განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100120003482332
საქმე №1-229/20წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04.0--2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - და-------------–ი
დაცვის მხარე
ბრალდებული: ჯა--------–--–--ლი
მამის სახელი: ალ----------
დაბადებული: 0--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
ფაქტობრივი მისამართი: ქობულეთი, სოფელი აჭ-------ვი
ადვოკატი - ზვ--------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი (ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------
1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 06 ნოემბერს, დღის საათებში, ჯა--------–--–--ლმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭ-------ვში არსებულ ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გაჩეხა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული რვა ძირი თხმელის ჯიშის ხე, რითაც დაზარალებულ ორგანიზაციას მიადგა 1230 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით ( მოწმეების ნან----------------–-----------------------------–-----------------–--–---–-------------------–-----–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ზიანის გაანგარიშების შესახებ დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა) - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ჯა--------–--–--ლმა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო უკანონო გაჩეხვა.
3. სამართლებრივი შეფასება:
დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ჯა--------–--–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2019 წლის 06 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭ-------ვში რვა ძირი თხმელის ჯიშის ხის გაჩეხვით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ
განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას; ბრალდებულს ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი; ოჯახში მხოლოდ თავად საქმიანობს; არა აქვს სტაბილური შემოსავალი;
ზემოთაღნიშნული ფაქტიური გარემოებების მხედველობაში მიღებით, ჯა--------–--–--ლს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, ჯა--------–--–--ლის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების და მისი მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული თხმელის ხის ნაჭრები, რომელიც შესანახად ჩაბარდა ჯა--------–--–--ლს უნდა გადაეცეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ჯა--------–--–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული თხმელის ხის ნაჭრები, რომელიც შესანახად ჩაბარდა ჯა--------–--–--ლს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე