განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003234010
N1/199-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
11.03.2020 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატური პროკურორის-
ნატო ტორიაშვილის
ბრალდებულ - ვა-–------ ბე–----–--ლის
ადვოკატ - ნა-- ჯე------–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე(გამოძიების N0-----------).
ბრალდებული: ვა-–------ ბე–----–--ლი.
მამის სახელი: ილ--.
დაბადებული : 28.06.1----–--–-;
პირად №: 4----------;
მოქალაქეობა -საქართველოს მოქალაქე;
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე;
რეგისტრირებული: ხონის რაიონის სოფელი ქუ------;
ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონის სოფელი ახ--–-------–-.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2381 მუხლის მეორე ნაწილი.
კვალიფიკაცია: 1. ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 29 აგვისტოს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ვა-–------ ბე–----–--ლმა, ურთიერთშელაპარაკებისას, მარცხენა ხელზე დაარტყა დანა და---- მო---–--ლს, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 29 აგვისტოს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ვა-–------ ბე–----–--ლი ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 29 აგვისტოს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ვა-–------ ბე–----–--ლმა, ურთიერთშელაპარაკებისას, მარცხენა ხელზე დაარტყა დანა და---- მო---–--ლს, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. 2019 წლის 29 აგვისტოს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ვა-–------ ბე–----–--ლი ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
1. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა და---- მო---–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს პოლიციელი. 2019 წლის 16 აგვისტოდან 30 აგვისტომდე იმყოფებოდა ყოველწლიურ კუთვნილ შვებულებაში. იგი ცხოვრობს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში და პირად საქმეზე იმყოფებოდა სოფლის ბოლოში, სადაც მდებარეობს მაღაზია ,,სპარი“. იგი გააჩერა ვინმე დო--ძემ და განუცხადა, რომ ვიღაც შევარდა მაღაზია ,,სპარში’’, იქცეოდა აგრესიულად, აგინებდა მაღაზიის თანამშრომლებს, თან ახლდა ძალღი და ხელს უშლიდა მოქალაქეებს მაღაზიაში შესვლაში. მოწმე მიუახლოვდა პიროვნებას, იცნო, იგი არის ვა-–------ ბე–----–--ლი და შეეცადა დაეწყნარებინა. ვა-–------ ბე–----–--ლმა დაინახა, რა მოწმე, როგორც პოლიციელის წინააღმდეგ კიდევ უფრო აგრესიული გახდა, ამოიღო დანა და იქნევდა მოწმის მიმართულებით და გაუჭრა ხელი. მოწმემ გამოიძახა დასახმარებლად ყვარლის რაიონული სამმართველოს პოლიციელები. გამოცხადდნენ მა----- ოქ----–--ლი და შო--- მო-------–--ლი. მათი დახმარებით ბრალდებული ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის ავტომანქანაში და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებული განსაკუთრებით აგრესიული გახდა პოლიციელების დანახვაზე, იქნევდა დანას, იგინებოდა, ამ ამბავს შეესწრნენ ახალსოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც ამ დროს ადგილზე იმყოფებოდნენ. ბრალდებულის ქცევის გამო მაღაზია ,,სპარის“ მენეჯერი ხა------ ჩო-----რი, ითხოვდა დახმარებას, რადგან ბრალდებული იქცეოდა აგრესიულად, აგინებდა მაღაზიის თანამშრომლებს, თან ჰყავდა ძაღლი, რომელიც მიაბა მაღაზიის კარს და მაღაზიაში ვეღარავინ შედიოდა.
2. მოწმე შო--- მო-------–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს პოლიციელი. 2019 წლის 29 აგვისტოს მას დაუკავშირდა მაღაზია ,,სპარის’’ თანამშრომელი ხა------ ჩო-----რი. დარეკვიდან 10 წუთში მივიდნენ ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე მაღაზია ,,სპართან’’. და---- მო---–--ლს გაჭრილი ჰქონდა ხელი და მოსდიოდა სისხლი. ვა-–------ ბე–----–--ლი იქცეოდა აგრესიულად, იგინებოდა და ჩხუბობდა. განსაკუთრებულად აგრესიულად იყო განწყობილი და---- მო---–--ლის მიმართ. მოწმემ და მა----- ოქ----–--ლმა დააკავეს ბრალდებული, ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ადგილზე მაღაზია ,,სპარის’’ მენეჯერმა ხა------ ჩო-----რმა განუმარტათ, რომ ვა-–------ ბე–----–--ლი აგინებდა მაღაზიის თანამშრომლებ, ძაღლი, რომელიც თან ჰყავდა მიაბა მაღაზიის კარზე და მოქალაქეებს არ უშვებდა მაღაზიაში. ბრალდებულს საქამრედან ამოუღეს დანა შავტარიანი, რომელსაც ემჩნეოდა წითელი ნივთიერების კვალი, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა პოლიციის გნყოფილებაში, რადგან ადგილზე რაიმე დოკუმენტის შედგენა იყო შეუძლებელი, ბრალდებულის აგრესიული ქცევის გამო.
3. მოწმე მა----- ოქ----–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს პოლიციელი. 2019 წლის 29 აგვისტოს შო--- მო-------–--ლს დაუკავშირდა მაღაზია ,,სპარის’’ თანამშრომელი ხა------ ჩო-----რი. დარეკვიდან 10 წუთში მივიდნენ ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე მაღაზია ,,სპართან’’. მათ თანამშრომელს და---- მო---–--ლს გაჭრილი ჰქონდა ხელი და მოსდიოდა სისხლი. ვალერინ ბე–----–--ლი იქცეოდა აგრესიულად, იგინებოდა და ჩხუბობდა. განსაკუთრებულად აგრესიულად იყო განწყობილი და---- მო---–--ლის მიმართ. ადგილზე მაღაზია ,,სპარის’’ მენეჯერმა ხა------ ჩო-----რმა განუმარტათ, რომ ვა-–------ ბე–----–--ლი აგინებდა მაღაზიის თანამშრომლებ, ძაღლი, რომელიც თან ჰყავდა მიაბა მაღაზიის კარზე და მოქალაქეები ვერ შედიოდნენ მაღაზიაში. დაკავების ოქმი მოწმემ შეადგინა პოლიციის განყოფილებაში, რადგან შემთხვევის ადგილას მისი შედგენა ბრალდებულის აგრესიული ქცევის გამო, იყო შეუძლებელი. ბრალდებულს საქამრედან ამოუღეს შავტარიანი დანა, რომელსაც ეტყობოდა სისხლის კვალი.
4. მოწმე ბე-- ზა-------–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს პოლიციელი. მან პოლიციის თანამშრომელ თე----- სე---–--ლთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ყურადღება გამახვილებული იყო ძითადად ვიდეოკამერებზე, ადგილზე ამოღებული არაფერი არ ყოფილა
5. მოწმე ილ-- წა------–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი. ამ საქმეზე ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხა მოწმეები, დაზარალებული, ბრალი წარუდგინა ბრალდებულს. ყველა გამოკითხულმა წაიკითხა გამოკითხვის ოქმები და ხელი მოაწერეს.
ბრალდებული ბრალდებას გაეცნო იზოლიატორში ადვოკატის მონაწილეობით და გამოკითხვისას გამოიყენა დუმილის უფლება.
6. მოწმე ხა------ ჩო-----რმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: მოწმე არის ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე მაღაზია ,,სპარის’’ მენეჯერი 2019 წლის 29 აგვისტოს მაღაზიის თანამშრომლებმა შეატყობინეს, რომ მომხმარებელი ჩხუბობდა. გამოვიდა მოქალაქესთან და შეეცადა დაეწყნარებინა. შემდეგ შეიტყო რომ ეს მოქალაქე იყო ამავე სოფლის მცხოვრები ვა-–------ ბე–----–--ლი. სხვა დროს ბრალდებული მოდიოდა მაღაზიაში, მაგრამ არასოდეს უჩხუბია. შემთხვევის დღეს ჩხუბობდა მომსახურებაზე უკმაყოფილების გამო, თან ჰყავდა ძაღლი, რომელიც მაღაზიის კარებზე მიაბა და მომხმარებლები ვეღარ შემოდიოდნენ მაღაზიაში. მოწმემ გაიყვანა გარეთ ბრალდებული და მიაწოდა ხურდა, მაგრამ ბრალდებული კვლავ დაბრუნდა მაღაზიაში და აგრძელებდა ჩხუბს, მოწმემ დაურეკა უბნის ინსპექტორს შო--- მო-------–--ლს, როგორც პოლიციელს და ითხოვა დახმარება. ბრალდებულს მაღაზიაში არაფერი დაუზიანებია, მხოლოდ წყალი დაღვარა. შემდეგ ბრალდებული გარეთ გაიყვანა შემთხვევით მოსულმა პოლიციელმა და---- მო---–--ლმა, შემდეგ რა მოხდა არ დაუნახავს.
7. მოწმე ნ------- ჟო-–---–-ძემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მაღაზია ,,სპარი“-ს ახლოს მოწმეს სანტექნიკის მაღაზია აქვს. იმყოფებოდა თავის მაღაზიაში 2019 წლის 29 აგვისტოს და შემოესმა ხმაური, გარეთ გამოვიდა და დაინახა რომ პოლიციის თანამშრომელს და---- მო---–--ლს ეჩხუბებოდა ბრალდებული, დაინახა ბრალდებულს დანა ეჭირა ხელში და იქნევდა. და---- მო---–--ლს ხელი ჰქონდა გაჭრილი სისხლი მოსდიოდა, შემდეგ მოვიდა პოლიცია და ბრალდებული წაიყვანეს, მოწმემ ბრალდებულის სახელი არ იცის. რაზე ჩხუბობდა არ იცის. მან მხოლოდ დაინახა, რომ ბრალდებული ჩხუბობდა და დანას იქნევდა.
8. მოწმე თე----- სე---–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს პოლიციელი. მან პოლიციის თანამშრომელ ბე-- ზა-------–--ლთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილი არის მაღაზია ,,სპარი“-ს მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არავის საკუთრება არ არის. აინტერესებდათ ადგილზე იყო თუ არა ვიდეოკამერები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების რიცხვი არ ახსოვს, მაგრამ იგივე დღე იყო როცა ფაქტი მოხდა.
9. მოწმე ვა--- ნა----–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარ ექსპერტად. მან ჩაატარა ცივი იარაღის ექსპერტიზა და გასცა დასკვნა, რომლის მიხედვით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
10. მოწმე ბო----- ფი-–-–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი. მან გამოკითხა მოწმეები და დანიშნა ექსპერტიზები.
11. მოწმე გუ---- კა-------–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი. მან ჩაატარა ბრალდებულ ვა-–------ ბე–----–--ლის სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის მიხედვით 1. ვა-–------ ბე–----–--ლს 2019 წლის 30 აგვისტოს პირადი შემოწმების დროს ცხვირის ზურგზე, შუბლზე მარჯვნივ, მარჯვენა სხივმაჯის სახსრის წინა ზედაპირზე, მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე და მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჭდევები. მარცხენა თვალბუდეში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა. ხოლო კეფაზე მარჯვნივ, თმოვან ნაწილში, აღენიშნებოდა დაჟეჟილი ხასიათის ჭრილობა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2. მას ასევე გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, მკერდის ძვლის გვერდით ხაზზე მეექვსე ნეკნის დონეზე აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მანვე ჩაატარა დაზარალებულ და---- მო---–--ლის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის მიხედვით - და---- მო---–--ლი 2019 წლის 29 აგვისტოს მიღებული ტრამვის გამო ყვარლის კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 29.08.2019 წლიდან 29.08 2019 წლამდე დიაგნოზით: მარცხენა მაჯის ღია ჭრილობა. 2019 წლის 30 აგვისტოს პირადი შემოწმების დროს მას მარცხენა სხივ მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა ირიბად მდებარე ნაკვეთი ჭრილობა. რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
12. მოწმე ვე----- ქვ------–-–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის გორის რაიონის მაცხოვრებელი. ამ ეტაპზე ცხოვრობს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში. ვა-–------ ბე–----–--ლს იცნობს, ახლო ურთიერთობა არ აქვს. 2019 წლის 29 აგვისტოს იმყოფებოდა მაღაზია ,,სპარში’’ და ამ მაღაზიის მენეჯერმა ხა------ ჩო-----რმა სთხოვა მიხმარებოდა ვა-–------ ბე–----–--ლის დაწყნარებაში, რომელიც ჩხუბობდა. ამავე მაღაზიაში მუშაობს მოწმის და და როგორც უთხრეს მის დას შეურაცხყოფა მიაყენა ვა-–------ ბე–----–--ლმა. ვა-–------ ბე–----–--ლი განსაკუთრებით აგრესიული გასდა როცა და---- მო---–--ლი დაინახა, ამოიღო დანა და იქნევდა. მოწმე ცდილობდა მის შეკავებას, მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ ვა-–------ ბე–----–--ლი დანას იქნევდა და მოხვდა და---- მო---–--ლს. შემდეგ ბე–----–--ლმა დანა დაირტყა გულ-მკერდის არეში. იქ რამდენიმე ადამიანი იყო ყველა ცდილობდა, რომ დანა წაერთმიათ და ბოლოს დანა ვიღაცამ გააგდებინა. პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, მხოლოდ მო---–--ლს აგინებდა სხვას არა, რატომ არ იცის.
13. მოწმე ეკ- ფე---ძემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი, სპეციალობით მუშაობის 2 წლის სტაჟით. მან ჩაატარა ბიოლოგიურ-სეროლოგიური, გენეტიკური კვლევა, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ მოწითალო ფერის ლაქა აღებული დანის პირიდან ეკუთვნის და---- მო---–--ლს.
14. მოწმე ალ---------- დო--ძის ჩვენება სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა, რადგან იგი წასულია საქართველოდან. მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებიდან ირკვევა შემდეგი: იგი ცხოვრობს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, მუშაობს მაღაზია ,,სპარში“. 2019 წლის 29 აგვისტოს მაღაზიაში შემოვიდა ბრალდებული და მოითხოვა ხაჭაპურის მიყიდვა. მან გადაიხდა თანხა და გავიდა ნაყიდით გარეთ, მაგრამ მალევე შემოვიდა და აგრესიულად განაცხად, რომ მას ძალლისათვის უნდოდა ხაჭაპური, მაგრამ მიჰყიდეს ლობიანი, რომელსაც მისი ძაღლი არ ჭამს. შემდეგ მოითხოვა წყალი, ძაღლის საბანაოდ. იყიდა წყალიც. მოწმე გავიდა ამ მომენტში ტუალეტში და როდესაც დაბრუნდა დაინახა რომ ბრალდებულს ძაღლი მიბმული ჰყავდა მაღაზიის კარებზე და მომხმარებლები მაღაზიაში ვერ შემოდიოდნენ. მაღაზიის მენეჯერი ხა------ ჩო-----რი სთხოვდა ძაღლი გაეყვანა გარეთ. ამის გამო ბრალდებული გახდა აგრესიული და ხა------ ჩო-----რს დაუწყო გინება. შემდეგ ხა------მ დაურეკა თავის სიძეს, შო--- მო-------–--ლს, რომელიც ყვარლის პოლიციაში მუშაობს და სთხოვა დახმარება. მოწმემ დაინახა მაღაზიის გარეთ ავტომობილით მოძრაობდა პოლიციის თანამშრომელი და---- მო---–--ლი, მოწმემ სთხოვა დახმარება. და----ი მიუახლოვდა ბრალდებულს და შეეცადა დაემშვიდებინა, მაგრამ ბრალდებული და---- მო---–--ლის დანახვაზე კიდევ უფრო აგრესიული გახდა და აგინებდა ზოგადად პოლიციას და და---- მო---–--ლს. ამ ხმაურზე მოვიდნენ ვე----- ქვ------–-–--ლი, ნ------- ჟო-–---–-ძე და ყველა ცდილობდა ბრალდებულის დამშვიდებას. ბრალდებულმა ამოიღო დანა და მოუქნია და---- მო---–--ლს სახის მხარეს, რომელმაც თავდაცვის მიზნით სახეზე ხელი აიფარა და ხელი გაეჭრა. ბრალდებულმა კიდევ ორჯერ მოუქნია დანა და---- მო---–--ლს, მაგრამ და----ი დაახლოებით 15 მეტრით გვერდით გავიდა და დარეკა პოლიციაში, მოითხოვა დახმარება. მოწმე და იქ მყოფი კაცები წინ გადაუდგნენ ბრალდებულს და არ მიუშვეს და---- მო---–--ლამდე. შემდეგ პოლიციელებიც მოვიდნენ. ბრალდებულს დანა ისევ ხელში ეჭირა, მაგრამ პოლიციელების მიმართ არ გამოუყენებია. საბოლოოდ პოლიციელებმა დაიმორჩილეს ბრალდებული და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
15. მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ვა-–------ ბე–----–--ლმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგ: 2019 წლის 29 აგვისტოს შევიდა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე მაღაზია ,,სპარში“. უნდოდა ძარლისათვის საჭაპური ეყიდა, მათ კი უთხრეს უხეშად ძაღლით ნუ შემოდიხარ მაღაზიაშიო. ამ დროს და---- მო---–--ლიც მოვიდა და დაუწყო ჩხუბი. შემდეგ პოლიციაც გამოიძახეს, იქ მყოფი რამდენიმე ადამიანი ესოდა და ყველა სცემდა. არ უნდოდა ვინმე დაეზიანებინა და მუცელში ჩაირტყა დანა, მერე ყელში გამოისვა, თავის მოკვლა უნდოდა. ვიღაცამ გააგდებინა დანა. რაც შეეხება დანას, მან განმარტა, რომ დანა რომელიც საქმეს ერთვის არ არის მისი, მას უფრო პატარა დანა ჰქონდა. დანას იმისათვის ატარებდა, რომ ძაღლს დანით უღებდა პირს. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს.
16.სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა დაცვის მოწმე ნა---------–- მე-–----–--ლი, რომელმაც განმარტა შემდეგი: იგი დედასთან და შვილთან ერთად ტაქსით იყო ახალსოფლის აფთიაქში. როდესაც აფთიაქიდან გამოვიდა დაინახა ვიღაც შუახნის კაცი ბრალდებულს ელაპარაკებოდა ზრდილობაზე. იქვე იყო და---- მო---–--ლი, რომლსაც შორტები ეცვა და ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი ბრალდებულის მიმართ. ვა-–------ ბე–----–--ლს თოკით ძაღლი ეჭირა. მოწმე ბრალდებულს იცნობს. მას არა აქვს სახლი და ოთახი გამოუყვეს იმ რესტორანში სადაც თვითონ მუშაობს. მოწმე მივიდა და---- მო---–--ლთან და სთხოვა თავი დაენებებინა ბრალდებულისათვის რადგან იგი ნასვამი იყო, მაგრამ ამაზე და---- მო---–--ლმა უარი უთხრა და ამბობდა რომ უნდა წაეყვანა პოლიციაში. და---- მო---–--ლი არ იქცეოდა ისე, როგორც პოლიციელი. ვა-–------ ბე–----–--ლის ერთი ხელი მოწმეს ეკავა მერე მო---–--ლს. მოწმეს ხელი გაეშვა, ბრალდებულმა დანა ამოიღო და თავი დაიზიანა. და---- მო---–--ლი ცდილობდა დანის წართმევას, ხელებს უკავებდა მოწმე, სხვა არავის ჩარეულა, მხოლოდ ერთი კაცი ყვიროდა დაანებეთ თავი პოლიციის მოსვლამდეო. მოწმის განმარტებით რაც მან დაინახა, მიაჩნია, რომ ბრალდებული იყო უსამართლობის მსხვერპლი, მაგრამ ამ ამბავს წინ რა უძღოდა არ იცის. ბრალდებულს ახასიათებს როგორც ძალიან კეთილ და არააგრესიულ ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარს ბავშვები.
ძალადობა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, რაც ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ისეთ მოქმედებას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ძალადობა შეიძლება ჩადენილ იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. ძალადობა გამოიხატება განზრახვაში, ანუ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს, ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვა-–------ ბე–----–--ლმა დანის დარტყმით დაზარალებულ და---- მო---–--ლის მიმართ, როდესაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც ტკივილი გამოიწვია, ჯანმრთელობის მოუშლელად, ჩაიდინა ძალადობა.
ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ხელის გადაგრეხაში, თმების მოქაჩვაში, ნივთის დარტყმაში, რამაც ტკივილი გამოიწვია და არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დაარტყა, რა დანა და გაუჭრა ხელი დაზარალებულს, რაც ექსპერტის მიერ შეფასებულია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებად ჯანმრთელობის მოუშლელად ეს ქმედება არის სხვაგვარი ძალადობა და არა ცემა.
სასამართლო განმარტავს, რომ ცემა არის სხეულზე ორჯერ ან მრავალჯერ დარტყმა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ამ დროსაც მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია და მხოლოდ საკუთარი თავი დაიზიანა, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე ადასტურებს, რომ ბრალდებული იქცეოდა აგრესიულად დაზარალებულის მიმართ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხელში ეჭირა დანა და რამდენჯერმე მოუქნია დაზარალებულს და ერთხელ კონტაქტით მოხდა დანით დაჭრა.
დაცვის მხარის მოწმე ნა---------–- მე-–----–--ლის ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულს ჰქონდა დანა და მან იგი იხმარა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოწმე თვითონ აღიარებს, რომ იგი მხოლოდ ამ ფაქტის შემსწრეა ნაწილობრივ და არ უნახავს ინციდენტის დასაწყისი. მოწმის ჩვენებით ისეთი გარემოება, რომელიც ბრალდებულის გამართლებას გამოიწვევდა სასამართლო სხდომაზე არ დადასტურებულა.
2. ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
1. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა და---- მო---–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს პოლიციელი. 2019 წლის 16 აგვისტოდან 30 აგვისტომდე იმყოფებოდა ყოველწლიურ კუთვნილ შვებულებაში. იგი ცხოვრობს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში და პირად საქმეზე იმყოფებოდა სოფლის ბოლოში, სადაც მდებარეობს მაღაზია ,,სპარი“. იგი გააჩერა ვინმე დო--ძემ და განუცხადა, რომ ვიღაც შევარდა მაღაზია ,,სპარში’’, იქცეოდა აგრესიულად, აგინებდა მაღაზიის თანამშრომლებს, თან ახლდა ძალღი და ხელს უშლიდა მოქალაქეებს მაღაზიაში შესვლაში. მოწმე მიუახლოვდა პიროვნებას, მას იცნობს, იგი არის ვა-–------ ბე–----–--ლი და შეეცადა დაეწყნარებინა. ვა-–------ ბე–----–--ლმა დაინახა, რა მოწმე, როგორც პოლიციელის წინააღმდეგ, კიდევ უფრო აგრესიული გახდა, ამოიღო დანა და იქნევდა მოწმის მიმართულებით და გაუჭრა ხელი. მოწმემ გამოიძახა დასახმარებლად ყვარლის რაიონული სამმართველოს პოლიციელები. გამოცხადდნენ მა----- ოქ----–--ლი და შო--- მო-------–--ლი. მათი დახმარებით ბრალდებული ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის ავტომანქანაში და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებული განსაკუთრებით აგრესიული გახდა პოლიციელების დანახვაზე, იქნევდა დაბას, იგინებოდა, ამ ამბავს შეესწრნენ ახალსოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც ამ დროს ადგილზე იმყოფებოდნენ. ბრალდებულის ქცევის გამო მაღაზია ,,სპარის“ მენეჯერი ხა------ ჩო-----რი, ითხოვდა დახმარებას, რადგან ბრალდებული იქცეოდა აგრესიულად, აგინებდა მაღაზიის თანამშრომლებ, თან ჰყავდა ძაღლი, რომელიც მიაბა მაღაზიის კარს და მაღაზიაში ვეღარავინ შედიოდა.
2. მოწმე შო--- მო-------–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს პოლიციელი. 2019 წლის 29 აგვისტოს მას დაუკავშირდა მაღაზია ,,სპარის’’ თანამშრომელი ხა------ ჩო-----რი. დარეკვიდან 10 წუთში მივიდნენ ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე მაღაზია ,,სპართან’’. და---- მო---–--ლს გაჭრილი ჰქონდა ხელი და მოსდიოდა სისხლი. ვა-–------ ბე–----–--ლი იქცეოდა აგრესიულად, იგინებოდა და ჩხუბობდა. განსაკუთრებულად აგრესიულად იყო განწყობილი და---- მო---–--ლის მიმართ. მოწმემ და მა----- ოქ----–--ლმა დააკავეს ბრალდებული, ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ადგილზე მაღაზია ,,სპარის’’ მენეჯერმა ხა------ ჩო-----რმა განუმარტათ, რომ ვა-–------ ბე–----–--ლი აგინებდა მაღაზიის თანამშრომლებ, ძაღლი, რომელიც თან ჰყავდა მიაბა მაღაზიის კარზე და მოქალაქეებს არ უშვებდა მაღაზიაში. ბრალდებულს საქამრედან ამოუღეს დანა შავტარიანი, რომელსაც ემჩნეოდა წითელი ნივთიერების კვალი, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა პოლიციის გნყოფილებაში, რადგან ადგილზე რაიმე დოკუმენტის შედგენა იყო შეუძლებელი, ბრალდებულის აგრესიული ქცევის გამო.
3. მოწმე მა----- ოქ----–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს პოლიციელი. 2019 წლის 29 აგვისტოს შო--- მო-------–--ლს დაუკავშირდა მაღაზია ,,სპარის’’ თანამშრომელი ხა------ ჩო-----რი. დარეკვიდან 10 წუთში მივიდნენ ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე მაღაზია ,,სპართან’’. მათ თანამშრომელს და---- მო---–--ლს გაჭრილი ჰქონდა ხელი და მოსდიოდა სისხლი. ვალერინ ბე–----–--ლი იქცეოდა აგრესიულად, იგინებოდა და ჩხუბობდა. განსაკუთრებულად აგრესიულად იყო განწყობილი და---- მო---–--ლის მიმართ. ადგილზე მაღაზია ,,სპარის’’ მენეჯერმა ხა------ ჩო-----რმა განუმარტათ, რომ ვა-–------ ბე–----–--ლი აგინებდა მაღაზიის თანამშრომლებს, ძაღლი, რომელიც თან ჰყავდა მიაბა მაღაზიის კარზე და მოქალაქეებს არ უშვებდა მაღაზიაში. დაკავების ოქმი მოწმემ შეადგინა პოლიციის განყოფილებაში, რადგან შემთხვევის ადგილას მისი შედგენა ბრალდებულის აგრესიული ქცევის გამო, იყო შეუძლებელი. ბრალდებულს საქამრედან ამოუღეს შავტარიანი დანა, რომელსაც ეტყობოდა სისხლის კვალი.
4. მოწმე ბე-- ზა-------–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს პოლიციელი. მან პოლიციის თანამშრომელ თე----- სე---–--ლთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ყურადღება გამახვილებული იყო ძითადად ვიდეოკამერებზე, ადგილზე ამოღებული არაფერი არ ყოფილა
5. მოწმე ილ-- წა------–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი. ამ საქმეზე ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხა მოწმეები, დაზარალებული, ბრალი წარუდგინა ბრალდებულს. ყველა გამოკითხულმა წაიკითხა გამოკითხვის ოქმები და ხელი მოაწერეს.
ბრალდებული ბრალდებას გაეცნო იზოლიატორში ადვოკატის მონაწილეობით და გამოკითხვისას გამოიყენა დუმილის უფლება.
7. მოწმე ნ------- ჟო-–---–-ძემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მაღაზია ,,სპარი“ ახლოს მოწმეს სანტექნიკის მაღაზია აქვს. იმყოფებოდა თავის მაღაზიაში 2019 წლის 29 აგვისტოს და შემოესმა ხმაური, გარეთ გამოვიდა და დაინახა რომ პოლიციის თანამშრომელს და---- მო---–--ლს ეჩხუბებოდა ბრალდებული, დაინახა ბრალდებულს დანა ეჭირა ხელში და იქნევდა. და---- მო---–--ლს ხელი ჰქონდა გაჭრილი სისხლი მოსდიოდა, შემდეგ მოვიდა პოლიცია და ბრალდებული წაიყვანეს, მოწმემ ბრალდებულის სახელი არ იცის. რაზე ჩხუბობდა არ იცის. მან მხოლოდ დაინახა, რომ ბრალდებული ჩხუბობდა და დანას იქნევდა.
8. მოწმე თე----- სე---–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს პოლიციელი. მან პოლიციის თანამშრომელ ბექა ზა-------–--ლთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილი არის მაღაზია ,,სპარი“ -ს მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არავის საკუთრება არ არის. აინტერესებდათ ადგილზე იყო თუ არა ვიდეოკამერები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების რიცხვი არ ახსოვს, მაგრამ იგივე დღე იყო როცა ფაქტი მოხდა.
9. მოწმე ვა--- ნა----–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარ ექსპერტად. მან ჩაატარა ცივი იარაღის ექსპერტიზა და გასცა დასკვნა, რომლის მიხედვით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
10. მოწმე ბო----- ფი-–-–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი. მან გამოკითხა მოწმეები და დანიშნა ექსპერტიზები.
11. მოწმე გუ---- კა-------–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი. მან ჩაატარა ბრალდებულ ვა-–------ ბე–----–--ლის სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის მიხედვით 1. ვა-–------ ბე–----–--ლს 2019 წლის 30 აგვისტოს პირადი შემოწმების დროს ცხვირის ზურგზე, შუბლზე მარჯვნივ, მარჯვენა სხივმაჯის სახსრის წინა ზედაპირზე, მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე და მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჭდევები. მარცხენა თვალბუდეში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა. ხოლო კეფაზე მარჯვნივ, თმოვან ნაწილში, აღენიშნებოდა დაჟეჟილი ხასიათის ჭრილობა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2. მას ასევე გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, მკერდის ძვლის გვერდით ხაზზე მეექვსე ნეკნის დონეზე აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მანვე ჩაატარა დაზარალებულ და---- მო---–--ლის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის მიხედვით - და---- მო---–--ლი 2019 წლის 29 აგვისტოს მიღებული ტრამვის გამო ყვარლის კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 29.08.2019 წლიდან 29.08 2019 წლამდე დიაგნოზით: მარცხენა მაჯის ღია ჭრილობა. 2019 წლის 30 აგვისტოს პირადი შემოწმების დროს მას მარცხენა სხივ მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა ირიბად მდებარე ნაკვეთი ჭრილობა. რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
12. მოწმე ვე----- ქვ------–-–--ლმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის გორის რაიონის მაცხოვრებელი. ამ ეტაპზე ცხოვრობს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ვა-–------ ბე–----–--ლს იცნობს, ახლო ურთიერთობა არ აქვს. 2019 წლის 29 აგვისტოს იმყოფებოდა მაღაზია ,,სპარში’’ და ამ მაღაზიის მენეჯერმა ხა------ ჩო-----რმა სთხოვა მიხმარებოდა ვალერინ ბე–----–--ლის დაწყნარებაში, რომელიც ჩხუბობდა. ამავე მაღაზიაში მუშაობს მოწმის და და როგორც უთხრეს მის დას შეურაცხყოფა მიაყენა ვა-–------ ბეჟიკოსვილმა. ვა-–------ ბე–----–--ლი განსაკუთრებით აგრესიული გასდა როცა და---- მო---–--ლი დაინახა, ამოიღო დანა და იქნევდა. მოწმე ცდილობდა მის შეკავებას, მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ ვა-–------ ბე–----–--ლი დანას იქნევდა და მოხვდა და---- მო---–--ლს. შემდეგ ბე–----–--ლმა დანა დაირტყა გულ-მკერდის არეში. იქ რამდენიმე ადამიანი იყო ყველა ესეოდა, რომ დანა წაერთმიათ და ბოლოს დანა ვიღაცამ გააგდებინა. პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, მხოლოდ მო---–--ლს აგინებდა სხვას არა, რატომ არ იცის.
13. მოწმე ეკ- ფე---ძემ სასამართლო სხდომაზე აჩვენა შემდეგი: იგი არის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპრტი, სპეციალობით მუშაობის 2 წლის სტაჟით. მან ჩაატარა ბიოლოგიურ-სეროლოგიური, გენეტიკური კვლევა, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ მოწითალო ფერის ლაქა აღებული დანის პირიდან ეკუთვნის და---- მო---–--ლს.
14. მოწმე ალ---------- დო--ძის ჩვენება სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა, რადგან იგი წასულია საქართველოდან. მის მიერ გამოძიებაში მიცემული ცვენებიდან ირკვევა შემდეგი: იგი ცხოვრობს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, მუშაობს მაღაზია ,,სპარში“. 2019 წლის 29 აგვისტოს მაღაზიაში შემოვიდა ბრალდებული და მოითხოვა ხაჭაპურის მიყიდვა . მან გადაიხდა თანხა და გავიდა ნაყიდით გარეთ, მაგრამ მალევე შემოვიდა და აგრესიულად განაცხად, რომ მას ძაღლისათვის უნდოდა ხაჭაპური, მაგრამ მიჰყიდეს ლობიანი, რომელსაც მისი ძაღლი არ ჭამს. შემდეგ მოითხოვა წყალი, ძაღლის საბანაოდ. იყიდა წყალიც. მოწმე გავიდა ამ მომენტში ტუალეტში და როდესაც დაბრუნდა დაინახა რომ ბრალდებულს ძაღლი მიბმული ჰყავდა მაღაზიის კარებზე და მომხმარებლები მაღაზიაში ვერ შემოდიოდნენ. მაღაზიის მენეჯერი ხა------ ჩო-----რი სთხოვდა ძაღლი გაეყვანა გარეთ. ამის გამო ბრალდებული გახდა აგრესიული და ხა------ ჩო-----რს დაუწყო გინება. შემდეგ ხა------მ დაურეკა თავის სიძეს, შო--- მო-------–--ლს, რომელიც ყვარლის პოლიციაში მუშაობს და სთხოვა დახმარება. მოწმემ დაინახა მაღაზიის გარეთ ავტომობილით მოძრაობდა პოლიციის თანამშრომელი და---- მო---–--ლი, მოწმემ სთხოვა დახმარება. და----ი მიუახლოვდა ბრალდებულს და შეეცადა დაემშვიდებინა, მაგრამ ბრალდებული და---- მო---–--ლის დანახვაზე კიდევ უფრო აგრესიული გახდა და აგინებდა ზოგადად პოლიციას და და---- მო---–--ლს. ამ ხმაურზე მოვიდნენ ვე----- ქვ------–-–--ლი, ნ------- ჟო-–---–-ძე და ყველა ცდილობდა ბრალდებულის დამშვიდებას. ბრალდებულმა ამოიღო დანა და მოუქნია და---- მო---–--ლს სახის მხარეს, რომელმაც თავდაცვის მიზნით სახეზე ხელი აიფარა და ხელი გაეჭრა. ბრალდებულმა კიდევ ორჯერ მოუქნია დანა და---- მო---–--ლს, მაგრამ და----ი დაახლოებით 15 მეტრით გვერდით გავიდა და დარეკა პოლიციაში, მოითხოვა დახმარება. მოწმე და იქ მყოფი კაცები წინ გადაუდგნენ ბრალდებულს და არ მიუშვეს და---- მო---–--ლამდე. შემდეგ პოლიციელებიც მოვიდნენ. ბრალდებულს დანა ისევ ხელში ეჭირა, მაგრამ პოლიციელების მიმართ არ გამოუყენებია. საბოლოოდ პოლიციელებმა დაიმორჩილეს ბრალდებული და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
15. მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ვა-–------ ბე–----–--ლმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა შემდეგ: 2019 წლის 29 აგვისტოს შევიდა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე მაღაზია ,,სპარში“. უნდოდა ძარლისათვის საჭაპური ეყიდა, მათ კი უთხრეს უხეშად ძაღლით ნუ შემოდიხარ მაღაზიაშიო. ამ დროს და---- მო---–--ლიც მოვიდა და დაუწყო ჩხუბი. შემდეგ პოლიციაც გამოიძახეს, იქ მყოფი რამდენიმე ადამიანი ესოდა და ყველა სცემდა. არ უნდოდა ვინმე დაეზიანებინა და მუცელში ჩაირტყა დანა, მერე ყელში გამოისვა, თავის მოკვლა უნდოდა. ვიღაცამ გააგდებინა დანა. რაც შეეხება დანას, მან განმარტა, რომ დანა რომელიც საქმეს ერთვის არ არის მისი, მას უფრო პატარა დანა ჰქონდა. დანას იმისათვის ატარებდა, რომ ძაღლს დანით უღებდა პირს. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს.
16. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა დაცვის მოწმე ნა---------–- მე-–----–--ლი, რომელმაც განმარტა შემდეგი: იგი დედასთან და შვილთან ერთად ტაქსით იყო ახალსოფლის აფთიაქში. როდესაც აფთიაქიდან გამოვიდა დაინახა ვიღაც შუახნის კაცი ბრალდებულს ელაპარაკებოდა ზრდილობაზე. იქვე იყო და---- მო---–--ლი, რომლსაც შორტები ეცვა და ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი ბრალდებულის მიმართ. ვა-–------ ბე–----–--ლს თოკით ძაღლი ეჭირა. მოწმე ბრალდებულს იცნობს. მას არა აქვს სახლი და ოთახი გამოუყვეს იმ რესტორანში სადაც თვითონ მუშაობს. მოწმე მივიდა და---- მო---–--ლთან და სთხოვა თავი დაენებებინა ბრალდებულისათვის რადგან იგი ნასვამი იყო, მაგრამ ამაზე და---- მო---–--ლმა უარი უთხრა და ამბობდა რომ უნდა წაეყვანა პოლიციაში. და---- მო---–--ლი არ იქცეოდა ისე, როგორც პოლიციელი. ვა-–------ ბე–----–--ლის ერთი ხელი მოწმეს ეკავა მერე მო---–--ლს. მოწმეს ხელი გაეშვა, ბრალდებულმა დანა ამოიღო და თავი დაიზიანა. და---- მო---–--ლი ცდილობდა დანის წართმევას, ხელებს უკავებდა მოწმე, სხვა არავის ჩარეულა, მხოლოდ ერთი კაცი ყვიროდა დაანებეთ თავი პოლიციის მოსვლამდეო. მოწმის განმარტებით რაც მან დაინახა, მიაჩნია, რომ ბრალდებული იყო უსამართლობის მსხვერპლი, მაგრამ ამ ამბავს წინ რა უძღოდა არ იცის. ბრალდებულს ახასიათებს როგორც ძალიან კეთილ და არააგრესიულ ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარს ბავშვები.
17. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ნივთმტკიცება დანა, რომელიც საქმეს ერთვოდა. დანა იყო დალუქულ მდგომარეობაში, გაიხსნა მხარეთა დასწრებით, მოხდა მისი გამოკვლევა და დაილუქა სასამართლოს ბეჭდით, მხარეთა და სასამართლოს შემადგენლობის ხელმოწერებით. ბრალდებულმა განმარტა, რომ დალუქული დანა, რომელიც წარმოდგენილია სასამართლოზე არ არის მისი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის მოსაზრებას, რომ თითქოს დანა, რომელიც საქმეს ერთვის არ არის მისი საკუთრება, მას არ ატარებდა და ამ დანით არ მომხდარა დაზარალებულ და---- მო---–--ლის დაზიანება, რადგან საქმის მასალებით და მოწმეთა დაკითხვით დასტურდება, რომ ბრალდებულს თან ჰქონდა დანა, არც ბრალდებული უარყოფს დანის ტარების ფაქტს, მაგრამ განმარტავს რომ მისი დანა იყო პატარა და სხვა ფერის. ამავე დანაზე დარჩენილი იყო სისხლის ლაქა. არებული ანაწმენის მიმართ ჩატარებული გენეტიკური ანალიზით კი დასტურდება, რომ სისხლი ეკუთვნის დაზარალებულ და---- მო---–--ლს, ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ დანა, რომელიც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე ეკუთვნის ბრალდებულს, იგი ამოღებული და დალუქულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს ეჭვი მისი გამოცვლის თაობაზე, ხოლო ბრალდებულის განცხადება ემსახურება პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობას.
ცივი იარაღის ტარება მხოლოდ მაშინ შეერაცხაება პირს თუ იგი ნასამართლევია განზრახი მძიმე ან განსაკთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ვა-–------ ბე–----–--ლი გასამართლებულია მძიმე განზრახი დანაშაულებისათვის. ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის.
დანაზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ დანა, რომელსაც პირადად ატარებდა ბრალდებული, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვა-–------ ბე–----–--ლმა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვა-–------ ბე–----–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ვა-–------ ბე–----–--ლმა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ვა-–------ ბე–----–--ლის ბრალეულობა აღნიშნულ ქმედებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ვა-–------ ბე–----–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ვა-–------ ბე–----–--ლის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებლი გარემოებები გამოკვეთილად საქმეში არ არსებობს.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არსებობას და მათ რაობას, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
ვა-–------ ბე–----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ვა-–------ ბე–----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის 2-ე ნაწილით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლებია აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვა-–------ ბე–----–--ლთან მიმართებით შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ნივთიერი მტკიცებულება:
1) დანა, რომელიც ამოღებულ იქნა ვა-–------ ბე–----–--ლის პირადი ჩხრეკისას და ინახება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
2) დანიდან აღებული ანაწმენდები, რომელიც გაგზავნილია ლ.სამხარაულის ბიუროში ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
3) და---- მო---–--ლის სისხლი, რომელიც გაგზავნილია ლ.სამხარაულის ბიუროში ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვა-–------ ბე–----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი.
2. ვა-–------ ბე–----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ვა-–------ ბე–----–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
4. ვა-–------ ბე–----–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ვა-–------ ბე–----–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 29 აგვისტოს 17:05 საათიდან.
5. ნივთიერი მტკიცებულება:
5.1. დანა, რომელიც ამოღებულ იქნა ვა-–------ ბე–----–--ლის პირადი ჩხრეკისას და ინახება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5.2. დანიდან აღებული ანაწმენდები, რომელიც გაგზავნილია ლ.სამხარაულის ბიუროში ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. 3. და---- მო---–--ლის სისხლი, რომელიც გაგზავნილია ლ.სამხარაულის ბიუროში ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
7. განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლი საქმეთა პალატაში გურჯაანის რაიონული სასამარლოს მეშვეობით
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე