განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
010100120003465511
დავის ტიპი
276 3
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100120003465511

საქმე N1-167/20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04.03.2020 წელი ქ . ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ან--------ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: გო-----------ძე

მამის სახელი: ტა-----–-

დაბადებული: 1--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

მისამართი: ქ. ბათუმი, ფრი---------–--–---------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება; ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ);

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 0-----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1.სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 00:15 საათზე, ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩა N34-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გო-----------ძე მართავდა რა ,,B--“ მარკის ავტომობილს (სახელწიფო ნომრით G------), - დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქეითად მოსიარულე კრ----–--------–--ეს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება; ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------, 19/09/2019 წ. დადგენილია, (გო-----------ძე 6----------) კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის, იმუნოქიმიური სტრიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებაზე; მორფინი, ბუპრენორფინი, ჰეროინი, აგრეთვე ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მიღებულია უარყოფითი შედეგი, ტეტრაჰიდროკანაბინოლზე მიღებულია დადებითი შედეგი.

 

2.4. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------- 16/09/2019 წ. დადგენილია, გო-----------ძის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის დასკვნის თანახმად - ს-–----–-- ხარისხის ალკოჰოლური თრობა.

 

2.6. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------; 15/11/2019 წ. დადგენილია, რომ წარმოდგენილი შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი ,,მ---–--------“ სტაციონალური სამედიცინო ბარათი N9---/2019-ის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების მიხედვით მოქ. კრ---–---------–--ე მიღებული ტრამვასთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას 16/09/2019წ 00:45 სთ-დან 23/09/2019 წ 17:00 სთ-მდე. დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, წვივის მრავლობითი მოტეხილობები; დიდი წვივის პროქსიმალური ბოლოს მოტეხილობა. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მოქ. ასევე აღენიშნება ჰემატომა მარცხნივ წარბის, შუბლის მიდამოში, ექსკორიაციები-კიდურებსა და სახის არეში; აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

2.7. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით N 8--- 15/01/2020 წ. დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლ გო-----------ძეს საგაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის -33 პუნქტის 2-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

2.6. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (კრ---–---------–--ის გამოკითხვის ოქმი, გო-----------ძის გამოკითხვის ოქმი, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გო-----------ძემ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება; ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გო-----------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2019 წლის 16 სექტემბერს, ქ. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, კრ---–---------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გო-----------ძის მიერ ჩადენილი ქმედება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი, რომელიც მსჯავრდებულს უნდა ჩაეთვალოს პირობით გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გო-----------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, გო-----------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით გამოსაცდელი ვადით, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩათვლილი იქნება პირობით დამატებითი სასჯელით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: ავტომანქანა ,,B--’’ სახელმწიფო ნომრით G------, განთავსებულია შპს ,,ბ--------------ის“ სპეციალურ ავტოსადგურზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გო-----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებულ გო-----------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

 

პირობით მსჯავრდებულის გო-----------ძის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,B--’’ სახელმწიფო ნომრით G------, განთავსებულია შპს ,,ბ--------------ის“ სპეციალურ ავტოსადგურზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს და შპს ,,ბ--------------ის ‘’ ადმინისტრაციას; საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე