განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2020
საქმის ნომერი
010100119003341201
დავის ტიპი
276 2
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100119003341201

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - გელა თებიძე

 

ბრალდებული - თე----------–---ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: თე----------–---ძე

მამის სახელი: მ-----–ი

დაბადებული: 2--04.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 5----------

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ხარაგაულის რაიონი, სოფ. მ---–---ი

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ა---------ის დასახლება, სახლი N24, ბინა N12

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

276-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ. ბათუმში, ტბეთის ქ. N7 სახლის წინ, თე----------–---ძემ, რომელიც მართავდა ,,ფორდი’’-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით D---883, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე დ-----------------ძეს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა დაზარალებულის ჩვენების გარდა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში

 

3. 2019 წლის 15 ივნისს, ქ. ბათუმში, ტბეთის ქ. N7, თე----------–---ძე მართავდა ,,ფორდი’’-ს მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით D-- – 883.

 

4. თე----------–---ძემ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე დ-----------------ძეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

5. სამედიცინო ექსპერტიზის N005174119 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებისა, დ-----------------ძე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას სს ,,ევექსი’’-ს - ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 2019 წლის 15 ივნიდიდან. აღენიშნებოდა: მენჯის ძვლების მოტეხილობა, მრავლობითი ექსკორიაციები მარჯვენა იდაყვისა და მუხლ - წვივის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

6. დაზარალებულ დ-----------------ძის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, შემთხვევა მოხდა 2019 წლის 15 ივნისს. გაჩერებაზე იდგა ძმისშვილთან ერთად ამ დროს მანქანა ისე მიუახლოვდა, ვერსად ვერ გაასწრო, იქ დაზიანდა მძიმედ. მოტეხილობა ჰქონდა, დაჟეჟილობა ხელის, ფეხის. წაიყვანეს საავადმყოფოში, იმ დღეს იქ მივიდა მძღოლის მეუღლე დახედა და წავიდა. ერთი კვირა მასთან არავინ მისულა, ბოლოს მისმა ქალიშვილმა დაურეკა, პატრონობა უნდოდა. ერთი კვირის შემდეგ მძღოლის მეუღლე მივიდა და თვითონ მოსთხოვა მომხედეთო, ფეხზე დამაყენეთო. ამის შემდეგ ერთი კვირა არ გამოჩენილან, შემდეგ წამლები მიუტანეს, სამი დღის შემდეგ მიჰქონდათ. რაც დაჭირდებოდა თხოვდა. თვენახევარი გაუნძრევლად იწვა, ამ ხნის განმავლობაში მძღოლს მისთვის გადახდილი აქვს (წამალი, ექიმი) 1.000 ლარი, ქვითრები შენახული აქვს და ყველაფერი უწერია. 1000 და 2000 ლარი მას თვითონ აქვს დახარჯული. ოჯახის მარჩენალია, ინსულტიანი მეუღლე ჰყავს, გულზე ნაოპერაციები შვილი. დადიოდა თურქეთში და ამით არჩენდა ოჯახს. ნაქირავებშია. როდესაც თე----------–---ძის მეუღლე მასთან მიდიოდა, მისთვის არ უთქვამს მთელი ამ ხნის მანძილზე რა ცოდვა ხარო, პირიქით მეც ავად ვარო და ამით ანუგეშებდა. ავარიის შედეგად ტრომბი ჰქონდა. საავადმყოფოში იწვა. უთხრეს საავადმყოფოშიაო, მაგრამ ერთხელაც არ უნახია. ბოლოს რო დაურეკა და მივიდა უთხრა შენს გამო სახლს ხომ არ გავყიდიო. მისგან მხოლოდ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

 

7. ბრალდებულმა თე----------–---ძემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას.

 

8. №313/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლ თე----------–---ძეს ქვეითადმოსიარულეებზე შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

9. ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 25 პუნქტი 2 ქვეპუნქტი „ბ“-ს თანახმად: თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები.

 

10. კანონის სწორედ აღნიშნული მოთხოვნა დაარღვია თე----------–---ძემ ავტომანქანის მართვისას, რის გამოც შეეჯახა ქვეითთა გადასასვლელთან დ-----------------ძეს, რომელმაც შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.

 

11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ არა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესი და დაზარალებულზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი.

 

12. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

13. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

14. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მძღოლ თე----------–---ძის მოქმედება არ შეესაბამება ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს და მძღოლის მოქმედებით დარღვეულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესი.

 

15. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დ-----------------ძეზე მიყენებული დაზინებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

16. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თე----------–---ძემ დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ის შეძლებდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას, რამაც ქვეითად მოსიარულე დ-----------------ძის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

17. სასამართლოს მიაჩნია, რომ თემური ტალახაძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

18. თე----------–---ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

19. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დადამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

2-- სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ თე----------–---ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თე----------–---ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

21. ამასთან, ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული თე----------–---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

,,ფორდი’’-ს მარკის ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია ,,ბათ ავტო 23“-ის სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი