განაჩენი

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
170100120003466326
დავის ტიპი
126 (1) 1 , 150
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/9-20

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

10 მარტი, 2020 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ-----------------–--------------–---–-, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-----------, პ/ნ 1----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები დ--–-----------------------–------–-.

 

ადვოკატი - მ-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის 31 დეკემბერს მოქმედი რედაქცია); იმავე კოდექსის მე-111 მუხლი და 1501 მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის აგვისტოში მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე, 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძლება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების ფორმულირება:

 

1. 2017 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათიდან 00:00 საათამდე დროის შუალედში, ქ----------–------–--------------------------ში, დ-----------------–---–-- გაშლილი ხელის სახის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა ე-–------------------ მიმართ, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2----–-–------------- მეორე ნახევარში, ქ----------–------–--------------------------ში დ-----------------–---–-- მუქარით აიძულა ქორწინება ე-–-----------------, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, უთხრა რომ თუ ცოლად არ გაჰყვებოდა, მასაც მოკლავდა და იმასაც ვინც ცოლად მოიყვანდა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ დ-----------------–---–-- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებმა საქის არსებითი განხილვისას უდავოდ ცნეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ-----------------–---–-- მიერ დანაშაულის ჩადენას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში, კერძოდ: დ-----------------–---–-- საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა 2017 წლის 31 დეკემბერს ე-–------------------- ფიზიკური ძალადობისა და 2018 წლის აგვისტოში ქორწინების იძულების ფაქტები; იგივე ირკვევა დაზარალებულ ე-–------------------ გამოკითხვის ოქმებით, ასევე მოწმე ი-–---–---–------- გამოკითხვის ოქმით ფიზიკური ძალადობის ნაწილში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #000102418 დასკვნის მიხედვით, პირადი გასინჯვის მონაცემებით, ე-–----------------- აღენიშნება ნაჭდევები კისერზე, სისხლჩაქცევა მარცხნივ ქვედა ქუთუთოზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ე-–------------------ადმი მიწერილი წერილით დასტურდება მუქარის ფაქტები, ხოლო გრაფიკული ექსპერტიზის #230/გრ დასკვნის თანახმად, აღნიშნული წერილი შესრულებულია დ-----------------–---–-- მიერ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

5. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში, აღსანიშნავია, რომ აქ ძალადობა ცემასაც მოიცავს, ისევე როგორც ძალადობის სხვაგვარ ფორმებს. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება. ამასთან, სსკ-ის 1501 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, იქორწინოს საკუთარი შეხედულებისამებრ, იმ პირზე, ვისთანაც სურს, რადგან ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. ობიექტური მხრივ ქორწინების იძულება შეიძლება განხორციელდეს პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, კერძოდ კი შევიდეს ქორწინებაში პირთან მისი ნების საწინააღმდეგოდ. დანაშაული დამთავრებულად მიიჩნევა იძულების განხორციელების მომენტიდან, ანუ როდესაც პირს აიძულებენ დაქორწინდეს მისი ნების საწინააღმდეგოდ და არა აქვს მნიშვნელობა, მოახერხა თუ არა დამნაშავემ მიზნის მიღწევა, მოხდა თუ არა ქორწინება ფაქტობრივად, თუნდაც არარეგისტრირებული. სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული განზრახვის არსებობას მოითხოვს. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

6. დასტურდება, რომ დ-----------------–---–-- გაშლილი ხელის სახის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა ე-–------------------ მიმართ, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, მუქარით, რომ თუ ცოლად არ გაჰყვებოდა მასაც მოკლავდა და ვისაც გაყვებოდა იმასაც, აიძულა ექორწინა მასთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ-----------------–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და მე-111 მუხლითა და 1501 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დ-----------------–---–-- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც დ-----------------–---–-- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

7. დ-----------------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას - უდავოდ ცნო მტკიცებულებები, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას, ჰყავს 5 არასრულწლოვანი შვილი, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად - სიმთვრალეში ჩაიდინა დანაშაული, აგრეთვე სსკ-ის 1501 მუხლთან მიმართებით - ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა (სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად).

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

9. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის (სსკ-ის 2017 წლის 31 დეკემბრის რედაქციის) სანქციას, კერძოდ, დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო სსკ-ის 1501 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

10. სსკ-ის 1261 მუხლთან მიმართებით დ-----------------–---–-- მიმართ სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ძალადობრივი ქმედების სახესა და ხასიათს, ჩადენის ადგილსა და გარემოებებს, ასევე დანაშაულის ჩადენისას დ-----------------–---–- იყო მთვრალი და მიაჩნია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვერ იქნება იგივე შედეგი მიღწეული, რასაც თავისუფლების აღკვეთა მოიაზრებს, შესაბამისად, მას ამ მუხლით სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი არ არის, არც ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თითქმის წელიწადნახევარია კონტაქტი არ ჰქონია დაზარალებულთან, ასევე ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას და სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ზომად უნდა განისაზღვროს 9 თვე. ამასთან სასამართლო მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი შვილის ყოლის ფაქტორის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მინდობით აღზრდაში იმყოფებიან, აუცილებლად არ მიიჩნევს დ-----------------–---–-- მიერ ამ სასჯელის რეალურად მოხდას და მას სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის (თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის) საფუძველზე დანიშნული სასჯელი უნდა ჩაითვალოს პირობით მსჯავრად. სსკ-ის 1501 მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებაში, სასამართლო ითვალისწინებს დ-----------------–---–-- გულწრფელ სინანულს, მას დიდი ხანია კავშირი გაწყვეტილი აქვს დაზარალებულთან, ის ინტერესი, რომელიც მაშინ გააჩნდა აღარ აქვს, როგორც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებიდან ირკვევა იგი გარკვეულ ურთიერთობებშია სხვა მამაკაცთან, ასევე სასამართლო ითვალისწინებს იძულების გარემოებებს და მიაჩნია, რომ მოცემულ დანაშაულთან მიმართებით დ-----------------–---–---- მიმართებით საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაც შეასრულებს სასჯელის მიზნებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ 350 საათი ადეკვატური ზომა იქნება იძულების ბუნებისა და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

 

11. ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო დ-----------------–---–- ნასამართლობის არმქონეა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. ამასთან, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ([...] გამოსაცდელი ვადა [...] უნდა იყოს [...] დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა, რაც არ ვრცელდება შთანთქმის შემთხვევაში და გამოიყენება ძირითადი რეგულაცია) სასამართლოს მიაჩნია, რომ 1-წლიანი გამოსაცდელი ვადა სრულებით საკმარისია დ-----------------–---–-- ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, დ-----------------–---–- უნდა დაეკისროს ვალდებულება არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროსთან შეთანხმების გარეშე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სსკ-ის 2017 წლის 31 დეკემბრის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

2. დ-----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა მუხლისა და 1501 მუხლის პირველი ნაწილით (სსკ-ის 2----–-–------------- რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 350 საათის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპით, დ-----------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.

 

4. დ-----------------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2020 წლის 13 იანვრიდან 2020 წლის 15 იანვრის ჩათვლით.

 

5. დ-----------------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

6. განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

7. ნივთმტკიცებები - წერილი - დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მისი შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი