განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/2691-19 (--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-----–------------------------------, დაბადებული 1-----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------–--–------------------–-----–------------------
ადვოკატი - ნ-----------–-–---–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
ნ-----–--------------ი სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს თ------–---ას, კერძოდ, სისტემატურად აგინებდა, ლანძღავდა და ამცირებდა მას, რაც იწვევდა თ------–---ას სულიერ ტანჯვას.
2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათისთვის, ქ------–--–------------------------–--–------------ში, ნ-----–--------------მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა ს----------------ას მიმართ, კერძოდ, ნ-----–--------------მა ს----------------ას დაარტყა მარჯვენა ხელი, რომელიც მოხვდა სახეში, კერძოდ ცხვირისა და ტუჩის არეში, შეკრული მუჭის დარტყმის შედეგად ს----------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაეცა იქვე ოთახში განთავსებულ სავარძელზე. რამდენიმე წამის განმავლობაში ის ვერ ახერხებდა გონს მოსვლას, ხოლო როდესაც მოახერხა და წამოდგა ფეხზე ნ-----–--------------მა მარცხენა გაშლილი ხელი შემოარტყა მარჯვენა ლოყაზე, რა დროსაც ს----------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
თ------–---ა და ნ-----–--------------ი 11 წელი ცხოვრობდნენ ერთად და ჰყავთ ორი საერთო შვილი,---–-–----------------------------–-–-------------------------
2019 წლის 27 აპრილს, დილის საათებში, ქ------–--–-----------------------–--–------------ში, ნ-----–--------------მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის თ------–---ას მიმართ, კერძოდ, ნ-----–--------------ი ხელებისა და ფეხების გამოყენებით ურტყავდა თ------–---ას სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც თ------–---ა დავარდა იატაკზე და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ფიზიკური ძალადობა ნ-----–--------------მა განახორციელა არასრულწლოვანი შვილების მ----------------------------------- თანდასწრებით.
2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათისთვის, ქ------–--–-----------------------–--–------------ში, ნ-----–--------------ი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ------–---ას, რა დროსაც თ------–---ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.
1). მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ა). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ თ------–---ას ჩვენებით, ნ-----–--------------თან ქორწინებაში იმყოფებოდა 11 წლის განმავლობაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი---–-–----------------------------–-–------------------------. ნ-----–--------------ს ჰქონდა ცუდი სიმთვრალე, რის გამოც ხშირად ჩხუბობდნენ ერთმანეთში. ბოლო პერიოდის განმავლობაში ნ-----–--------------ს სიმთვრალის ხასიათი გადაუვიდა სიფხიზლეში, მას აბრალებდა ვალების არსებობას, ასევე იპოთეკაში ბინის დაკარგვას, რის გამოც სრულიად უმიზეზოდ სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის 27 აპრილს, დილის საათებში ვალების თემაზე საუბრის დროს, ნ-----–--------------მა კვლავ მიაყენა სიტყვიერი, რის შემდეგაც დააგდო ძირს და გამეტებით ურტყამდა ხელებს და ფეხებს სხეულის სხვადასხვა ადგილას, რა დროსაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ცემის პარალელურად ი----–--–- უკავშირდებოდა დედამისს, რომელსაც ეუბნებოდა, რომ სანამ შემოაკვდებოდა დროზე წაეყვანათ მისი სახლიდან. მ---------------------------------- უყურებდნენ მამის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და ეხვეწებოდნენ არ მოეკლა დედა. მის წასაყვანად სახლში მივიდნენ გ-------–-–---- და ს----------------ა. ნივთების ჩალაგების შემდეგ, როდესაც უკვე აპირებდნენ სახლიდან გასვლას, ნ-----–--------------ი არ აძლევდა უფლებას მ------------------ სახლიდან წაყვანის, რის გამოც ბავშვი შეიყვანა სამზარეულოში და ჩაკეტა იქ. ამის შემდეგ, დანა აიღო ხელში და ცდილობდა მისთვის კისერზე დასმას, თუმცა ს----------------ამ შეძლო მაისურზე ხელით მოქაჩვა, რა დროსაც ნ------------ მუშტი დაარტყა მას სახის არეში, რაზეც ს------- გაითიშა წამიერად, ხოლო გონებაზე მოსვლის შემდგომ მას კიდევ დაარტყა ხელი. ნ-----–--------------ი დანის გამოყენებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომ ცოცხალს არ გაუშვებდა სახლიდან. დაზარალებულის განმარტებით, მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები, სისხლჩაქცევები და განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ხოლო ს----------------ას დაწითლებული ჰქონდა სახე, დაზიანებული ჰქონდა ტუჩი და სდიოდა სისხლი. მოწმის განმარტებით, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, მეუღლის მხრიდან მიყენებული ფსიქოლოგიური ტანჯვის გათვალისწინებით, საჭიროებს მრავალწლიან მკურნალობას. მსგავსი სახის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან მისი არასრულწლოვანი შვილებიც.
