განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2020
საქმის ნომერი
080100120003436265
დავის ტიპი
236 , 179
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/37-20 (№041011219004)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 მარტი 2020 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ------- მ--–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ე------ რ------ ძე ხ------ - დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, ნასამართლობის არმქონე, ს-–----–-- განათლებით, მცხოვრები: სამტრედიის რაიონი, ს------–------------------------;

 

ადვოკატი - თ------ ჟ-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები.

 

დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და მართლსაწინააღმდეგო ტარება;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე ქ. ქუთაისი, ზ----------------------------ში მდებარე შპს ,,ქ------------’’-ში მოლარე-ოპერატორ ნ------ ბ----–---–-, სამედიცინო პირბადით სახედაფარული ე------ ხ------ ყაჩაღურად თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღის - 9 მმ. კალიბრის „CLASS-MAGNUM”-ის მოდელის პისტოლეტის გამოყენებით, ერთჯერადი გასროლით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით მარკეტიდან გასტაცა თანხა 265 ლარის ოდენობით.

 

ე------ ხ------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, მართლსაწინააღმდეგოდ პირადად შეინახა და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - 9 მმ. კალიბრის „CLASS-MAGNUM”-ის მოდელის პისტოლეტსა და საბრძოლო მასალას - ერთ ცალ 9 მმ. კალიბრის კუსტარულად დამზადებულ ვაზნას, რაც 2019 წლის 6 დეკემბერს, ქ. ქუთაისი, ს---–--------------------- ამოღებული იქნა ე------ ხ------ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ე------ ხ------ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულების ნ------ ბ----–---–--- და მ------ ა------- გამოკითხვის ოქმები, მოწმეების ე--------- ა-------ა და გ------- ყ-----–---–-- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმი, განჩინება საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის თაობაზე, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, კამერის ჩანაწერების დათვალიერების ოქმი, ე------ ხ------ს გამოკითხვის ოქმი, პატაკი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ე------ ხ------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები მხარეებმა არ გახადეს სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე------ ხ------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ე------ ხ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ე------ ხ------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი იქნება სასჯელის მიზნების შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულ ე------ ხ------ს მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ბრალდებულ ე------ ხ------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ე------ ხ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ე------ ხ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ე------ ხ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ე------ ხ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 დეკემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კარის შიდა და გარე სახელურები - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ოთხი კვალი, სუნის ნიმუში, ჭერის ფრაგმენტი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სამი ცალი ნიღაბი, ე------ ხ------ს ნერწყვის ნიმუში, ე------ ხ------საგან აღებული ხელის კვლები - განადგურდეს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, შპს ,,ქ------------’’-დან გამოთხოვილი ინფორმაცია DVD დისკზე, ,,ი------’’-დან გამოთხოვილი ინფორმაცია DVD დისკზე, ,,პ--’’-დან გამოთხოვილი ინფორმაცია DVD დისკზე, ,,ე-–------–-------------’’-დან გამოთხოვილი ინფორმაცია DVD დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, ე------ ხ------ს ფოტოსურათის ნიმუშები CD დისკზე - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ე------ ხ------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოშავო ფერის პისტოლეტი, მჭიდითა და სამი ცალი ვაზნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი მასრა - გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

ე------ ხ------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოლურჯო ფერის სპორტული ჩანთა, მასში მოთავსებული 12 ცალი ალუმინის პროფილით, 1 ცალი კოვზითა და 2 ცალი ტაფით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული შარვალი, ქურთუკი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური