გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310019002841351
№3-47/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე – მა-–-------------ე
წარმომადგენელი – გო---------ე
მოპასუხე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - მა---------ა
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1.1. მა-–-------------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
- მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულების ბათილად ცნობა;
- კომისიის მიერ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მა-–-------------ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, გო----–-ს ქ. №1--- მიმდებარე, 234,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 18,6 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
ქ. ბათუმში, გო----–-ს ქ. №1--–-, მა-–-------------ეს საკუთრებაში ერიცხება 166,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად. მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, თვითნებურად დაკავებული აქვს 234,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთიც, რომელზეც მდებარეობს 1990-1991 წლებში აშენებული, 18,6 კვ.მ. შენობა, რომელსაც საცხოვრებლად გამოიყენებდა. ამ შენობის სახურავზე წლების მანძილე მოწყობილი იყო ვაზის ტალავერი, რომელზეც გაშენებული ჰქონდა ყურძენი. შემდგომში შენობის სახურავიდან წყლის ჩასვლის გამო, გამოცვალა სახურავი. მიწის ნაკვეთის ნაწილზე მოჰყავდა ბოსტნეული კულტურები და დარჩენილ ნაწილს გამოიყენებდა ეზოდ.
2018 წლის 5 სექტემბერს, მა-–-------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოითხოვა, ქ. ბათუმში, გო----–-ს ქ. №1--- მიმდებარე, 234,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 18,6 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2018 წლის 25 სექტემბერს, სარეგისტრაციო სამსახურმა მა-–-------------ის განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად გადაგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.
კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულებით, მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია იმაზე, რომ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან დამხმარე შენობა-ნაგებობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ნაკვეთზე არსებობს კიდევ ერთი შერეული მასალით ნაშენი დამხმარე ნაგებობა, რომელიც არ არის გრუნტთან უძრავად დაკავშირებული. ამასთან, ნაკვეთი არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგანაც ნაკვეთზე 2007 წლამდე ბევრად ადრე, დაახლოებით 1990-1991 წლებიდან იყო აშენებული შენობა-ნაგებობა, რომლითაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სარგებლობდა მა-–-------------ე, რაც დღემდე გრძელდება.
ამდენად, გაუგებარია რატომ მოხდა ამ ფაქტის უგულებელყოფა და რატომ ჩათვალა კომისიამ, რომ აღნიშნული შენობა არ არსებობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე. მიუხედავად იმისა, რომ სადავო შენობა განთავისუფლებულია ხეებით დაფარულ მიწის ნაკვეთზე და რთულია მისი შემჩნევა, შესაბამისი თარიღის ორთოფოტო მაინც იძლევა მისი კონტურების აღმოჩენისა და დადგენის შესაძლებლობას. ამ გარემოებას ასევე დაადასტურებს არაერთი მეზობელი, საქმეში წარმოდგენილი ფოტო-სურათითაც, რომელიც გადაღებულია XX საუკუნის დასაწყისში, დგინდება შენობის არსებობის ფაქტი.
კომისიის მითითება, იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ არის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კომისიამ არაჯეროვნად შეისწავლა საკითხის ფაქტობრივი გარემოებები. სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული, ,,კიდევ ერთი, შერეული მასალით ნაშენი დამხმარე ნაგებობა“ რეალურად არ წარმოადგენს ცალკე არსებულ შენობას და ის სწორედ იმ შენობის ნაწილია, რომელზეც თავად მა-–-------------ე მიუთითებს.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება ისე მიეღო. კომისიის მიერ ეს მოთხოვნა დარღვეულია, რის გამოც არასწორად იქნა შეფასებული აღიარებისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი გარემოებები.
მოსარჩელეს საგულისხმოდ მიაჩნია ის გარემოებაც, რომ მისი შეხედულებით გასაჩივრებულ აქტსა და მოპასუხის წერილობით შესაგებელში მითითებულია საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის განსხვავებული საფუძვლები.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნები აშკარად არის დარღვეული, რაც სადავო აქტის უპირობო ბათილად ცნობის საფუძველია.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხე მხარის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ წერილობითი შესაგებლითა და განმარტებით სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ განხილული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 სეტემბრის №4----- წერილობითი შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტაცია, ქალაქ ბათუმში, გო----–-ს ქუჩა №1--- მიმდებარე, 234,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 18,6 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე მა-–-------------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. წარდგენილი დოკუმენტაციითა და მიწის ნაკვეთის დათვალიერებით დგინდება, რომ მა-–-------------ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ იყო განთავსებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, იგი არ მდებარეობდა მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ.
ამასთან, დათვალიერებით დადგინდა, რომ ნაკვეთზე განთავსებული იყო კიდევ ერთი, შერეული მასალით ნაშენი დამხმარე ნაგებობა, რომელიც არ იყო გრუნტთან უძრავად დაკავშირებული.
საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე გამოირკვა ის გარემოებაც, რომ მა-–-------------ეს ქალაქ ბათუმში, გო----–-ს ქუჩა №1--, სახლი №4--- მიმდებარედ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღარების კომისიის №7- საკუთრების მოწმობის საფუძველზე, საკუთრებაში ჰქონდა აღიარებული, 166.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ 70.06 შენობა-ნაგებობასთან ერთად.
მა-–-------------ის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და მოსარჩელეს კანონიერად ეთქვა უარი ქალაქ ბათუმში, გო----–-ს ქუჩა №1--- მიმდებარე 234,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 18,6 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე მა-–-------------ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღარების კომისიის მიერ გაცემული №7- საკუთრების უფლების მოწმობის (დამოწმების თარიღი: 06/04/2016) საფუძველზე, ქ. ბათუმში, გო----–-ს ქუჩა №1-, სახლი №4--- მიმდებარედ, საკუთრებაში უღიარდა და ერიცხება 166,00 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ 70.06 კვ.მ. შენობა-ნაგებობასთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2018 წლის 5 სექტემბერს, მა-–-------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ ბათუმში, გო----–-ს ქუჩა №1--- მიმდებარე 234,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 18,6 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების საფუძვლით.
საჯარო რეესტრის მიერ 2018 წლის 25 სეტემბერს №4----- წერილობითი კორესპოდენცია გადაეგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განსახილველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის 2018 წლის 25 სექტემბრის ნ8----------- გადაწყვეტილება;
-საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულება;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 21 დეკემბრის №4- საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით განსაზღვრულ წესებს. კერძოდ, მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 15 სექტემბერი), მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს. ამასთან, ნაკვეთზე არსებობს კიდევ ერთი, შერეული მასალით ნაშენი დამხმარე ნაგებობა, რომელიც არ არის გრუნტთან უძრავად დაკავშირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აღიარების კომისიის 2018 წლის 21 დეკემბრის №4- საოქმო გადაწყვეტილება;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულებით გადაწყდა, რომ მა-–-------------ის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს, იგივე საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი არ არის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა კი არ იყო აგებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ნაკვეთზე განთავსებული კიდევ ერთი შერეული მასალით ნაშენი დამხმარე ნაგებობა, არ იყო გრუნტთან უძრავად დაკავშირებული, რის გამოც მა-–-------------ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულება.
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. 2019 წლის 8 თებერვალს, მა-–-------------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მა-–-------------ის სასარჩელო განცხადება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა საკითხი, საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის აგების დროის და მისი სახეობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მნიშვნელოვანი ის გარემოებები, რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით არის დადგენილი, დაინტერესებული პირის მოთხოვნის განხილვისას.
კერძოდ, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად სადავო ადმინისტრაციულ აქტში გაკეთებულ დასკვნას, რომ მა-–-------------ის მიწის ნაკვეთზე შენობა არ არის განთავსებული, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, მასზე განთავსებული ნაგებობა არის დროებითი, არ არის გრუნტთან უძრავად დაკავშირებული.
როგორც მოსარჩელე მხარე განმარტავს და მის მიერ წარმოდგენილი ორთოფოტოთი და ფოტოსურათებით მიუთითებს, შენობა ჯერ კიდევ 1990-1991 წლებში ააგო, როგორც დამხმარე სათავსო, თუმცა შემდეგ საცხოვრებლად გადააკეთა, შენობას გამოუცვალა სახურავი და მთელი ამ წლების განმავლობაში შეუზღუდავად სარგებლობდა მისით. მისივე მტკიცებით, სადავო აქტში მოპასუხის მიერ მითითებული „კიდევ ერთი შერეული მასალით ნაშენი დამხმარე ნაგებობა“, სწორედ ამ შენობის ნაწილს წარმოადგენს.
კომისიამ ადგილზე გასვლის დროს შენობა იმავე სახით ნახა, როგორც ეს მოჩანს საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე, რომლებითაც მოსარჩელის მოსაზრებით აშკარად დასტურდება, რომ იგი აგებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და მიწასთან მყარად არის დამაგრებული.
მოპასუხე მხარე არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიუთითებს და მოპასუხემ ვერც საქმის სასამართლო განხილვის დროს დააკონკრეტა, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომ მა-–-------------ის განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არ იყო აშენებული, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე და ნაგებობა მიწასთან მყარად არ არის დამაგრებული. მოპასუხე მხარემ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ადგილზე გასვლისა და მიწის ნაკვეთის (შენობა-ნაგებობის) დათვალიერების აქტი, სპეციალისტის დასკვნა, ან მოსაზრება, შენობის სახეობასთან დაკავშირებით, ასევე, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხის პოზიციის დასადასტურებლად გამოდგებოდა.
მოპასუხე მხარის მტკიცება შენობის განთავსების დროსთან დაკავშირებით ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოში წარმოდგენილ ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება), რის საფუძველზეც კომისიამ გააკეთა დასკვნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არ იყო აშენებული, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე. საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სხვა რაიმე სახის გამოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჩაუტარებია. კომისიაზე საკითხის ზეპირი მოსმენისას მა-–-------------ე არ ყოფილა მიწვეული და არ მონაწილეობდა კომისიის 2018 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე, კომისიის წევრები არ გასულან ადგილზემოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ასეთი მოსაზრება არ არის გამყარებული კომისიის მიერ ადგილზე ჩატარებული შენობის დათვალიერების აქტით, სპეციალისტის, ან ექსპერტის შესაბამისი დასკვნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დამადასტურებელი რაიმე ცნობით, მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობის მესაკუთრეთა განმარტებებით.
მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, სხვადასხვა დროს გადაღებული ორთოფოტოები დათვალიერებული და გამოკვლეული იქნა სასამართლოს მიერ, თუმცა მასზე შეუძლებელია იმის გარჩევა, კონკრეტულ ნაკვეთზე იდგა თუ არა, ან დგას თუ არა რაიმე სახის შენობა-ნაგებობა.
მოსარჩელე მხარე, მოპასუხის აღნიშნული მტკიცების საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ შენობა-ნაგებობა გასული საუკუნის 90-91-იან წლებშია აგებული, რომ მა-–-------------ე მიწის ნაკვეთს ათეული წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობს და გამოიყენებს, რომელიც შემოღობილი და გამიჯნულია დანარჩენი ნაკვეთებისგან.
ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის საკითხი დღემდე არ ყოფილა სადავოდ გამხდარი შესაბამისი საჯარო სამსახურების მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენიული, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულება;
- ფოტოსურათები;
- საჯარო რეესტრის ამონაწერები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მა-–-------------ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილება.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, რომლის მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და თვით ამ წესით.
6.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით.
6.3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამვილად ფლობდა, სარგებლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი.
კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი:
ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული;
გ) თვითნებურად დაკავებული.
6.4. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე მა-–-------------ეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღარების კომისიის მიერ გაცემული №7- საკუთრების უფლების მოწმობის (დამოწმების თარიღი: 06/04/2016) საფუძველზე საკუთრებაში ერიცხება, ქ. ბათუმში, გო----–-ს ქუჩა №1-, სახლი №4--- მიმდებარედ, 166,00 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ 70.06 კვ.მ. შენობა-ნაგებობასთან ერთად.
2018 წლის 5 სექტემბერს, მა-–-------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ ბათუმში, გო----–-ს ქუჩა №1--- მიმდებარე 234,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 18,6 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (აღიარება), მისი თვითნებური დაკავების საფუძვლით.
საჯარო რეესტრის მიერ 2018 წლის 25 სეტემბერს №4----- წერილობითი კორესპოდენციით მა-–-------------ის განცხადება და თანდართული საბუთები გადაეგზავნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განსახილველად.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 21 დეკემბრის №4- საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით განსაზღვრულ წესებს. კერძოდ, მიჩნეული იქნა, რომ უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 15 სექტემბერი) არ იყო განთავსებული, ამასთან, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს. ამასთან, ნაკვეთზე არსებობს კიდევ ერთი, შერეული მასალით ნაშენი დამხმარე ნაგებობა, რომელიც არ არის გრუნტთან უძრავად დაკავშირებული.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულებით გადაწყდა, რომ მა-–-------------ის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, იმავე დასაბუთებით.
6.5. მოსარჩელე მხარე იმ საფუძვლით მიიჩნევს უკანონოდ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულებას, რომ მისი მტკიცებით, კომისიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და სწორად არ შეაფასა ისინი.
მოსარჩელე მხარე არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაკეთებულ შეფასებას და დასკვნას, რომ თითქოს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა მა-–-------------ემ, შენობა-ნაგებობა არ იყო განთავსებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დროს.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ეს გარემოება სინამდვილეს არ შეესაბამება, კერძოდ, შენობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1990-1991-იან წლებშია აშენებული, რომლითაც მა-–-------------ე უწყვეტად სარგებლობს, ღიად და აშკარად. სადავო აქტში მოპასუხის მიერ მითითებული „კიდევ ერთი შერეული მასალით ნაშენი დამხმარე ნაგებობა“, სწორედ ამ შენობის ნაწილს წარმოადგენს. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, უდავოა მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტიც, რომელიც შემოღობილი აქვს და ნაწილს იყენებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ნაწილი კი სახლის ეზოს წარმოადგენს.
მოსარჩელე მხარის მტკიცებითვე, მიწის ნაკვეთზე მა-–-------------ის საკუთრების აღიარებისათვის კანონით გათვალისწინებული რომელიმე ხელისშემშლელი გარემოება არ მოიპოვება.
რაც შეეხება მომიჯნავეობის საკითხს, მოსარჩელე მხარე დაეთანხმა სადავო აქტში მითითებულ შეფასებას და დასკვნას, რომ ამ მხრივ მა-–-------------ეს მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავებისას, მასზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი მართლაც არ გააჩნია, რამდენადაც მა-–-------------ის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი ნაკლებია, 2018 წლის 5 სექტემბრის განცხადებით საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფართობზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის საკუთრების უფლების აღიარების წესებთან.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის განცხადების განხილვის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებული ყველა მონაცემის შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) პუნქტით განსაზღვრულ, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთს, ხოლო ამისათვის საჭირო იყო შემდეგი გარემოებების დადგენა: სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, მიწის ნაკვეთზე იყო თუ არა განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).
საკუთრების აღიარების კომისიას ასევე, უნდა გამოეკვლია კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ ხომ არ არსებობდა მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, გამომრიცხველი გარემოებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
6.7. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულებაში მითითებული გარემოება, შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთზე განთავსების დროსთან დაკავშირებით, იმ მხრივ, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მა-–-------------ის მოთხოვნის განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად იქნა მიღებული ასეთი დასკვნა, რომ მოსარჩელის განცხადება შენობის განთავსების დროის ნიშნით არ აკმაყოფილებდა, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა თავის განმარტებაში დააზუსტა ის გარემოება, რომ უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ნამდვილად დგას შენობა-ნაგებობა, თუმცა, მოპასუხე მხარის პოზიციით, მა-–-------------ეს არ გააჩნია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შენობა აქ განთავსებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მოპასუხე მხარის მტკიცებით, შენობა არ არის გრუნტთან უძრავად დაკავშირებული.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ბათუმში, გო----–-ს ქუჩა №1--- მიმდებარედ 234,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მა-–-------------ის მიერ ფაქტობრივი ფლობა და მისი სარგებლობა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მხრიდან სადავო არ არის და დადასტურებულად ითვლება, თუმცა კომისიის მიერ მიჩნეული იქნა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებისათვის არ არსებობდა კანონით განსაზღვრული, სხვა აუცილებელი პირობები და საფუძვლები. კერძოდ, არ დასტურდებოდა საკუთრების უფლებას აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე, რაც ამავე კანონის მე-2 მუხლის გ) პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, გამორიცხავს მასზე საკუთრების უფლების აღიარებას, ხოლო მა-–-------------ე საკუთრების უფლების აღიარებას მოითხოვდა სწორედ იმ საფუძვლით, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მის მიერ თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო, მის მიერ 1990-1991 წლებში აშენებული, 18,6 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობა.
6.8. სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება არ არის სრულყოფილად შესწავლილი, გამოკვლეული და გაანალიზებული.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ საკუთრების აღიარების კომისიას ზუსტად უნდა განესაზღვრა და გაეანალიზებინა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რაც დაკავშირებული იყო მა-–-------------ის საკუთრების უფლების აღიარების სასარგებლო ან საწინააღმდეგო კონკრეტულ ფაქტორებთან. კერძოდ, კომისიას უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების, მისი ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელების ფაქტი და მიწის ნაკვეთზე მა-–-------------ის საკუთრების აღიარების უფლებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა ამ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობის ფაქტი.
კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულებაში არაფერია მითითებული, თუ კონკრეტულად რა მტკიცებულებებს დაეყრდნო მოპასუხე და რის საფუძველზე გააკეთა დასკვნა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არ იყო აშენებული, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ან შენობის ნაწილი მყარად არ არის მიწასთან დამაგრებული.
როგორ დადგინდა, კომისიის მიერ ამ გარემოების თაობაზე არაფერია გადაწყვეტილებაში აღნიშნული. მოპასუხე მხარის მტკიცება შენობის განთავსების დროსთან დაკავშირებით ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოში წარმოდგენილ ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღება), რის საფუძველზეც კომისიამ გააკეთა დასკვნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არ იყო აშენებული, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე. საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სხვა რაიმე სახის გამოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჩაუტარებია. კომისიაზე საკითხის ზეპირი მოსმენისას მა-–-------------ე არ ყოფილა მიწვეული და არ მონაწილეობდა კომისიის 2018 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე, კომისიის წევრები არ გასულან ადგილზემოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ასეთი მოსაზრება არ არის გამყარებული კომისიის მიერ ადგილზე ჩატარებული შენობის დათვალიერების აქტით, სპეციალისტის, ან ექსპერტის შესაბამისი დასკვნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დამადასტურებელი რაიმე ცნობით, მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობის მესაკუთრეთა განმარტებებით.
მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, სხვადასხვა დროს გადაღებული ორთოფოტოები დათვალიერებული და გამოკვლეული იქნა სასამართლოს მიერ, თუმცა მასზე შეუძლებელია იმის გარჩევა, კონკრეტულ ნაკვეთზე იდგა თუ არა, ან დგას თუ არა რაიმე სახის შენობა-ნაგებობა.
მოსარჩელე მხარე, მოპასუხის აღნიშნული მტკიცების საწინააღმდეგო გარემოების დასადგენად ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობა გასულ საუკუნეში, 1990-1991 წლებში არის აგებული, მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთს ათეული წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობს და გამოიყენებს, რომელიც შემოღობილი და გამიჯნულია დანარჩენი ნაკვეთებისგან. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კომისიის გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნა არასწორ ფაქტებსა და გარემოებებზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის საკითხი დღემდე არ ყოფილა სადავოდ გამხდარი შესაბამისი საჯარო სამსახურების მიერ. თუ მშენებლობა ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც ამას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვარაუდობს, დიდი ალბათობით ის გამოვლენილი უნდა ყოფილიყო იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს, მშენებლობის კანონერებასთან დაკავშირებით.
6.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულება ამ მხრივ მოკლებულია დასაბუთებას, რამდენადაც ის ემყარება ისეთ გარემოებას და არგუმენტს, რომელიც არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი, ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.
მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და რაც მთავარია, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ეს გარემოებები წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღირებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.
6.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია გადაამოწმოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დარწმუნდეს მის უტყუარობაში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება.
ასევე, კომისია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს უფლებასაღიარებელი უძრავი ქონების დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია, გამოიყენოს სპეციალისტის, ექსპერტის დასკვნები.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ვერ იქნა სამართლებრივად დასაბუთებული, კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულებით მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლების კანონშესაბამისობა, რამდენადაც არ დასტურდება საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების არსებობა, რასაც ემყარება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №3-- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.
სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
6.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულება და ამავე კომისიას უნდა დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მა-–-------------ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, გო----–-ს ქუჩა №1--- მიმდებარე 234,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 18,6 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე მა-–-------------ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
კომისიამ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სრულყოფილ სპეციალური გამოკვლევა-შეფასების საფუძველზე ზუსტად უნდა დაადგინოს საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებული მიწის სტატუსის განმსაზღვრელი ის გარემოება, რაც რეგლამენტირებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გ) პუნქტით, კერძოდ, მა-–-------------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის დრო, ასევე, შენობა-ნაგებობის სახეობის ის მახასიათებელი ნიშნები, რაც აუცილებელია იმის განსაზღვრისათვის, შენობა არის თუ არა მყარი კონსტრუქციის და მყარად დამაგრებული მიწასთან, რის შესაბამისადაც უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, მა-–-------------ის მოთხოვნაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მა-–-------------ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული - დავის საგანი, (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილია 2019 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულება, იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯი განსაზღვრულია - 500 ლარით. თუმცა, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ამგვარი ხარჯის გაწევის შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულება (გადახდის ქვითარი და სხვა), რის გამოც, მხარეს უარი უნდა ეთქვას სასამართლოს გარეშე ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, 23-ე, 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა-–-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:
2. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №8-- განკარგულება.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), მა-–-------------ის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, გო----–-ს ქ. №1--- მიმდებარე 234,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 18,6 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე მა-–-------------ის (პ/N6----------) საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
4. მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე