განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003114977
N-/----19
განაჩენი
საქართველოს სახელით
05.03.2020 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულ - ის-–-- ბა-------ვის
ადვოკატის- რო-–---- ას---–--ლის
თარჯიმან -რა----- მე-----–--ლის
მონაწილეობით დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული:ის-–-- ბა-------ვი;
მამის სახელი:უს------–-------–-;
დაბადებული: 29.11.1----–--–-;
პირადი ნომერი:2----------;
მოქალაქეობა:საქართველო;
განათლება: არასრული საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონის სოფელი კა-------–-;
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონის სოფელი კა-------–-;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით( 2 ეპიზოდი).
კვალიფიკაცია: ის-–-- ბა-------ვმა ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1. 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ღამის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა-------–-ში, ის-–-- ბა-------ვმა თავის საცხოვრებელ სახლში, მის შვილთან სტუმრად მყოფ და ღამის გასათევად დარჩენილ არასრულწლოვან, 15.06.2002 წელს დაბადებულ არ---- აი------ვას, პირზე დააფარა ხელი და ძალადობით, ასევე წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლის მუქარით, არ---- აი------ვას ნების საწინააღმდეგოდ, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.
2. 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ღამის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა-------–-ში, ის-–-- ბა-------ვმა თავის საცხოვრებელ სახლში, მის შვილთან სტუმრად მყოფ და ღამის გასათევად დარჩენილ არასრულწლოვან, 15.06.2002 წელს დაბადებულ არ---- აი------ვას, პირზე დააფარა ხელი და ძალადობით, ასევე წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლის მუქარით, არ---- აი------ვას ნების საწინააღმდეგოდ, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა: . 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ღამის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა-------–-ში, ის-–-- ბა-------ვმა თავის საცხოვრებელ სახლში, მის შვილთან სტუმრად მყოფ და ღამის გასათევად დარჩენილ არასრულწლოვან, 15.06.2002 წელს დაბადებულ არ---- აი------ვას, პირზე დააფარა ხელი და ძალადობით, ასევე წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლის მუქარით, არ---- აი------ვას ნების საწინააღმდეგოდ, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.
2. 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ღამის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა-------–-ში, ის-–-- ბა-------ვმა თავის საცხოვრებელ სახლში, მის შვილთან სტუმრად მყოფ და ღამის გასათევად დარჩენილ არასრულწლოვან, 15.06.2002 წელს დაბადებულ არ---- აი------ვას, პირზე დააფარა ხელი და ძალადობით, ასევე წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლის მუქარით, არ---- აი------ვას ნების საწინააღმდეგოდ, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
გაუპატიურება, ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
2.1. მოწმე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ტა-----– ფო----ძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი - 2019 წლის 01 ივნისს დაიწყო გამოძიება, იმის შესახებ, რომ ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში 2019 წლის 30 მაისს იმშობიარა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა-------–-ში მცხოვრებმა 2002 წლის 15 ივნისს დაბადებულმა არ---- აი------ვამ. მან გამოკითხა, მოწმის სახით, არ---- აი------ვას მამა, შა------ აი------ვი, დედა -ელ----- ნა---ვა და ბრალდებული ის-–-- ბა-------ვი. ყველა მათგანმა, თარჯიმნის მეშვეობით, წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და მოაწერა ხელი.
2.2. მოწმე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ზუ---- სა------ძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი: მან ექსპერტის და თარჯიმნის მონაწილეობით მოახდინა ნერწყვის ნიმუშის აღება არ---- აი------ვასაგან და ბრალდებულ ის-–-- ბა-------ვისაგან. შედგა ნიმუშის აღების ოქმები. ამ ოქმებზე პროგრამული ხარვეზის გამო არ არის მითითებული ნიმუშის დალუქვის მიმდინარეობა და ლუქის ნომერი, მაგრამ ნიმუშები ნამდვილად დაილუქა ყველა დამსწრე პირების თვალწინ ექსპერტის მიერ. ნიმუშის აღებისას ან შემდგომ დამსწრე პირთაგან რაიმე შენიშვნა არ დაფიქსირებულა, მათ ხელი მოაწერეს და ნიმუშიც ნებაყოფლობით აიღეს. პაკეტები რომლითაც მოხდა აღებული ნიმუშის დალუქვა მხოლოდ ექსპერტებს აქვთ. აღნიშნულზე მოწმემ შეადგინა ნიმუშის აღების ოქმი. შემდეგ დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით, როდესაც დადგინდა ის-–-- ბა-------ვის მამობა დააკავა ბრალდებული ის-–-- ბა-------ვი.
2.3. მოწმე, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს აფენის განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გი------ კო---–--ნმა სასამართლო სხდომაზე განმარტა შემდეგი:მან მოცემულ საქმეზე გამოკითხა ბრალდებულის შვილი ლა-–- ბა-------ვა და ცოლი რა---–- აბ------ვა. მათ თარჯიმნის მეშვეობით ნებაყოფლობით მისცეს ჩვენება, წაეკითხათ და ეთარგმნათ თარჯიმნის მეშეობით გამოკთხვის ოქმი და მოაწერეს ხელი.
2.4. მოწმე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მა-–---- ბა------ძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი: იგი არის გამომძიებელი. ამ საქმეზე გამოკითხა შ.პ.ს ,,არქიმედეს კლინიკების ლაგოდეხში“ ბებიაქალი, რომელმაც ამშობიარა არ---- აი------ვა, ლაგოდეხი რაიონის სოფელ კაბლის N- საჯარო სკოლის მანდატურები ელ--- აბ------ვი და ნი--- შუ-----ძე, რომელთაც წაიკითხეს გამოკითხვის ოქმები და მოაწერეს ხელი.
2.5. მოწმე ლა----- ტა-----ძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი: იგი არის ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბლის N- საჯარო სკოლის დირექტორი. ამ სკოლაში სწავლობდა არ---- აი------ვა. იყო ჩვეულებრივი მოსწავლე, მოწესრიგებული, აქტიური, არ აცდენდა გაკვეთილებს, იყო ერთ-ერთი სანიმუშო მოსწავლე. არ---- და ლა-–- ბა-------ვა იყვნენ განუყრელი მეგობრები. 2018 წლის ზაფხულში არ---- და ლა-–- ბა-------ვა 10 დღე ერთად იყვნენ საზაფხულო ბანაკში ქ. ბათუმში. 2019 წლის 30 მაისს მას შეატყობინეს, რომ არ---- აი------ვა ცუდად გახდა, ჰქონდა ბრმანაწლავის შეტევა. გამოძახებული იქნა სასაწრაფო სამედიცინო დახმარება და არ---- გადაიყვანეს ქ. ლაგოდეხში საავადმყოფოში. სასწრაფოს წასვლის შემდეგ თვითონ მოწმეც წავიდა ქ. ლაგოდეხში და იქ გაიგო, რომ არ----მ გააჩინა ბავშვი. მას არ შეუმჩნევია, რომ არ---- ფეხმძიმედ იყო, არც სხვებს არ შეუმჩნევიათ, რადგან არ ეტყობოდა. 2019 წლის აპრილში სკოლის კიბეებზე შეხვდა არ----, მოწმემ უთხრა ხომ არ წავიდოდა ქ. ლაგოდეხში ღონისძიებეზე, სადაც უნდა ეცეკვა, რაზედაც არ----მ უარი განუცხადა და უთხრა, რომ უკვე დიდი იყო და არ უნდოდა ასეთ ღონისძიებაზე გამოსვლა. არც ამ შემთხვევაში შეუმჩნევია რაიმე არ----სათვის. იცის, რომ როდესაც არ---- ცუდად გახდა, მის მშობლებთან ერთად სკოლაში მოვიდა ის-–-- ბა-------ვიც.
2.6. მოწმე ნი--- შუ-----ძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი :იგი არის ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბლის N- საჯარო სკოლის მანდატური. არ---- აი------ვა არის მათი სკოლის 11-ე კლასის მოსწავლე. არ---- კარგი მოსწავლეა, ყოველდღე დადიოდა სკოლაში. 2019 წლის 30 მაისს მეორე გაკვეთილის მსვლელობისას არ---- გამოვიდა გარეთ, სტკიოდა თავი. მოწმემ შესთავაზა ექიმთან მისულიყო, მაგრამ უარი უთხრა. რამდენიმე ხანს იყო გარეთ და მერე შევიდა გაკვეთილზე. დაახლოებით 17 საათზე ბავშვებმა უთხრეს, რომ არ---- იყო ცუდად და მისი მეგობრები წავიდნენ აფთიაქში წამლის საყიდლად, იყიდეს ნოშპა და დაალევინეს. ლა-–- ბა-------ვა და არ---- ჩამოვიდნენ ეზოში, ვკითხე რატომ იყვნენ გარეთ, უთხრეს, რომ არ----ს მუცელი სტკიოდა. მოწმემ მუცელზე რომ მოკიდა ხელი უჩვეულოდ მოეჩვენა და ჰკითხა ფეხმძიმედ ხომ არ იყო, რაც არ----ს ეწყინა და მოწმემ ბოდიში მოუხადა. მოწმემ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. სანამ არ----ს საავადმყოფოში წაიყვანდნენ მოვიდნენ არ----ს მშობლები, შემდომ გაიგო რომ არ----ს მშობლები მანქანით ლა-–-ს მამას ის-–-- ბა-------ვს მოუყვანია. არ----ს დედა ახლოს არ მისულა შვილთან. ექიმმა ჰკითხა ხომ არ იყო ორსულად. შემდეგ არ---- გადაიყვანეს საავადმყოფოში. სკოლის დირექტორმა ლა----- ტა-----ძემ დარეკა და შეატყობინა, რომ არ----მ ბავშვი გააჩინა. მოწმე 2019 წლის მარტის თვიდან მუშაობს ამ სკოლაში მანდატურად და ამ ხნის განმავლობაში არ----სათვის უჩვეულო არაფერი შეუმჩნევია და არც ფეხმძიმობა.
2.7. მოწმე ელ----- ნა---ვამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი: იგი არის დაზარალებულ არ---- აი------ვას დედა. ბრალდებული ის-–-- ბა-------ვი არის მისი ბიძაშვილი და შვილის ნათლია. ბრალდებულთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და თითქმის ოჯახებით სულ ერთად იყვნენ. არ---- და ის-–-- ბა-------ვის შვილი ლა-–- ბა-------ვა არიან მეგობრები და თანაკლასელები. როდესაც სკოლიდან დარეკეს, ის-–-- ბა-------ვმა ის და მისი ქმარი თავისი ავტომანქანით წაიყვანა სკოლაში. როდესაც სკოლაში მივიდნენ არ----ს სტკიოდა მუცელი, მან შვილს უთხრა ასე ცუდად თუ იყო რატომ წამოვიდა სკოლაში, რაზედაც არ----მ უპასუხა, რომ მერე გახდა ცუდად. არ---- წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაიგო, რომ არ----ს ეყოლა ბავშვი. როდესაც შეატყობინეს ბავშვის დაბადების შესახებ ის-–-- ბა-------ვი სახეზე გაშავდა. შემდეგ ექთანმა უთხრა, რომ არ---- ეძახდა. შვილს კითხა რა ხდებოდა, რაზედაც არ----მ უპასუხა, რომ ის-–-- ბა-------ვმა ძმის მოკვლის მუქარით, ძალის გამოყენებით გააუპატიურა, როდესაც მათთან დარჩა ღამით. როდესაც დაბრუნდა შვილისაგან თვითონ, ქმარი და ის-–--ი წავიდნენ სახლში, მაგრამ არ თქვა, რომ ის-–--ი იყო ბავშვის მამა, რადგან შეეშინდა, რომ მის ქმარს და ის-–--ს ჩხუბი მოუვიდოდათ, რაგან როდესაც მისმა ქმარმა გაიგო, რომ არ----ს ბავშვი ეყოლა დაიმუქრა, რომ ბავშვის მამას მოკლავდა. მეორე დღეს მასთან მივიდა ის-–--ის ცოლი და შესთავაზა ოქრო და თავიანთი ვაჟიშვილისათვის არ----ს ცოლად შერთვა, ოღონდ არ გაემხილათ, რომ ბავშვის მამა ის-–--ი იყო.
2.8. მოწმე ვა--- ნა----–--ლმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი: იგი არის შსს საექსპერტო კრიმინალისტკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტი, რომელმაც ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ახალშობილს ბა----- აი------ვს აუღო ნერწყვის ნიმუში. ნიმუშის აღება მოხდა შემდეგი სახით: ჩხირზე დაახვია ბამბა და პირის ღრუში მოთავსებით აიღო ნერწყვის ნიმუში. ნიმუშის აღებას ესწრებოდა საავადმყოფოს დირექტორი, რომელმაც ხელი მოაწერა ნიმუშის აღების ოქმს. ნიმუში დაილუქა სპეციალურ პაკეტში, რომელსაც აქვს თავისი ნომერი.
2.9. მოწმე შა------ აი------ვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი: იგი არის არ---- აი------ვას მამა. ის-–-- ბა-------ვი არის მისი კარის მეზობელი და ცოლის ბიძაშვილი. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. არ ახსოვს ვისგან გაიგო, რომ მისი შვილი ის-–--მა გააუპატიურა. შვილთან არ ულაპარაკია არ შეუძლია ამ საკითხზე შვილს ელაპარაკოს, ერიდება. როდის მოხდა და როგორ არაფერი იცის. გადმოცემით იცის ცოლისგან, რომ არ----ს დამუქრებია ოჯახს ამოგიწყვიტავ თუ გაუპატიურებაზე რამეს იტყვიო და ძალით გაუუპატიურებია.
2.10. მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა არ---- აი------ვამ განაცხადა შემდეგი: იგი ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა-------–-ში მშობლებთან, პაპა-ბებოსთან და და-ძმასთან ერთად. მისი მეზობელია ის-–-- ბა-------ვი, რომელიც არის დედის ბიძაშვილი და ძმის ნათლია. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ის-–-- ბა-------ვთან, ეხლა მტრები არიან. 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ის-–--ის შვილმა ლა-–- ბა-------ვამ სთხოვა დარჩენილიყო მასთან ღამით, რადგან დედ-მამ სახლში არ იყვნენ, ბებია ჰყავდათ წაყვანილი ექიმთან და მარტოს ეშინოდა. იგი დარჩა ლა-–-სთან, დაწვა ლა-–-ს ოთახის წინ არსებულ ტახტზე. ცხელოდა და ეცვა მხოლოდ მაიკა და ტრუსი, არაფერი არ ეფარა. შუაღამით ვიღაცამ პირზე დააფარა ხელი და ცუდი საქმე გააკეთა, თან დაემუქრა არავისთან არ თქვაო.
ამის შემდეგ სულ ერიდებოდა ის-–--ს და არც მათთან მიდიოდა სახლში. გაუპატიურების შესახებ არ თქვა რადგან ეშინოდა და თან ამის შესახებ რომ გაეგოთ სკოლაში ვეღარ ივლიდა, მას კი სწავლა უნდოდა, მით უმეტეს, რომ კარგად სწავლობს.
2019 წლის სექტემბრის თვეში ისევ უთხრა ლა-–- ბა-------ვამ მათთან დარჩენილიყო, რადგან მარტო იყო სახლში. დაზარალებული დათანხმდა თუ მის ოთახში დააძინებდა. დაზარალებული ლა-–-მ დააწვინა იმავე ოთახში სადაც თვითონ და მისი ძმა იყვნენ, მეორე საწოლზე. შუაღამით ისევ მივიდა ის-–-- ბა-------ვი, ისევ დააფარა ხელი პირზე და ძმის მოკვლის და ოჯახის ამოწყვეტის მუქარით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. როდესაც ის-–--ი გავიდა ოთახიდან, არ---- გარეთ გაიქცა და ტიროდა. შემდეგ ჩუმად ისევ დაბრუნდა ოთახში, ჩაიცვა თავისი ტანსაცმელი და მთელი ღამე გარეთ გაატარა, გამთენისაას სახლში დაბრუნდა, მაგრამ მეორე სართულზე ავიდა და იქ იყო გათენებამდე. დაზარალებულმა არ იცოდა, რომ იყო ფეხმძიმედ და გაუპატიურების შესახებ არ თქვა შიშის და სირცხვილის გამო.
2.11. მოწმე სო------ ყო------ლმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი: იგი არის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი. მან ჩაატარა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლითაც თითქმის 100% დადასტურდა რომ არ---- აი------ვა არის ბა----- აი------ვის ბიოლოგიური დედა, ის-–-- ბა-------ვი არის ბა----- აი------ვას ბიოლოგიური მამა.
ექსპერტიზაზე გადმოგზავნილი მასალა კანონის დაცვით იყო დალუქული და ლუქი არ იყო დარღვეული. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ნიმუშები კანონის დაცვით დაილუქა.
2.12. მოწმე ნა----- ის-–--ოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი: იგი არის თარჯიმანი. ესწრებოდა როგორც თარჯიმანი ის-–-- ბა-------ვის გამოკითხვას. ესწრებოდა ნერწყვის ნიმუშის აღებას. ის-–-- ბა-------ვისაგან ნერწყვის ნიმუში აიღო ექსპერტმა, ის-–--ს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ნებაყოფლობით მოაწერა ხელი ნიმუშის დალუქვას. ასევე ნებაყოფლობით აიღო ნიმუში არ---- აი------ვამ და ნებაყოფლობით მისცა ჩვენება. გამომძიებელი იყო ზუ--- სა------ძე, ექსპერტის გვარი არ ახსოვს.
2.13. სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებები: გამოკვლეული იქნა ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც დაბრუნდა ექსპერტიზიდან, ის-–-- ბა-------ვის, არ---- აი------ვას და ბა----- აი------ვის ნერწყვის ნიმუშები მოთავსებულია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დალუქულ პაკეტებში, ლუქები დაუზიანებელია და მასში მოთავსებულია ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც თავის მხრივ მოთავსებულია ნიმუშის აღების დროს გამოყენებულ პაკეტებში.
ამ მტკიცებულების გამოკვლევისას ბრალდებულმა ის-–-- ბა-------ვმა განაცხადა, რომ ნერწყვის ნიმუშის აღების ლუქზე არსებული ხელმოწერა მისი არ არის. აღნიშნული ნივთმტკიცებები დაილუქა სასამართლოს ბეჭდით და ხელი მოაწერა სხდომის მონაწილე ყველა უფლებამოსილმა პირმა.
გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული ყველა წერილობითი მტკიცებულება.
2.14. სასამართლომ გამოიკვლია დაცვის მხარის შემდეგი მტკიცებულებები:
2.14.1. მოწმე გუ-–------- ბა-------ვამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი: იგი არის ის-–-- ბა-------ვის დედა. ცხოვრობს სხვა სახლში, მაგრამ იმავე სოფელში სადაც მისი შვილი. ხშირად მიდის შვილის სახლში. არ---- მისი შვილის სახლში არასდროს დარჩენილა, როდესაც მისი შვილიშვილი ლა-–- მარტო რჩება მას სტოვებენ ბავშვთან. მას არასოდეს უნახავს, რომ არ---- ის-–--ის სახლში დარჩენილიყოს ღამით. როდესაც მის შვილს დედა და ცოლი ბაზარში მიჰყავს თვითონაც იქ იცდის და ერთად ბრუნდებიან სახლში. ცოლის გარეშე ის-–--ი სახლში მარტო არ რჩება. მისი შვილი მანქანებს არემონტებს და სახლის ეზოში აქვს სახელოსნო. საქმეში წარმოდგენილი ფოტოები ადვოკატმა გადაიღო და მასზე მისი შვილის ის-–-- ბა-------ვის სახლია აღბეჭდილი.