დაზარალებულ ს----------------ას ჩვენებით, ნ-----–--------------თან თავდაპირველად ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ისმენდა მისგან მეუღლის მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს. 27 აპრილს დილის საათებში დაუკავშირდა დედა - ნ-----–----, რომელმაც უთხრა სასწრაფოდ მისულიყო თ------–---ას სახლში, რადგან ნ-----–--------------ი ითხოვდა თ------–---ას სახლიდან წაყვანას სანამ იგი შემოაკვდებოდა. ადგილზე მისვლისას, ნახა რომ ეზოში მიმოფანტული იყო ბავშვების და თ------–---ას ტანსაცმელი და პირადი ნივთები. მოგვიანებით მასთან მივიდა გ---------–---ა, რომელიც არ შესულა სახლში, თავად კი სახლიდან გამოიტანა თ------–---ას ბარგი, რაც გადაიტანეს ა----------------------–---–- მდებარე სახლში. საღამოს საათებში მამასთან ერთად კვლავ მიბრუნდა უკან დარჩენილი ბარგის წასაღებად. სახლში შესულს ნ-----–--------------ი დახვდა საკმაოდ აგრესიული, რომელიც მეუღლეს არ აძლევდა ბავშვების წაყვანის საშუალებას. მან გაშლილი დანა ყელის არეში მიადო თ------–---ას და დაემუქრა, რომ ცოცხალს არ გაუშვებდა სახლიდან. ნ-----–--------------ს უკანა მხრიდან მოქაჩა მაისური, რის გამოც მან მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც რამდენიმე წამის განმავლობაში დაკარგა გონება და წაიქცა. გონებაზე მოსვლის შემდგომ ნ-----–--------------მა მეორედ დარტყა ხელი სახის არეში. ჩხუბის ხმაზე სახლში შევიდა გ-------–-–----ც, რომელსაც ნ-----–--------------მა გაუშალა დანა, რის შემდეგაც გ-------–-–----მ გარეთ გაიყვანა თ------–---ა და დ--------, ხოლო თავად სახლში ეძებდა დაკარგულ მობილურ ტელეფონს, რა დროსაც ნ-----–--------------ი ეჯაჯგურებოდა ამას და ცდილობდა მისი სახლიდან გაგდებას. მანქანაში ჩაჯდომის შემდგომ ნახა, რომ გახეთქილი ჰქონდა ღრძილი, საიდანაც სდიოდა სისხლი, ხოლო ხელის არეში და ზოგადად სახეზე აღენიშნებოდა სილურჯეები და სისხლჩქაცევები. რაც შეეხება თ------–---ს, მასაც ანალოგიურად სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და განიცდიდა ტკივილს. როგორც თ------–---ასგან მისთვის გახდა ცნობილი, 27 აპრილს ნ-----–--------------მა ძირს დააგდო იგი და გამეტებით ურტყა ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა ადგილას. ნ-----–--------------ს და თ------–---ას შორის ფიზიკური დაპირისპირების შემსწრე არასდროს ყოფილა, თუმცა ხშირად ესმოდა ნ-----–--------------ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა. თ------–---ამ მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში, მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდგომ დალია დიდი ოდენობით მედიკამენტები და სცადა თვითმკვლელობა.
მოწმე ნ-----–----ს ჩვენებით, ბრალდებულ ნ-----–--------------ს და მის შვილს თ------–---ას თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, რის გამოც თ------–---ა იყო დათრგუნული და შეშინებული. 2019 წლის 27 აპრილს დილის საათებში, როდესაც სამუშაოდ იმყოფებოდა ი----–--–-, თ------–---ას სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა ნ-----–--------------ი, რომელიც ასმენინებდა მისი შვილის კივილს და ყვირილის ხმა, რომელსაც ნ-----–--------------ი აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ტელეფონში ასევე ესმოდა შვილიშვილების მ----------------------------------- ყვირილის ხმა, რომლებიც მამას ეხვეწებოდნენ არ მოეკლა დედა. თ------–---ასთან ვერ შეძლო საუბარი, რის გამოც დაუკავშირდა ს----------------ას და სთხოვა თ------- სახლიდან წამოყვანა სანამ, მეუღლე მოკლავდა მას. ს----------–--–- დაბრუნდა--------ს და სახლში მისულს თ------–---ა დახვდა ნაცემ მდგომარეობაში, რომელსაც სხეულზე კიდევ ეტყობოდა სილურჯეები და განიცდიდა ტკივილს. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ-----–--------------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია ასევე ს----------------ასთვის. მოწმის განმარტებით, ნ-----–--------------ი სისტემატურად ამცირებდა მეუღლეს, აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას და ახორციელებდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას.
მოწმე გ---------–---ას ჩვენებით, ნ-----–--------------ი არის მისი სიძე, რომელთანაც თავდაპირველად ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა, თუმცა ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაეძაბა და არ დადიოდა მათთან სახლში. 2019 წლის 27 აპრილს დაუკავშირდა ს----------------ა, რომელმაც უთხრა, რომ თ------–---ას და მის მეუღლეს შორის იყო კონფლიქტი და სთხოვა მათთან სახლში მისვლა. ადგილზე მისვლისას, თავად სახლში არ შესულა, ხოლო ს----------------ამ გამოიტანა ბარგი, რაც წაიღო ა-------------------------–- მდებარე სახლში. საღამოს საათებში კვლავ მიბრუნდა თ------–---ას საცხოვრებელ მისამართზე, იმყოფებოდა მანქანაში, რა დროსაც შემოესმა თ------–---ას და შვილიშვილების ყვირილის ხმა, რის შემდეგაც შევიდა სახლში, სადაც ყველაფერი იყო არეული, ხოლო ნ-----–--------------ი იჭერდა მეუღლეს და არ აძლევდა მ------------------ წაყვანის საშუალებას. მის დანახვაზე ნ-----–--------------ი გახდა კიდევ უფრო აგრესიული, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გახსნა დანა. მოწმის განმარტებით, ს----------------ას სახლში შესვლამდე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, თუმცა მანქანაში ჩაჯდომისას ნახა, რომ სახეზე და სხეულზე ჰქონდა დალურჯებები და აღენიშნებოდა დაზიანებები. რაც შეეხება თ------–---ას, იგი იყო სტრესში და არ შეეძლო საუბარი. სახლში მისვლის შემდგომ ნახა, რომ თ------–---ას ანალოგიურად სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები.
მოწმე გ--------------–---–-- ჩვენებით, 2----–-–----------- მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო ნ-----–--------------ის მიერ ს----------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. ს----------------ამ გამოკითხვისას დაადასტურა მისი სიძის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც ნ-----–--------------ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, ხოლო ს----------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ნ-----–--------------ის მიმართ შემაკავებელი ორდერი ასევე გამოცემული იქნა მისი მეუღლის - თ------–---ას შემთხვევაში, რითაც მას 30 დღის განმავლობაში აეკრძალა მეუღლესთან ყოველგვარი სახის კომუნიკაცია.
მოწმე გ--------------–----- ჩვენებით, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით აპირებდა არასრულწლოვანი მ------------------ გამოკითხვას, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან როდესაც დააპირა ძალადობასთან დაკავშირებული კითხვების დასმა, ბავშვი გახდა შეუძლოდ, ამოეფარა სკამს, ფაქტი აღიქვა ცუდად, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი გამოკითხვა, რასთან დაკავშირებითაც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ---–--------------–---–-- ჩვენებით, 2019 წლის 02 დეკემბერს მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #---------, რომლის თანახმად 2019 წლის 15 მაისს, თ------–---ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა მხარის ზემო მესამედში, გარეთა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ-------------–---–-- ჩვენებით, 2----–-–-------------- მის მიერ გაცემული იქნა სასამარათლო-ფსიქოლოგური ექსპერტიზის დასკვნა #---------- რომლის თანახმად დადგენილია, რომ თ------–---ა მისი მეუღლის - ნ-----–--------------ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
მოწმე მ-------–-------–----- ჩვენებით, თ------–---ასთან აკავშირებს ნათესაური ურთიერთობა, იგი არის მისი მამიდაშვილი. ვინაიდან არ ცხოვრობდა თბილისში, თ------–---ას ოჯახთან არ ჰქონდა ხშირი ურთიერთობა. 27 აპრილს იმყოფებოდა სოფელში და მომხდარი ძალადობის ფაქტის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა ს----------------ასგან, რომელსაც ეტყობოდა ცემის კვალი. დეტალურად არ ახსოვს რა უამბო ს----------------ამ, თუმცა ახსოვს, რომ ნ-----–--------------მა სცემა ს----------------ა და მეუღლე თ------–---ა, რომელსაც ცივი იარაღის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. რაც შეეხება დ-------- და მ-------------------, ბავშვები იყვნენ სტრესის ქვეშ, მამის ხსენებაზე იმალებოდნენ, ტიროდნენ და იყვნენ შეშინებულები.
მოწმე ხ--------------–-–---–-- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა მ-------–-------–---- და დამატებით გამოკითხა დაზარალებულები ს----------------ა და თ------–---ა, რომლებიც ემოციურად და ფსიქოლოგიურად იმყოფებოდნენ მძიმე მდგომარეობაში. ასევე, ნ-----–--------------ს წარუდგინა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
#------ შემაკავებელი ორდერის თახმად, 2----–-–-----------, ნ-----–-------------ის მიმართ გამოტანილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რითაც მას აეკრძალა ს----------------ას საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია.
#------ შემაკავებელი ორდერის თახმად, 2----–-–-----------, ნ-----–-------------ის მიმართ გამოტანილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რითაც მას აეკრძალა თ------–---ას საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია.
#------ შემაკავებელი ორდერის თახმად, 2----–-–----------ს, ნ-----–-------------ის მიმართ გამოტანილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რითაც მას აეკრძალა მ------------------ საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ს----------------ას მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ფოტოსურათები, რომელზეც გამოსახულია ს----------------ა. წარმოდგენილ ექვსივე სურათზე ჩანს სახის და ყელის მიდამო, სადაც ფიქსირდება დაზიანებები, კერძოდ, ორივე ტუჩის მიდამოში გარედან და შიგნიდან, ზედა ყბის ღრძილზე მარჯვენა მხარეს, სახის მიდამოში ტუჩთან აღენიშნება სწორხაზოვანი ნაკაწრი, ასევე ყელის მიდამოში აღენიშნება სისხლჩაქცევები და ნაჭდევები. ს----------------ას განმარტებით, აღნიშნული დაზიანებები მიაყენა მისი დის ქმარმა - ნ-----–--------------მა 2019 წლის 27 აპრილს.
ბ). დაცვის მხარის მტკიცებულებები:
მოწმე პ-------------------- ჩვენებით, ნ-----–--------------თან აკავშირებს ახლო ნათესაური ურთიერთობა, არიან ერთმანეთის დეიდაშვილ-მამიდაშვილები. ოჯახებით ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს, თუმცა მეუღლეებს შორის კონფლიქტს არასდროს შესწრებია. ნ-----–--------------ს და თ------–---ას ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და თ------–---ას არასდროს უთქვამს მისთვის მეუღლის მხრიდან ძალადობის რაიმე ფაქტის შესახებ. 27 აპრილს, საღამოს საათებში ესტუმრა ნ-----–--------------ს, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლესთან ბავშვის საკითხზე მოუხდა პატარა კონფლიქტი, რის გამოც მან დატოვა საცხოვრებელი სახლი.
მოწმე ქ------------------- ჩვენებით, ცხოვრობს გ-----------------------–-- სადაც დაგირავებული აქვს ნ-----–--------------ის ფართი. ბრალდებულთან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. 2019 წლის 27 აპრილს, არ იმყოფებოდა სახლში და მეუღლეებს შორის რაიმე კონფლიქტს არ შესწრებია. არასდროს სმენია მეუღლეებს შორის ჩხუბის ხმა, თუმცა ესმოდა ნ-----–--------------ის მხრიდან მეუღლის მიმართ საყვედური, რომელიც სთხოვდა მას ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევას.
მოწმე მ--------------- ჩვენებით, ნ-----–--------------ი არის მისი ძმა. ნ-----–--------------ის ოჯახთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და მათთან ერთად ცხოვრობდა სამი წლის განმავლობაში. თ------–---ასთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა და მეუღლესთან რაიმე კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში იგი უამბობდა მას. თანაცხოვრების პერიოდში არასდროს შესწრებია მეუღლეებს შორის ჩხუბს ან რაიმე სერიოზულ კონფლიქტს. 27 აპრილს მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, თ------–---ა იმყოფებოდა დედის გავლენის ქვეშ და არ აძლევდნენ შვილის ნახვის საშუალებას, რომელსაც სურდა დედის ნახვა. თუ რა იყო მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი მისთვის უცნობია. მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს შეხვდა ნ-----–--------------ს, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლესთან მოუხდა კონფლიქტი, რა დროსაც ხელი ჰკრა ს----------------ას, რომელიც აპირებდა საჩივრის შეტანას. ნ-----–--------------ის განმარტებით მას თ------–---ასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მოწმე მ--–---------–---------- ჩვენებით, ცხოვრობს ნ-----–--------------ის მეზობლად გ------------ ქუჩაზე. ნ-----–--------------ს იცნობს როგორც მეოჯახე და მზრუნველ მამად. ასევე იცნობს ნ-----–--------------ის მეუღლეს თ------–---ას, რომელიც შვილების მიმართ გამოირჩეოდა უყურადღებობით. რაც შეეხება 2019 წლის 27 აპრილს, იმყოფებოდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ თ------–---ა და მისი და სახლიდან ეზიდებოდნენ ბარგს, ხოლო მამა ელოდებოდათ გარეთ. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ დღეს ნ-----–--------------ის ჩხუბის ან ყვირილის ხმა არ გაუგია.
მოწმე მ--------------–---–-ს ჩვენებით, ნ-----–--------------თან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. იგი არის მისი შვილის ნათლია. ასევე იცნობს მის მეუღლეს თ------–---ას. ნ-----–--------------ის ოჯახთან ჰქონდა ხშირი ურთიერთობა. მეუღლეებს შორის კონფლიქტს ან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არასდროს შესწრებია, თუმცა ხშირად სმენია ნ-----–--------------ის საყვედურები მეუღლის მიმართ ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით. 2019 წლის 27 აპრილს მომხდარ ფაქტს თავად არ შესწრებია.
მოწმე ნ-------------–---–-- ჩვენებით, ცხოვრობს გ------------ ქუჩაზე ნ-----–--------------ის მეზობლად. ნ-----–--------------ს კარგი ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან და შვილებთან. არასდროს შესწრებია მათ შორის ჩხუბს ან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. 2019 წლის 27 აპრილს მომხდარ ფაქტს თავად არ შესწრებია.
2. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ-----–--------------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ დისპოზიციას, სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და სიმშვიდე. ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება: 1). მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში, 2). შედეგში - შიშის გამოწვევა და 3). მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი არ არის მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთან, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი, არამედ მისი მიზანი იყოს პირის დაშინება. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი არაა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ნ-----–--------------ის მხრიდან, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით თ------–---აზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დასტურდება, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით. დაზარალებულმა თ------–---ამ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ ნ-----–--------------ი თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ამცირებდა, რაც იწვევდა მის სულიერ ტანჯვას. დაზარალებულმა თ------–---ამ სრულად დაადასტურა მისი მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ 2019 წლის 27 აპრილს, ნ-----–--------------მა, მისი არასრულწლოვანი შვილების - მ----------------------------------- თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რაც გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელების და ფეხების გამეტებით დარტყმაში, რა დროსაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულ თ------–---ას ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ მის დასახმარებლად სახლში მისულ ს----------------ას, ნ-----–--------------მა მუშტი ჩაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც ს----------------ამ წამიერად დაკარგა გონება და დაეცა ძირს, ხოლო ფეხზე წამოდგომის შემდგომ ნ-----–--------------მა კიდევ ერთხელ ჩაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ს----------------ამ დაზიანებები მიიღო სახის და ყელის არეში, კერძოდ, სისხლჩაქცევები და ნაჭედევები აღენიშნებოდა ყელის მიდამოში, ორივე ტუჩის მიდამოში შიგნიდან და გარედან, ასევე ზედა ყბის ღრძილზე აღენიშნებოდა დაზიანებები და სდიოდა სისხლი.
ნ-----–--------------ის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ასევე ადასტურებს დაზარალებული ს----------------ა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2019 წლის 27 აპრილს დილის საათებში მისული იყო თ------–---ას სახლში და ცდილობდა მის სახლიდან წაყვანას, ვინაიდან ნ-----–--------------ი აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ თ------–----- იმყოფებოდა ნაცემ მდგომარეობაში, რის გამოც ჩაალაგა მისი ბარგი და გადაიტანა სხვა მისამართზე. უკან დაბრუნებისას, ნ-----–--------------ი დახვდა კიდევ უფრო აგრესიული, იგი არ აძლევდა თ------–---ას ბავშვების წაყვანის საშუალებას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაშლილი დანა მიადო ყელის არეში და დაემუქრა მოკვლით, თუმცა შეძლო ნ-----–--------------ისთვის მაისურზე მოქაჩვა, რის გამოც მან ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც რამდენიმე წამის განმავლობაში დაკარგა გონება, ხოლო ფეხზე წამოდგომის შემდგომ ნ-----–--------------მა კიდევ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში და ცდილობდა მის სახლიდან გაგდებას. ნ-----–--------------ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, სახის და ყელის არეში აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება, გახეთქილი ჰქონდა ტუჩი, დაზიანებული ჰქონდა ღრძილი და სდიოდა სისხლი. ანალოგიურად სხეულის სხვადასხვა ადგილას დაზიანებები აღენიშნებოდა თ------–---ას, რომლისგანაც ცნობილი გახდა, რომ დილის საათებში ნ-----–--------------მა ძირს დაგდებულს გამეტებით ურტყა ხელები და ფეხები, სხეულის სხვადასხვა ადგილას. დაზარალებულმა ს----------------ამ ასევე დაადასტურა ნ-----–--------------ის მხრიდან მეუღლეზე სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ნ-----–----ს ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 27 აპრილს დილის საათებში მისი სიძე - ნ-----–--------------ი თავად დაუკავშირდა მეუღლის სოციალური ქსელის საშუალებით და ასმენინებდა მისი შვილის - თ------–---ას ტირილის და ყვირილის ხმას, რომელსაც ნ-----–--------------ი აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ტელეფონში ესმოდა მისი შვილიშვილების მ----------------------------------- ყვირილის ხმა, რომლებიც ეხვეწებოდნენ მამას არ მოეკლა დედა. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ძალადობრივი ფაქტის დროს არ იმყოფებოდა ს----------–--–- და თ------–---ა ნახა--------ს, მას კიდევ ეტყობოდა სხეულზე მეუღლის მხრიდან მიყენებული დაზიანებები, რომელიც სისტემატურად ამცირებდა მას და ახორციელებდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას. ნ-----–--------------ის მხრიდან მეუღლეზე და ს----------------აზე ძალადობის ფაქტს ადასტურებს მოწმე გ---------–---ა, რომელიც პირადად იყო ნ-----–--------------ის ოჯახში მისული თ------–---ას წასაყვანად და რომელმაც თავად ნახა ს----------------აზე და თ------–---აზე მიყენებული ფიზიკური დაზიანებები.
გ--------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის საქმე აწარმოა შემდგომში დაზარალებულად ცნობილი ს----------------ას განცხადების საფუძველზე, რომელმაც ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა ნ-----–--------------ის მხრიდან მასზე და მის დაზე - თ------–---აზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რაც ასევე დასტურდება ს----------------ას მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით, რომელზეც გამოსახულია დაზარალებული ს----------------ა, რომელსაც ყელის მიდამოში აღენიშნება სისხლჩაქცევები და ნაჭდევები, ასევე ორივე ტუჩის მიდამოში გარედან და შიგნიდან, ზედა ყბის ღრძილზე მარჯვენა მხარეს და სახის მიდამოში ტუჩთან აღენიშნება სხვადსახვა სახის დაზიანებები.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დგინდება, რომ თ------–---ას სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დეტალურად არის აღწერილი თ------–---აზე მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე, რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ თ------–---ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა მხარის ზემო მესამედში, გარეთა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, დადგენილია, რომ თ------–---ა მისი მეუღლის - ნ-----–--------------ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ---–--------------–---–---------------------–---–---
რაც შეეხება, ნ-----–--------------ის მიმართ ბრალად წარდგენილ სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე ნ-----–--------------ი ქ------–--ში, გ------------ შესახვევი----–- საცხოვრებელ სახლში, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ------–---ას.
იმ ფაქტს, რომ თ------–---ამ რეალურად აღიქვა ნ-----–--------------ის მუქარა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში დასტურდება თავად დაზარალებულების თ------–---ას და ს----------------ას ჩვენებებით, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში დაადასტურეს ნ-----–--------------ის მიერ გაშლილი დანის მეუღლეზე ყელის არეში მიდების ფაქტი, რომელიც ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით, თუმცა ს----------------ამ თავისი აქტიური ქმედებით შეძლო მისთვის ხელის შეშლა და საფრთხის თავიდან აცილება.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს, მათი ჩვენებებით დადასტურდა, რომ მოწმეთა ძირითადი უმრავლესობა ახლო ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებიან ბრალდებულ ნ-----–--------------თან და არცერთი მათგანი არ არის 2019 წლის 27 აპრილს მომხდარი ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ინფორმაციული ხასიათის და მოწმეთა ჩვენებებით იმის უტყუარად მტკიცება, რომ 2019 წლის 27 აპრილს ნ-----–--------------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მისი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, შეუძლებელია.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ურთიერთანალიზის შედეგად სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–--------------მა მეუღლე თ------–---ას მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით განახორციელა ფიზიკური ძალადობის ფაქტი, დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, განახორციელა სისტემატური შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა დაზარალებულ ს----------------ას მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ ნ-----–--------------ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულ ნ-----–--------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მიაჩნია, რომ ნ-----–--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ნ-----–--------------ის მხრიდან მუქარის განხორციელება დანის გამოყენებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ-----–--------------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმით, ნ-----–--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-----–--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2----–-–----------------
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
_ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ორი ცალი დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი