გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/6350-18
31 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - ა---------–-–----ე
მოსარჩელის წარმომადგენლები - ე-–-------–-----, ვ----–-----------
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - რ---------------–------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, განცხადების არსებითად განხილვის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ა---------–-–----ის მიერ 2018 წლის 05 სექტემბერს წარდგენილი №------- განცხადების არსებითად განხილვა (დაზუსტებული მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „წ-------------------–--------------------------ის“ რექტორის 2006 წლის 15 სექტემბრის №2 ბრძანებით დგინდება, რომ ა---------–-–----ე მიმღები კომისიის რეკომენდაციით ჩარიცხულ იქნა აღნიშნული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის I კურსზე.
შპს „წ-------------------–--------------------------ის“ რექტორის 2007 წლის 08 ივნისის №11 ბრძანებით დგინდება, რომ ა---------–-–----ე გადაყვანილ იქნა სამართალმცოდნეობის სპეციალობის II კურსზე.
შპს „წ-------------------–--------------------------ის“ რექტორის 2008 წლის 23 ივნისის №23 ბრძანებით დგინდება, რომ ა---------–-–----ე გადაყვანილ იქნა სამართალმცოდნეობის სპეციალობის III კურსზე.
შპს „წ-------------------–--------------------------ის“ რექტორის 2009 წლის 26 ივლისის №103 ბრძანებით დგინდება, რომ ა---------–-–----ე გადაყვანილ იქნა IV კურსზე.
შპს „წ-------------------–--------------------------ის“ რექტორის 2010 წლის 27 ივლისის №40 ბრძანებით დგინდება, რომ ა---------–-–----ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. შესაბამისად, 2010 წლის 18 აგვისტოს ა---------–-–----ის სახელზე გაიცა ბაკალავრის დიპლომი S-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „წ-------------------–--------------------------ის“ რექტორის 2006 წლის 15 სექტემბრის №2 ბრძანება (ს.ფ. 16);
- შპს „წ-------------------–--------------------------ის“ რექტორის 2007 წლის 08 ივნისის №11 ბრძანება (ს.ფ. 17);
- შპს „წ-------------------–--------------------------ის“ რექტორის 2008 წლის 23 ივნისის №23 ბრძანება (ს.ფ. 18);
- შპს „წ-------------------–--------------------------ის“ რექტორის 2009 წლის 26 ივლისის №103 ბრძანება (ს.ფ. 19);
- შპს „წ-------------------–--------------------------ის“ რექტორის 2010 წლის 27 ივლისის №40 ბრძანება (ს.ფ. 21);
- დიპლომი S----------- (ს.ფ. 14).
3.1.2. 2016 წლის 28 ნოემბერს ა---------–-–----ემ №1------ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს „წ-------------------–--------------------------ის“ მიერ 2010 წლის 18 აგვისტოს ა---------–-–----ის სახელზე გაცემული ბაკალავრის S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ა---------–-–----ეს უარი ეთქვა ბაკალავრის S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ ა---------–-–----ე შპს „წ-------------------–--------------------------ში“ ჩაირიცხა და სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გარეშე (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) და შპს „წ-------------------–--------------------------ში“ 2006-2010 წლებში მოსარჩელის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის S----------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 28 ნოემბრის განცხადება (ს.ფ. 63-65);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ 144-147).
3.1.3. ა---------–-–----ემ 2018 წლის 05 სექტემბერს №------- განცხადებით, განმეორებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს „წ-------------------–--------------------------ის“ მიერ 2010 წლის 18 აგვისტოს ა---------–-–----ის სახელზე გაცემული ბაკალავრის S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. განცხადებას, (2016 წლის 28 ნოემბრის განცხადებაზე დართული დოკუმენტაციისგან განსხვავებული) დამატებით ერთვოდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა №-----------
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილებით ა---------–-–----ეს უარი ეთქვა განცხადების არსებით განხილვაზე და განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. 2018 წლის 05 სექტემბრის №------- განცხადება კი არ ცვლიდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში ასახულ ადმინისტრაციული წარმოების შედეგს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 05 სექტემბრის განცხადება, თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ.105-113);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 114-115).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა---------–-–----ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია, უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის
დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
6.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ნოემბერს ა---------–-–----ემ №1------ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს „წ-------------------–--------------------------ის“ მიერ 2010 წლის 18 აგვისტოს ა---------–-–----ის სახელზე გაცემული ბაკალავრის S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ა---------–-–----ეს უარი ეთქვა ბაკალავრის S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ ა---------–-–----ე შპს „წ-------------------–--------------------------ში“ ჩაირიცხა და სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გარეშე (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) და შპს „წ-------------------–--------------------------ში“ 2006-2010 წლებში მოსარჩელის სწავლის პერიოდი (მათ შორის - მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის S----------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფო მიერ.
ა---------–-–----ემ 2018 წლის 05 სექტემბერს №------- განცხადებით, განმეორებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს „წ-------------------–--------------------------ის“ მიერ 2010 წლის 18 აგვისტოს ა---------–-–----ის სახელზე გაცემული ბაკალავრის S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, თუმცა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 სექტებრის M---------------- გადაწყვეტილებით
ა---------–-–----ეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე და განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. 2018 წლის 05 სექტემბრის №------- განცხადება კი არ ცვლიდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში ასახულ ადმინისტრაციული წარმოების შედეგს.
მოსარჩელე ასაჩივრებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილებას, რომლითაც ა---------–-–----ის განცხადება შპს „წ-------------------–--------------------------ის“ მიერ 2010 წლის 18 აგვისტოს მის სახელზე გაცემული ბაკალავრის S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად.
სასამართლო განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენაზე შეზღუდვებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის
თქმის შესახებ, მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო წინამდებარე აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ განმეორებით იქნა წარდგენილი განცხადება კომისიაში ისე, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას ადგილი არ ჰქონია. განმეორებით წარდგენილი განცხადება არ შეიცავდა მითითებას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებზე; რაც შეეხება განცხადებასთან ერთად წარდგენილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობას, აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად. სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც საუბარია ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებაზე ამ დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი ხელახლა განიხილება, თუ გარემოებები და ფაქტები, რომლებსაც განმცხადებელი საფუძვლად უდევს ხელახალ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნას, თავის დროზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა, თუ დაინტერესებულმა პირმა თავის დროზე იცოდა ამ ფაქტების თაობაზე და გარემოებების შესახებ და არ განუცხადებია ამის თაობაზე როდესაც საკითხი წყდებოდა, მას უფლება არა აქვს ამ გარემოების თაობაზე შემდგომში მიუთითოს და მოითხოვოს მათი გათვალისწინებით საკითხის ხელახლა განხილვა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სწორად უთხრა განცხადების განხილვაზე მოსარჩელეს უარი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 11 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის განცხადების არსებითად განხილვის დავალების საფუძველი. ამდენად, ა---------–-–----ეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ა---------–-–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. ა---------–-–----ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის მეშვეობით.
მოსამართლე ნანა აფციაური