2.14.2. მოწმე რა---–- აბ------ვამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი: იგი არის ბრალდებულ ის-–-- ბა-------ვის ცოლი. ქორწინებაში იმყოფებიან 19 წელია. ჰყავთ ორი შვილი ბიჭი და გოგო. არ---- აი------ვა არის მათი კარის მეზობელი. მათ ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. არ---- და მისი შვილი ლა-–- ბა-------ვა არიან მეგობრები და თანაკლასელები. არ---- 1 წლით დიდია ლა-–-ზე. მისი ქმარი ის-–-- ბა-------ვი არის ხელოსანი და სარემონტო საამქრო აქვს სახლის ეზოში. იქ იმყოფება მთელი დღე. არასოდეს მარტო არ დაუტოვებია ქმარი. როდესაც ბაზარში მიდიან იქაც უცდის ის-–--ი და სახლში ერთად ბრუნდებიან. არ---- მათთან ხშირად რჩებოდა, ზოგჯერ ღამითაც გადმოსულა ეზოს კარებზე და საყვედურსაც ეუბნებოდა ფეხით რომ დგები ეზოს კარებს აფუჭებო. არ---- ერთი პერიოდი არ მოდიოდა მათთან, სამი დღის განმავლობაში, ნაწყენი იყო, რადგან მისმა შვილმა ლა-–-მ გათქვა მშობლებთან, რომ იგი ლა-–-სთან არ იყო, როცა მშობლებთან უთქვამს, რომ ლა-–-სთან იყო. ხშირად ეჩხუბებოდა დედა, რადგან არ----ს უყვარდა მეზობლებში სიარული და სახლში არ ჩერდებოდა. როდესაც არ----მ თქვა, რომ ის-–--ი იყო მისი შვილის მამა, არ----ს დედამ შესთავაზა მიეცათ 10 000 ლარი, ცოლად წაეყვანა მის შვილს და არ უჩივლებდნენ.
2.14.3. მოწმე ილ--- ა-–-ევმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი :იგი არის ის-–-- ბა-------ვის შორეული ნათესავი. 2018 წელის ის-–--ის სახლში სამჯერ იყო მისული. ის-–--ი არის ხელოსანი და ყველაფრის შეკეთება შეუძლია. როცა ის-–--თან მიდიოდა ყოველთვის ხედავდა მის ეზოში არ---- აი------ვას, ის-–--ს კითხა ვინ არისო, ის-–--მა უპასუხა ჩემი დისშვილიაო. არ----ს იცნობდა, რადგან მისი პაპა დედის მხრიდან, მისი მეზობელია და იქ უნახავს, მაგრამ არ იცოდა თუ ის-–--ის რა ნათესავი იყო. ის-–--ს იცნობს, როგორც მშრომელ და წესიერ ადამიანს.
2.14.4. მოწმე ნი--- კუ----–-ძის ჩვენება, მოხსნა ბრალდების მხარემ. იგივე მოწმის დაკითხვა, როგორც დაცვის მოწმის, მოითხოვა დაცვამ, რაც უდაოდ გახადა ბრალდების მხარემ. ამ ჩვენებით დასტურდება, რომ ნი--- კუ----–-ძე არის ლაგოდეხში არქიმედეს კლინიკების ბებიაქალი. იგი მონაწილეობას იღებდა არ---- აი------ვას მშობიარობაში, როგორც ბებიაქალი. არ---- აი------ვამ იმშობიარა ფიზიოლოგიურად, გართულების გარეშე, დაიბადა მამრობითი სქესის 2,4 კგ. ჯანმრთელი ბავშვი. არ---- მშობიარობის შემდეგ შეშინებული იყო და არ უნდოდა ვინმეს გაეგო, რომ ბავშვი გააჩინა. მოწმემ კითხა ვინ იყო ბავშვის მამა, რომ დოკუმენტებში მიეთითებინა და მან დაასახელა, რომ ბავშვის მამა იყო ის-–-- ბა-------ვი. ბავშვი გადაყვანილი იქნა რეამინაციაში, რადგან იგი დღენაკლული იყო 37-38 კვირის. არ----მ უარი განაცხადა ბავშვზე და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა სამშობიაროდან 2019 წლის 03 ივნისს.
2.14.5. მოწმე დი--- გა---ძის ჩვენება, მოხსნა ბრალდების მხარემ. იგივე მოწმის დაკითხვა, როგორც დაცვის მოწმის, მოითხოვა დაცვამ, რაც უდაოდ გახადა ბრალდების მხარემ. ამ ჩვენებით დასტურდება, რომ დი--- გა---ძე არის მეან გინეკოლოგი და მუშაობს სხვადასხვა კლინიკებში. 2019 წლის 29 მაისს მორიგე ექიმი იყო ლაგოდეხში არქიმედეს კლინიკაში და ამშობიარა არ---- აი------ვა, რომელიც იყო 37 კვირის ორსული. არ----მ უარი თქვა ბავშვზე, მაგრამ არც მას და არც მის მშობლებს გაუპატიურებაზე მასთან არაფერი უთქვამთ. რადგან ბავშვზე უარი განაცხადა, ამის შესახებ ეცნობა პოლიციას და სოციალურ სამსახურს. არ---- აი------ვა, მშობიარობის შემდეგ მასთან კონტაქტში არ შესულა.
2.14.6. მოწმე ლა-–- ბა-------ვას ჩვენება, მოხსნა ბრალდების მხარემ. იგივე მოწმის დაკითხვა, როგორც დაცვის მოწმის, მოითხოვა დაცვამ, რაც უდაოდ გახადა ბრალდების მხარემ. ამ ჩვენებით დასტურდება, რომ ლა-–- ბა-------ვა არის ბრალდებულ ის-–-- ბა-------ვის შვილი. დაზარალებული არ---- აი------ვა არის მისი კარის მეზობელი, მეგობარი და თანაკლასელი. 2019 წლის 30 მაისს, მისთვის, დედისგან, ცნობილი გახდა რომ ბავშვი რომელიც გააჩინა არ----მ არის მამამისის შვილი, რაც მისთვის დიდი სტრესი იყო.
არ---- მის სახლში ხშირად რჩებოდა მისი თხოვნით ან თავისი სურვილით. 2017 წელს არ---- დარჩა თუ არა მის სახლში არ ახსოვს, მაგრამ კარგად ახსოვს, რომ არ---- 2018 წელს რამდენჯერმე დარჩა მათთან სახლში. არ----ს ყოველთვის სთხოვდა, რომ მის საძინებელში დაეძინა მის საწოლში, თვითონ კი მცირეწლოვან ძმასთან დაიძინებდა, მაგრამ არ---- კატეგორიულ უარს ეუბნებოდა და ტანსაცმლიანი, თეთრეულის გარეშე იძინებდა მისაღებ ოთახში ტახტზე. კარგად ახსოვს. რომ არ---- მშობლებთან ერთად წასული იყო ზაფხულში თურქეთში, იქიდან რომ ჩამოვიდა ერთად იყვნენ წასული საზაფხულო ბანაკში 10 დღით, ბათუმში. არ---- 2018 წელს მათ სახლში დარჩა ნოემბრის თვეში, ასევე ღამე გაათია და მათი სარწმუნოების მიხედვით ღამის სამ საათზე მათთან ერთად ისადილა 2019 წლის 10 მაისს. მის მამას არ---- უყვარდა როგორც საკუთარი შვილი და ეს კიდევაც უთქვამს. მოწმეს არ სჯერა, რომ არ----ს მისი მამისგან ჰყავს შვილი. მან არაფერი იცის არ----ს პირად ცხოვრებაზე, რადგან ამაზე არასოდეს ულაპარაკიათ.
2.14.7. ბრალდებულმა ის-–-- ბა-------ვმა, როგორც ბრალდების მხარის მოწმემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და ჩვენება მისცა, როგორც დაცვის მხარის მოწმემ და სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგი : ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა-------–-ში ცოლთან და ორ შვილთან ერთად. 2019 წლის 30 მაისს მისმა შვილმა ლა-–-მ დარეკა და უთხრა, რომ არ---- ცუდად გახდა სკოლაში, წამოიყვანე მისი მშობლები სკოლაშიო. მანაც არ----ს მშობლები თავის ავტომობილით წაიყვანა სკოლაში. სკოლიდან არ---- საავადმყოფოში წაიყვანეს ქ. ლაგოდეხში. ისიც ავტომობილით არ----ს მშობლებთან ერთად, უკან გაჰყვა სასწრაფო დახმარების მანქანას. როდესაც საავადმყოფოში ელოდნენ განუცხადეს რომ არ----ს ბავშვი ეყოლა. არ----ს დედა შევიდა შვილთან და გამოსულმა განაცხადა, არ---- ამბობს არ ვიცი ბავშვის მამა ვინ არისო. შემდგომ მასთან მივიდა არ----ს ბებია და უთხრა, რომ ბავშვის მამა ის იყო და 200 ლარი მიეცა საავადმყოფოშია გადასახდელიო. მან უარი უთხრა ფულის მიცემაზე. შემდეგ სოფელში ნარიმანის სახლში შეიკრიბა 30-40 კაცი, მოიყვანეს არ----ც და უთხრეს ეთქვა სიმართლე ბავშვის მამობის თაობაზე. გადაწყდა ექიმთან წასულიყო და დაემტკიცებინა, რომ თვითო არ იყო ბავშვის მამა, მაგრამ შეკრებილმა თანასოფლელებმა უთხრეს ამაზე არ----ს მშობლები უარს ამბობენ და რადგან ასეა ის თავისუფალი იყო. ერთი კვირის შემდეგ პოლიციამ დაიბარა და ისიც გამოცხადდა პოლიციაში, სადაც არ----ც იყო, რომლმაც უთხრა, რომ თავიც დაიღუპა და ისიც დაღუპა.
ბრალდებულმა ის-–-- ბა-------ვმა განაცხადა, რომ მას არ---- აი------ვა არ გაუუპატიურებია, მაგრამ აღიარა, რომ ჰქონდა სექსუალური კავშირი ნებაყოფლობით დაახლოებით 23 ჯერ. მათი ურთიერთობა დაიწყო 2018 წლის ნოემბრის თვეში, ერთხელ მისი ცოლი არ იყო სახლში, ბაზარში წაიყვანა და თვითონ დაბრუნდა სახლში. შევიდა თავის ოთახში და დაიძინა. გააღვიძა იმან, რომ ვიღაც მის სასქესო ორგანოს ხელით ეხებოდა. დაინახა არ----, რომელსაც მისი სასქესო ორგანო ხელში ეჭირა. მან ხელი ჰკრა არ----ს და უთხრა გასულიყო მისი ოთახიდან, რაზედაც არ----მ უთხრა, რომ უყვარდა იგი და თუ მასთან არ დაამყარებდა სექსუალურ კავშირს უჩივლებდა. შემდეგ იცინოდნენ და საბოლოოდ იძულებული იყო სექსუალური კავშირი დაემყარებინა. პირველად 4 -ჯერ დაამყარა სექსუალური კავშირი. შემდგომ არ---- ყოველთვის ცდილობდა მასთან ყოფილიყო, როგორც კი მისი ოჯახის წევრები სახლში არ იყვნენ მოდიოდა მის სახლში და ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს. არ---- გეგმავდა სად უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, ყიდულობდა მზესუმზირას და შოკოლადებს და თავისი ხელით აჭმევდა. ის-–-- ბა-------ვმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ბავშვი მისია, მართალია სექსის დროს თავს არ იცავდა, მაგრამ არ---- აიძულებდა სპერმა გარეთ დაეღვარა და ამიტომ მიაჩნია, რომ ბავშვი მისგან არ ჰყავს. არ---- არ იყო ქალიშვილი და როდესაც ჰკითხა ვინ იყო მისთვის პირველი მამაკაცი, უთხრა, რომ ის ადამიანი პაპას მეზობლად ცხოვრობს და შენი საქმე არ არისო.
მათი ურთიერთობის განმავლობაში ერთმანეთს მესიჯებს წერდნენ. პირველი კონტაქტი არ----სთან ჰქონდა 2018 წლის ნოემბრის თვეში და ბოლოს 2019 წლის იანვრის თვეში. არ---- აშინებდა თუ ურთიერთობას გაწყვეტდა მასთან დააჭერინებდა, ასევე სურდა პასპორტის აღება და უნდოდა საზღვარგარეთ წასულიყვნენ.
2.15.სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ნერწყვის ნიმუშის აღებისას ოქმის შედგენის დროს დაირღვა კანონის მოთხოვნა და ამიტომ ეს საგამოძიებო მოქმედება უკანონოა და შედეგები არ უნდა იქნას გათვალისწინებული, რადგან სასამართლო სხდომაზე დაიკითხა თარჯიმანი ნა----- ის-–--ოვი, რომელმაც დაადასტურა, რომ ნერწყვის ნიმუშები აღებულ იქნა ის-–-- ბა-------ვისაგან და დაილუქა, ლუქზე ხელი მოაწერა ის-–-- ბა-------ვმა. მას უთარგმნა გამომძიებლის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა, წაუკითხა ნიმუშის აღების ოქმი, რაზედაც ის-–-- ბა-------ვმა მოაწერა ხელი. ასევე ექსპერტმა სო------ ყო------ლმა დაადასტურა, რომ გენეტიკური ექსპერტიზისათვის გადმოგზავნილი ნერწყვის ნუმუშები, რომებიც ეკუთვნოდა ის-–-- ბა-------ვს, არ---- აი------ვას და ბა----- აი------ვს დალუქული იყო კანონით დადგენილი წესით, ლუქები იყო დაუზიანებელი.
სასამართლოსათვის დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები ის-–-- ბა-------ვის უდანაშაულობის შესახებ, სასამართლოსათვის არ არის დამაჯერებელი, რადგან ისინი ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ დასტურდება ფაქტებით, კერძოდ: ის-–-- ბა-------ვის დედა გუ-–------- ბა-------ვამ აჩვენა, რომ არასოდეს დარჩენილა არ---- მისი შვილის სახლში, როცა მისი შვილიშვილები მარტო რჩებოდნენ მათთან თვითონ რჩებოდა, ის-–--ი ცოლის გარეშე კაბლის ბაზრიდან არასოდეს დაბრუნებულა და ყოველთვის იცდიდა და ბაზრობის შემდეგ ერთად ბრუნდებოდნენ. იგივე ჩვენება მისცა სასამართლოს რა---–- აბ------ვამ. ამ დროს ბრალდებული ის-–-- ბა-------ვი საწინააღმდეგოს ამტკიცებს, რომ ცოლს და დედას ტოვებდა კაბლის ბაზრობაზე და თვითონ ბრუნდებოდა სახლში. სასამართლოსათვის არ არის დამაჯერებელი, რომ სახლში ბაზრიდან დაბრუნებულს ხვდებოდა არ---- და აიძულებდა მასთან სქესობრივ კავშირს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციაში ჩივილით ემუქრებოდა. ბრალდებულის ჩვენებით მას სქესობრივი კავშირი ჰქონდა არ----სთან თავის საძინებელ ოთახში, სადაც იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ, ამ დროს კი მისივე განმარტებით მეორე ოთახში ეძინათ მის შვილებს.
ბრალდებულის ჩვენებით არ---- და ის-–-- ბა-------ვი ხშირად ერთად იყვნენ მარტო, ან სახლიდან გადიოდნენ ავტომანქანით. ის-–-- ბა-------ვის ცოლის ჩვენებით, კი ის-–--ი მარტო არასოდეს დაუტოვებია სახლში და ყოველთვის მისი თვალთახედვის არეში იყო.
2.16. სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელბიც თანმიმდევრული და დამაჯერებელია, კერძოდ: დაზარალებული არ---- აი------ვა დეტალურად აღწერს მისი გაუპატიურების ორ ეპიზოდს. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის ასაკს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მიაჩნია, რომ ჩვენება დამაჯერებელია, თანმიმდევრულია და დასტურდება შემდგომი მოვლენებით, როგორიცაა ბავშვის დაბადება, გენეტიკური ექპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა, რომ ბავშვის დედა არის თვითონ, ხოლო მამა არის ის-–-- ბა-------ვი. ბავშვი დაიბადა 37 კვირის რაც ზუსტად ემთხვევა არ---- აი------ვას მიერ დასახელებულ დროს, როდესაც მოხდა გაუპატიურება და ვერ იქნება გაზიარებული ბრალდებულის ჩვენება, როდესაც იგი ამტკიცებს, რომ პირველი კონტაქტი არ----სთან ჰქონდა 2018 წლის ნოემბრის თვეში ნებაყოფლობით.
2.17. გაუპატიურება ეს არის სექსუალური ხელშეუხებლობის დარღვევა, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა ადამიანის და ამ უფლების შელახვა დაკავშირებულია არა მარტო ჯანმრთელობასთან, არამედ შეიძლება წარუშლელი და მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვის საფუძველიც გახდეს.
კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და მომეტებული საფრთხის შემცველი დანაშაულია. არასრულწლოვანის ჯანმრთელობაც და ფსიქიკაც არ არის მზად ასეთი დიდი ტრამვისათვის და შესაძლებელია მან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მოზარდს.
ამასთანევე სასამართლო განმარტავს, რომ გაუპატიურება სპსციფიური დანაშაულია და მას გარდა ბრალდებულისა და დაზარალებულისა, თვითმხილველი არ ჰყავს. ამ კონკრეტულ შემთხვევასი არასრულწლოვანმა ბავშვის დაბადებამდე საერთოდ არ გაამხილა გაუპატიურების შესახებ და არ არსებობს ამ ფაქტის მატერიალური სახის მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა და შემდგომ ბავშვის დაბადების და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით ბრალდებულის მამობის დადგენისა. კიდევ ერთხელ აღნიშნავს სასამართლო, რომ ამ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვნის ფაქტორს, ზემოთ მითითებულ გარემოებებს, რომლებიც მიუთითებენ ბრალდებულის და დაცვის მხარის მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე და დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებულის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
დანაშაულის ჩადენა ძალადობით ან ძალადობის მუქარით შეიძლება გამოიხატოს ადამიანის ძალით დამორჩილებაში, ხელის და ფეხის დაჭერაში, პირზე ხელის დაფარებაში, ან დარტყმაში.
მუქარა შეიძლება გამოიხატოს მოკვლის ან ჯანმრთელობის დაზიანების დამუქრებაში, ასევე ახლობლების მიმართ მოკვლის ან ჯანმრთელობის დაზიანების დამუქრებაში.
ამ შემთხვევაში დაზარალებულის განცხადებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებული, გაუპატიურების ორივე შემთხვევაში, ძალის გამოყენებით და ახლობლების მოკვლის მუქარით დაიმორჩილა და გააუპატიურა.
2.18. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ის-–-- ბა-------ვმა ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი).
3. სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ის-–-- ბა-------ვმა ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი). დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ის-–-- ბა-------ვის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ის-–-- ბა-------ვის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ის-–-- ბა-------ვის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ის-–-- ბა-------ვის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის-–-- ბა-------ვის მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სანქციის მინიმუმი.
7. ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით დართული - ნერწყვის ნიმუშები რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ის-–-- ბა-------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი ) წელი(2017 წლის ეპიზოდი).
2. ის-–-- ბა-------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი ) წელი(2018 წლის ეპიზოდი).
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ ის-–-- ბა-------ვს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი ) წელი.
4. აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ის-–-- ბა-------ვს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 09 ივნისის 13:20 საათიდან.
5. ნივთიერი მტკიცებულება -
არ---- აი------ვას, ის-–-- ბა-------ვის და ბა----- აი------ვის ნერწყვის ნიმუშები, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე