განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4767-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი და ნატო ივანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ე--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ-------------–---------------------–----, დაბადებული - 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ--–----------–-------–---–-- ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------------------------–-------------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, საცავში უკანონოდ შეღწევით.
ადვოკატი - ჯ-----------–--
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2----–-–----------------- დაახლოებით 18:00 საათზე, ქ-------–--–-------–-------–------------------–- (დ-------- მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე) განთავსებულ სავალუტო ჯიხურის თანამშრომელს - ე-----------–---–ს, თ-----------------–----მ მოსთხოვა ფულადი თანხა, რა დროსაც სუნამოს ფლაკონი თავში ჩაარტყა ძლიერად. მიყენებული დაზიანებების შედეგად ე-----------–---–ი გადაყვანილ იქნა N1 საუნივერსიტეტო კლინიკაში (მდებარე ქ-------–----------------------–-).
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით
2.1. დაზარალებულ ე-----------–---–ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ქ.------–--–-------–-------–------------------–- მდებარე სავალუტო ჯიხურში, მოლარის პოზიციაზე. ობიექტს გააჩნია მცირე ზომის მოსაცდელი, რომლის მოპირდაპირედ მდებარეობს რკინის კარითა და ბრონირებული შუშით გამოყოფილი საოპერატორო ოთახი. ბრალდებულს იცნობს და მასთან შემთხვევამდე რამდენჯერმე უსაუბრია სხვადასხვა თემაზე. 2----–-–----------------- დღის განმავლობაში, ბრალდებული გადაადგილდებოდა სავალუტო ჯიხურის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 18:00 საათზე, თ-----------------–---- შევიდა სავალუტო ჯიხურის დაცულ ოთახში, რაც არ ესიამოვნა და სთხოვა, რომ ფოიეში დალოდებოდა. ბრალდებულს ზურგჩანთა ეჭირა, რომელიც მოისროლა, მიუახლოვდა ე-----------–---–ს და ძირს დააგდო, ყელზე ხელი მოუჭირა, ფული მოსთხოვა და თავზე მუშტების დარტყმა დაუწყო. თან პირზე ხელს აფარებდა, რომ არ ეყვირა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაზარალებულმა დაყვირება მაინც მოახერხა და სავალუტო ჯიხურში მისმა ნაცნობმა - ნ----------–-----–---–მა შემოიხედა. ბრალდებული მიხვდა, რომ სავალუტო ჯიხურთან ხალხი იკრიბებოდა, ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში დაზარალებულს და გაიქცა. თავდასხმის შედეგად ე-----------–---–მა სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიიღო დაზიანებები; დაზარალებულმა განმარტა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მას ბრალდებულის ამოცნობა არ გასჭირვებია. იგი სასამართლოს ანდობს თ-----------------–----ს მიმართ სასჯელის დანიშვნას.
2.2. პირის ამოცნობის 2----–-–----------------- ოქმის თანახმად, დაზარალებულ ე-----------–---–ის მიერ, მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოცნობილ იქნა მარცხნიდან რიგით მესამე მამაკაცი აღნაგობით, მოგრძო პირისახით, სახის ფერით, შავი ფერის სქელი წარბებით, მუქი ყავისფერი თვალებით, სწორი საშუალო ზომის და სისქის ცხვირით და საშუალო ზომის და თხელი ტუჩებით.
2.3 მოწმე დ-------–-----–---–ის განმარტებით, მუშაობს ქ. თბილისში, დ-------- მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---–-------–-----------------–- განთავსებულ სავალუტო ჯიხურში. 2----–-–----------------- მისი ჯიხურის გვერდით; ვალუტის გადამცვლელად მომუშავე ე-----------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმის შესახებ გადმოცემით იცის. მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე დაინახა ე-----------–---–ი, რომელსაც თავის არეში დაზიანება ემჩნეოდა. დაზარალებულისგან შეიტყო, რომ ე-----------–---–ს სავალუტო ჯიხურში შეუვარდა პიროვნება და თავის არეში მიაყენა დაზიანება. დ-------–-----–---–მა ასევე დაადასტურა, რომ გამომძიებელს ნებაყოფლობით გადასცა სავალუტო ჯიხურის ვიდეოკამერების ჩანაწერი, რომლის რეალურ დროსთან ცდომილება დაახლოებით 8-10 წუთს შეადგენს.
2.4. მოწმე ნ----------–-----–---–ის განმარტებით, იგი ხშირად დადის ქ. თბილისში, დ-------- მეტროსთან მდებარე სავალუტო ჯიხურში და ძმას ეხმარება საქმიანობაში. ე-----------–---–ი გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურში მუშაობს და მას კარგად იცნობს. 2----–-–----------------- დაახლოებით 18:00 საათზე, ე-----------–---–ის სავალუტო ჯიხურიდან მოესმა არაბუნებრივი (კნავილის მსგავსი) ხმა; გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და დაზარალებულს დაუძახა „ხომ კარგად ხარ?“. ვინაიდან ფანჯარაში არავინ ჩანდა, მოწმე ჯიხურის ფოიეში შევიდა. მან მოულოდნელად ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა და მიხვდა, რომ ცუდი ფაქტი ხდებოდა. რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა, შევიდა თავის ჯიხურში, რკინის ნივთი აიღო და მალევე დაბრუნდა ე-----------–---–ის სავაჭრო ჯიხურთან. შესასვლელთან რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის დაზარალებულიც, რომელსაც შუბლიდან სისხლი სდიოდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ამოიცნო ბრალდებული. იგი შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ტრიალებდა სავალუტო ჯიხურების წინ და მისი ამოცნობა არ გასჭირვებია.
2.5. პირის ამოცნობის 2----–-–----------------- ოქმის თანახმად, მოწმე ნ----------–-----–---–ის მიერ, მისთვის წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოცნობილ იქნა მარცხნიდან რიგი მესამე მამაკაცი, აღნაგობით, მოგრძო პირისახით, სახის ფერით, შავი ფერის სქელი წარბებით, მუქი ყავისფერი თვალებით, სწორი საშუალო ზომის და სისქის ცხვირით და საშუალო ზომის და თხელი ტუჩებით.
2.6. მოწმე ი-----–------------ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ქ. თბილისში, დ-------- მეტროსთან მდებარე სავალუტო ჯიხურში. 2----–-–----------------- საღამოს საათებში, გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურიდან შემოესმა ე-----------–---–ის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. იგი მაშინვე გაემართა ე-----------–---–ისკენ და შეამჩნია დაზარალებულის სავალუტო ჯიხურიდან გამომავალი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დაეჯახა და გაიქცა. ი-----–------------ე გაეკიდა გაქცეულს, მაგრამ ვერ დაეწია. მოწმემ განმარტა, რომ მან ბრალდებულის სახის დანახვა შეძლო და ამოიცნო იგი გამოძიების მიმდინარეობისას. ჯიხურთან დაბრუნებულს ადგილზე შეკრებილი ხალხი დახვდა. იქვე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლებიც. ე-----------–---–ს თავიდან სისხლი სდიოდა. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, დაზარალებულს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.
2.7. პირის ამოცნობის 2----–-–---------------- ოქმის თანახმად, მოწმე ი-----–------------ემ მისთვის წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მესამე მდგომი მამაკაცი აღნაგობით, მოგრძო პირისახით, სახის ფერით, შავი ფერის სქელი წარბებით, მუქი ყავისფერი თვალებით, სწორი საშუალო ზომის და სისქის ცხვირით და საშუალო ზომის და თხელი ტუჩებით.
2.8. მოწმე ფ--------------–--ის განმარტებით, იგი ე-----------–---–თან ერთად მუშაობს ქ. თბილისში, დ-------–-, ა---–-------–------ ნომერში მდებარე სავალუტო ჯიხურში. 2----–-–----------------- პირველ ცვლაში მუშაობდა. იგი ე-----------–---–მა შეცვალა და სახლში წავიდა. მობილურ ტელეფონზე შეატყობინეს, რომ დაზარალებული დააყაჩაღეს. ადგილზე მისულმა დაათვალიერა ჯიხურში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ბლაგვი საგანი ჩაარტყა სავალუტო ჯიხურში მყოფ ე-----------–---–ს. მისი ნებართვითა და მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ექსპერტებმა ამოიღეს ანაბეჭდები და ზურგჩანთა. ასევე მისი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბრალდებულმა მიუთითა მინის ფლაკონზე და განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნული საგნით მიაყენა დაზიანება დაზარალებულს. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას პოლიციელთა მხრიდან რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია.
2.9. მოწმე გ--------------–--ის ჩვენების თანახმად, დედამისი - მ------------–--ე მუშაობს ქ. თბილისში, დ-------- მეტროსთან მდებარე სავალუტო ჯიხურში. 2----–-–----------------- ი-----–------------ის სავალუტო ჯიხურიდან გამოვიდა, საკვები შეიძინა და უკან მობრუნებულმა შეამჩნია ი-----–-, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს მისდევდა. საკვები ჯიხურში დადო და გარეთ გამოვიდა. ამ დროს დაინახა ი-----–------------ე, რომელმაც უთხრა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც იგი მისდევდა, ჯიხურში შეუვარდა ე-----------–---–ს და სცადა მისი დაყაჩაღება, რის შემდეგაც გაიქცა. ჯიხურთან დაბრუნებულებმა შეამჩნიეს სისხლიანი ე-----------–---–ი. მოწმისთვის ცნობილია, რომ პოლიციელებმა ჯიხურიდან ამოიღეს ზურგჩანთა და სუნამოს ფლაკონი.
2.10. მოწმე მ----------–---–ის განმარტებით, მუშაობს ქ-------–--–-------–-------–----------------–- მდებარე სავალუტო ჯიხურში. 2----–-–----------------- საღამოს საათებში, შეამჩნია, რომ ი-----–------------ე მისდევდა ახალგაზრდა მამაკაცს. ი-----–-სგან შეიტყო, რომ გაქცეულმა მამაკაცმა დააყაჩაღა ე-----------–---–ი. სავალუტო ჯიხურთან მისულმა შეამჩნია ძირს დაგდებული სისხლიანი დაზარალებული. მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გადასცა ვიდეოკამერების ჩანაწერები.
2.11. მოწმე ლ--–-----------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი, პირადად, ფაქტს არ შესწრებია და 2----–-–----------------- ე-----------–---–ის დაყაჩაღების თაობაზე გადმოცემით იცის. მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლებს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნებაყოფლობით გადასცა ვიდეოკამერების ჩანაწერები.
2.12. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ თბ--–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---- გამომძიებლები - ქ------------–--ა, ლ-–---------, დ------------–---–ი, გ-----------–--ე და რ---------------ე, ექსპერტები - გ------------ე, ს--------------–---–ი და ლ-------–--–---–ი, მოწმე ე--------------------, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ხსენებული პირები სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე და არა უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.13. 2-----–-–---------------- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებულმა - თ-----------------–----მ, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მიუთითა ქ.------–--–-------–-------–-------------- მდებარე სავალუტო ჯიხურზე, საიდაც თავს დაესხა ე-----------–---–ს; ასევე მიუთითა მინის ფლაკონზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული საგნით მიაყენა დაზარალებულს დაზიანება.
2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულ თ-----------------–----ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში 5. პუნქტში მითითებული საქმეზე დართული საგნები და ნივთები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ჰაბიტოსკოპიური, ოდოროლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.15. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი 2----–-–---------------- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ დ------------–---–ის მიერ, ექსპერტების - კ-----------ის, გ-----------------ის, დ------–-----–-–---–ისა და შ--–------------ს, მოწმე ფ--------------–--ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ქ. თ---–---------–-------–------ ნომერში მდებარე, ე-----------–---–ის მფლობელობაში არსებული სავალუტო ჯიხური, რომელსაც გააჩნია ცალფრთიანი ლითონის კარი. ჯიხურს ასევე გააჩნია ფოიე, რომლის პირდაპირ დამონტაჟებულია გამჭვირვალე მინის სარკმელი და შავი ფერის ერთფრთიანი ლითონის კარი. დათვალიერებისას იატაკის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ზურგჩანთა, რომელსაც აღენიშნება სისხლის მსგავსი ლაქები. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა სუნის ნიმუშები და ანაწმენდები. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
2.16. ასევე უდავოდ ცნობილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 20---–-–----------------------------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ თ-----------------–----სგან აღებული სუნის ნიმუშის.
2.17. ასევე უდავოდ ცნობილი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–--------------–---------- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ (N1-4) ლაზერულ დისკებზე არსებულ 1-8 ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N4-12) დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულებები იდენტიფიკაციისთვის ვარგისია;
გამოკვლევაზე წარდგენილ N5 ლაზერულ დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N13-15) დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულებები იდენტიფიკაციისთვის ვარგისია;
გამოკვლევაზე წარდგენილ N1-4 ლაზერულ დისკებზე არსებულ N1-8 ვიდეოგრამებზე და ამ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N4-12) დაფიქსირებული გამოძიებისთვის საინტერესო პირის გამოსახულებები იდენტურია გამოკვლევაზე წარდგენილ N5 ლაზერულ დისკზე არსებულ თ-----------------–----ს ფოტოსურათებზე (N13-ქ15) დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულებების.
2.18. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე-----------–---–ი კლინიკაში მოთავსდა 2----–-–----------------- სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ღია ჭრილობა, თავის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა.
2----–-–-----------------, პირადი გასინჯვისას ე-----------–---–ს აღენიშნებოდა დაზიანება შუბლ-თხემის მიდამოში უსწოროკიდეებიანი გაკერილი, ქირურგიულად დამუშავებული ჭრილობის (სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ნახეთქი ჭრილობა) სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
2.19. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------–------------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სეროლოგიური გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
პაკეტში წარწერით: „..2 ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1.2.) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ე-----------–---–ს (ობ. N14);
პაკეტში წარწერით: „..1 ცალ სუნამოს მინის ფლაკონი..“, მოთავსებულ ოთხკუთხა ფორმის გამჭვირვალე კონტეინერზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის თ-----------------–----ს (ობ. N15). ობ. N3-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;
პაკეტში წარწერით: „..ლიდერბეთის შავი ფერის კოლოფი, მასში მოთავსებული 2 ცალი პლასტიკური ბარათით...“, მოთავსებულ შალითაზე (ობ.N4) და ამავე შალითაში მოთავსებულ ორ ცალ ბარათზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-----------------–----ს;
პაკეტში წარწერით: „...ანაწმენდის 3 ნიმუში 6 ცალ სტერილურ ჩხირზე...“ მოთავსებულ:
სავალუტო ჯიხურის შიდა მხარეს სალარო მაგიდის ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ. N6) შერეული გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირებს, შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ე-----------–---–ს;
სავალუტო ჯიხურის შიდა კარის გარე სახელურიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე-----------–---–ს;
სავალუტო ჯიხურის შიდა კარის შიდა სახელურიდან აღებულ ანაწმენდებზე (ობ. N8) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
პაკეტში წარწერით: „... ზურგჩანთა მასში მოთავსებული ტანსაცმლითა და პირადი ნივთებით, ამოღებული სავალუტო ჯიხურის შიდა ოთახში მეთლახიდან...“ მოთავსებულ ზურგჩანთაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ე-----------–---–ს. ზურგჩანთის სახელურზე არსებული ბიომასალის (ობ. N11) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია;
პაკეტში წარწერით: „.. ე-----------–---–ის კაბა...“ მოთავსებულ კაბაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N12-13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ე-----------–---–ს.
2.20. ბრალდებულმა - თ-----------------–----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა დუმილის უფლება.
3.სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, №o. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spai№, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული თ-----------------–----ს მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით ჩადენა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული თ-----------------–---- ქ. თბილისში, ა---–-------–------ ნომერში განთავსებულ სავალუტო ჯიხურში, 2----–-–----------------- საღამოს საათებში, თავს დაესხა ვალუტის გადამცვლელ ე-----------–---–ს, დააგდო ძირს, ყელზე ხელი წაუჭირა, მოსთხოვა ფულადი თანხა და სუნამოს მინის ბოთლით მიაყენა დაზიანება თავის არეში.
3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
3.9. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას - თითქოს თ-----------------–----ს დანაშაული არ ჩაუდენია და მას ყაჩაღობის განზრახვა არ ჰქონია, ვინაიდან საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევისას. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ 2----–-–----------------- დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თბილისში, ა---–-------–-----------------–- (დ-------- მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე) განთავსებულ სავალუტო ჯიხურში, თ-----------------–---- თავს დაესხა ე-----------–---–ს, მოსთხოვა მას ფულადი თანხა, დააგდო ძირს, ყელზე ხელი მოუჭირა და თავის არეში მიაყენა დაზიანება. ბრალდებულის სავალუტო ჯიხურში ყოფნის ფაქტი ასევე დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ოდოროლოგიური, ბიოლოგიური და ჰაბიტოსკობიური ექსპერტიზის დასკვნებით. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულისა და მოწმეების რაიმე იმგვარი დაინტერესება ბრალდებულის პიროვნებით, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა. შესაბამისად, დაზარალებულისა და მოწმეების განმარტებებს სასამართლო ეჭვქვეშ ვერ დააყენებს და გაიზიარებს 2----–-–----------------- დაახლოებით 18:00 საათზე, ე-----------–---–ის სავალუტო ჯიხურში განვითარებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას.
3.10. ყაჩაღობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებაა მისი ჩადენა საცავში უკანონოდ შეღწევით; სასამართლო განმარტავს, რომ საცავში მოიაზრება მატერიალურ ფასეულობათა მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარად დაცვა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებული ე-----------–---–ს თავს დაესხა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში, რომელსაც გააჩნია ბრონირებული შუშა და სადაც ინახება ფულადი თანხა; შესაბამისად, აღნიშნული ჯიხური წარმოადგენს საცავს.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ თ-----------------–----ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, თ-----------------–---- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-----------------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის შედეგად დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი გადაყვანა საავადმყოფოში და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შენთხვევაში მიღწეული ვერ იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.
5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ-----------------–----ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად; თ-----------------–----ს სუნის ნიმუში დალუქული სახით, 2 ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდის ნიმუში; ანაწმენდების 3 ნიმუში ექვს ცალ სტერილურ ჩხირზე, ე-----------–---–ის სისხლის ნიმუში; ბრალდებულ თ-----------------–----ს ფოტოგამოსახულებისა და ნერწყვის ნიმუშები - უნდა განადგურდეს სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ზურგჩანთა, მასში მოთავსებული ტანსაცმლით და პირადი ნივთებით; შავი ფერის კოლოფი, მასში მოთავსებული 2 ცალი პლასტიკური ბარათით; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სუნამოს მინის ცარიელი ფლაკონი; მოწმე ე------------------------ ამოღებული კაბა - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- 4 ცალი კომპაქტ-დისკი დალუქულ მდგომარეობაში და დაზარალებულის ავადმყოფობის ისტორია - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-----------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით;
2. თ-----------------–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------------- 22:50 საათიდან.
3. მსჯავრდებულ თ-----------------–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად; თ-----------------–----ს სუნის ნიმუში დალუქული სახით; 2 ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდის ნიმუში; ანაწმენდების 3 ნიმუში ექვს ცალ სტერილურ ჩხირზე; ე-----------–---–ის სისხლის ნიმუში; ბრალდებულ თ-----------------–----ს ფოტოგამოსახულებისა და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ზურგჩანთა, მასში მოთავსებული ტანსაცმლით და პირადი ნივთებით; შავი ფერის კოლოფი, მასში მოთავსებული 2 ცალი პლასტიკური ბარათით; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სუნამოს მინის ცარიელი ფლაკონი; მოწმე ე------------------------ ამოღებული კაბა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- 4 ცალი კომპაქტდისკი დალუქულ მდგომარეობაში და დაზარალებულის ავადმყოფობის ისტორია - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე