განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003175848
საქმე N 1-833/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11.03.2020 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - აკ------------ა
დაცვის მხარე
ბრალდებული: გო--------------ძე
მამის სახელი: ნუგზარი
დაბადებული: 27.01.1989 წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ჯურყვეთი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გო--------------ძეს 2019 წლის 17 ივლისს აეკრძალა რა ყოფილ მეუღლესთან -თა------------–----ესთან კომუნიკაცია, მათ შორის კომუნიკაცია ტელეფონის საშუალები და გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, - 2019 წლის 31 ივლისს მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვა და მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა თა------------–----ეს;
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 01 ოქტომბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების გამომძიებლების, მიერ 2019 წლის 17.07.2019 წლის შემაკავებელი ორდერით, გო--------------ძეს აეკრძალა იმ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც იმყოფებოდა თა------------–----ე მასვე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2.4. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გო--------------ძეს 2019 წლის 17 ივლისის შემაკავებელი ორდერით - აკრძალული ქონდა რა, თა------------–----ესთან მიახლოება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - 2019 წლის 31 ივლისს თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან თა------------–----ეს მობილურ ტელეფონზე წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.
2.5. საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ძალაში შესული შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გათვალისიწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის შეუსრულებლობისათვის; სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.
2.6. გო--------------ძისთვის ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული ორდერის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას აკრძალული ჰქონდა ქონდა თა------------–----ის მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია 30 დღის ვადით. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების შემაკავებელი ორდერის საფუძველზე თა------------–----ესთან მიახლოება და კომუნიკაცია აკრძალული ქონდა 30 დღის ვადით გო--------------ძე თა------------–----ესთან კომუნიკაციას ცდილობდა 2019 წლის 31 ივლისს.
2.7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით 2019 წლის 17 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების მიერ გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი, დაზარალებულ თა------------–----ის გამოკითხვის ოქმი, გო--------------ძის გამოკითხვის ოქმები, თანხმობის ხელწერილი და მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი ფოტო ცხრილით; შემაკავებელი ორდერის ოქმი და შემაკავებელი ორდერი, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) დადასტურებულია, რომ გო--------------ძემ 2019 წლის 31 ივლისს თა------------–----ესთან მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებების გაგზავნით ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გო--------------ძის მის მიერ განხორციელებული ქმედებით, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გო--------------ძის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველს და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების პირობებში.
სასჯელის დანიშვნისას და მისი სახის და მოცულობის განსაზღვრისას ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი მატერიალური მდგომარეობა. მხედველობაშია მისაღები, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილს; მისი განმარტებით მომხდარის შემდეგ ყველა სახის კომუნიკაცია გაწყვეტილი აქვს ყოფილ მეუღლესთან;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, გო--------------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, გო--------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის მოცულობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოთაღნიშნული გარემოებები;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებაა - თა------------–----ის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება დაზარალებულთან, დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გო--------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ გო--------------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - თა------------–----ის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება დაზარალებულთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე