განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/176-18 (№067021018002)
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი 2019 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე დავით სვანაძე
სხდომის მდივანი ინგა თოხაძე
პროკურორ - გი------–---ს,ადვოკატ - ნო---------–---ის,ბრალდებულ - ნა-------–-–---–ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ
ნ------–----------–-------–-–--ლის (დაბადებული 1----–-–---------------------------------------------, მცხოვრები: ხ---------------------------4) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 02 ოქტომბრისათვის მოქმედი რედაქციით), აგრეთვე, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; აგრეთვე ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნა-------–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მანვე ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.ხონში, აბ-–----------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ნა-------–-–---–მა, განაწყენების ნიადაგზე, ხის ჯოხი თავის არეში რამდენიმეჯერ ჩაარტყა და ბრიტვა სახის არეში დაუსვა მე-------–-----–--ლს, რომელმაც აღნიშნულით მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.
2018 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ხონში, აბ-–----------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ნა-------–-–---–მა, განაწყენების ნიადაგზე, ხის ჯოხი თავის არეში რამდენიმეჯერ ჩაარტყა და ბრიტვა სახის არეში დაუსვა მე-------–-----–--ლს, რომელმაც აღნიშნულით მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით. მომდევნო დღეს, ნა-------–-–---–მა, მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა მე-------–-----–--ლს, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და არასრულწლოვანი შვილის ჯანმრთელობის დაზიანებით, რის შედეგადაც მე-------–-----–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. ხონში მდებარე სათნოების სახლში არსებულ საპირფარეშოში, ნა-------–-–---–მა, განაწყენების ნიადაგზე, ყელში ხელი მოუჭირა და სახის არეში რამდენიმეჯერ დარტყმით სცემა არასრულწლოვან ლო-–---------–------ძეს, რის შემდეგაც ფეხი მიარტყა მას მარჯვენა ფეხის არეში. ლო-–---------–------ძემ აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
ნა-------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 2 ოქტომბრისათვის მოქმედი რედაქციით); აგრეთვე, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; აგრეთვე, ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვლისწინებული დანაშაულების ჩადენა სასამართლოს სრულად და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია სასამართლო სხდომაზე მხარეთა თა---წორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპით, თანაბარი პირობებით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ მე-------–-----–--ლის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ქ. ხ---–----------------------–ების N84-ში. 2018 წლის 02 ოქტომბერს იგი მა------------–----თან ერთად იმყოფებოდა სამუშაოდ ყანაში, რა დროსაც მას ნა-------–-–---–ი გამუდმებით წერდა უხამსი შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინენებებს. მა------------–----თან ერთად, სახლში სამუშაოდან დაბრუნდა საღამოს. გზად მდებარე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იქვე არსებული, გადასახვევიდან უეცრად გამოცვივდნენ ჩასაფრებული დედა-შვილი მთ------- და ნა-------–-–---–ები, ნა-------–-–---–ს ხელში ეჭირა დიდი ზომის ჯოხი და გამეტებით ურტამდა მას (დაზარალებულს) თავში, ამ დარტყმის შედეგად იგი ორჯერ წაიქცა, რა დროსაც ნა-------–-–---–მა ბრიტვით მიაყენა მას დაზიანება კისრის მიდამოში, რის შემდეგაც მისი თანმხლები მა------------–აძის ყვირილის ხმაზე გამოვიდა იქვე მდებარე მაღაზიის გამყიდველი, ხალხიც შეგროვდა და პოლიციაც მოვიდა, ამ დროს მისი შვილი ლო-–---------–------ძე იმყოფებოდა მა------------–აძის სახლში და ხმაურზე ისიც მოვიდა, რომელიც ძალიან ანერვიულდა, როგორც ბავშვმა უამბო, მა------------–აძის სახლში შესულა ნა-------–-–---–ი და ბავშვისთვის უთქვამს ,,დედაშენი მოვკალი და ახლა შენი ჯერიაო’’ , როგორც შემდგომში ასევე უამბო მისმა არასრულწლოვანმა შვილმა ლო-–---------–------ძემ, ქ. ხონში სათნოების სახლში უფასო სადილის მიღების დროს, მისი შვილი შესულა ტუალეტში ხელის დასაბანად, რა დროსაც მისთვის ყელში ძლიერად მოუჭერია ხელები ნა-------–-–---–ს, რის გამოც ბავშვს ტირილი დაუწყია, რომელიც გაუგონია ახლოს მყოფ მზარეულს, ხოლო კარებში გამოსვლისას ფეხი ჩაურტყია ბავშვისათვის, რის გამოც მას დალურჯებული ჰქონდა ფეხი. დაზარალებულის განმარტებით მან ნა-------–-–---–ის ცემის შედეგად განიცადა ტკივილი, კერძოდ ორ ადგილას გატეხილი ჰქონდა თავი, ასევე დაზიანებული ჰქონდა ხელის თითი, სასწრაფო დახმარების მიერ იგი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.
სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი დაზარალებულის ლო-–---------–------ძის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის ხონის მეოთხე საჯარო სკოლის მეექვსე კლასი მოსწავლე. ცხოვრობს დედასთან, მე-------–-----–--ლთან ერთად. 2018 წლის 2 ოქტომბერს მისი დედა მა------------–----თან ერთად წასული იყო სამუშაოდ. დაახლოებით 14 საათზე, იგი წავიდა სათნოების სახლში საჭმელის მოსატანად, რა დროსაც ხელზე გადაესხა საკვები და გავიდა საპირფარეშოში ხელის დასაბანად, სადაც, ასევე შევიდა ნა--------–-–---–იც, რომელმაც კისერში მოუჭირა ხელი და უთხრა რომ ,,დედაშენი ჩამოვიდეს’’, თორემ არ ვიცი რას ვიზამო, მას შეეშინდა, ხელი გააშვებინა და ტირილით გამოვიდა გარეთ, რა დროსაც ნა--- მას ფეხი მიარტყა ბარძაყის მიდამოში, ამის შემდეგ იგი სათნოების სახლის თა---შრომელმა გაიყვანა დირექტორის ოთახში. სათნოების სახლიდან იგი წავიდა მა------------–აძის სახლში და იქ დაელოდა დედის დაბრუნებას, სადაც საღამოთი მივიდა ნა-------–-–---–ი და უთხრა მას, რომ ,,დედაშენი მოვკალი და იქვე გდია ტრასაზეო’’ იგი სასწრაფოდ გაიქცა გზისკენ, სადაც შემოხვდნენ პოლიციელები და ჰკითხეს რა ხდებაო, იგი ითხოვდა სასწრაფო დახმარებას, რადგან ძალიან შეეშინდა დედა, რომ დაინახა სისხლიანი, როგორც შემდეგ უთხრეს ნა-------–-–---–ი დახვედრია დედამისსა და მა------------–---- გზაში, მისი დედისთვის კი ნა--- ჯოხი ჩაურტყია თავში და ბრიტვა დაუსვია კისერში.
სასამართლო სხდომაზე მა------------–აძის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ნა-------–-–---–სა და მე-------–-----–--ლს იცნობს სათნოების სახლიდან. 2018 წლის 02 ოქტომბერს იგი და მე-------–-----–--ლი მუშაობდნენ სიმინდის ყანაში, რა დროსაც მე-------–-----–--ლს შეატყო მღელვარება და როგორც მისგან გაიგო, მას მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა ნა-------–-–---–მა და ამცნო, რომ ,,ბავშვი გაგილახე სათნოების სახლში, წამართვეს თორემ მკვდარს ნახავდიო’’, რის გამოც ძალიან ანერვიულდა მე-------–-----–--ლი. იმავე დღეს, დაახლოებით 20:30 საათი იქნებოდა, როდესაც დაბრუნდნენ სამუშაოდან, გზად არსებული ჩიხიდან, ისე რომ, მა--- არ ჩანდნენ გამოვარდნენ ნა-------–-–---–ი და დედამისი, ნა--- ხელში ეჭირა ჯოხი, რომელიც რამდენჯერმე დაარტყა მე-------–-----–--ლს. იგი შეეცადა მის შეჩერებას, მაგრამ წაქცეულ მე-------–-----–--ლთან ისევ მივარდა ნა-------–-–---–ი, რა დრისაც ხელში ეჭირა ბრიტვა, საიდან მოიტანა ეს ბრიტვა მას არ დაუნახავს, და ეუბნებოდა ეხლა უნდა მოგკლაო, იგი ცდილობდა ნა-------–-–---–ის შეჩერებას, ამასობაში იქვე არსებული მაღაზიის გამყიდველმა დარეკა პოლიციაში და პოლიციაც და სასწრაფოც მალევე მოვიდნენ.
სასამართლო სხდომაზე მა----------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს ქ. ხონის სათნოების სახლში, დირექტორის თა---დებობაზე. 2018 წლის 02 ოქტომბერს იგი იმყოფებოდა მის სამუშაო ოთახში, ადმინისტრაციული შენობა და დარბაზი, სადაც ხდება ბენეფიციარებისათვის საკვების გაცემა ერმანეთს არ უკავშირდებიან და ცალ-ცალკე არიან განლაგებულნი, იგი გამოვიდა მისი სამუშაო ოთახიდან, რა დროსაც შეხვდა მისი თა---შრომელი მა-----------ძე, რომელსაც ხელში ჰყავდა აყვანილი ლო-–---------–------ძე, ისინი უკანა კარიდან გამოდიოდნენ. ბავშვი ტიროდა და ამბობდა, რომ იგი სცემა ნა-------–-–---–მა, ვიზუალურად რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი არასრულწლოვანი შვილიც, რომელთან ერთადაც ლო-–---------–------ძე შეიყვანა მის სამუშაო ოთახში, მისცა სახატავი ფანქრები და ფურცლები, ბავშვი დამშვიდდა და განაგრძო მის გოგონასთან ერთად ხატვა. მეორე დღეს მას დაურეკა მე-------–-----–--ლმა და შეატყობინა, რომ მას ნა-------–-–---–მა სცემა და იგი მოთავსებული იყო საავადმყოფოში, სადაც იგი მოინახულეს, მისმა ორგანიზაციამ კი შესაძლებლობის ფარგლებში გაუწია შესაბამისი დახმარება.
სასამართლო სხდომაზე და-–-----------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს ქ. ხ-----------–-----ბის სახლში, მზარეულად. მე-------–-----–--ლსა და ნა-------–-–---–ს იცნობს, როგორც მადლიერების სახლის ბენეფიციარებს. 2018 წლის 02 ოქტომბერს დაახლოებით 14:00 საათისათვის, იგი ემსახურებოდა ბენეფიციარებს, რა დროსაც გაიგონა ბავშვის ტირილის ხმა, ვინაიდან სამზარეულო და ტუალეტი ერთმანეთთან ახლოს არიან განლაგებულნი გააღო სამზარეულოს კარი და დაინახა ტუალეტის კართან მდგომი ლო-–---------–------ძე, რომელიც ტიროდა, იქვე იყო ნა-------–-–---–იც, რომელიც ხმამაღლა ესაუბრებოდა ბავშვს, თუმცა სიტყვები ვერ გაარჩია, ამ დროს ოთახში შევიდა მიმტანი მა-----------ძეც, რომელმაც ხელი მოკიდა ატირებულ ბავშვს და გაიყვანა საერთო დარბაზში, სადაც ბენეფიციარები სადილობენ ხოლმე, იგი თავად დარბაზში არ გასულა, როგორც შემდგომ გაიგო, ბავშვისთვის ნა-------–-–---–ს ყელში ხელი მოუჭერია და უთქვამს დაგარხრჩობო.
სასამართლო სხდომაზე მა-----------ძის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს ქ. ხონის სათნოების სახლში მიმტანის პოზიციაზე, მე-------–-----–--ლი და ნა-------–-–---–ი მათი ორგანიზაციის ბენეფიციარები არიან. 2018 წლის 02 ოქტომბერს, დაახლოებით 14 საათზე, სამზარეულოში შესვლისას, კარის უკანა მხრიდან, შემოესმა ბავშვის ტირილს ხმა და დაინახა, რომ ნა-------–-–---–ი ხმამაღლა ელაპარაკებოდა არასრულწლოვან ლო-–---------–------ძეს, რომელიც ტიროდა. მან ბავშვი დასამშვიდებლად გაიყვანა საერთო დარბაზში, რომელიც ამბობდა, რომ ნა-------–-–---–მა მას კისერში წაუჭირა ხელი და უთხრა დაგახრჩობო, ბავშვს გარეგნულად რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.
სასამართლო სხდომაზე თამარ გახოკიძის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს ქ. ხ-----------–-----ბის სახლში, საქმის მწარმოებლის თა---დებობაზე, მე-------–-----–--ლი და ნა-------–-–---–ი დაახლოებით 3 წელია მათი ორგანიზაციის ბენეფიციარები არიან. 2018 წლის 02 ოქტომბერს იგი მის სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებით შევიდა დირექტორის კაბინეტში, სადაც დახვდა დირექტორი, რომელსაც ბავშვი ჰყავდა ხელში, რომელიც ტიროდა და ამბობდა, რომ იგი სცემა ნა-------–-–---–მა საპირფარეშოსთან, რადგან ბავშვი იყო ძალიან ანერვიულებული, დირექტორმა მას სახატავი ფურცლები და ფანქრები მისცა და ცდილობდა მის დამშვიდებას.
სასამართლო სხდომაზე სვ----–---------–-----ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს ხონის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე -გამომძიებლის თა---დებობაზე. მოცემულ საქმეზე მის მიერ მოხდა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ბრალდებულ ნა-------–-–---–ის დაკავება, თავისივე საცხოვრებელ სახლში, დაკავებისას მას განემარტა უფლებები საპროცესო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც აისახა კიდეც დაკავების ოქმში და დადასტურდა მისივე ხელმოწერით.
სასამართლო სხდომაზე ლა–-----------ას მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს ხონის რაიონული სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თა---დებობაზე. 2018 წლის 02 ოქტომბერს შსს ხონის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მე-------–-----–--ლის ცემის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ გამოკითხულ იქნა მე-------–-----–--ლი, ასევე დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებულ იქნა თაფლიანი მინის ქილის ნამსხვრევები, რაც ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში, ასევე გამოკითხული იქნა არასრულწლოვანი მოწმე ლო-–---------–------ძე და სათნოების სახლის თა---შრომლები. მის მიერ ასევე ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, რომელიც დათვალიერებულ იქნა და დათვალიერების ოქმი დაერთო საქმე, ასევე ნა-------–-–---–ს დაკავების შემდგომ წარუდგინა ბრალი, განემარტა სამედიცინო შემოწმების უფლება, ასევე მისი ოჯახის წევრს, კერძოდ, ძმას აცნობა მისი დაკავების შესახებ. მის მიერ ასევე ბრალდებულის სახით გამოკითხული იქნა ნა-------–-–---–ი და იგი გადაყვანილი იქნა ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ასევე იმავე დღეს მის საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის დედის მონაწილეობით, ამოღებულ იქნა ნა-------–-–---–ის მობილური ტელეფონი და შედგენილ იქნა დათვალიერების ოქმი, რაც მოთავსებული სისხლის სამართლის საქმეში. ასევე მის მიერვე დანიშნული იქნა სამედიცინო ექსპერტიზები. მოცემულ საქმეზე მის მიერვე ასევე მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოცემა დაზარალებულთა დაცვის მიზნით, ორდერის გასაცნობად იგი პირადად სამჯერ გამოცხადდა ბრალდებულის მისამართზე, რა დროსაც იგი სახლში არ იმყოფებოდა. რის გამოც მიმართა სასამართლოს და გამოტანილ იქნა განჩინება მისი დაკების თაობაზე.
დაზარალებულისა და ზემოაღნიშნული მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების სარწმუნოებასა და უტყუარობაზე, შესაბამისად, ნა-------–-–---–ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაზე, ასევე მეტყველებს სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრობითობისა და თა---წორობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებები:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №007217818 დასკვნით დასტურდება, რომ ,,თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ს.ს. ევექსის ხონის N1 ჰოსპიტლის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N5584/017635-ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქ. მე-------–-----–--ლმა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 02/10/2018 წელს 21:06
სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 05/10/2018 წელს 16:35 სთ-ზე დიაგნოზით: სკალპირებული ჭრილობები საფეთქლისა და თხემის არეში. ჭრილობები სახისა და მტევნის არეში. დაზიანებები სახის მიდამოში არსებული ნაკვეთი ჭრილობების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. ხოლო სხვა დანარჩენი ჭრილობების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მათი (ჭრილობების) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №007177518 დასკვნით დასტურდება, რომ 03.10.2018წ. 14:48-15:00 სა-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ.
ლო-–---------–------ძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება
სისხლნაჟღენთის სახით, კერძოდ, უჩიოდა ტკივილს ფეხის მიდამოებში. მარჯვენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე, ქვედა მესამედში, აღენიშნებოდა განივად მდებარე, ზოლისებრი ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო- მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით: 4,0x1,0 სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების
შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს,ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ზემოაღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების ის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა შო------------ემ და მა------------–-ძემ დაადასატურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
ნა-------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არესებული სხვა მასალებით.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებული ნა-------–-–---–ი არ იქნა დაკითხული.
3. სამართლებრივი შეფასება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი, მათივე უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, არ აძლევს სასამართლოს საფუძველს, რათა გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია ნა-------–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ნა-------–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მანვე ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ნა-------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხასიათის, ბრალდებულის პიროვნების (არ არის ნასამართლევი) გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ნა-------–-–---–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 02 ოქტომბრისათვის მოქმედი რედაქციით), აგრეთვე, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; აგრეთვე, ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანქციათა ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნა-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 02 ოქტომბრისათვის მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.
ნა-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.
ნა-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 02 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ნა-------–-–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 02 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ნა-------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ნა-------–-–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 05 ოქტომბრიდან, 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.
ნა-------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ი---------------------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქ.---------------------------–----------–--------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------------------------------- – 2 000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, მოეხსნას ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა;
ნივთიერი მტკიცებულება მე-------–-----–--ლის კუთვნილი ,,ნოკიას ‘’ ფირმის მობილური ტელეფონი, აგრეთვე ნა-------–-–---–ის კუთვნილი ,,მიკრომაქსის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქილის თავსახური და ნამსხვერევები, რაც ასევე დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე