განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
N1/3--20
განაჩენი
საქართველოს სახელით
13.03.2020 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილი
ბრალდებულ - გი------ მა----ძე
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული:გი------ მა----ძე;
მამის სახელი:ვა–-;
დაბადებული: 30.08.1----–--–-;
პირადი ნომერი:2----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება:საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე;
რეგისტრირებული: ქ. ლაგოდეხი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N1-;
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ლაგოდეხი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N1-.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 მუხლის მე-3 ნაწილით, 126 მუხლის 1-ლი ნაწილით, 120 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით.
1. კვალიფიკაცია: გი------ მა----ძეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: გი------ მა----ძე ცხოვრობს ქ. ლაგოდეხში, სულხან-საბა ორბელიანი ქ. N1--ში, მამასთან ვა–- მა----ძესთან და ძმასთან ლე--- მა----ძესთან ერთად. 2020 წლის 01 იანვარს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ გი------ ლო-------ძის მიერ, გი------ მა----ძის მიმართ, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები N0----- დ N0-----, რომლებითაც მას აეკრძალა მამასთან ვა–- მა----ძესთან და მის საცხოვრებელთან მიახლოება და მასთან ნებისმიერი კომუნიკაცია, ასევე ძმასთან ლე--- მა----ძესთან და მის საცხოვრებელთან მიახლოება და მასთან ნებისმიერი კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ნასამართლევმა გი------ მა----ძემ, არ შეასრულა შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2020 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 20:25 საათზე იგი მივიდა ქ. ლაგოდეხი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N1--ში მდებარე, ლე--- მა----ძის და ვა–- მა----ძის საცხოვრებელ სახლში, სადაც მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2. კვალიფიკაცია: გი------ მა----ძეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, გი------ მა----ძემ, ქ. ლაგოდეხი, ჭავჭავაძის N1---ში მდებარე კორპუსში მდებარე აკ--- ბე----–--რის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას მარცხენა ხელის არეში უკბინა აკ--- ბე----–--რს, რა დროსა ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. კვალიფიკაცია: გი------ მა----ძეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ნასამართლევმა გი------ მა----ძემ, ქ. ლაგოდეხი, ჭავჭავაძის ქ. N1---ში მდებარე კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების დროს აკ--- ბე----–--რს, საჯდომის არეში დანის რამდენიმე განზრახ დარტყმის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
4. კვალიფიკაცია: გი------ მა----ძეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, ესე იგი განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გი------ მა----ძე, ქ. ლაგოდეხში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე გადაადგილებისას პირადად ატარებდა ცივ იარაღს- დანას, რაშიც მხილებულ იქნა შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
გი------ მა----ძე 2020 წლის 24 იანვარს 16:03 საათზე დააკავეს, ხოლო 2020 წლის 26 იანვარს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 მუხლის მე-3 ნაწილით და 120 მუხლის 1-ლი ნაწილით. 2020 წლის 02 მარტს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 მუხლის მე-3 ნაწილით, 126 მუხლის 1-ლი ნაწილით, 120 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით. 2020 წლის 26 იანვარს, გი------ მა----ძის მიმართ შერჩეული იქნა აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. გი------ მა----ძე ცხოვრობს ქ. ლაგოდეხში, სულხან-საბა ორბელიანი ქ. N1--ში, მამასთან ვა–- მა----ძესთან და ძმასთან ლე--- მა----ძესთან ერთად. 2020 წლის 01 იანვარს, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ გი------ ლო-------ძის მიერ, გი------ მა----ძის მიმართ, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები N0----- დ N0-----, რომლებითაც მას აეკრძალა მამასთან ვა–- მა----ძესთან და მის საცხოვრებელთან მიახლოება და მასთან ნებისმიერი კომუნიკაცია, ასევე ძმასთან ლე--- მა----ძესთან და მის საცხოვრებელთან მიახლოება და მასთან ნებისმიერი კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ნასამართლევმა გი------ მა----ძემ, არ შეასრულა შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2020 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 20:25 საათზე იგი მივიდა ქ. ლაგოდეხი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N1--ში მდებარე, ლე--- მა----ძის და ვა–- მა----ძის საცხოვრებელ სახლში, სადაც მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2. 2020 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, გი------ მა----ძემ, ქ. ლაგოდეხი, ჭავჭავაძის N1---ში მდებარე კორპუსში მდებარე აკ--- ბე----–--რის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას მარცხენა ხელის არეში უკბინა აკ--- ბე----–--რს, რა დროსა ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. 2020 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ნასამართლევმა გი------ მა----ძემ, ქ. ლაგოდეხი, ჭავჭავაძის ქ. N1---ში მდებარე კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების დროს აკ--- ბე----–--რს, საჯდომის არეში დანის რამდენიმე განზრახ დარტყმის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
4. 2020 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გი------ მა----ძე, ქ. ლაგოდეხში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე გადაადგილებისას პირადად ატარებდა ცივ იარაღს- დანას, რაშიც მხილებულ იქნა შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ოჯახში წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ ვა–- მა----ძის და ლე--- მა----ძის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების მა---------- მა----ძის, გი------ ლო-------ძის და მე---- კო-–--–--ლის გამოკითხვის ოქმები, გი------ მა----ძის ნასამართლობის ცნობა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი გი------ მა----ძის მიმართ, შემაკავებელი ორდერებით N0----- და N0----- და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ მა----ძემ დაარღვია შემაკავებელი ოქმების მოთხოვნები და მივიდა მამის ვა–- მა----ძის და ძმის ლე--- მა----ძის საცხოვრებელში და მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმეზე დასტურდება, რომ ვა–- მა----ძე არის დაზარალებულის მამა, ხოლო ლე--- მა----ძე ძმა და ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა მათ საცხოვრებელს მიახლოებოდა და მიეყენებინა შეურაცხყოფა, რაც ბრალდებულმა არ შეასრულა. დაზარალებულების საცხოვრებელში მივიდა 2020 წლის 22 იანვარს და მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
შეურაცხყოფა შეიძლება იყოს გალანძღვა, უწმაწური სიტყვებით მიმართვა, რაც ადამიანში სულიერ ტანჯვას იწვევს.
არაერთგზის დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გი------ მა----ძე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით გასამართლებულია ოჯახში წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. ნასამართლობა მოხსნილი და გაქარწყლებული არ არის.
2. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების ირ--- გი----–-–--ლის, მა-–---- ზუ--–--ლის, გო-- ნა-–------–--ლის, თე--------- ღა---–-ძის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გი------ მა----ძის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ აკ--- ბე----–--რის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ მა----ძემ ურთიერთსელაპარაკებისას ხელის არეში უკბინა აკ--- ბე----–--რს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
ძალადობა შეიძლება გამოიხატოს კბენაში, თმების მოქაჩვაში, ხელის გადაგრეხაში, პალღურის ამოკვრაში, რაც იწვევს ტკივილს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ მა----ძემ ჩაიდინა ძალადობა, რაც გამოიხატა დაზარალებულ აკ--- ბე----–--რისათვის ხელის არეში კბენაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების ირ--- გი----–-–--ლის, მა-–---- ზუ--–--ლის, გო-- ნა-–------–--ლის, თე--------- ღა---–-ძის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ აკ--- ბე----–--რის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გი------ მა----ძის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ აკ--- ბე----–--რის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული დანა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 ივლისის განაჩენი გი------ მა----ძის მიმართ, აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიღებული მომართვა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ მა----ძემ ურთიერთშელაპარაკებისას საჯდომის არეში განზრახ რამდენჯერმე დაარტყა დანა აკ--- ბე----–--რს, რის შედეგად მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
არაერთგზის დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გი------ მა----ძე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 ივლისის განაჩენით გასამართლებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისდათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება შეიძლება იყოს მაშინ როდესაც ერთი, იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, ხანმოკლედ და მეორე, რომელიც არ იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, მაგრამ მოჰყვება შრომისუნარიანობის უმნიშვნელო არამყარი დაკარგვა.
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაა დაბეჟილობა, სისხლნაჟღენთები, მხედველობის და სმენის ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ აკ--- ბე----–--რმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
4. ცივი იარაღის ტარება
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული დანა, ცივი აირაღის ექსპერტიზის დასკვნა, გი------ მა----ძის ნასამართლობის ცნობა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 ივლისის განაჩენი გი------ მა----ძის მიმართ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენი გი------ მა----ძის მიმართ, გი------ მა----ძის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გი------ მა----ძე, გადაადგილებისას 2020 წლის 24 იანვარს პირადად ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
ცივი იარაღის ტარება სსკ-ის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით მხოლოდ მაშინ შეერაცხაება პირს თუ იგი ცივი იარაღის ტარებისთვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებულია, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია ანდა მის მიმართ გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევია. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ გი------ მა----ძე გასამართლებულის ნაკლებად მძიმე განზრახი დანაშაულებისათვის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 ივლისის და 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენებით. ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის.
ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ დანა, რომელსაც პირადად ატარებდა ბრალდებული მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ მა----ძემ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ მა----ძემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის; ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, ესე იგი განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება,დანაშაულებრივი ქმედებები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 მუხლის მე-3 ნაწილით, 126 მუხლის 1-ლი ნაწილით, 120 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გი------ მა----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ნასამართლობა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
გი------ მა----ძის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 მუხლის მე-3 ნაწილით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 1-ლი ნაწილით ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით ისჯება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვის ვადით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი------ მა----ძის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
გი------ მა----ძის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
. ნივთიერი მტკიცებულება:
1). შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
2). დანა, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
3). გი------ მა----ძის ტანსაცმელი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
4). აკ--- ბე----–--რის სისხლის ნიმუში, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5). აკ--- ბე----–--რის ტანსაცმელი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გი------ მა----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
2. გი------ მა----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.
3. გი------ მა----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი.
4. გი------ მა----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გი------ მა----ძეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე -ე მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლიდან თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, გი------ მა----ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
7. გი------ მა----ძის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გი------ მა----ძის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2020 წლის 24 იანვრის 16:00 საათიდან.
8. ნივთიერი მტკიცებულება:
8.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
8.2. დანა, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
8.3. გი------ მა----ძის ტანსაცმელი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
8.4. აკ--- ბე----–--რის სისხლის ნიმუში, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
8.5. აკ--- ბე----–--რის ტანსაცმელი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე