განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№1/330-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
10 მარტი 2020 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი - კ---------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული - ი-–--------------ა (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 6----------, მცხოვრები ქ. თ---–---------------------- (დასწრების გარეშე)
ადვოკატი - ტ------–----–-----–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 13 აგვისტოს დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. ბ---------–--–------------------- N--–- მდებარე, შსს ბ----------ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში, ი-–--------------ამ განზრახ დააზიანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი „ტ---------------–-“-ს ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით N----------- კერძოდ ქვის დარტყმით ჩაამსხვრია ავტომანქანის უკანა საქარე მინა, ასევე დააზიანა უკანა ბამპერი, უკანა მარცხენა ფრთა და უკანა საყრდენი, რითაც 1500 ლარის ზიანი მიაყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
1.2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ე.ი. ი-–--------------ამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ი-–--------------ამ წინასასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და ბრალდების მტკიცებულებები უდავო გახადა. თუმცა საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე არ გამცხადდა, რის გამოც საქმე მისი დასწრების გარეშე წარიმართა.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: ზ------------------–--–-------------–--------–--------------------–-----–-–---–---------–-------------–-–---–-- მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა ი-–--------------ას მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი-–--------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი გულწრფელი აღიარება.
4.2. ი-–--------------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით, რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, ი-–--------------ას შეზღუდული შერაცხადობის გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა.
ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–--------------ა (პ/ნ 6----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 ლარი. სტაცინარულ ექსპერტიზაზე ყოფნის პერიოდის (2020 წლის 15 იანვრიდან 2020 წლის 23 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით ი-–--------------ას საბოლოოდ მოსახდელად განესაზრვროს ჯარიმა 600 ლარი.
2. ი-–--------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გირაო უზრუნველყოფილი არაა.
3. ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: ლუიზა თოდუა