განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/12-20
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,ფატიმა გოგიშვილის მდივნობით,ბრალმდებელ ი---------ის,ბრალდებულ გ-------–---------–---–ის,ადვოკატ ნ-----------–-–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------–------------------–---–-- (პ/№-----------) - დაბადებულის 1----–-–---------–---- რეგისტრირებულის ხ-–------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრების ქ----------------------------------------------- მიმართ, საქართველოს სსკ 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
გ-------–---------–---–ს ბრალად ედება ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის,რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 23 ნოემბერს დაახლოებით 23:00 საათზე. თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე - სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით - ნასამართლევმა გ-------–---------–---–მა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ი------–-------–---–ს ხელიდან გასტაცა 10 ლარად ღირებულ დამცავ ბუდეში განთავსებული, 180 ლარად ღირებული, V------------------ მოდელის მობილური ტელეფონი, ამ გზით აშკარად დაეუფლა სხვის ნივთს და შემთხბევევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებუოლს მიადგა 190 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ-------–---------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულ ი------–-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაცია, მის მიერ წარმოდგენილი მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით მიღებული ინფორმაცია და ფოტომასალა, მოწმეების ა---------–-----–---–ის, ს--------------------ის გამოკითხვის ოქმითა და ამ უკანასკნელთან ჩატარებული ამოღების ოქმით მიღებული ინფორმაცია, ამ დროს ამოღებული, გ-------–---------–---–ის ტანსაცმელი, გ-------–---------–---–ი გამოკითხვით მიღებული ინფორმაცია, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით მიღებული ინფორმაცია და ფოტომასალა, ამოღების ოქმი და ამ დროს ამოღებული ნაძარცვი ნივთი - მობილური ტელეფონი, საქონელმცოდნეობითი-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის ოქმით და დაზარებულის მონაწილებით დათვალიერების ოქმებით მიღებული ინფორმაცია, ი------–-------–---–თან ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმით მიღებული ინფორმაცია და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა გ-------–---------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, მან გამომძიებელს მიუთითა ადგილი, სადაც გადამალა მობილური ტელეფონი. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულს არ გააჩნია, ამასთან, მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდება დაზარალებულს, რითაც ფაქტობრივად ანაზღაურდება მიყენებული ზიანი.
მართალია სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, მაგრამ წინა ნასამართლობები ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს და შესაბამისად აღნიშნული ფაქტი მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ იქნება განხილული.
სასამართლო ითვალისწინებს ასევე, იმას, რომ ბრალდებული რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილები.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს სასჯელის დანიშვნას სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------–---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5(ხუთი) წელი და 03(სამი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი) წელი და 09(ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
გ-------–---------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 29 ნოემბრიდან.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კონტროლი გ-------–---------–---–ის ყოფა-ქცევაზე, დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს გ-------–---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ამოღებული მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ორი ცალი ლაზერული დისკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ორი ცალი ლაზერული დისკი და შპს „მატექს ჯორჯიადან“ გამოთხოვილი ერთი ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი