განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002574455
N1/225-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
11 მარტი 2020 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: რ------------------–---–ი
ბრალდებული: რ---------–---–---–ი
მამის სახელი: თ-----ი
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ქ------–-----------–----------------
მცხოვრები: ქ------–-----------–----------------
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1II ნაწილით.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 16 ივნისს დილის საათებში თ--–----------------------–------------ანში მდებარე პარკეტის საამქროს ტერიტორიაზე არსებულ სადარაჯო შენობაში რ---------–---–---–მა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა ი-------–--–-–---–ს. კერძოდ, რ---------–---–---–მა ი-------–--–-–---–ი ცემა ჯერ ხელით სცემა, ხოლო შემდეგ იქვე არსებული რკინის ნაჭერი აიღო და დაარტყა რამდენჯერმე მარცხენა ბარძაყის, მარცხენა მკლავისა და მარჯვენა გვერდის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ი-------–--–-–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მან მიიღო ტრავმა _ მარჯვნივ მე-9 ნეკნის მოტეხილობა, ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა ბარძაყის, მარცხენა წინამხრის არეში. აღნიშნული მიეკუთვნება სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.
ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. 2018 წლის 14 ივნისს დღის საათებში, 2018 წლის 15 ივნისს დილის საათებში და 2018 წლის 15 ივნისს საღამოს საათებში თ--–----------------------–------------ანში მდებარე პარკეტის საამქროს ტერიტორიაზე არსებულ სადარაჯო შენობაში რ---------–---–---–მა ფიზიკურად, ხელით სამჯერ იძალადა ი-------–--–-–---–ზე, კერძოდ ცემა თავისა და ტანის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების დროს ი-------–--–-–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და სულიერ ტანჯვას. ასევე, 2018 წლის 19 ივნისს დილით, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ--–-------------–-----------–---–------------ში მდებარე ი-------–--–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, საძინებელ ოთახში საწოლში მყოფ ი-------–--–-–---–ს მუშტით თავის არეში ცემა რ---------–---–---–მა, რა დროსაც ი-------–--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მცირე დროის გასვლის შემდეგ რ---------–---–---–მა კვლავ დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში ი-------–--–-–---–ის, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 14 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით პერიოდში ი-------–--–-–---–ი, მის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემის და ფიზიკური ძალადობის შედეგად, განიცადა ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების დროს ი-------–--–-–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის სხეულის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1II ნაწილით.
სასამარლომ დაადგინა:
ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართვეოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპულიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალდებულ - რ---------–---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებათა ერთობლიობა:
4. რ---------–---–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
5. ვინაიდან დაზარალებული ი-------–--–-–---–ი გარდაიცვალა, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები.
6. მოწმე შ--------------------მა აჩვენა, რომ რ---------–---–---–ი მუშაობდა მასთან დარაჯად. დღის მანძილზე მუშაობდა მუშადაც. იგი მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. დათვალიერებას ასევე ესწრებოდა ქალბატონი. დათვალიერებისას პოლიციელებმა ამოიღეს რკინის მილი და წაიღეს. იგი გაეცნო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. ოქმში მისი სახელი მითითებულია შეცდომით
7. მოწმე ჯ---------–---–მა აჩვენა, რომ დაზარალებულის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ჩვენების ადგილზე შემოწმება.
8. მოწმე ა-–---------------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი, კერძოდ, 19.08.2018 წელს პირადი გასინჯვით ი-------–--–-–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი სახის დაზიანება: სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხრის, მარჯვენა წინამხრის, მარცხენა ბარძაყის და გულმკერდის არეში. ნაჭდევი მარცხენა წინამხრის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ აღნიშნულ თარიღს - 15.06.2018 წელს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმეტაციის მიხედვით ი-------–--–-–---–მა 15.06.2018 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გურჯაანის სამედიცინო ცენტრს მიმართა 20.06.2018 წელს დიაგნოზით: მარჯვნივ მე-9 ნეკნის მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც თან მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა (21 დღეზე მეტი ხნით). ერთობლიობაში ი-------–--–-–---–ს სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებადმძიმე ხარისხს, რასაც თან მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა (21 დღეზე მეტი ხნით) .
9. დაცვის მხარემ არასადავოდ გახადა სხვა დანარჩენი მტკიცებულები და სისხლის სამართლის საქმეში არსებული დოკუმენტაცია, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
10. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
12. რ---------–---–---–ის მიერ განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარეს გამოძიების დროს გააჩნდა მხოლოდ დაზარალებულ ი-------–--–-–---–ის ჩვენება. ი-------–--–-–---–ი გარდაიცვალა და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები. სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რ---------–---–---–ის მხრიდან ი-------–--–-–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობისა და სხეულის დაზიაქნების ფაქტს, სასამართლოში არ გამოკვლეულა. დაკითხული მოწმეების ჩვენებები და არასადავო მტკიცებულებები უკავშირდება იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რაც ბრალდების მხარემ აწარმოა და არ წარმოადგენს ბრალის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებებს. ასევე ექსპერტიზის დასკვნაც მხოლოდ აღწერს სხეულის დაზიანებას და განსაზღვრავს დაზიანების ხარისხს, თუმცა არ ადასტურებს ვიმ მიაყენა რა ვითარებაში მიიღო დაზიანება ი-------–--–-–---–მა.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
14. კანონმდებელმა იმპერატიულად მიუთითა, რომ მხოლოდ გამოქვეყნებილი ჩვენების საფუძველზე, არ შეიძლება დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.
15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არ გვაქვს საქმე.
16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
20. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ---------–---–---–ი მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უნდა გამართლდეს.
22. გამართლებულ რ---------–---–---–ს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
23. რ---------–---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
24. რ---------–---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
25. რ---------–---–---–ს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
26. რ---------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას რ---------–---–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით დაყადაღებულ ნ-----–-------–-–---–ის (პირადი N-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
27. ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მეტალი მილის მონაჭერი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
28. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
29. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური