გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.02.2020
საქმის ნომერი
120310019003248693
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3248693-3/217-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

24 თებერვალი 2020 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - ი------ გ---------

წარმომადგენელი - ო----- ს----–---–ი

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი - ი---- ა------–---–ი

მესამე პირი - ნ----- უ--------ო-ს-------–---–ი

წარმომადგენელი - ნ-------- ს--------–---–ი

თარჯიმანი - ლ---- ა---------

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 მაისის N8------------06 გადაწყვეტილება, ნ----- ს-------–---–ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ს/კ 6-----------.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის N3----- გადაწყვეტილება.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ცნობა-დახასიათების თანახმად, ნ----- უ--------ოს წინაპრების სახელზე ირიცხებოდა 870 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვითაც სადაო მიწის ნაკვეთი ერთ კონტრად არის ნაჩვენები. 2009 წელს მოსარჩელემ ამ ცნობა-დახასიათებისა და მასზე თანდართული გეგმის მიხედვით შეიძინა უძრავი ქონება, თუმცა საჯარო რეესტრში ვინაიდან დაფიქსირებული იყო მხოლოდ 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ავტომატურად მასზეც დარეგისტრირდა 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თუმცა 2009 წლიდან დღემდე მოსარჩელე ფლობს და სარგებლობს ამ ქონებას.

2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სადაო 470 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირდა ნ----- უ--------ო-ს-------–---–ის. 2016 წლის 25 მაისის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, ხოლო 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივარზე.

 

2. მოპასუხის პირების პოზიცია

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია.

3.1. მესამე პირმა ნ----- უ--------ო-ს-------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მასზე საკუთრების უფლება აღრიცხული იყო კანონიერად. შესაბამისად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების თანახმად, ქ. ახალციხე, ჭ------ის ქ. N1-ა(9)-ში მდებარე უძრავი ქონება, საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა გ------- უ--------ოს, ფაქტიური ფართობი 870 კვ.მ., ფართობი დოკუმენტით 400 კვ.მ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება;

 

4.2. 25.07.07წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ქ.ახალციხე, ჭ------ის ქ.N1- მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 6-----------, 400 კვ.მ. ფართის მესაკუთრე არის გ------- უ--------ო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.07.07წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

4.3. ნ----- ს-------–---–მა, როგორც გ------- უ--------ოს პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო ქონება, მიწის ნკავეთისა და საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი, რომელიც მდებარეობს ქ. ახალციხე,ჭ------ის ქ. N1--ში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 03.08.2007წ. სამკვიდრო მოწმობა;

 

4.4. 07.08.07წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ქ. ახალციხე, ჭ------ის ქ. N1- მდებარე უძრავი ქონების, 400 კვ.მ. ფართის მესაკუთრე არის ნ----- უ--------ო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 07.08.07წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

4.5. 2009 წლის 31 ივლისს ნ----- ს-------–---–მა ი------ გ---------ს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ახალციხე, ჭ------ის ქ. N1-ა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 31.07.2009წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

4.6. 2009 წლის 4 აგვისტოს ი------ გ---------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ახალციხე, ჭ------ის ქ. N1-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი------ გ---------ის 04.08.2009წ. განცხადება;

 

4.7. 05.08.2009წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ქ.ახალციხეში, ჭ------ის ქ. N1--ა-ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი 400 კვ.მ. საკუთრების უფლებთ აღირცხულია ი------ გ---------ის სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.08.2009წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

4.8. ნ----- ს-------–---–მა, როგორც გ------- უ--------ოს პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო დარჩენილი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 29.03.2016წ. სამკვიდრო მოწმობა;

 

4.9. 2016 წლის 17 მაისს ნ----- უ--------ომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ახალციხეში, ჭ------ის ქ. N1-ა-ს მიმდებარედ მდებარე უძრავ ნივთზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ----- უ--------ო-ს-------–---–ის 17.05.2016წ. განცხადება;

 

4.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ----- უ--------ო-ს-------–---–ის მოთხოვნა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ახალციხე, ჭ------ის ქ. N1-ა მიმდებარედ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.05.2016წ. N8------------06 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

 

4.11. 25.05.2016წ. მდგომარეობით მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქ.ახალციხეში, ჭ------ის ქ. N1-ა მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი 470 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ----- უ--------ო-ს-------–---–ის სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.05.2016წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

4.12. 2019 წლის 16 სექტემბერს ი------ გ---------მა განცადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგნეტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.05.2016წ. რეგისტრაციის შესახებ N8------------06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი------ გ---------ის 16.09.2019წ. განცხადება;

 

4.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი------ გ---------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.09.2019წ. N 3----- გადაწყვეტილება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი------ გ---------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება.

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ" მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მარეგისტრირებელ ორგანოს/სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქცია- რეგისტრაცია საკუთრების უფლების.

ამავე კანონის მეორე მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაცია არის ,,ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით".

ამავე კანონის მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო მე-2 მუხლის ,,კ’’ პ/პ თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციი მოთხოვნის უფლებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" მე-18 მუხლის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარეგბლობაში0 არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქ/პ თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარეგბლობაში) არსებული მიწა ეს არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განტავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, როემლზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

ამავე კანონის მე-41 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარეგბლობაში0 არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქარტველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამარტლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), როემლიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრექიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქ/პ თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტაციას წარმოადგენს ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმკენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------- უ--------ოს საკუთრებაში გააჩნდა ქ.ახალციხეში, ჭ------ის ქ. N1-ა(9)-ში მდებარე უძრავი ქონება, ფაქტიური ფართობი 870 კვ.მ., ფართობი დოკუმენტით 400 კვ.მ.. 2006 წლის 2 აგვისტოს გ------- უ--------ომ მოახდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ურავ ნივთზე მდებარე ქ. ახალციხე, ჭ------ის ქ. N1-, ფართობი 400 კვ.მ. საკადასტრო კოდი 6-----------. აღნიშნული უძრავი ქონება მემკვიდერობით მიიღო გ------- უ--------ოს პირველი რიგის მემკვიდრემ ნ----- ს-------–---–მა და 2007 წლის 6 აგვსიტოს უძრავი ქონება მდებარე ქ. ახალციხე, ჭ------ის ქ. N1-, ფართობი 400 კვ.მ. საკადასრტო კოდი 6-----------, საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ----- ს-------–---–ის სახელზე. მითითებული ქონება 2009 წლის 31 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ი------ გ---------ზე.

2016 წლის 29 მარტს ნ----- უ--------ო-ს-------–---–მა მიიღო მამის გ------- უ--------ოს დარჩენილი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი. ნ----- უ--------ო-ს-------–---–ის მიერ სამკვიდრო მოწმობა და უძრავი ქონების ცნობა დახასიათება წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა რეგისტრაციის შესახებ პირობებს და შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ი------ გ---------ის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მან ნ----- უ--------ოსაგან შეიძინა მთლიანი ქონება, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. სასამართლო გაამახვილებს ყურადრებას 31.07.2009წ. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნასყიდობის საგანი არის ქ. ახალციხეში, ჭ------ის ქ. N1-ა მდებარე უძრავი ქონება, რომლის დაზუსტებული ფართობია 400 კვ.მ. ამასთან, მხარეთა შორის არსებული შესაძლო მოლაპარაკების დეტალები სასამართლოსათვის უცნობია და არც მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იყო ცნობილი უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს საერთო წესით მესამე პირთა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავის არსებობის შემთხვევაში.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მიერ 2016 წლის 25 მაისს მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის #3----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა ვინაიდან, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილებები და შესაბამისად არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონით დადგენილი პროცედურისა და მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად და არ იკვეთება მათი კანონწინააღმდეგობა, მომზადების და გამოცემის წესის დარღვევა. შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადაო გადაწყვეტილებების მომზადება–გამოცემისას დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გამოცემისას სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი. ამასთანავე არ დასტურდება, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ი------ გ---------ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

8. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია.

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ი------ გ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი