონი და მამაკაცი, რომლებიც იყვნენ მ--------–-–---–ი და ხ----------–-–---–ი. მ--------–-–---–მა მათ განუცხადა, რომ ხ----------–-–---–ის მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი და აჩვენა ორდერის ასლი. იმავდროულად მათ დაუკავშირდათ თანამშრომელი და აცნობა, რომ იმავე განყოფილებაში შესული იყო შეტყობინება აღნიშნული შემაკავებელი ორდერის დარღვევის თაობაზე, რაზეც 2019 წლის 26 მაისს დაწყებული იყო გამოძიება. ამავე დროს მათთან მივიდნენ პოლიციის პ------–------------–--ის თანამშრომლები, რომლებიც გაერკვნენ სიტუაციაში და ადგილზე დააკავეს ხ----------–-–---–ი.
2.4. შსს გ-–-----------–--------------------–ოს პოლიციის პ------–------------–--ის დეტექტივმა დ------–--------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 31 მაისს იმყოფებოდა მორიგე ჯგუფში თავის თანამშრომელ გ--------–-----–--სთან ერთად. ისინი მოძრაობდნენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე. საღამოს საათებში მას დაუკავშირდა განყოფილების პასუხისმგებელი მორიგე და აცნობა, რომ ცენტრ ,,112“-დან შემოსული იყო შეტყობინება ქ. თ---–--–-----–-----------------------------------------ში ხ----------–-–---–ის მიერ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის თაობაზე. ამ გამოძახების საფუძველზე, ისინი გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც №----ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ესაუბრებოდნენ ქალბატონსა და მამაკაცს, რომლებიც მათ ჰყავდათ განცალკევებულნი და აზუსტებდნენ გარკვეულ დეტალებს. პატრულის თანამშრომლებმა მათ განუმარტეს, რომ მამაკაცი იყო ხ----------–-–---–ი, რომლის მიმართაც მათი განყოფილების მიერ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომელიც მან დაარღვია და აღნიშნულ ფაქტზე მათივე განყოფილებაში 2019 წლის 26 მაისს დაწყებული იქნა გამოძიება მის მიერ შემაკავებელი ორდერის პირობების შეუსრულებლობის ფაქტზე. პატრულის თანამშრომლებმა ასევე მათ უთხრეს, რომ ქალბატონი იყო ხ----------–-–---–ის ყოფილი მეუღლე - მ--------–-–---–ი. ამ ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურებისას მათ ადგილზე დააკავეს ხ----------–-–---–ი, რომელსაც განუმარტეს შესაბამისი უფლებები. დაკავების დროს ხ----------–-–---–ი იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ.
2.5. გამომძიებელმა კ---------------ემ სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
2.6. №------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2019 წლის 18 მაისს შსს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ხ----------–-–---–ის მიმართ 30 დღის ვადით გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ხ----------–-–---–ს აეკრძალა, მეუღლესთან - მ--------–-–---–თან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია (ს.ფ. 20-26).
2.7. სატელეფონო გასაუბრების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 18 მაისს, 12:47 საათზე, ინსპექტორ-გამომძიებელი ლ-–--------ა საკუთარი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ხ----------–-–---–ს და აცნობა, რომ მის მიმართ 2019 წლის 18 მაისს შედგენილი და დამტკიცებული იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, სადაც ცნობილია მოძალადედ. ხ----------–-–---–ს განემარტა შემაკავებელი ორდერის პირობები და ასევე განემარტა, რომ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ასევე ეცნობა, რომ გამოცხადებულიყო გ-–----ის პ------–------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, რის შემდეგაც ხ----------–-–---–მა განაცხადა, რომ იმყოფება ყ------ში, რის გამოც ვერ ახერხებს მოსვლას განყოფილებაში და დაახლოებით ერთ კვირაში თ---–--–- დაბრუნებისას გამოცხადდება პოლიციის განყოფილებაში (ს.ფ. 27).
2.8. 2019 წლის 26 მაისის №--- განცხადების თანახმად, მ--------–-–---–ი მიმართავს გ-–-----------–--------------------–ოს პოლიციის პ------–------------–--ის უფროსს და მოახსენებს, რომ 2019 წლის 26 მაისს, მის საცხოვრებელ ბინაში მისმა მეუღლემ ხ----------–-–---–მა ბინიდან გასვლისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ რამდენიმე წუთში მისივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ანალოგიურად მანქანაში ჩაჯდომამდე კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რომელიც გამოცემული იყო 2019 წლის 18 მაისს (ს.ფ. 2).
2.9. 112-ში შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ 2019 წლის 31 მაისს, 19:27 საათზე, რ--------------–-–---–მა 112-ს შეატყობინა, რომ მისი დის - მ--------–-–---–ის სახლთან - გ-–---------------------ში, მისულია მ--------–-–---–ის ყოფილი მეუღლე, რომლის მიმართაც გაცემულია შემაკავებელი ორდერი და იგი უმტვრევს კარს (ს.ფ. 34).
2.10. ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 31 მაისს, 20:35 საათზე, ქ. თ---–--–-----–-----------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე დაკავებული იქნა ხ----------–-–---–ი (ს.ფ. 35-40).
2.11. ალკოტესტით შემოწმების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 31 მაისს, 22:37 საათზე ხ----------–-–---–ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 0,446 პრო-მილი (ს.ფ. 42ა-43).
2.12. ბრალდებულმა ხ----------–-–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა. ამასთანავე, საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას მან დააფიქსირა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობდა დამნაშავედ, ვინაიდან მართალია იგი 26 მაისს და 31 მაისს მისული იყო მ--------–-–---–ის სახლთან, თუმცა არაფერი იცოდა მის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერის შესახებ, ხოლო როდესაც გამომძიებელმა მას დაურეკა და შეატყობინა ამის შესახებ, იგი ნასვამი იყო და ვერ გაიგო აკრძალვების თაობაზე.
2.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.14. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს ხ----------–-–---–ი და მ--------–-–---– იყვნენ მეუღლეები.
2.15. სასამართლომ შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მერ წარმოდგენილია საკმარისი მრკიცებულებათა ერთობლიობა ხ----------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სსკ-ის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.
2.16. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ დაზარალებულ მ--------–-–---–ის და მოწმეების ლ-–---------ს, ლ--------–-–---–ის, დ------–--------ისა და კ---------------ის ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს სანდოობასთან დაკავშირებით. №------ შემაკავებელი ორდერით, დაზარალებულ მ--------–-–---–ის და მოწმე ლ-–---------ს ჩვენებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 18 მაისს შსს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ხ----------–-–---–ის მიმართ 30 დღის ვადით გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №------, რომლითაც ხ----------–-–---–ს აეკრძალა, მეუღლესთან - მ--------–-–---–თან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია. ამასთანავე, სატელეფონო გასაუბრების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ორდერის გაცემის შემდეგ ხ----------–-–---–ს განემარტა შემაკავებელი ორდერის პირობები და ასევე განემარტა, რომ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. შეტყობინების მიღების ფაქტი არ უარყო არც თავად ბრალდებულმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შეტყობინების მიღებისას ნასვამი იყო.
2.17. 2019 წლის 26 მაისის №--- განცხადებით, დაზარალებულ მ--------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ხ----------–-–---–ი მივიდა ქ. თ---–--–-----–--------------------------–------------------ში მდებარე მ--------–-–---–ის საცხოვრებელ ბინა №---ში, სადაც იმყოფებოდა მ--------–-–---–ი. მ--------–-–---–თან 2019 წლის 26 მაისს მისვლის ფაქტს არ უარყოფს არც თავად ბრალდებული ხ----------–-–---–ი.
ასევე დაზარალებულ მ--------–-–---–ის, მოწმეების დ------–--------ის და ლ--------–-–---–ის ჩვენებებით, 112-ში შეტყობინების აქტით და ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 31 მაისს, დაახლოებით 19:15 საათზე, ხ----------–-–---–ი მივიდა ქ. თ---–--–-, გ-–--------------------------–--------ე კორპუსში მდებარე მ--------–-–---–ის საცხოვრებელ ბინა №---ში და ძლიერად აბრახუნებდა კარებზე, რის შემდეგაც იმავე დღეს, 20:35 საათზე, ქ. თ---–--–-----–--------------------------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ.
2.18. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია საქართველოს სსკ-ის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.2. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.3. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ხ----------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალიწინებულ დანაშაულებში (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) დამნაშავედ ცნობისთვის.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის დაცულ სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ, ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში, რაც ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. მაშასადამე, დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია, - ის ვისაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან ვალდებულებების შესრულება ევალება.
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.4. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემადგენლობის ყველა ნიშანი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ხ----------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5.5. სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
5.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის უფლებების დარღვევის კომპენსირება.
შესაბამისად, სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ხ----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხ----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11.1 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 26 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ოდენობით.
ხ----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11.1 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 31 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ ხ----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადებისთვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ხ----------–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 31 მაისიდან - 3 ივნისამდე ჩათვლით), დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადებისთვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
მსჯავრდებულ ხ----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულ ხ----------–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე