გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2020
საქმის ნომერი
190210019002962193
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-666-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 თებერვალი 2020 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - მამუკა ნოზაძე

სხდომის მდივანი - გვანცა ბერუაშვილი

 

მოსარჩელე - ს----------–--ს შ------ ს------- ს------------

წარმომადგენელი - ბ--- დ--------, მ------ კ-------–---

 

მოპასუხე - შ-- „ბ-----ი“

წარმომადგენელი - გ------- ს---–---–ი

დირექტორი- ლაშა თოფურია

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე შ-- „ბ-----ს“ დაეკისროს ს----------–--ს შ------ ს------- ს------------ს სასარგებლოდ 4 761 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე შ-- „ბ-----ს“ დაეკისროს ს----------–--ს შ------ ს------- ს------------ს სასარგებლოდ 65 954,64 ლარის გადახდა.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ ს----------–--ს შ------ ს------- ს------------სა და შ-- „ბ-----ს“ შორის 2--- წლის 06 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ-- ,,ბ-----მა" აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, თვეში ერთხელ შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად მიეწოდებინა მოსარჩელისათვის შოკოლადის ნაწარმი და კარამელის კანფეტი.

 

2--- წლის 24 ა--------- შ-- ს-------------–-----–--------------–-----------------------–-------------------------–------------------------------------------------------–--------------ში, შ-- ,,ბ-----ის" მიერ მოწოდებულ შოკოლადის შიგთავსში აღმოჩნდა ობი. შ------ ს------- ს------------სა და შ-- ,,ბ-----ს" შორის გაფორმებული 2--- წლის 06 ა-----–-- N--- ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელს დააკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად განისაზღვრა 4 761 ლარით.

 

შ------ ს------- ს------------სა და შ-- ,,ბ-----ს" შორის 2--- წლის 06 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, თვეში ერთხელ შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად მიეწოდებინა მოსარჩელისათვის შოკოლადის ნაწარმი და კარამელის კანფეტი.

 

2--- წლის 18 ივლისს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მე-3 სამმარველოში მოსამსახურეთა გარკვეულმა ნაწილმა უკან დააბრუნა დღიური ნორმით გათვალისწინებული შოკოლადი შიგთავსში აღმოჩენილი ობის გამო. აღნიშნული ეცნობა მიმწოდებელს და შ-- ,,ბ-----ის" განმარტებით, მათ მიერ დაიხვეწა ტექნოლოგიური პროცესი, შესაბამისად მსგავს შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა, მოახდინა ჩანაცვლება და მიაწოდა კიდევ ერთი პარტია მოსარჩელეს. მიუხედავად ამისა, შ-- ,,ბ-----ის" მიერ მოწოდებულ ჩანაცვლებულ შოკოლადის პარტიაში (გამოშვების თარიღი 12.06.2---) კვლავ დაფიქსირდა ანალოგიური შემთხვევა.

 

შ------ ს------- ს------------სა და შ-- ბ-----ს შორის გაფორმებული 2--- წლის 06 ა-----–-- N--- ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელს დააკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად განისაზღვრა 65 954,64 ლარით.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს----------–--ს შ------ ს------- ს------------სა და შ-- ,,ბ-----ს" შორის გაფორმებული 2--- წლის 06 ა-----–-- N--- და N--- ხელშეკრულებების 5.4 მუხლების თანახმად ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი ვადის დასრულების შემდეგ, აღმოჩენილი ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში გამოასწოროს ნაკლი შემსყიდველის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნული ხელშეკრულების 6.5 მუხლის თანახმად კონტროლი ხორციელდება, როგორც შუალედური ფორმით შესყიდვის ობიექტის მიწოდების პროცესში, ასევე მისი დამთავრების შემდეგ, ხოლო 7.1 მუხლის თანახმად მისაწოდებელი ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიწოდების ადგილის მიხედვით.

 

2--- წლის 19 ივლისს შ-- ,,ბ-----ის" დირექტორს- ლ-–-------------------- 2---------- წერილით მიმართა შ------ ს------- ს------------მ და აცნობა, რომ მიწოდებულ შოკოლადში (წარმოების თარიღი 20.04.2---) აღმოჩენილი იქნა ობი. დასახელებული წერილით მოთხოვნილ იქნა მიწოდებული შოკოლადის (წარმოების თარიღი 20.04.2---) ჩანაცვლება ეტაპობრივად. საქმეში წარმოდგენილია შეცვლის აქტები, რომლითაც დასტურდება, რომ 2--- წლის 18 ივლისს შეცვლილი იქნა ივლისის თვეში მიღებული შოკოლადი, წარმოების თარიღი 20.04.2016-სულ 480,48 კგ, 19 ივლისს - 399,465კგ, 20 ივლისს - 56,76 კგ, 21 ივლისს - 65,04კგ. 2--- წლის 27 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა ჩანაცვლების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ შ-- ,,ბ-----ის" მიერ აქტის შედგენის მომენტისათვის ს----------–--ს შ------ ს------- ს------------სათვის მიწოდებული იქნა 3053,05 კგ. შოკოლადი (წარმოების თარიღები 19.07.2019, 17.07.2019). 28 ივლისს კი გაფორმდა ჩანაცვლების აქტი, რომლითაც დასტურდება შ-- ბ-----ის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებულ იქნა 245,245 კგ. შოკოლადი. აგრეთვე 2--- წლის 04 ა--------- შეცვლილი იქნა ივლისის თვეში მიღებული შოკოლადი სულ -158,345 კგ, ხოლო 07 ა--------- მიწოდებულ იქნა 2852.85 კგ, 09 ა--------- - 515,515 კგ, 15 ა--------- - 225,225 კგ. შოკოლადი.

 

2--- წლის 19 ივლისის წერილის მიღებისთანავე შ-- ,,ბ-----მა" მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შეიტანა ცვლილებები ტექნოლოგიაში. აღნიშნული ცვლილების შემდეგ წარმოებული პროდუქციით მოხდა წუნდებული პროდუქციის სრულად ჩანაცვლება, შესაბამისად სინამდვილეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ შ-- ,,ბ-----ის" მიერ გამოშვებული შოკოლადის მომდევნო პარტიაში კვლავ დაფიქსირდა იგივე ხარვეზი (ობი), რაც წინა პარტიაში. საქმეში წარმოდგენილი ჩანაცვლების აქტით სრულიად დასტურდება, რომ 2--- წლის 12 ივნისს წარმოებული პროდუქცია შემსყიდველთან შეთანხმებით და მისი მითითების შესაბამისად დაექვემდებარა ჩანაცვლებას, შესაბამისად აშკარაა, რომ ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ შეწყდა უსაფუძვლოდ.

 

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობას, რაც განხორციელდა კიდეც დადგენილი წესით, აღნიშნული ჩანაცვლების შესახებ შ-- ,,ბ-----ს" მიმართა თავად მოსარჩელემ და სრულად განხორციელდა ჩანაცვლება, რასაც ადასტურებს მოსარჩელისავე მიერ ხელმოწერილი 2--- წლის 23 ა--------- აქტი. გარდა ამისა, შ-- ,,ბ-----ის" მიერ მოსარჩელისათვის გადაცემულ პროდუქციას ყოველთვის თან ახლდა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ადასტურებდა მიწოდებული პროდუქციის ვარგისიანობას.

 

სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სასამართლოში წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და განმარტეს, რომ ხელშეკრულებების შეწყვეტა მოხდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით და შესაბამისად პირგასამტეხლოს მოთხოვნა, რომელიც ამასთანავე არის შეუსაბამოდ მაღალი და მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ს----------–--ს შ------ ს------- ს------------სა და შ-- „ბ-----ს“ შორის 2--- წლის 06 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება შ------ ს------- ს------------სთვის მიეწოდებინა 659 546,40 ლარის ღირებულების სხვადასხვა საკვები პროდუქტები: შოკოლადის ნაწარმი და კარამელის კანფეტი, შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, არაუგვიანეს 2018 წლის 31 იანვრისა. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, კერძოდ დასახელებული ხელშეკრულებების 11.4 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (შესრულების ვადა, ხარისხი) შემსყიდელი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, ხოლო 11.5 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მომწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

 

3.1.2. ს----------–--ს შ------ ს------- ს------------სა და შ-- „ბ-----ს“ შორის 2--- წლის 06 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება შ------ ს------- ს------------სთვის მიეწოდებინა 47 610 ლარის ღირებულების სხვადასხვა საკვები პროდუქტები: შოკოლადის ნაწარმი და კარამელის კანფეტი, შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, არაუგვიანეს 2018 წლის 31 იანვრისა. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, კერძოდ დასახელებული ხელშეკრულებების 11.4 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (შესრულების ვადა, ხარისხი) შემსყიდელი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, ხოლო 11.5 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მომწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

 

3.1.3. 2--- წლის 24 ა--------- შ-- ს-------------–-----–--------------–-----------------------–-------------------------–------------------------------------------------------–--------------ში, შ-- ,,ბ-----ის" მიერ მოწოდებულ შოკოლადის შიგთავსში აღმოჩნდა ობი, რაზეც ეცნობა ს------------ს ეკონომიკურ დეპარტამენტს შესაბამისი რეაგირებისათვის.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სარჩელი, აქტები, მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2--- წლის 18 ივლისს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მე-3 სამმარველოში მოსამსახურეთა გარკვეულმა ნაწილმა უკან დააბრუნა დღიური ნორმით გათვალისწინებული შოკოლადი შიგთავსში აღმოჩენილი ობის გამო.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სარჩელი, აქტები, მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2--- წლის 18 ა--------- ს----------–--ს შ------ ს------- ს------------მ აცნობა შ-- „ბ-----ს“, მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მათ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და მიმწოდებელს დააკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად განისაზღვრა 65 954,64 ლარით.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ს----------–--ს შს ს------------ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის წერილი;

 

3.2.2. 2--- წლის 30 ა--------- ს----------–--ს შ------ ს------- ს------------მ აცნობა შ-- „ბ-----ს“, მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მათ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და მიმწოდებელს დააკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად განისაზღვრა 4 761 ლარით.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ს----------–--ს შს ს------------ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის წერილი;

 

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.

 

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შ------ი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, ასევე 102-ე მუხლებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმება და აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს 2--- წლის 07 ა---------, 09 ა--------- და 24 ა--------- შედგენილი აქტები. მოპასუხე წერილობითი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს ხელშეკრულების 5.4. პუნქტზე, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი ვადის დასრულების შემდეგ, აღმოჩენილი ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში გამოასწოროს ნაკლი შემსყიდველის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ 2--- წლის 19 ივლისს შ-- ,,ბ-----ის" დირექტორს ლ-–-------------------- 2---------- წერილით მიმართა შ------ ს------- ს------------მ და აცნობა, რომ შ-- ,,ბ-----ის" მიერ მიწოდებული შოკოლადში (წარმოების თარიღი 20.04.2---) აღმოჩენილი იქნა ობი. დასახელებული წერილით მოთხოვნილ იქნა მიწოდებული შოკოლადის (წარმოების თარიღი 20.04.2---) ჩანაცვლება ეტაპობრივად. საქმეში წარმოდგენილია შეცვლის აქტები, რომლითაც დასტურდება, რომ შ-- ,,ბ-----ის" მიერ მოხდა დაობებული პროდუქციის სრული ჩანაცვლება ახალი პროდუქციით. მოპასუხე მხარის მოთხოვნით საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--,,ე------------+"-ის ლაბორატორიის უფროსმა ჟ--–---- ხ------------- აჩვენა, რომ შ-- ,,ბ-----ის" მიერ გამოშვებული შოკოლადის ნაწარმის და კარამელის კანფეტის ნიმუშები მოწმდებოდა მის მიერ ლაბორატორიულად და პროდუქცია შესაბამისობაში იყო დადგენილ ნორმებთან. თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით ცალსახად დასტურდება, რომ მიწოდების შემდგომ ჩანაცვლებული პროდუქცია ისევ იყო ხარვეზიანი ანუ შოკოლადში ისევ იქნა აღმოჩენილი ობი, შესაბამისად, მოპასუხის მიერ სახეზე იყო ხელშეკრულებების არაჯეროვანი შესრულება.

 

ამდენად, ვინაიდან მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და ს----------–--ს შ------ ს------- ს------------ს სარჩელი შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361.2-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ს----------–--ს შ------ ს------- ს------------სა და შ-- ,,ბ-----ს’’ შორის წარმოიშვა ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის დანაწესი განსაზღვრავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

ამავე კოდქსის მუხლი 327-ე მუხლის შესაბამისად, კი ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2--- წლის 06 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- და N--- ხელშეკრულებები, სადაც მითითებულია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით. ამასთან იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის შემსყიდველი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება, განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არაჯეროვანი შესრულება კერძოდ, მიმწოდებლის მიერ ორჯერ მოხდა პროდუქციის ჩანაცვლება და ჩანაცვლებული პროდუქცია კვლავ აღმოჩნდა უხარისხო (დაობებული), შესაბამისად, მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები (შესრულები ვადა, ხარისხი).

 

სასამართლოს მსჯელობისა და გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს მოვალეს დაეკისროს თუ არა ხელშეკრულებებით გათავლისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო.

ამასთან, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა, ცალკეულ შემთხვევებში, იწვევს სამართლიან უკმაყოფილებას მიმწოდებლების მხრიდან, ამასთან პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, კანონი დაცვითი მექანიზმის სახით - პირგასამტეხლოს დანიშნულების ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს ანიჭებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დანიშნულება არის ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია და სასამართლოს უფლება აქვს პირგასამტეხლო შეამციროს იმ ოდენობამდე, რომ იგი ამ დანიშნულებას არ გასცდეს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა მაგალითად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის დროს მხარეები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ კეთილსინდისიერების და პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი და ბოროტად არ უნდა გამოიყენონ თავიანთი უფლებები. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს მხარის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას შეფასებულ უნდა იქნეს პირგასამტეხლოსა და ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან ( N--- ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 47 610 ლარი, ხოლო N--- ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 659 546,40 ლარი) და შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან, მოპასუხის ქმედებიდან, რომ ცდილობდა გამოვლენილი წუნის გამოსწორებას და პროდუქციის ჩანაცვლებას, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება-განახევრება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით, ხელშეკრულების საერთო თანხის 5 %-ის ოდენობით, რაც N--- ხელშეკრულებაზე შეადგენს - 32977.32 ლარს, ხოლო N--- ხელშეკრულებაზე - 2380.5 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნული მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1060.73 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ს----------–--ს შ------ ს------- ს------------ს სარჩელი მოპასუხე შ-- „ბ-----ი“-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე შ-- „ბ-----ი“-ს (ს/კ 4--------) ს----------–--ს შ------ ს------- ს------------ს სასარგებლოდ 2--- წლის 06 ა-----–-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების N--- საფუძველზე დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 2380.5 ლარის ანაზღაურება.

 

1.2. მოპასუხე შ-- „ბ-----ი“-ს (ს/კ 4--------) ს----------–--ს შ------ ს------- ს------------ს სასარგებლოდ 2--- წლის 06 ა-----–-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების N--- საფუძველზე დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 32977.32 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხე შ-- „ბ-----ი“-ს (ს/კ 4--------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1060.73 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მამუკა ნოზაძე