გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.03.2020
საქმის ნომერი
140310119003300973
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310119003300973

საქმე № 3/289-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 მარტი, 2020 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: ვ------ მ------–---–ი

წარმომადგენელი: მ--- გ--------–---–-

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი: თ----- ი------–---–-

 

მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): მ--–----, გ---–-----, ზ-------, რ----- ტ---–--ეები, თ------ მ--–--ე

წარმომადგენელი: მ-----–- გ------–---

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----ში მდებარე 800 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ--–---- ტ---–--ის (პირ. № 5----------) საკუთრებაში № 6--5--0--4-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 29 აგვისტოს № 8------------10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, ვ------ მ------–---–ის (პირ. № 5----------) მამკვიდრებელს რ--------- ტ---–--ეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----ში საკუთრებაში გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საიდანაც ნაწილი უკანონოდ აღრიცხა თავის სახელზე მ--–---- ტ---–--ემ.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირთა პოზიცია

მოპასუხემ და მესამე პირებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ სადავო ადგილზე რ--------- ტ---–--ის საკუთრება არ დასტურდება. ამ ტერიტორიაზე ადრე ცხოვრობდა რ--------- ტ---–--ე, თუმცა გარდაცვალებამდე მას ყურადღებას არავინ აქცევდა, გარდა მ--–---- ტ---–--ისა და მისი ოჯახისა. მის სახელზე ამ ნაკვეთის რეგისტრაციამდე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მ--–---- ტ---–--ეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მ-----------ის თემის საკრებულოს სოფელ ზ-----ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია რ--------- ტ---–--ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხება ცოლი - ი--- ბ-------ე (გადახაზულია და წერია: წასულია სამშობლოში; წელი არ ფიქსირდება). საკომლო ფურცელზე გაკეთებულ ჩანაწერში დაფიქსირებულია ცოლი - თ----- მ--–--ე და შვილი - ვ-–-------- ტ---–--ე. კომლის პირად საკუთრებაში რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება;

 

1996-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია რ--------- ტ---–--ე (გარდაიცვალა 2004 წელს). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ცოლი - თ----- მ--–--ე (ოჯახის უფროსი), შვილი - ვ-–-------- ტ---–--ე (გარდაცვლილია; წელი არ ფიქსირდება). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 50 მ2 საცხოვრებელი სახლი (აგების წელი და მიწის ფართობი მითითებული არ არის).

 

სოფელ ზ-----ის 1992-1998 წლების მიწის ნაკვეთების განაწილების სიაში რ--------- ტ---–--ის სახელზე ირიცხება 0,50 ჰა მიწის ფართობი (კატეგორია არ ფიქსირდება). 1996-1998 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნში რ--------- ტ---–--ის სახელზე ირიცხება 0,57 ჰა მიწის ფართი (მიწის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნი ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელია);

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2019 წლის 12 ივნისის № 27/66828 მომართვა (ს. ფ. 94).

 

3.2.2. საჯარო რეესტრში დაცულია, რ--------- ტ---–--ის სახელზე არსებული სისტემური აღწერის უფლებადაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი მონაცემები (ე. წ. ყვითელი ფენა), რომლის სარეგისტრაციო მასალები საარქივო დოკუმენტაციაში დაცული არ არის;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის 2019 წლის 30 მაისს მომზადებული სიტუაციური გეგმა (ს. ფ. 230), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 ივნისის № 199647 მიმართვა (ს. ფ. 253).

 

3.2.3. რ--------- ტ---–--ის სამკვიდრო სრულად მიიღო მისმა კანონისმიერმა მემკვიდრემ, დამ - ვ------ მ------–---–მა;

 

მტკიცებულება: 2019 წლის 1 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობა (ს. ფ. 34-36).

 

3.2.4. მ-----------ის თემის საკრებულოს სოფელ ზ-----ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ლ---- ტ---–--ე. კომლის წევრებად ირიცხებიან: გ-–---- (შვილი), გ---–----- (რძალი), ზ-------, მ--–---- და რ----- (შვილიშვილები) ტ---–--ეები. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1952 წელს აგებული 70 მ2 საცხოვრებელი სახლი და 0,41 ჰა მიწის ნაკვეთი.

 

1996-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია მ--–---- ტ---–--ე. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,08 ჰა მიწის ფართობი. საცხოვრებელი სახლის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება.

 

სოფელ ზ-----ის 1992-2002 წლების მიწის ნაკვეთების განაწილების სიაში შეყვანილია მ--–---- ტ---–--ე, ხოლო მის სახელზე რიცხული მიწის ფართობი არ ფიქსირდება. 1996-1998 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნებში მ--–---- ტ---–--ის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა.

 

1993-1995 წლების მ-----------ის საკრებულოს გაყრილობის განაჩენების საარქივო დოკუმენტით დასტურდება, რომ 1994 წლის 10 მარტს სოფელ ზ-----ში გაფორმდა გაყრილობის განაჩენი გ-–---- და მ--–---- ტ---–--ეებს შორის;

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 31 მაისის № 27/74024 მიმართვა (ს. ფ. 188).

 

3.2.5. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00072 ოქმის თანახმად, მ--–---- ტ---–--ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და გორის არქივის 2018 წლის 31 მაისის № 27/74024 საარქივო ცნობაში ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურია (ოქმი დაუთარიღებელია, ხოლო ,,საარქივო ცნობის" ნომერი შეცდომით 27/74025-ია მითითებული).

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00072 ოქმი (ს. ფ. 217-219).

 

3.2.6. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00072 ოქმი, საჯარო რეესტრის შესაგებელსა და მასზე თანდართულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, ვ------ მ------–---–ს (მის წარმომადგენელს) ჩაბარდა 2020 წლის 16 იანვარს;

 

მტკიცებულება: მოსარჩელისადმი მოპასუხის წერილობითი პასუხისა და მასზე დართული საბუთების ასლების გზავნილი, საფოსტო სამსახურის ჩაბარების ხელწერილი - უკუგზავნილი (ს. ფ. 228-229).

 

3.2.7. გორის არქივის 2018 წლის 31 მაისის № 27/74024 მიმართვისა (,,საარქივო ცნობის") და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე, 2018 წლის 29 აგვისტოს № 6--5--0--4-- საკადასტრო კოდით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----ში მდებარე 800 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღირიცხა მ--–---- ტ---–--ის სახელზე;

 

მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 29 აგვისტოს № 8------------10 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 220-223).

 

3.2.8. მ--–---- ტ---–--ის № 6--5--0--4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ქვეშ (ე. წ. წითელი ფენა) ფიქსირდება საჯარო რეესტრში დაცული, რ--------- ტ---–--ის სახელზე არსებული სისტემური აღწერის უფლებადაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი მონაცემი (ე. წ. ყვითელი ფენა);

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის 2019 წლის 30 მაისს მომზადებული სიტუაციური გეგმა (ს. ფ. 230).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მ--–---- ტ---–--ის საკუთრებაში № 6--5--0--4-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული და გორის არქივის 2018 წლის 31 მაისის № 27/74024 საარქივო ცნობაში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა დადასტურებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის № 00072 ოქმით, რაც გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ არის, ხოლო საჯარო რეესტრში დაცული, რ--------- ტ---–--ის სახელზე არსებული სისტემური აღწერის მონაცემი უფლებადაურეგისტრირებელი და დაუზუსტებელია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება, გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს, მ--–---- ტ---–--ის სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციით მის საკუთრებაში მოექცა თუ არა ვ------ მ------–---–ის მამკვიდრებელ რ--------- ტ---–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

 

სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მ--–---- ტ---–--ემ უძრავი ქონების დაზუსტებული რეგისტრაციისას რეესტრის სამსახურში წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც არ შეესაბამება იურიდიულ და ფაქტობრივ მდგომარეობას; ამ რეგისტრაციით კი მის საკუთრებაში მოექცა რ--------- ტ---–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

 

ამ საკითხის გარკვევის მიზნით უნდა განისაზღვროს ისეთი მტკიცებულება(ები) რომელიც შეიცავს მოდავე მხარეთა საკუთრების შესახებ საკადასტრო აზომვით მონაცემებს და ამავე დროს გააჩნია უტყუარობისა და სიზუსტის, შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხი.

 

მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია სიტუაციური ნახაზი, სადაც ასახულია სისტემური აღწერის დაუზუსტებელი, დაურეგისტრირებელი (ე. წ. ყვითელი ფენა) და მხარეთა მიერ წარდგენილი დაზუსტებული მონაცემები (ე. წ. წითელი ფენა).

 

როგორც აღინიშნა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00072 ოქმით დადგინდა მ--–---- ტ---–--ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და გორის არქივის 2018 წლის 31 მაისის № 27/74024 მიმართვაში (,,საარქივო ცნობაში") ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რაც ერთ-ერთ საფუძვლად დაედო 2018 წლის 29 აგვისტოს მ--–---- ტ---–--ის საკუთრებაში უძრავი ნივთის რეგისტრაციას.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის (2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედ.) მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საპილოტო პროექტის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

ნორმის ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, ნათელია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის № 00072 ოქმი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ არის.

 

შესაბამისად, მასში მოყვანილი გარემოებები ვ------ მ------–---–თან მიმართებაში უტყუარად და დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრში დაცული, რ--------- ტ---–--ის სახელზე არსებული სისტემური აღწერის მონაცემი უფლებადაურეგისტრირებელი და დაუზუსტებელია, და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების № 00072 ოქმით დადგინდა მ--–---- ტ---–--ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზსა და გორის არქივის 2018 წლის 31 მაისის № 27/74024 მიმართვაში (,,საარქივო ცნობაში") ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, სასამართლოს დაუდასტურებლად მიაჩნია მოსარჩელის მითითება, რომ მ--–---- ტ---–--ის საკუთრებაში მოექცა რ--------- ტ---–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეესტრის სამსახურის მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას სწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ვ------ მ------–---–თან მიმართებაში არ ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველიც.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

 

მოცემულ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია 100 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი 150 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

მესამე პირის - მ--–---- ტ---–--ის მიერ წარმოდგენილია საადვოკატო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ქვითარი და ხელშეკრულება.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით (იხ. სუს 2012 წლის 9 თებერვლის № ბს-1330-1315 (კ-11) გადაწყვეტილება) სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან; ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ხოლო ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.

 

ანალოგიურ საკითხზე საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრების) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესების ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ ეზღუდებათ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის № ბს 776-768 (2კ-4კს-15) განჩინება).

 

იმის გამო, რომ მესამე პირი არ შუამდგომლობს (არ ითხოვს) ხარჯების ანაზღაურებას, სასამართლო ამ ხარჯების ანაზღაურებასა და მხარეთა შორის განაწილებაზე ვერ იმსჯელებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 იანვარს მიღებულ იქნა დროებითი განჩინება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოცემული დავის დასრულებამდე აეკრძალა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----ში მდებარე № 6--5--0--4-- საკადასტრო კოდით მ--–---- ტ---–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისების, იპოთეკით და სხვა უფლებით დატვირთვის რეგისტრაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმის გამო, რომ ვ------ მ------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ვ------ მ------–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----ში მდებარე 800 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მ--–---- ტ---–--ის (პირ. № 5----------) საკუთრებაში № 6--5--0--4-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 29 აგვისტოს № 8------------10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მ------ ე-----–--ის მიერ 2019 წლის 11 დეკემბერს ამ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება № 1, ხაზინის კოდი 300843150) და 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადახდო დავალება № 2, ხაზინის კოდი 300843150) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 იანვრის დროებითი განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოცემული დავის დასრულებამდე აეკრძალა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ-----ში მდებარე № 6--5--0--4-- საკადასტრო კოდით მ--–---- ტ---–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისების, იპოთეკით და სხვა უფლებით დატვირთვის რეგისტრაცია.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი