განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2020
საქმის ნომერი
330100120003445762
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/369-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04მარტი2020წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: თ-------- ტ----–---

ადვოკატი: მ--–---- ვ--–------–---–-

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: შ--–-- პ-----–---–ი

მამის სახელი: თ------

დაბადებული: 1---------–-

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თ---–---------------------------–------------------------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------------------–-----------------------–-----------–----------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 2---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტი

აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ შ--–-- პ-----–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: შ--–-- პ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 19 დეკემბერს საღამოს საათებში, თ---–--–---------------–---------ში, შ--–-- პ-----–---–ი პირადად დაემუქრა მის მეუღლეს მ------ ბ--–--–---–ს სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, მან განუცხადა, რომ ,,მოაჭრიდა თავს“. აღნიშნული დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ შ--–-- პ-----–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით.

ამასთან, 2019 წლის 20 სექტემბრიდან ცვლილება შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტში დამამძიმებელ გარემოებად პირდაპირაა მითითებული მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, შესაბამისად, ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისას 111 მუხლის დამატებით მითითება, არ წარმოადგენს საჭიროებას და შესაბამისად, შ--–-- პ-----–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან - ქმედება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით - 111 მუხლი უნდა ამოერიცხოს, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის ჯანმრთელობის, პიროვნების, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შ--–-- პ-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით. ამასთან, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი შემდგომი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი უნდა იქნას პირობითი მსჯავრი. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ--–-- პ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან - ქმედება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით, 111 მუხლი ამოირიცხოს, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

შ--–-- პ-----–---–ი (პ№4----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად შ--–-- პ-----–---–ს განესაზღვროს 01(ერთი) წელი და 06(ექვსი) თვე.

 

შ--–-- პ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

შ--–-- პ-----–---–ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

შ--–-- პ-----–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე