განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2019
საქმის ნომერი
160100119002924959
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160100119002924959

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავა-–- ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

#1/137-19 25 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031240319004)

 

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, ელენე თაგაური, თამთა ჩულუხიძე, ვერიკო ნინიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მადონა ურუშაძე, გ------- სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: გია დევნოზაშვილი

 

ბრალდებული: ზ------- ს---–---------

მამის სახელი: ფაშა

დაბადებული: 1----–-–---------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი დ----------------

 

კვა-–-ფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნტი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ზ------- ს---–--------ს ბრა-–- ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდგეში:

 

2019 წლის 24 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ დ-----გ-------ში მდებარე გ----–------ ი---------ას და ზ------- ს---–---------ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ------- ს---–--------მა, ცულის მარცხენა ხელის მტევანზე ერთჯერადი დარტყმის და მუშტის თავისა და ზურგის არეში დარტყმების გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის -გიულნებიზ ი---------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზრალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზ------- ს---–---------ს მიერ გ----–------ იუსუბივას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - რ---–-ნ ს---–---------.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ზ------- ს---–--------ს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანი შვილის - რ---–-ნ ს---–---------ს თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ არ განუხორციელებია.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძა-–-, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ------- ს---–--------- არის გ----–------ ი---------ას მეუღლე, ხოლო რ---–-ნ ს---–--------- (დაბ:23.12.2001წ.) მათი არასრულწლოვანი შვილი და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

დაზარალებულმა გ----–------ ი---------ამ (ბრალდებულის მეუღლე) და რ---–-ნ ს---–--------მა (ბრალდებულის შვილი) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამოძიებელი ხათუნა ბარბაქაძე. მან განმარტა, რომ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ზ------- ს---–---------. საქმეზე საგამოძიებო ექსერიმენტი ჩატარებული იქნა გამომძიებლ ლევან ლევანიძის მიერ. საგამოძიებო ექსპერიმტში მონაწილეობდნენ დაზარალებული, გამომძიებლი ნ---- ი---------- და თარჯიმანი ლ--–- კ-----–ვილი. როგორც მოწმისათვის ცნობილია, დაზარალებულმა სრულად მიუთითა მომხდარის შესახებ. ასევე, ოთახიდან, სადაცმოხდა ძალადობა ამოღებული იქნა ნაჯახი, რომელიც ბრალდებულმა მოუქნია დაზარალებულს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ლ------–-------. მან სასამართლოს მოახსენა: დაზარალებულის მითითებულ მისამართზე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო დაზარალებულმა, უბნის-ინსპექტორ გამომძიებელმა ნ---- ი---------მა და თარჯიმანმა ლ--–- კ-----–ვილმა. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მოხდა შემთხვევის ადგილის აღწერა. დაზარალებულის მითითებით ერთსართულიან სახლში, შესასვლელის მარცხენა მხარეს მდებარე ოთახიდან ამოღებული იქნა ნაჯახი. ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის თაობაზე შედგენილი იქნა ოქმი, რაზეც მონაწილე პირებმა შეასრულეს ხელმოწერები. დაზრალებულს, თარჯიმნის მეშვეობით ეთარგმნა ოქმის შინაარსი.

 

ანალოგიური განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საგამოძიებო ექსპერიმნეტში მონაწილე უბნის-ინსპექტორ გამომძიებელმა ნ---- ი---------მა. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.

 

მოწმის სახით დაიკითხა თარჯიმანი ლ--–- კ-----–ვილი რომელმაც განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო დაზარალებულის გამოკითხვაში და საგამოძიებო ექსპერიმენტში. მარნეულის სამმართველოდნ პოლიციის ავტომანქანით ,,პიკაპით“ სოფელ დ-----გეურარხში წავიდნენ გამომძიებელი ლ------–-------, პოლიციის თანამშრომელი ნ----ი და თავად. დაზარალებული იმყოფებოდა სახლში. დაზარალებულმა მათ აჩევნა ოთახი, სადაც მიიღო დაზიანება ცულით და მუშტით. ოთახში ცული კუთხეში იყო მიყუდებული, რომელიც იქნა ამოღებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ა-–- ი----------, რომელმაც ჩვენებაში განმარტა, ზ------- სულიმანოვი არის მისი სიძე, ხოლო რ---–-ნ ს---–--------- დისშვილი. მომხდარის შესახებ შეიტყო, როდესაც მარნეულის რაიონულ სამმართველოში ესწრებოდა რ---–-ნ ს---–---------ს გამოკითხვას. რ---–-ნ ს---–--------მა იცის ქართული და ჩვენება მისცა ქართულ ენაზე. მას უთარგმნიდნენ აზერბაიჯანულ ენაზე. რ---–-ნ ს---–--------მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ როდესაც დედამისი (გ----–------ ი---------ა) დაბრუნდა სახლში, ზ------- ს---–--------ს ეძინა, შემდეგ გაიღვიძა და უნდოდა გ----–------ ი---------ასათვის ჩაერტყა ნაჯახი, რ---–-ნი ჩადგა მათ შორის. რ---–-ნ ს---–--------მა მიუთითა, რომ მამამისი ზ------- სულიმანოვი დედამისს გაუსწორდა ფიზიკურად.

 

2019 წლის 6 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N002920219 დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცმებით (25.03.2019 წ) გ----–------ ი---------ას აღენიშნება ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გ------- ო------–ვილი, რომელმაც დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე. ამასთან დამატებით აღნიშნა, რომ დაზარალებულთან კომუნიკაცია ჰქონდა რუსულ ენაზე. დაზარალებულმა გ------- ოქრიაშვილს განუმარტა, რომ დაზიანება მიაყენა მეუღლემ.

 

სასამართლო სხდომაზე, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები: შეტყობინება, 2019 წლის 24 მარტის ოქმი ვიზუალური დათვა-–-ერების შესახებ, 2019 წლის 25 მარტის თანხმობისა და საგამოძიებო ექსპერიმნეტის ოქმი, 2019 წლის 25 მარტის დაკავების ოქმი და საქმეში არებული სახვა მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვა-–-სწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანა-–-ზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ------- ს---–---------ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ზ------- ს---–---------ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, აარსრულწლოვანის თანდასწრებით. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ზ------- ს---–---------ს მხრიდან დაზარალებულ გ----–------ ი---------ას მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 24 მარტს, გ----–------ ი---------ას და ზ------- ს---–---------ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ------- ს---–--------ს გ----–------ ი---------ას მიმართ, არასრულწლოვანი შვილის - რ---–-ნ ს---–---------ს თანდასწრებით, ფიზიკურად არ უძალადია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ად----ნის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისკონვენციისმე-6 მუხლიმოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვა-–-სწინებით,რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნების მიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად,დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ად----ნის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ად----ნის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყა-–-ბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ად----ნს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღა-–- დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოკოდექსის მე-5 მუხლისმე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი,ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ად----ნისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა,რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს(იხილეთ ად----ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ზ------- ს---–---------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ზ------- ს---–---------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ზ------- ს---–---------ს მიერ მეუღლის-გ----–------ ი---------ას მიმართ, არასრულწლოვანი შვილის - რ---–-ნ ს---–---------ს თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის ფაქტს.

 

გ----–------ ი---------ამ და რ---–-ნ ს---–--------მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, გ----–------ ი---------ას აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. თუმცა დაზიანების არსებობის ფაქტი, ამ პირობებში ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკა-–-ზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა. დაზიანებების მიმყენებელ პირთან დაკავშირებით, კი არსებობს მხოლოდ ა-–- ი----------ს ირიბი ჩვენება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის თნახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვა-–-სწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვა-–-სწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველო სსსსკ მე-13 მუხლისმე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ემუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ემუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილიასაქართველოსკონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლომიუთითებს, რომ ზ------- ს---–---------ს დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, ზ------- ს---–--------- მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

სარეზოლუციონაწილი:

 

საქართველოსსსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ემუხლებისშესაბამისად, სასამართლომ

დაადგინა:

 

ბრალდებული ზ------- ს---–--------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ------- ს---–---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და აკრძალვა პროკურორის ნებართის გარეშე არ შეხვდეს დაზარალებულს გაუქმდეს.

 

ზ------- ს---–--------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ცული დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოსმეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე