განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/231-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
02 მარტი 2020 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ-------–----------
დაცვის მხარე: ბრალდებული – თ-------------------------------–------------------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტ. მცხოვრები ად------------------------–----------------ა)
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქ/პ-ით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი :
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ-------------- ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, არაერთგზის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დადგენილების თანახმად, მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემედეგში: 2017 წლის 05 იანვრის ახალციხის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა თ--------------, 2019 წლის 26 ივლისს დაახლოებით 18:00 საათზე, ა-------- რაიონის სოფელ პ--------------–-, მისივე საცხოვრებელ სახლში დედას, ც---–---------- ურთიერთშელაპარაკებისას ორივე ხელი მძლავრად მოუჭირა კისერში, ასევე რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ე" ქ/პუნქტით.
2. წარდგენილი ბრალდების არსი :
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ-------------- ბრალი ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის გახორციელების საფუძვლიანი შიში.
დადგენილების თანახმად, მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემედეგში: 2019 წლის 26 ივლისს დაახლოებით 18:00 საათზე, ა-------- რაიონის სოფელ პ--------------–-, თ-------------- მისივე საცხოვრებელ სახლში დედას, ც---–---------- ურთიერთშელაპარაკებისას დაემუქრა დახრჩობით, სიცოცხლის მოსპობითა და თავის მოჭრით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. სასამართლომ დაადგინა
3.1. ბრალდებული თ------------- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ე" ქ/პ-ით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
4. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულ ც---–---------- ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში ა-------- რაიონის სოფელ პ--------------–-, რა დროსაც სახლში მოვიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი შვილი თ--------------- თ------- მას ფული მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღო. ამაზე გაბრაზებულმა თ------- მას ხელი მოკიდა ყელში, თუმცა არ ტკენია. თ------ რომ გავიდა ოთახიდან, მან ჩაკეტა კარები. თ------ უყვიროდა, რომ კარები გაეღო, რის გამოც შეეშინდა და რამე ცუდი რომ არ მომხდარიყო ზეწარი მიაბა საწოლზე და მისი დახმარებით გადაძვრა ფანჯრიდან. თ------ მას არ დამუქრებია და მას სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების შიში არ გასჩენია, უბრალოდ, რადგან ნასვამი იყო, ჩხუბს მოერიდა და იმიტომ გადავიდა ფანჯრიდან. ფანჯრიდან რომ გადავიდა, წყალთან მიდიოდა პირის დასაბანად და მეზობელი მ------------ შეხვდა. მისთვის არაფერი უთქვამს, წყალზე პირი მოიბანა და სწრაფადვე წამოვიდა. მოწმის განმარტებით მას სისხლი არ ჰქონია, უბრალოდ რადგან ახალი ნაჭამი იყო, თავი მოიწესრიგა. პოლიციაში კი იმიტომ მივიდა, რომ თ------ს შეშინება უნდოდა. მოწმის განმარტებით კონფლიქტის დროს სახლში ასევე იმყოფებოდა მისი მეუღლე, რომელიც ავად იყო და მეორე ოთახში საწოლზე იჯდა.
პროკურორის მიერ სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული იქნა გამოძიებისას ც---–---------- მიერ გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება, რაზედაც მან უარყო თ-------------- მიერ მის მიმართ მუქარის და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული აღნიშნული გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------------მ განმარტა, რომ ბრალდებულის სახლიდან 200 მეტრში ცხოვრობს, 2019 წლის 26 ივლისს საღამოსპირას თ-------------- დედამ ც---–---------- მათ სახლთან გაიარა, დაუძახა, წყალი სთხოვა და უთხრა, რომ ცუდად იყო. მან ც---–-- წყალი დაალევინა, ხელ-პირიც დააბანინა, ანერვიულებული იყო, ტიროდა, ც---–-- სისხლიც ჰქონდა ცოტა ცხვირზე. კითხვაზე თუ რა ხდებოდა, ც---–-- უთხრა, რომ შვილი ხელით შეეხო, ყელში ხელი წაუჭირა და ფანჯრიდან გადმოასწრო. კარგად რომ გახდა, პოლიციაში წავიდა საჩივლელად. მოწმის განმარტებით ც---–---------- მუქარის შესახებ არაფერი უთქვამს.
ბრალდებულ თ-------------- ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს სახლში ნასვამი მივიდა. სახლში იყვნენ მისი მშობლები. მან დედას ფული სთხოვა, თუმცა დედამ უარი უთხრა, რის გამოც დედას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დედაც ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა და მან ყელზე ხელი მოკიდა და მალევე გაუშვა, ეუბნებოდა, რომ გაჩუმებულიყო. ასევე დაემუქრა დედას, რომ მიატოვებდა, აღარ მიხედავდა და იგი მარტო დარჩებოდა. მერე კარები გამოიხურა და სახლიდან წავიდა. დედა შეიკეტა თუ არა ოთახში მისთვის უცნობია. თ-------------- განმარტებით მამამისი მეორე ოთახში იყო დაწოლილი და გაიგონა თუ არა კამათი არ იცის.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გამოაქვეყნა მოწმე ვ-–----------------ს გამოძიების დროს, 2019 წლის 27 ივლისს მიცემული ჩვენება, ვინაიდან მოწმე გარდაიცვალა. გამოკითხვის ოქმში მოწმე უთითებს, რომ 2019 წლის 26 ივლისს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მეორე ოთახიდან გაიგონა შვილის თ-------------- ხმა, რომელიც მის მეუღლეს ც---–---------- ფულს სთხოვდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე ესმოდა, ც---–--------- თუ როგორ ეუბნებოდა თ------ თავი დამანებე, აღარ დამარტყა, ცუდად ვარ. ამ ჩხუბის დროს მისი მეუღლე ც---–--------- ჩაიკეტა ოთახში, თ------ კი აბრახუნებდა კარებზე, აგინებდა და მოკვლით ემუქრებოდა. მოწმის განმარტებით მას პირადად არ დაუნახავს თუ როგორ დაარტყა თ-------------- ც---–----------, მხოლოდ ხმა ესმოდა. ასევე დაინახა, თუ როგორ ცდილობდა თ------ შეემტვრია იმ ოთახის კარი, სადაც ც---–--------- იყო ჩაკეტილი. შემდგომში კი მისი მეუღლისგან გაიგო, რომ თ------- მას ყელში მოუჭირა ორივე ხელი და თავის არეში დაარტყა.
გამომძიებლების თ------ ა--------–---–-------------------–---–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 ივლისს ა-------- პოლიციის განყოფილებაში მივიდა ც---–---------, რომელმაც განაცხადა, რომ შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზედაც დაიწყო გამოძიება. მათ ასევე დაადასტურეს მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება.
2019 წლის 28 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ც---–---------- ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც ც---–---------- მიუთითა ის ადგილი, სადაც შვილმა თ------ ჭ------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე მიუთითა იმ ოთახზე, სადაც თავდაცვის მიზნით ჩაიკეტა, ხოლო თ------ ცდილობდა კარის გაღებას. კარებს ზედა კუთხეში აღენიშნება დაზიანების კვალი. ც---–---------- მიუთითა ასევე იმ საწოლზე და ზეწარზე, რომელიც მიაბა საწოლს და მისი მეშვეობით გადავიდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
ექსპერტების ნ-----------–---------------------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც ც---–---------- მიუთითა ის ადგილი, სადაც შვილმა თ------ ჭ------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ფანჯრიდან გადაძვრა და გაიქცა სახლიდან.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე დანიშნული იყო სამედიცინო ექსპერტიზა იმის დასადგენად შემთხვევის შედეგად მიიღო თუ არა რაიმე სახის ჯანმრთელობის დაზიანება ც---–----------, თუმცა დადგენილებაზე ც---–---------- მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად იგი ექსპერტიზას არ საჭიროებს, რის გამოც საქმეზე საბოლოოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის თ-------------- მიერ ოჯახური ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტის დასადგენად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თავად დაზარალებულმა ც---–---------- სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ თ-------------- მისთვის არ დაურტყია, მან მხოლოდ ხელი მოკიდა ყელში, რის შედეგადაც ც---–---------- ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. აღსანიშნავია, რომ ც---–---------- მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებულა, მეტიც, დაზარალებულის განმარტებით იგი ექსპერტიზას არ საჭიროებდა. ამდენად, საქმეზე არ დგინდება ერთერთი მთავარი გარემოება - დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა ან მისთვის ისეთი სახის სხეულის დაზიანების მიყენება, რაც ჩვეულებრივ ადამიანში ტკივილის განცდას გამოიწვევდა.
ამასთან, დაზარალებულმა ც---–---------- განმარტა, რომ თ-------------- მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად მას სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების შიში არ გასჩენია.
მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე მ------------ ფაქტის უშუალო შემსწრე არ არის და მხოლოდ ც---–---------- გადმოცემით იცის მის მიმართ თ-------------- მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე. რაც შეეხება მ------------- ჩვენებაში აღნიშნულ ფაქტს, რომ ც---–---------- ცხვირზე აღენიშნებოდა სისხლი, აღსანიშნავია, რომ იმის გამო რომ იგი უშუალოდ ფაქტს არ შესწრებია, მისი ჩვენებით ვერ დგინდება თუ რის გამო აღენიშნებოდა სისხლის ც---–----------.
ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ვერ დაეყრდნობა ვ-–----------------ს გამოკითხვის ოქმს, ვინაიდან იგი სასამართლოში უშუალოდ გამოკითხული არ ყოფილა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ მოწმის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს დაედოს საფუძვლად.
ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა ც---–----------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება გამოძიებისას მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან სასამართლო სხდომაზე სრულად უარყო გამოძიებისას მიცემული ჩვენების შინაარსი მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ნაწილში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ ჩაითვლება სათანადო მტკიცებულებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისათვის ძალადობა გულისხმობს როგორც ცემას, ანუ არაერთჯერად დარტყმას, ასევე ძალადობის სხვაგვარ ფორმებს, მაგალითად ერთჯერად დარტყმას. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება. ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი შეიძლება დადგინდეს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმით.
სასამართლოს შეფასებით, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ც---–---------- მიმართ ძალადობის ფაქტი. საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის ქმედების შედეგად განიცადა ტკივილი.
ასევე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, რომელიც უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა კი არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. ამასთან, იმას ვისაც ემუქრებიან უნდა გაჩნდეს მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
სასამართლოს შეფასებით, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ც---–---------- მიმართ მუქარის ფაქტი. საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომ ბრალდებული დაემუქრა დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით და ამის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ-------------- მიერ ც---–---------- მიმართ ფიზიკურ ძალადობას და მუქარას.
საბოლოო ჯამში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა ძალადობა და ტკივილის განცდა, ასევე სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა და მისი განხორცილების შიში. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შემოწმებას მტკიცებულებების ნაკლებობის გამო სასამართლო ვერ ახერხებს.
მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა (მინიმუმ ორი), რაც დაადასტურებდა თ-------------- მიერ დედის - ც---–---------- მიმართ ფიზიკური ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული თ------------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის,,ე" ქ/პ-ით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არაერთგზის რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულს წარმოადგენს სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის გახორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
კონკრეტულ შემთხვევაში თ-------------- სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომ თ-------------- მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში დედის ც---–---------- მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის გახორციელების საფუძვლიანი შიში. თავად დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას ტკივილი არ განუცდია და არ შეშინებია მუქარის. შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის. ამასთან, განსახილველი კატეგორიის დანაშაულისათვის საკმარისი არ არის დადგინდეს მხოლოდ ფაქტი - მუქარის და ფიზიკური ძალადობის არსებობა, სავალდებულოა იყოს დადგენილი, რომ დაზარალებულმა ასეთი მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდებულს ბრალი ედება დედის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში და მუქარაში, სავალდებულოა სახეზე იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადგენდა, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, თ-------------- მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 272-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ ჭ------ (პ/ნ 0----------) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქ/პ-ით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
2. თ------ ჭ------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ონისძიება - პატიმრობა, გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. განემარტოს თ-------------- რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით;
მოსამართლე ლუიზა თოდუა